# „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების შესახებ

- ტიპი: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
- მიმღები ორგანო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
- დოკუმენტის ნომერი: №202
- მიღების თარიღი: 18.09.2026
- კონსოლიდირებული რედაქცია: 18.09.2026
- სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016416
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6952150
- წყარო: https://legali.ge/law/6952150/

> ეს არის 18.09.2026 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. ა) ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცე

ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან.

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის მე- მე-15 და მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 აგვისტოდან.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის

წესი

თავი I
ზოგადი დებულებებ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-3/](https://legali.ge/law/6952150/muxli-3/)

---

## მუხლი 1. წესის მიზანი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“ (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო სივრცეში, ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო და საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას, მეტეოროლოგიური მომსახურების მიმართ შესაბამისი მოთხოვნების დადგენის გზით

[https://legali.ge/law/6952150/muxli-1-2/](https://legali.ge/law/6952150/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებები_

წესის მოთხოვნები ვრცელდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოზე, რომელიც ფლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაცემულ შესაბამისი მომსახურების სერტიფიკატს და ყველა იმ იურიდიულ/ფიზიკურ პირზე, რომელიც სარგებლობს  მეტეოროლოგიური სერვისი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-2-2/](https://legali.ge/law/6952150/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) აბსოლუტური  სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან (MSL) განსაზღვრულ სასურველ დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;

ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომელიც გათვალისწინებულია ავიაციის სფეროში დაპროექტების, სერტიფიცირების, პერსონალის მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესში და გამიზნულია ადამიანსა და სისტემის  კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;

გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ) – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;

დ) ადზ-ის ზღურბლი – ადზ-ის იმ მონაკვეთის დასაწყისი, რომელიც გამოიყენება დასაფრენად;

ე) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ვ) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილი – ცხრილი, რომელიც აეროდრომის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ელემენტზე დაკვირვების შედეგების სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს;

ზ) აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიურ მომსახურებას  აეროდრომზე;

თ) სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას;

ი) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემით მომსახურება (ATIS) – განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით, რომელიც იყოფა შემდეგ მომსახურებებად:

ი.ა) მონაცემთა ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (D-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება მონაცემთა გადაცემის საშუალებებით;

ი.ბ) ხმოვანი ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (Voice-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება განმეორებითი და მუდმივი ხმოვანი საშუალებების გამოყენებით.

კ) აეროდრომის შემაღლება – დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;

ლ) აეროდრომის საკონტროლო წერტილი – აეროდრომის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;

მ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;

ნ) ბრიფინგი – ზეპირი გაფრენისწინა ბრიფინგი, ფაქტობრივი და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების გაცნობა;

ო) დაკვირვება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის შეფასება;

პ) დანიშნულების აეროდრომი – აეროდრომი, რომელიც ფრენის გეგმითა და დავალებით მითითებულია მარშრუტის ბოლო პუნქტად;

ჟ) შეხების არე – მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შემდეგ, რომელიც საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს განკუთვნილია პირველი შეხებისთვის;

რ) ვერტიკალური ხილვადობა – მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან იმ დონემდე, საიდანაც ვერტიკალურად ქვემოთ ჩანს ობიექტები მიწაზე;

ს) ვიზუალური ფრენა – ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო ორიენტირების საშუალებით;

ტ) ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ) – წესები, რომლებიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და დაფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლის გზით, ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ხომალდებსა და სხვა მატერიალურ ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას;

უ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო  სისტემა (ზპმს)  –  მსოფლიო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო და რეგიონული ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ საავიაციო მეტეოროლოგიური პროგნოზების წარდგენას ფრენების მარშრუტებზე ერთგვაროვანი სტანდარტიზებული ფორმით;

ფ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც) – მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზების და სიმაღლეებზე პროგნოზების ციფრულ ფორმატში გლობალური მასშტაბით მომზადება და  სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ფარგლებში, ინტერნეტის საშუალებით, სახელმწიფოებისათვის დაგზავნა;

ქ) ზონალური პროგნოზი (GAMET) – სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ღია ტექსტით და შემოკლებებით შედგენილი ზონალური პროგნოზი, რომელიც განკუთვნილია შესაბამის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ან ქვერაიონში დაბალ სიმაღლეებზე საფრენად და გადაეცემა მომიჯნავე საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების მეტეოროლოგიურ სამსახურებს შეთანხმების საფუძველზე;

ღ) ინფორმაცია AIRMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოცემული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე არსებული ან მოსალოდნელი იმ ამინდის მოვლენის შესახებ, რომელსაც შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა დაბალ სიმაღლეებზე მფრენ  საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებაზე, და რომელიც ჯერ არ იყო შეტანილი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ან ქვერაიონში დაბალი სიმაღლეების ფრენების პროგნოზში;

ყ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოცემული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის მოვლენის  და ატმოსფეროს სხვა მოვლენის წარმოშობის შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდის  ფრენის უსაფრთხოებაზე;

შ) კავშირგაბმულობის სადგური – სადგური, რომელიც გამოყენებულია საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურებაში;

ჩ) კონსულტაცია (მეტეოროლოგიური) – მეტეოროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან ფრენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ან სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების განხილვა. განხილვაში შედის პასუხების გაცემაც;

ც) კრეისერული ეშელონი – ფრენის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში შენარჩუნებული ეშელონი;

ძ) მეტეოროლოგიური ბიულეტენი – შესაბამისი სათაურის მქონე ტექსტი, რომელიც მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;

წ) მეტეოროლოგიური დაკვირვება – ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის და/ან ამინდის მოვლენის შეფასება;

ჭ) მეტეოროლოგიური თანამგზავრი – დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებს და ამ დაკვირვების შედეგებს დედამიწაზე გადმოსცემს;

ხ) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ორგანო, რომელიც ახდენს ინფორმაციის გავრცელებას განსაზღვრული პასუხისმგებლობის არისთვის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის მოვლენის და ატმოსფეროს სხვა მოვლენის წარმოშობის შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდის  ფრენის უსაფრთხოებაზე;

ჯ) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება ანალიზი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება;

ჰ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე;

ჰ1) მეტეოროლოგიური ცნობა – შეტყობინება განსაზღვრულ ადგილზე და დროს მეტეოროლოგიურ პირობებზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგების შესახებ;

ჰ2) მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სექტორში (MSA) – უმცირესი აბსოლუტური სიმაღლე, რომლით სარგებლობა შესაძლებელია და რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის 300 მეტრის (1000 ფუტი) მინიმალურ მარაგს იმ ყველა ობიექტის თავზე, რომელიც მდებარეობს 46 კმ-ის (25 ს.მილი) რადიუსის სექტორში და რომლის ცენტრშიც მდებარეობს ძირითადი წერტილი, აეროდრომის საკონტროლო წერტილი ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი;

ჰ3) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ ფრენას ამ აეროდრომებიდან;

ჰ4) მომსახურების არე  (ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა) – გეოგრაფიული რაიონი, რომლის ფარგლებშიც ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და სხვა მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გამოშვებაზე;

ჰ5) პროგნოზი (ამინდის) – მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში, გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში;

ჰ6) პროგნოზული რუკა – გარკვეული მეტეოროლოგიური ელემენტების, მოვლენების გრაფიკული გამოსახვა რუკაზე დროის გარკვეული მომენტის ან პერიოდისათვის განსაზღვრული ზედაპირის ან საჰაერო სივრცის ნაწილისათვის;

ჰ7) რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმება – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ – იკაო) საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმება, რომელიც შემუშავებულია რეგიონალურ სააერნაოსნო შეხვედრებზე და ადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ რეგიონალურ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ არის ასახული ჩიკაგოს კონვენციის დანართებში არსებულ სტანდარტებში, რეკომენდირებულ პრაქტიკასა და პროცედურებში;

ჰ8) საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებაზე თვალთვალის სამსახური (IAVW) – საერთაშორისო შეთანხმებები ვულკანური მოქმედების მონიტორინგისა და ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის შესახებ საჰაერო ხომალდებისთვის შეტყობინებების, პროგნოზებისა და გაფრთხილებების მიწოდებისთვის.

შენიშვნა: საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებაზე თვალთვალის სამსახური (IAVW) ეფუძნება საავიაციო და სხვა საქმიანობის განმახორციელებელი ერთეულების თანამშრომლობას, სახელმწიფოების მიერ მოწოდებული დაკვირვების წყაროებიდან და ქსელებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. დაკვირვებას კოორდინაციას უწევს იკაო სხვა დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ჰ9) საექსპლუატაციო კონტროლი – შესაბამისი უფლებამოსილების გამოყენება, ფრენის დაწყების, გაგრძელების, მარშრუტის შეცვლის ან ფრენის შეწყვეტის მიზნით ფრენის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ჰ10) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდი შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. ამგვარი აეროდრომი უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისით და მომსახურებებით. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება:

ჰ10ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;

ჰ10ბ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;

ჰ10გ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა.

შენიშვნა: გამოფრენის აეროდრომი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომადაც.

ჰ11) საკონსულტაციო ცენტრი ვულკანური ფერფლის შესახებ (VAAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტისთვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ვულკანური ფერფლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიმძლავრეებზე, აგრეთვე, ვულკანური ფერფლის პროგნოზირებად გადაადგილებაზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ;

ჰ12) საკონსულტაციო ცენტრი ტროპიკული ციკლონების შესახებ (TCAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და OPMET-ის მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ტროპიკული ციკლონების უშუალო ადგილმდებარეობაზე, გადაადგილების პროგნოზირებად მიმართულებაზე და სიჩქარეზე, ცენტრში წნევის სიდიდეზე და მიწისპირა ქარის მაქსიმალურ სიჩქარეზე;

ჰ13) სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე;

ჰ14) სამეთვალყურეო რაიონი (CTA) – მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ არსებული კონტროლირებადი საჰაერო სივრცე;

ჰ15) საფრენოსნო დოკუმენტაცია – ხელით შევსებული ან დაბეჭდილი დოკუმენტები, მათ შორის, რუკები ან ბლანკები, რომლებიც საფრენოსნო მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;

ჰ16) საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია საფრენოსნო საინფორმაციო და ავარიული მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ჰ17) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (FIR) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო შეტყობინება;

ჰ18) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);

ჰ19) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ის) პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, საფრენოსნო-საინფორმაციო ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინების პუნქტს;

ჰ20) საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო (შემდგომში – საწარმო) – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილ საჰაერო სივრცის ფარგლებში;

ჰ21) საჰაერო ხომალდი (სხ) – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით;

ჰ22) საჰაერო ხომალდის ოპერატორი (ექსპლუატანტი) – პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელიც ახორციელებს სხ-ის ექსპლუატაციას ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში;

ჰ23) საჰაერო ხომალდის მეთაური – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი;

ჰ24) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;

ჰ25) საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილი უწყება – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული, საერთაშორისო ჰაერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის ორგანიზებაზე, რეგულირებაზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყება;

ჰ26) სტანდარტული იზობარული ზედაპირი  –  სტანდარტული ზედაპირი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ატმოსფერული პირობების გრაფიკული წარმოდგენისა და გაანალიზებისათვის გამოიყენება;

ჰ27) ტროპიკული ციკლონი – სინოპტიკური მასშტაბის არაფრონტალური ციკლონის აღსანიშნავი საერთო ტერმინი, რომელიც წარმოიქმნება ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ არეში, სადაც მიწისპირა ქარების ციკლონური ცირკულაციაა განვითარებული;

ჰ28) უმეტესი ხილვადობა – ხილვადობის სიდიდე, ტერმინი „ხილვადობის“ განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც ჰორიზონტის ხაზის ან აეროდრომის ფართობის, სულ მცირე, ნახევრის ტოლია; ეს არეები შეიძლება მოიცავდეს როგორც მომიჯნავე, ისე არამომიჯნავე სექტორებს.

შენიშვნა: სიდიდე შეიძლება შეფასდეს ადამიანის მირ განხორციელებული დაკვირვებით ან ხელსაწყოს მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება ხორციელდება ხელსაწყოების მეშვეობით, ისინი გამოიყენება უმეტესი ხილვადობის მაქსიმალურად ზუსტი შეფასების მისაღებად.

ჰ29) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის მქონე ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2ჰპა) და სხვა ასეთი ზედაპირებიდან წნევის დადგენილი ინტერვალებით არის დაცილებული.

შენიშვნა 1:  ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით არის დაგრადუირებული:

ა) QNH-ზე დაყენებისას, აბსოლუტურ სიმაღლეს აჩვენებს;

ბ) QFE-ზე დაყენებისას, ფარდობით სიმაღლეს აჩვენებს QFE-ის საყრდენი წერტილის თავზე;

გ) 1013,2 ჰპა-ზე დაყენებისას ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.

შენიშვნა 2:  შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინი „ფარდობითი სიმაღლე“ და „აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.

ჰ30) ფრენის სამუშაო გეგმა – ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების, საექსპლუატაციო შეზღუდვების, დასახელებულ მარშრუტზე და შესაბამის აეროდრომებზე ამინდის მოსალოდნელი პირობების გათვალისწინებით, ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად;

ჰ31) ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბელი – ღრუბელი, რომლის ქვედა ზღვარი მდებარეობს 1 500 მ-ის (5 000 ფუტის) ქვემოთ ან სექტორის უმაღლესი მინიმალური სიმაღლის ქვემოთ, იმისდა მიხედვით, თუ რომელია უმაღლესი, ან რომელიც წარმოადგენს გროვა-საწვიმარ ღრუბელს ან კოშკისმაგვარ გროვა ღრუბელს ნებისმიერ სიმაღლეზე;

ჰ32) შემაღლება – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილამდე ან დედამიწის ზედაპირის დონემდე ან მასთან დაკავშირებულ ობიექტამდე;

ჰ33) შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი – განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომლის მიმართაც შეიძლება საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის შეტყობინება;

ჰ34) შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის მსვლელობისას საჰაერო ხომალდიდან გადმოცემული შეტყობინება, რომელიც შედგენილია ადგილმდებარეობის, ფრენის მსვლელობისა და/ან მეტეოროლოგიური პირობების შესახებ შეტყობინების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ჰ35) ფარდობითი სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი განსაზღვრული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;

ჰ36) ციფრული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში – კომპიუტერით დამუშავებული მეტეოროლოგიური მონაცემები რუკაზე თანაბრად განლაგებულ წერტილთა ჯგუფისათვის, რომელიც განკუთვნილია ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასაცემად კოდური ფორმით და ვარგისია ავტომატიზებულ სისტემებში გამოსაყენებლად;

შენიშვნა: უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადაიცემა საშუალო ან მაღალი სისწრაფის სატელეკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

ჰ37) ხარისხის მართვა – კოორდინირებული ქმედებები, რომელიც გამოიყენება საწარმოს მართვისა და კონტროლის თვის ხარისხის მოთხოვნების (ისო 9000) უზრუნველსაყოფად;

ჰ38) ხარისხის უზრუნველყოფა – ხარისხის სისტემის ფარგლებში დაგეგმილი და სისტემატურად განხორციელებული საქმიანობის სახეობები, აგრეთვე იმის მტკიცებულება, რომ ობიექტი ხარისხისადმი წაყენებულ მოთხოვნებს (ISO 9000*) შეესაბამება;

ჰ39) ხილვადობა – ხილვადობა საავიაციო მიზნებისათვის არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი:

ჰ39.ა) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული მისაღები სიდიდის შავი ობიექტის ამოცნობა;

ჰ39.ბ) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელი სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა;

შენიშვნა: ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით. ამასთან, „ჰ42.ა“ ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით (MOR), „ჰ42.ბ“ კი – ფონის განათებულობაზეა დამოკიდებული;

ჰ40) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები;

ჰ41) VOLMET - მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის;

ჰ42) VOLMET-ის მონაცემების გადამცემი ხაზი D-VOLMET – აეროდრომზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური ცნობების (METAR) სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობების (SPECI), აეროდრომზე პროგნოზების (TAF), ინფორმაცია SIGMET-ის, AIRMET-ის, საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინებების, როდესაც ისინი არ არის გათვალისწინებული SIGMET-ში;

ჰ43) სარადიომაუწყებლო გადაცემა VOLMET – შესაბამის შემთხვევებში მიმდინარე ცნობების METAR, SPECI, პროგნოზების TAF-ი, ინფორმაცია SIGMET-ის მიწოდება უწყვეტი, განმეორებადი რადიოგადაცემის საშუალებით;

ჰ44) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები – სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული მოკლე ცნობები, მითითებული მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ აეროდრომზე;

ჰ45) სააერნაოსნო მობილური მომსახურება (RR S1.32) – მობილური მომსახურება სააერნაოსნო სადგურებსა და საბორტო სადგურებს ან საბორტო სადგურებს შორის, სადაც შეიძლება შევიდეს სამაშველო სადგურები. ეს მომსახურება ასევე შეიძლება მოიცავდეს ავარიის ადგილის ინდიკატორ რადიოშუქურებს, რომლებიც მუშაობენ განსაცდელის და ავარიულ სიხშირეებზე;

ჰ46) საავიაციო ფიქსირებული კავშირგაბმულობის ქსელი (AFTN) – სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის მსოფლიო სისტემა, რომელიც წარმოადგენს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების ნაწილს და განკუთვნილია შეტყობინებების და/ან ციფრული მონაცემების გაცვლისთვის, თავსებადი საკომუნიკაციო მახასიათებლების მქონე სააერნაოსნო ფიქსირებულ სადგურებს შორის;

ჰ47) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება (AFS) – კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სააერნაოსნო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო მიმოსვლის რეგულირების, ეფექტურობისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად;

ჰ48) რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია თავის დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ჰ49) დონე – ზოგადი ტერმინი, რომელიც შეეხება მფრენი საჰაერო ხომალდის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს;

ჰ50) საექსპლუატაციო დაგეგმვა – ფრენების განხორციელების დაგეგმვა ნებისმიერი ექსპლუატანტის მიერ;

ჰ51) ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი – სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაზე, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობასა და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაზე;

ჰ52) ძებნა-შველის მომსახურების პუნქტი – საერთო ტერმინი, რომელიც ნიშნავს სხვადასხვა შემთხვევებისას ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, ძებნა-შველის დამხმარე ცენტრს ან საავარიო შეტყობინების პოსტს;

ჰ53) სიმაღლის რუკა – მეტეოროლოგიური რუკა განსაზღვრული სიმაღლის ზედაპირისათვის ან ატმოსფეროს ფენისათვის;

ჰ54) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება (ADS-C) – სახმელეთო სისტემასა და საჰაერო ხომალდს შორის მონაცემთა გადაცემის ხაზით ADS-С შეთანხმების  პირობების გაცვლის საშუალება, სადაც კონკრეტულადაა ინიცირებული ADS-C შეტყობინებების გადაცემის პირობები და მონაცემები, რომელიც აისახება ამ შეტყობინებებში;

შენიშვნა: შემოკლებული ტერმინი „ADS-C“ ჩვეულებრივ გამოიყენება ADS-შეტყობინებების მოვლენის გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების მოთხოვნის მიხედვით გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების პერიოდული გადაცემის ხელშეკრულების ან საგანგებო რეჟიმის მიმართ;

ჰ55) საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური – საერთაშორისო სააერნაოსნო მომსახურებისთვის განკუთვნილი სადგური, რომელიც დანიშნულია დაკვირვებების განსახორციელებლად და მეტეოროლოგიური შეტყობინებების შესადგენად;

ჰ56) სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორია – რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნული ვულკანოლოგიური ობსერვატორია, სახელმწიფოს ფარგლებში მოქმედი და პოტენციურად მოქმედი ვულკანების მონიტორინგის,  ვულკანური მოქმედებისა და ატმოსფეროში გატყორცნილი ვულკანური ფერფლის შესახებ შესაბამისი სამეთვალყურეო ცენტრისათვის/საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტისთვის, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრისათვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით;

ჰ57) იკაო-ს მოდელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის (IWXXM) – მონაცემების მოდელი საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;

ჰ58) კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWXC) – კოსმოსური ამინდის საინფორმაციო მომსახურების ფარგლებში იკაოს მიერ დანიშნული მსოფლიო ან რეგიონალური ცენტრი, იმ კოსმოსური ამინდის მოვლენების საკონსულტაციო ინფორმაციის მონიტორინგისა და უზრუნველყოფისათვის, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, უარყოფით გავლენას მოახდენენ მაღალსიხშირული საკომუნიკაციო საშუალებებზე, სატელიტურ კომუნიკაციებზე, GNSS-დაფუძნებულ სანავიგაციო და სარადიოლოკაციო სისტემებზე და/ან წარმოადგენენ რადიაციულ რისკს საჰაერო ხომალდზე მყოფი პირებისთვის;

შენიშვნა: იკაოს მიერ დანიშნული რეგიონალური ცენტრები მხარს უჭერენ მსოფლიო ცენტრებს, მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;

ჰ59) კოსმოსური ამინდის საინფორმაციო მომსახურება - მსოფლო მასშტაბით კოორდინირებული მომსახურება, რომლის ფარგლებში კოსმოსური ამინდის  ცენტრები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას ისეთ კოსმოსური წარმოშობის მოვლენებზე, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ  საკომუნიკაციო, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო სისტემებზე და/ან წარმოადგენდეს რადიაციულ რისკს საჰაერო ხომალდზე მყოფი პირებისთვის;

ჰ60)     ოპერატიული მეტეოროლოგიური  ინფორმაცია  „OPMET“ – საავიაციო  მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში;

ჰ61) ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“ – მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საავიაციო მიზნებისათვის.

2. წესში გამოყენებული შემოკლებები მოცემულია ამ წესის №14 დანართში.

თავი II
სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზებ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-3-2/](https://legali.ge/law/6952150/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. მეტეოროლოგიური მომსახურების მიზანი, მეტეოროლოგიური მომსახურების სახეობების  განსაზღვრა და უზრუნველყოფა

_თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების მიზანია:

ა) საერთაშორისო სააერნაოსნო მომსახურებების უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა;

ბ) შესაბამისი მომხმარებლებისთვის, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისთვის, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებისთვის, ძებნა-შველის მომსახურების შესაბამისი პუნქტებისთვის, აეროდრომის ექსპლუატანტებისთვის და, აგრეთვე, იმ საწარმოებისთვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.

2. საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მეტეოროლოგიური მომსახურების სახეობის განსაზღვრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საქართველოს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ხორციელდება  ამ წესის, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საქართველოს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო განისაზღვრება  ამ წესის და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ საფუძველზე, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-4/](https://legali.ge/law/6952150/muxli-4/)

---

## მუხლი 5. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს უფლება-მოვალეობები, მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება, გამოყენება, ხარისხის მართვა და ინტერპრეტაცია

_თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს მჭიდრო კავშირი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებასა და მის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებს, სამსახურებსა ან/და უწყებებს შორის იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო  მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე.

2. საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP).

3. საწარმომ მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევისას უნდა იხელმძღვანელოს იკაოს შემდეგი ოფიციალური გამოცემებით:

ა) Doc.10157 – „მეტეოროლოგიური სახელმძღვანელო“;

ბ) Doc.7030 – „დამატებითი რეგიონული სახელმძღვანელო“;

გ) Doc 7754 – „რეგიონალური განვითარების გენერალური გეგმა“.

4. საწარმოს უნდა გააჩნდეს:

ა) ხარისხის მართვის სისტემა;

ბ) ადამიანური და ფინანსური რესურსები;

გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:

გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება და

გ.ბ) აქვს სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები.

დ) ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა: ავტომატიზებული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, აღჭურვილობა და სხვა;

ე) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს საწარმოს მიერ მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის დადგენილ პროცესებსა და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით და რომელიც უნდა მოიცავდეს:

ე.ა) საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მითითებით;

ე.ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;

ე.გ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;

ე.დ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესის აღწერას;

ე.ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის;

ე.ვ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;

ე.ზ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას;

ე.თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;

ე.ი) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;

ე.კ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.

ვ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოში დასაქმებული პერსონალისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხარისხიანად და შეუფერხებლად შესრულებისთვის საჭირო სამუშაო და დასვენების პირობებს.

5. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ მუდმივ განახლებას, სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვას და საჭირო ცვლილებების შეტანას. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, შეიმუშაოს და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს იმ პროცედურებს, პროცესებსა და რესურსებს, რომელიც აუცილებელია მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

7. ხარისხის მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების 9000 სერიას.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტში (WMO-No.1100) „ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურებისა და სხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისათვის“.

8. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ხარისხის მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მომხმარებლისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს მოქმედების არის, ფორმატის, შინაარსის, გამოშვების სიხშირის, მოქმედების ვადის, გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტის შესახებ.

9. როდესაც ხარისხის სისტემის ფარგლებში გამოვლინდება, რომ მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია და შეცდომების ავტომატური შესწორების პროცედურები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს მომხმარებლებს, სანამ არ იქნება გადამოწმებული საწარმოს მიერ.

10. საექსპლუატაციო მიზნებისათვის მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის დროს ხარისხის სისტემა უნდა მოიცავდეს ინფორმაციის ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს, მათი გადაცემის ვადებს, აგრეთვე, რესურსებს, ინფორმაციის გაცვლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური შეტყობინებებისა და/ან ბიულეტენების დადგენილი განრიგით გამოცემაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

11. ხარისხის სისტემის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიღებული შეტყობინებებისა და ბიულეტენების გადაცემის გადაჭარბებული დროის აღმოჩენის შესაძლებლობა.

12. ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება ხორციელდება აუდიტის მეშვეობით. სისტემაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები მისი მიზეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად. ყველა აუდიტის შედეგი უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული და დოკუმენტირებული.

13. მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანური ფაქტორების პრინციპებს და წარმოდგენილი იყოს ისეთი ფორმით, რომელიც აღნიშნული მომხმარებლების მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინტერპრეტაციას.

შენიშვნა: ადამიანური ფაქტორების პრინციპების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელოში“ (Doc 9683).

14. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო სერვისების საშუალებით.

შენიშვნა 1: ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) კონტექსტში ცნება „საინფორმაციო სერვისები“ გულისხმობს ტექნიკური საშუალებების ურთიერთქმედებას (მანქანა-მანქანა), მომსახურებაზე ორიენტირებულ არქიტექტურაში;

შენიშვნა 2: საინფორმაციო მომსახურების პროცედურები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო ნავიგაციის პროცედურები – ინფორმაციის მართვა“ (PANS-IM, Doc 10199);

შენიშვნა 3: საინფორმაციო მომსახურების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) დანერგვის სახელმძღვანელო“ (Doc 10203).

15. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, მუდმივ 24-საათიან ცვლაში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოს სათანადო სამუშაო და სოციალური პირობებით. აღნიშნული პირობები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შესაბამისი ავეჯით აღჭურვილ დასვენების სივრცეს, კვების კუთხეს, უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს.

16. სათანადო სამუშაო და სოციალური პირობები ასევე უნდა მოიცავდეს კლიმატკონტროლის სისტემებს, ავარიულ ელექტრომომარაგებას, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებს, უსაფრთხო შენახვის სივრცეებსა და უწყვეტი ოპერაციების მხარდასაჭერად აუცილებელ საკომუნიკაციო საშუალებებს.

17. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუდმივად იყოს ჰიგიენურ, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პერსონალის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ოპერატიული მზადყოფნის მხარდაჭერა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-5/](https://legali.ge/law/6952150/muxli-5/)

---

## მუხლი 6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმება

_თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება_

მეტეოროლოგიურ მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს  შორის შეთანხმება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ერთეულებში ინტეგრირებულ ავტომატურ სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველ  საშუალებებს;

ბ) ინფორმაციის ასახვის საშუალებების და მეტეოროლოგიური ხელსაწყოების დაკალიბრებას და ტექნიკური მომსახურების ვალდებულებასა და პირობებს;

გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ აღნიშნული ინფორმაციის ასახვის საშუალებების/ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულებასა და პირობებს;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მიერ მომზადებული ინფორმაციის განახლების ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ განხორციელებული, ვიზუალური დაკვირვებების (მაგალითად, ფრენისთვის მნიშვნელოვანი ამინდის მოვლენა სიმაღლის აღების ან მისადგომის არეში) შედეგების მიწოდების პირობებს;

ე) აფრენისა და დაფრენის დროს საჰაერო ხომალდებიდან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოწოდებას, მათ შორის, ქარის წანაცვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას და პირობებს;

ვ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, სახმელეთო რადიოლოკატორის საშუალებით მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას და პირობებს.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის კოორდინაციის საკითხები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოებს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოში“ (Doc 9377

[https://legali.ge/law/6952150/muxli-6/](https://legali.ge/law/6952150/muxli-6/)

---

## მუხლი 7. საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტისაგან მისაღები შეტყობინება

_თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება_

1. ექსპლუატანტი, რომელსაც ესაჭიროება მეტეოროლოგიური მომსახურება ან არსებული მეტეოროლოგიური მომსახურების ცვლილება, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს.  წინასწარი შეტყობინების ვადები დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო იმ ექსპლუატანტისაგან, რომელსაც ესაჭიროება მომსახურება, შეტყობინებას იღებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც:

ა) იგეგმება ახალი მარშრუტის გახსნა ან ახალი სახეობის ფრენების შესრულება;

ბ) რეგულარული ფრენების შესრულების გრაფიკში შედის ხანგრძლივი ცვლილებები; და

გ) იგეგმება სხვა ცვლილებები, რომლებიც მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენაზე ზეგავლენას ახდენს.

3. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ყველა დეტალს, რომელიც აუცილებელია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ შესაბამისი ცვლილებების დასაგეგმად.

4. საჭიროების შემთხვევაში და თუ ამას მომხმარებლებთან კონსულტაციის საფუძველზე მოითხოვს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, ექსპლუატანტმა ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს ეცნობოს:

ა) ფრენის განრიგის შესახებ;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც არარეგულარული ფრენები იგეგმება; და

გ) იმ შემთხვევაში, როცა ფრენები სრულდება შეფერხებით, დაგეგმილ დროზე ადრე ან უქმდება.

5. არარეგულარული ფრენებისას მეტეოროლოგიური საწარმოსათვის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გამგზავრების აეროდრომი და გაფრენის სავარაუდო დრო;

ბ) დაფრენის პუნქტი და მოფრენის სავარაუდო დრო;

გ) ფრენის მოცემული მარშრუტი და შუალედურ აეროდრომ(ებ)ზე მოფრენისა და გამგზავრების სავარაუდო დრო(ები);

დ) საფრენოსნო გეგმაში მითითებული  სათადარიგო აეროდრომ(ებ)ი, აღებული შესაბამისი ჩამონათვალიდან, რომელსაც მოიცავს რეგიონალური სააერნაოსნო გეგმა;

ე) კრეისერული ეშელონი;

ვ) ფრენის სახეობა (ვიზუალური ან ინსტრუმენტაული);

ზ) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის გადასაცემი მეტეოროლოგიური ინფორმაციის სახეობა (საფრენოსნო დოკუმენტაცია და/ან ბრიფინგი ან კონსულტაცია);

თ) ბრიფინგი, კონსულტაციის და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის მიწოდების დრ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-7/](https://legali.ge/law/6952150/muxli-7/)

---

## მუხლი 8. საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციისადმი მოთხოვნები

_თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს:

ა) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) საავიაციო მეტეოროლოგიური  პერსონალის კვალიფიკაციის ჩანაწერების წარმოება და შენახვა;

გ) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კომპეტენციის შეფასება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ შემუშავებული „კომპეტენციის შეფასების პროცედურის“ შესაბამისად;

დ) სხვადასხვა ოპერატიული კატეგორიის პერსონალისათვის შესაბამისი კომპეტენციის შეფასების პროცესების დანერგვა;

ე) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივი ამაღლება და განვითარება კომპეტენციის შენარჩუნების მიზნით.

შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა კომპეტენციასთან მიმართებაში მოცემულია მმო-ს  „კომპეტენციის შესახებ სახელმძღვანელოში“ (N-1205);

შენიშვნა 2: კომპეტენციის შეფასებები უნდა განმეორდეს რეგულარულად და იმ დადგენილი ინტერვალით, როგორც ეს გაწერილია შესაბამის პროცედურაში.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო შეიმუშავებს პერსონალის ყოველწლიურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის ყოველწლიურ განახლებას.

3. მეტეოროლოგიურმა საწარმომ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს:

ა) საწყის სწავლებას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება) და ტარდება გამოცდილი პერსონალის (მეტეოროლოგის) მიერ, რომელმაც გაიარა ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და აქვს მინიმუმ ხუთი წლის სამუშაო გამოცდილება;

ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;

გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების და ტექნოლოგიების ათვისებისკენ.

4. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მმო-ს მიერ დადგენილი კომპეტენციის მოთხოვნების შემუშავების და დანერგვის დროს უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს  ადგილობრივი პირობები, მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები.

5. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-სინოპტიკოსმა, პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მუდმივად გაანალიზოს და აკონტროლოს ამინდის პირობები;

ბ) შეეძლოს მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების საავიაციო პროგნოზირება;

გ) გამოსცეს საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებები;

დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური მომსახურების და ინფორმაციის ხარისხიანობა;

ე) უზრუნველყოს  მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-დამკვირვებელმა პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი/დაკვირვება მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე;

ბ) უზრუნველყოს ავიაციისათვის მნიშვნელოვან მეტეოროლოგიური პარამეტრებსა და მოვლენებზე დაკვირვება და მისი რეგისტრაცია;

გ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური სისტემების და ინფორმაციის ხარისხი;

დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის.

7. აღნიშნული მოთხოვნები ეხება როგორც პერსონალის დასაქმების პირველ ეტაპს, ისე პროფესიული უნარების მუდმივ ამაღლებას სამუშაო პროცესის განახლების, ტექნიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მთელი კარიერის  მანძილზე.

8. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, არსებული ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, მმო-ს დოკუმენტის №1083-ის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს მისი პერსონალის განათლებისა და პროფესიული მომზადების შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა, აგრეთვე პერსონალის სწავლების შედეგების დოკუმენტირება და მათი შენახვა დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში, ადამიანური რესურსების მართვის განვითარების და აუდიტების ხელშეწყობის მიზნით.

9. სააერნაოსნო მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში ჩართული პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მეტეოროლოგი-სინოპტიკოსი – პირი, რომელმაც წარმატებით დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა საწარმოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) მეტეოროლოგი-დამკვირვებელი – პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი საწარმოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) მეტეოროლოგიური ტექნიკური სპეციალისტი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიურ მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე და ფლობს შესაბამის ტექნიკურ განათლებასა და კვალიფიკაციას.

10. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის განათლების, მომზადების, კვალიფიკაციის, კომპეტენციის და სწავლებების შესაბამისობა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ №49 გამოცემაში („ტექნიკური წესები“, პირველი ტომი, „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“, მე-5 თავის („მეტეოროლოგიურ მომსახურებაში ჩართული მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია“), მე-6 თავის („მეტეოროლოგიური პერსონალის განათლება და სწავლებები“) დამატება A-ში („საბაზისო ინსტრუქციული პაკეტი“)  დადგენილ მოთხოვნებთან.

თავი III
გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-8/](https://legali.ge/law/6952150/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრები, როგორც ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის ნაწილი

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებსა და სხვა მომხმარებლებს სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის გლობალური პროგნოზებით, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, აგრეთვე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით, ციფრული სახით.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრების მიერ მომზადებული  შემდეგი ინფორმაციისა და მონაცემების მიღება:

ა) გლობალური პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით სიმაღლეებზე, მათ შორის:

ა.ა) სიმაღლეებზე ქარის;

ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის;

ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;

ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტროპოპაუზის ტემპერატურის;

ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის;

ა.ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების;

ა.ზ) შემოყინულობის;

ა.თ) ტურბულენტობის.

ბ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) გლობალური პროგნოზები ციფრული ფორმით;

გ) რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის შესახებ, მიღებული  მმო-ს შესაბამისი რეგიონული სპეციალიზებული  ცენტრიდან, რადიოლოგიური საგანგებო გარემოსდაცვითი სიტუაციებისას რეაგირების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტის მოდელზე დაფუძნებული პროდუქტების მიწოდების მიზნით, რათა აღნიშნული ინფორმაცია  გათვალისწინებული იყოს  ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გლობალურ პროგნოზებში  (SIGWX);

დ)   ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან მიღებული ინფორმაცია ვულკანური მოქმედების შესახებ, რათა აღნიშნული მონაცემები  გათვალისწინებული იყოს  ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გლობალურ პროგნოზებში  (SIGWX).

შენიშვნა: ზპმც-ის მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს სხვა ზპმც

[https://legali.ge/law/6952150/muxli-9/](https://legali.ge/law/6952150/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ინფორმაცია სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, გროვა-საწვიმარი ღრუბლების რაიონების, შემოყინულობის, ტურბულენტობის და ფრენის ეშელონების გეოპოტენციური სიმაღლეების ზპმს-ის მიერ დღე-ღამეში ოთხჯერ მომზადებული პროგნოზები, მოქმედებს ამ წესის №5 დანართის A5-1 და A5-2 ცხრილებში მოცემული, ფიქსირებული დროის მონაკვეთების განმავლობაში. თითოეული პროგნოზი 36-საათიანი მოქმედების ვადის მქონე პროგნოზებისთვის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროიდან.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზების მიღება, რომელიც მოიცავს:

ა) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს;

ბ) ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;

გ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის შესახებ ინფორმაციას;

დ) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს, აუცილებლობის შემთხვევაში და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100 ჰპა) და 600 (70 ჰპა);

ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციასა და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;

ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ;

ზ) მონაცემებს ტურბულენტობის შესახებ.

შენიშვნა:  ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული „ტურბულენტობა“ მოიცავს ყველა ტიპის ტურბულენტობას, მათ შორის, ტურბულენტობას ღრუბლებში და მოწმენდილ ცაზეც.

თ) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ.

შენიშვნა: ამ პუნქტში განსაზღვრული ფრენის ზუსტი ეშელონები და წნევის დონეები  (hPa), რეგულარული ბადის კვანძებში მომზადებული პროგნოზებისთვის, მოცემულია  ამ წესის №5 დანართის A5-3 და A5-4 ცხრილებში. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ, შესაბამის კოდურ ფორმაში, რომელსაც ადგენს მმო.

3. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ განედის და გრძედის 0.25° ჰორიზონტალური ინტერვალით, ამ წესის №5 დანართის A5-3 ცხრილის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული პროგნოზების ქვეჯგუფი დგება ზპმს-ის მიერ განედის და გრძედის 1.25° ჰორიზონტალური ინტერვალით, ამ წესის №5 დანართის A5-4 ცხრილის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-10/](https://legali.ge/law/6952150/muxli-10/)

---

## მუხლი 11. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) პროგნოზები

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. ზპმს-ის მიერ მომზადებული პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე SIGWX,  გამოიცემა დღეში 4-ჯერ და მოქმედებს ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილით განსაზღვრული დროის მონაკვეთების განმავლობაში. ყოველი პროგნოზი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროიდან.

2. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების  პროგნოზები გავრცელდება ზპმს-ის მიერ, IWXXM ფორმით, ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილის შესაბამისად.

შენიშვნა: IWXXM მოდელის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მმო-ს №306 ოფიციალური გამოცემის „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“  I.3,  ტომის D ნაწილში.  IWXXM მოდელის დანერგვის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ICAO-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის მოდელის სახელმძღვანელო“ (IWXXM) (Doc 10003

[https://legali.ge/law/6952150/muxli-11/](https://legali.ge/law/6952150/muxli-11/)

---

## მუხლი 12. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზების შინაარსი

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზები გამოიცემა ზპმს-ის მიერ 100-დან 600-ის ჩათვლით ფრენის ეშელონებისთვის.

2. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX) შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია, რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს (34კვანძი) ან მეტს).

შენიშვნა: ტროპიკული ციკლონის შესახებ ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში შეიტანება ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან (TCAC) მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციის საფუძველზე.

ბ) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა (ღრუბლებში ან მოწმენდილ ცაზე);

გ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა.

შენიშვნა: ინფორმაცია შემოყინულობის შესახებ ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში შეიტანება, თუ ის ხელმისაწვდომია IWXXM ფორმით და არა BUFR ან PNG ფორმით.

დ) გარემომცველი ქვიშის ქარიშხალი/მტვრის ქარიშხალი;

ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლები ჭექა-ქუხილთან ერთად;

ვ) ტროპოპაუზის სიმაღლე ფრენის ეშელონის ერთეულებში;

ზ) ჭავლური დინებები;

თ) ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის ადგილმდებარეობის შესახებ, რის შედეგადაც წარმოიქმნა ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბელი. ეს ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ვულკანური ამოფრქვევის აღმნიშვნელ სიმბოლოს, ამოფრქვევის ადგილმდებარეობის მისათითებლად, ასევე,  რუკაზე,  ტექსტის ცალკე უჯრედში, ვულკანური ამოფრქვევის სიმბოლოს, ვულკანის დასახელებას (თუ ცნობილია) და ამოფრქვევის განედს/გრძედს. დამატებით, SIGWX რუკის ლეგენდაში მიეთითება: „CHECK SIGMET, ADVISORIES FOR TC AND VA, AND ASHTAM AND NOTAM FOR VA“;

ი) ინფორმაცია, ფრენებისთვის მნიშვნელოვანი, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გატყორცნის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების აღმნიშვნელ სიმბოლოს გატყორცნის ადგილმდებარეობის მისათითებლად, ასევე, რუკაზე, ტექსტის ცალკე უჯრედში, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების სიმბოლოს, გატყორცნის ადგილმდებარეობის განედს/გრძედს და თუ ცნობილია, რადიოაქტიური წყაროს ობიექტის დასახელებას.  დამატებით, SIGWX რუკის ლეგენდაში მიეთითება „CHECK SIGMET AND NOTAM FOR RDOACT CLD“. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში ჩასართავი ელემენტები ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში:

ი.ა) შემოკლება  „CB“ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიუთითებს გროვა-საწვიმარი ღრუბლის არსებობაზე ან მოსალოდნელ განვითარებაზე, რომლის სივრცული დაფარვა შეადგენს 50% ან მეტს;

ი.ბ) თუ შეტანილია აღნიშვნა „CB“, იგულისხმება გროვა-საწვიმარი ღრუბლის  თანმხლები ყველა მოვლენა, ისეთი, როგორიცაა, ჭექა-ქუხილი, ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა და სეტყვა;

ი.გ) თუ ვულკანური ამოფრქვევა ან ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნა განაპირობებს SIGWX პროგნოზში შესაბამისი სიმბოლოს ჩართვას, იგი მიეთითება  განურჩევლად იმისა, თუ რა სიმაღლეზეა გამოვლენილი ან მოსალოდნელი ფერფლის სვეტის ან რადიოაქტიური მასალის გავრცელება;

ი.დ) თუ ერთდროულად ხდება დაკვირვება ან ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა ტროპიკული ციკლონის, ვულკანური ამოფრქვევის და ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნის ეპიზოდი, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ვულკანურ ამოფრქვევას, შემდგომ, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნას და, შემდგომ, ტროპიკულ ციკლონს. უპირატესი მნიშვნელობის მოვლენის ადგილმდებარეობის აღნიშვნა ხდება რუკაზე  შესაბამისი სიმბოლოს მითითებით,  ხოლო სხვა მოვლენების ადგილმდებარეობის დაკავშირება შესაბამის სიმბოლოებთან ტექსტის ჩარჩოში, ხდება ისრის მეშვეობი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-12/](https://legali.ge/law/6952150/muxli-12/)

---

## მუხლი 13. ზპმს-ის მონაცემების გამოყენება

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა უნდა გამოიყენოს ზპმს-ის მიერ გამოცემული პროგნოზები საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადებისას, მაშინ როცა ეს პროგნოზები ეხება დაგეგმილი ფრენის მარშრუტის დროს, აბსოლუტურ სიმაღლესა და გეოგრაფიულ მანძილს.

2. საფრენოსნო დოკუმენტაციის ერთგვაროვნების და სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად, ზპმს-დან მიღებული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში კოდირებული და IWXXM ფორმით, დეკოდირდება ზპმც-ის სტანდარტულ რუკებში, ხოლო ზპმს-ის პროგნოზების შინაარსი და შემდგენის აღნიშვნა არ იცვლებ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-13/](https://legali.ge/law/6952150/muxli-13/)

---

## მუხლი 14. ზპმს-ის ინფორმირება მნიშვნელოვანი განსხვავებების შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, რომელიც იყენებს ზპმც-ის მონაცემებს,  დაუყოვნებლივ უნდა აცნობებს შესაბამის ზპმც-ს იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ის მასალაზე დაყრდნობით მომზადებულ SIGWX პროგნოზებსა და საჰაერო ხომალდებიდან მიღებულ შეტყობინებებს შორის გამოვლინდება მნიშვნელოვანი განსხვავებები.

შენიშვნა:  მნიშვნელოვანი განსხვავებების შეტყობინების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საავიაციო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896

[https://legali.ge/law/6952150/muxli-14/](https://legali.ge/law/6952150/muxli-14/)

---

## მუხლი 15. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ფუნქციები

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ფრენების განსახორციელებლად დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ადგენს და იღებს პროგნოზებს ან სხვა შესაბამის ინფორმაციას იმ ფრენების განსახორციელებლად, რომლებსაც იგი უზრუნველყოფს. პროგნოზების შედგენაზე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის მარშრუტებზე და აეროდრომებზე პროგნოზული მასალების არსებობასა და გამოყენებაზე;

ბ) ადგენს და/ან იღებს ადგილობრივი მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზებს;

გ) აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე იმ აეროდრომის რაიონში, რომლისთვისაც ადგენს პროგნოზს;

დ) ატარებს ბრიფინგს, კონსულტაციას და მეტეოროლოგიურ საფრენოსნო დოკუმენტაციას წარუდგენს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და/ან ფრენების უსაფრთხო შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს;

ე) საავიაციო მომხმარებლებს აწვდის სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

ვ) ასახავს ხელმისაწვდომ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას;

ზ) ცვლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციას სხვა აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებთან; და

თ) მასთან დაკავშირებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს (დაინტერესებულ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე) ამარაგებს მიღებული ინფორმაციით ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაზე, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე.

2. აეროდრომისათვის, რომელსაც არ გააჩნია მეტეოროლოგიური ორგანო, სააგენტო:

ა) სერტიფიცირების გზით უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების მიხედვით ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;

ბ) განსაზღვრავს შესაბამისი აეროდრომების ასეთი ინფორმაციით მომარაგების წესებს.

3. აეროდრომები, რომელთათვისაც აუცილებელია დაფრენის პროგნოზის მიწოდება, განისაზღვრება რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-15/](https://legali.ge/law/6952150/muxli-15/)

---

## მუხლი 16. მეტეოროლოგიური თვალთვალის სამსახური

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში ან სამეთვალყურეო რაიონში, რეგიონული შეთანხმების საფუძველზე ქმნის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან უთანხმდება სხვა სახელმწიფოს ამ სახის მომსახურების მიღების მიზნით.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მომსახურების უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესახებ, მათ შორის კოორდინაცია და დელეგირება მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896).

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო:

ა) მუდმივ რეჟიმში თვალყურს ადევნებს იმ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრენების უსაფრთხოებაზე იმ რაიონის ფარგლებში, რომელზედაც ის პასუხისმგებელია;

ბ) ამზადებს ინფორმაციას SIGMET და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;

გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების  პუნქტებს უზრუნველყოფს ინფორმაცია SIGMET-ით, და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

დ) ავრცელებს ინფორმაციას SIGMET;

ე) რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში:

ე.ა) ამზადებს ინფორმაციას AIRMET და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;

ე.ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს უზრუნველყოფს ინფორმაცია AIRMET-ით და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

ე.გ) ავრცელებს ინფორმაციას AIRMET;

ვ) აწვდის მასთან დაკავშირებულ რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს (მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით), აგრეთვე VAAC-ს (რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე) მიღებულ ინფორმაციას ვულკანური ამოფრქვევის წინა  მოქმედებაზე,  ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე, რომელზეც ჯერ არ იყო გამოცემული ინფორმაცია SIGMET;

ზ) უზრუნველყოფს  ინფორმაციით  მასთან დაკავშირებულ რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს  სააგენტოსა და სმმ-ის საწარმოს შორის შეთანხმებით;

თ) უზრუნველყოფს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს (მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით) მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიულად გატყორცნის შესახებ იმ რაიონში, რომლშიც ის ახორციელებს დაკვირვებას ან მეზობელ რაიონებში. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს რადიოაქტიური ნივთიერების ადგილმდებარეობის, ავარიის თარიღის, დროის და პროგნოზირებადი ტრაექტორიის შესახებ;

ი) ერთგვაროვანი, ჰარმონიზებული SIGMET-ინფორმაციის გასავრცელებლად ახორციელებს SIGMET შეტყობინებების კოორდინაციას მეზობელ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფრენის მარშრუტზე ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენა სცდება ან სავარაუდოდ, გასცდება მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს პასუხისმგებლობის არეს.

3. მეტეოროლოგიური თვალთვალის არის საზღვრები  სრულად უნდა  ემთხვეოდეს ფრენის ინფორმაციის რაიონის ან სამეთვალყურეო რაიონის საზღვრებს, ან მათი კომბინაციის საზღვრებს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი კოორდინაციის საკითხების შესახებ SIGMET-ინფორმაციის უზრუნველსაყოფად მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“  (Doc 8896)  და იკაოს ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის დოკუმენტში 014 „სახელმძღვანელო SIGMET-ების და AIRMET -ების შესახებ“ (EUR Doc 014

[https://legali.ge/law/6952150/muxli-16/](https://legali.ge/law/6952150/muxli-16/)

---

## მუხლი 17. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC)

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. საერთაშორისო ავიახაზების ვულკანური თვალთვალის (IAVW) ფარგლებში,  ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC) (სახელმწიფოებში, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ასეთი ცენტების დაარსებაზე) ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ შემდეგი სახის შეტყობინებებზე:

ა) ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ;

ბ) მისი პასუხისმგებლობის არეში ვულკანური ფერფლის არსებობის შესახებ.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან (VAAC) მიიღოს ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრისა და სავარაუდო გადაადგილების საკონსულტაციო ინფორმაცია.

3. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC):

ა) თვალყურს ადევნებენ შესაბამისი გეოსტაციონარული და პოლარული ორბიტის თანამგზავრულ მონაცემებს და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებს, რათა ამოიცნოს ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის არსებობისა და გავრცელების არე;

შენიშვნა: შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებში იგულისხმება ისეთი წყაროებიდან მიღებული მონაცემები, როგორიცაა, დოპლერის რადიოლოკატორი, ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომი მოწყობილობა, ლიდარი და პასიური ინფრაწითელი სენსორი;

ბ) ახდენენ ვულკანური ფერფლის ციფრული ტრაექტორიული/დისპერსიული მოდელის გააქტიურებას, აღმოჩენილი ან შეტყობინებული ვულკანური ფერფლის ღრუბლის გადაადგილების პროგნოზირების მიზნით;

გ) გასცემენ საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის ღრუბლის მასშტაბისა და პროგნოზირებული გადაადგილების შესახებ:

გ.ა) მათი პასუხისმგებლობის არეში მდებარე დაინტერესებულ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს;

გ.ბ) სხვა დაინტერესებულ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებს;

გ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებს, მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET), ნოტამის საერთაშორისო სამსახურებსა და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით დანიშნულ ცენტრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინტერნეტზე დაფუძნებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების უზრუნველყოფაზე;

გ.დ) ექსპლუატანტებს, რომლებიც ითხოვენ საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, ამ მიზნისთვის არსებული AFTN მისამართის მეშვეობით;

შენიშვნა: AFTN-ის მისამართი, რომელიც გამოიყენება VAAC-ის მიერ, მითითებულია საერთაშორისო ავიახაზების ვულკანური თვალთვალის (IAVW) (Doc 9766) ცნობარში, რომელიც განთავსებულია ICAO IAVWOPSG-ის ვებგვერდზე.

დ) საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს 6 საათისა, გადასცემენ განახლებულ საკონსულტაციო ინფორმაციას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებს, იმ დრომდე, ვიდრე ადგილი ექნება შემდეგომ გარემოებებს:

დ.ა) ვულკანური ფერფლის ღრუბელი აღარ არის ხილვადი თანამგზავრულ მონაცემებზე დაკვირვებით და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებზე დაკვირვებით;

დ.ბ) დამატებითი შეტყობინებები ვულკანური ფერფლის არსებობის შესახებ ამ ზონიდან არ შემოდის;

დ.გ) დამატებითი შეტყობინებები ვულკანური ამოფრქვევის შესახებ არ შემოდის.

შენიშვნა 1: მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბლების შემთხვევაში VAAC-ებს შეუძლიათ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებსა და სხვა მომხმარებლებზე გასაცემად, მოამზადონ პროგნოზები ვულკანური ფერფლის ღრუბელში ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ, ადგილობრივი საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილი უწყების მიერ დადგენილი წესით.

შენიშვნა 2: VAAC-ები, რომლებიც ახორციელებენ ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, მითითებულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW)  ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).

4. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC) ფუნქციონირებენ 24 სთ-ის განმავლობაში.

5. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრების (VAAC) ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში, მათ ფუნქციებს ითავსებს სხვა VAAC ან სხვა მეტეოროლოგიური ცენტრი, იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით, რომელიც პასუხისმგებელია VAAC-ზე.

შენიშვნა: VAAC-ის ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში განსახორციელებელი სარეზერვო პროცედურები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).

6. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში მზადდება VAAC-ის მიერ, განედისა და გრძედის 0.25° ჰორიზონტალური გაფართოებით და ვერტიკალური სიმაღლის დიაპაზონებით, ამ წესის №9 დანართის A9-1 ცხრილის შესაბამისად.

7. VAAC  უზრუნველყოფს აგრეთვე ვულკანური ფერფლის კონცენტრაციის ზღვრული (10, 5, 2 და 0.2 მგ/მ³) სიჭარბის ალბათობის ფარდობითი სიხშირის შესახებ ინფორმაციის მომზადებას.

8. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები მოქმედებს ფიქსირებული დროს განმავლობაში, კერძოდ 0, 3, 6, 9, 12, 15, 18, 21 და 24 საათის შემდეგ იმ დროდან  (0000, 0600, 1200 და 1800 UTC), როდესაც მიღებულ იქნა სინოპტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა პროგნოზები.

9. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ განახლებული პროგნოზები  გამოიცემა საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათისა, იმ დრომდე, ვიდრე არ განისაზღვრება, რომ ვულკანური ფერფლის ღრუბელი აღარ არის მნიშვნელოვანი.

შენიშვნა 1: ამ წესის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბელი ნიშნავს ფერფლის ისეთ ღრუბელს, რომელიც მასშტაბურ და არსებით ზემოქმედებას ახდენს საჰაერო ხომალდებზე და ჰაერნაოსნობაზე. სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766);

შენიშვნა 2: ბადისებრი კოდის ფორმები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ (WMO-No.306).

10. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები ვრცელდება  მმო-ს მიერ დადგენილი შესაბამისი ბადისებრი კოდის ფორმით.

11. ინფორმაცია ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ, ასევე  მზადდება IWXXM ფორმით, ვულკანური ფერფლის ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი რაოდენობრივი კონცენტრაციისთვის, როგორც ეს მოცემულია ამ წესის №1 დანართის A9-2 ცხრილში.

შენიშვნა: ტექნიკური მოთხოვნები IWXXM მოდელის შესახებ მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ (WMO-No.306), ტომი I.3, ნაწილი D.  სახელმძღვანელო მასალა IWXXM მოდელის დანერგვის შესახებ, მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ICAO-ს (IWXXM) მოდელით მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელო“ (Doc 10003

[https://legali.ge/law/6952150/muxli-17/](https://legali.ge/law/6952150/muxli-17/)

---

## მუხლი 18. სახელმწიფო ვულკანოლოგიური  ობსერვატორიები

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანების მქონე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ვულკანური მოქმედების მონიტორინგს სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიების მეშვეობით.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა აქტიური და პოტენციურად აქტიური ვულკანების შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).

2. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიები, ვულკანური მოქმედების და/ან ატმოსფეროში გატყორცნილი ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციას, რაც შეიძლება სწრაფად აწვდიან მათთან დაკავშირებულ VAAC-ებს, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, NOTAM-ის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საერთაშორისო OPMET მონაცემთა ბანკებს, მაშინ როცა გამოვლინდება:

ა) მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაში.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება ნიშნავს საეჭვო ან/და გაძლიერებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.

ბ) ვულკანური ამოფრქვევა ან ამოფრქვევითი მოქმედების მნიშვნელოვანი ცვლილება;

გ) ვულკანური ფერფლის გატყორცნა ატმოსფეროში.

შენიშვნა 1: სადაც შესაძლებლობა არსებობს, სახელმწიფო ვულკანოლოგიურ ობსერვატორიებს შეუძლიათ, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიუთითონ  ატმოსფეროში ხელახლა მოხვედრილი ვულკანური ფერფლიც;

შენიშვნა 2:  მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება გულისხმობდეს ამოფრქვევის ან ამოფრქვევის წინა მოქმედების გაძლიერებას, შესუსტებას ან სრულ შეწყვეტა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-18/](https://legali.ge/law/6952150/muxli-18/)

---

## მუხლი 19. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ გამოიცემა ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრების მიერ.

2. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიის მიერ, ინფორმაცია ვულკანური მოქმედების ან/და ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის შესახებ, შეიძლება გამოიცეს ავიაციისთვის ვულკანოლოგიური ობსერვატორიის შეტყობინების სახით.

3. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ, გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-2 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს-ს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

4. საკონსულტაციო ინფორმაცია  ვულკანური ფერფლის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ასევე  ვრცელდება IWXXM ფორმით.

5. ამ წესის №7 დანართის A7-2 ცხრილში მოცემული,  გრაფიკულ ფორმატში მომზადებული საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს PNG ფორმატს.

შენიშვნა: სახელმწიფო ვულკანოლოგიურმა ობსერვატორიებმა, VONA შეტყობინების IWXXM ფორმით გავრცელების მიზნით, შეიძლება მიმართონ VAAC-ებს ან მეტეოროლოგიურ სამსახურებს.

6. VONA შეტყობინებაში გამოიყენება მხოლოდ შემდეგი საავიაციო ფერთა კოდები:

ა) მწვანე (GREEN) – ვულკანი სტაბილურია, არ ავლენს ამოფრქვევის ნიშნებს, ან ვულკანური მოქმედება შეწყვეტილია და ვულკანი დაუბრუნდა სტაბილურ მდგომარეობას;

ბ) ყვითელი (YELLOW) – ვულკანი ავლენს მომატებული მოქმედების ნიშნებს, რომლებიც აჭარბებს აქამდე ცნობილ დონეს ან ვულკანური მოქმედება მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა მასზე დაკვირვება გრძელდება შესაძლო ხელახალი გაძლიერების გამოსავლენად;

გ) ნარინჯისფერი (ORANGE) – ვულკანი ავლენს მკვეთრად მომატებული მოქმედების ნიშნებს, რაც მიუთითებს ამოფრქვევის მომატებულ ალბათობაზე ან ვულკანური ამოფრქვევა მიმდინარეობს, მაგრამ ვულკანური ფერფლი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა მცირე ოდენობით;

დ) წითელი (RED) – მოლოდინია, რომ ვულკანური ამოფრქვევა გარდაუვალია, რასაც მოჰყვება ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის მნიშვნელოვანი გაფრქვევა, ან ვულკანური ამოფრქვევა მიმდინარეობს და  ხდება ვულკანური ფერფლის მნიშვნელოვანი გაფრქვევა;

ე) დაუდგენელი (UNASSIGNED) – ვულკანური მოქმედების შეფასებისთვის საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

შენიშვნა: საავიაციო ფერთა კოდები გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე ვულკანური მოქმედებისთვის და არა ატმოსფეროში ხელახლა მოხვედრილი ვულკანური ფერფლისთვის.

7. „შეტყობინება VONA“ ახლდება:

ა) საავიაციო ფერთა კოდის ცვლილებისას;

ბ) ყოველ 24 საათში ერთხელ, თუ მინიჭებული კოდი „წითელი“ უცვლელია;

გ) სულ მცირე, შვიდ დღეში ერთხელ, თუ მინიჭებული კოდი „ნარინჯისფერი“ უცვლელია;

დ) სულ მცირე, თვეში ორჯერ, თუ მინიჭებული კოდი „ყვითელი“ უცვლელია;

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია VONA შეტყობინების შესახებ მოცემულია საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარში (Doc 9766

[https://legali.ge/law/6952150/muxli-19/](https://legali.ge/law/6952150/muxli-19/)

---

## მუხლი 20. დაკვირვებები და შეტყობინებები ვულკანური მოქმედების შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

შეტყობინება ვულკანური მოქმედების შესახებ, მოიცავს ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) შეტყობინების ტიპი: „VOLCANIC ACTIVITY REPORT“;

ბ) გადმომცემი სადგურის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ადგილმდებარეობა;

გ) დრო და თარიღი;

დ) ვულკანის დასახელება და ადგილმდებარეობა (თუ ცნობილია);

ე) შემთხვევის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვულკანური მოქმედების სიმძლავრის, ამოფრქვევის დროისა და თარიღის, ვულკანური ფერფლის აღნიშნულ არეში არსებობის,  გავრცელების მიმართულებისა და სიმაღლის შესახე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-20/](https://legali.ge/law/6952150/muxli-20/)

---

## მუხლი 21. კოსმოსური ამინდის ცენტრები (SWXC)

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას უზრუნველყოფენ კოსმოსური ამინდის ცენტრები (SWXC).

2. მეტეოროლოგიური საწარმო უზრუნველყოფს კოსმოსური ამინდის ცენტრებიდან საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას კოსმოსური ამინდის მოვლენების შესახებ.

3. სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, დაარსონ კოსმოსური ამინდის ცენტრები, თავიანთი პასუხისმგებლობის არეში:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში თვალყურს ადევნებენ სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსური საშუალებებით დაკვირვებებს კოსმოსური ამინდის მოვლენების გამოვლენისა და პროგნოზირების მიზნით, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს:

ა.ა) მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციის საშუალებებზე;

ა.ბ) თანამგზავრულ კომუნიკაციაზე;

ა.გ) GNSS-ზე დაფუძნებულ სანავიგაციო და დაკვირვების სისტემებზე;

ა.დ) ფრენის ეშელონებზე რადიაციულ ზეგავლენაზე.

ბ) უზრუნველყოფენ საკონსულტაციო ინფორმაციის მომზადებას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოსმოსური ამინდის მოვლენების სიმძლავრისა და ხანგრძლივობის  შესახებ;

გ) აწვდიან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკონსულტაციო ინფორმაციას:

გ.ა) რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსს;

გ.ბ) კოსმოსური ამინდის სხვა ცენტრებს;

გ.გ) საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ინტერნეტზე დამყარებულ სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ცენტრებს;

დ) გამოსცემენ განახლებულ ინფორმაციას კოსმოსური ამინდის მოვლენების შესახებ, საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათისა, იმ დრომდე, ვიდრე კოსმოსური ამინდის მოვლენაზე დაკვირვება აღარ ხორციელდება ან მის მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა აღარ არის მოსალოდნელი.

4. კოსმოსური ამინდის ცენტრები ფუნქციონირებენ 24 საათის განმავლობაში.

5. კოსმოსური ამინდის ცენტრის ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს კოსმოსური ამინდის ცენტრზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დანიშნული, კოსმოსური ამინდის სხვა ცენტრი ან საწარმო.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციის, მათ შორის, იკაოს მიერ დანიშნული ცენტრების და მომსახურების მომწოდებლების შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „კოსმოსური ამინდის ინფორმაციის სახელმძღვანელო საერთაშორისო აერნაოსნობის დახმარების მიზნით“ (Doc 10100).

6. სახელმწიფოები, რომლებმაც, კოსმოსური ამინდის შესახებ ინფორმაციის მომზადების მიზნით, აიღეს ვალდებულება დააარსონ კოსმოსური ამინდის ცენტრები, ასევე უზრუნველყოფენ მსოფლიო კოსმოსური ამინდის ცენტრების ფუნქციონირების მხარდაჭერა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-21/](https://legali.ge/law/6952150/muxli-21/)

---

## მუხლი 22. საკონსულტაციო ინფორმაცია კოსმოსური ამინდის შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. საკონსულტაციო ინფორმაცია კოსმოსური ამინდის  შესახებ გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-4 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

2. საკონსულტაციო ინფორმაცია  ტროპიკული ციკლონის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ვრცელდება აგრეთვე IWXXM ფორმით.

3. კოსმოსური ამინდის  შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციაში მიეთითება ქვემოთ ჩამოთვლილი კოსმოსური ამინდის მოვლენებიდან, სულ მცირე, ერთი, შესაბამისი შემოკლებების გამოყენებით:

ა) კომუნიკაცია მაღალ სიხშირეზე (გავრცელება, შთანთქმა) (HF COM);

ბ) სათანამგზავრო კომუნიკაცია  (გავრცელება, შთანთქმა) (SATCOM);

გ) გლობალური სააერნაოსნო სათანამგზავრო სისტემაზე დაფუძნებული სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება (დეგრადაცია) (GNSS);

დ) ეშელონებზე რადიაციის დონე (მომატებული რადიაცია) (RADIATION).

4. საჭიროებისამებრ, კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციაში, შესაბამისი შემოკლებების გამოყენებით, მიეთითება სიმძლავრის ერთი ან ორივე აღნიშვნა:

ა) ზომიერი (MOD);

ბ) ძლიერი (SEV).

შენიშვნა: კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდების, მათ შორის, იკაოს მიერ დანიშნული, კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციის მიმწოდებლების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „კოსმოსური ამინდის საინფორმაციო სახელმძღვანელო საერთაშორისო ჰაერნაოსნობისათვის“ (Doc 10100

[https://legali.ge/law/6952150/muxli-22/](https://legali.ge/law/6952150/muxli-22/)

---

## მუხლი 23. ტროპიკული  ციკლონების  საკონსულტაციო  ცენტრები  (TCAC)

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. ტროპიკული ციკლონის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას უზრუნველყოფენ ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრები (TCAC).

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას.

3. სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტების დაარსებაზე, უზრუნველყოფენ:

ა) თავიანთი პასუხისმგებლობის არეში ტროპიკული ციკლონების განვითარებაზე დაკვირვებას, გეოსტაციონარული და პოლარულ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების, რადიოლოკატორის მონაცემებისა და სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციის გამოყენებით;

ბ) საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას ციკლონის ცენტრის მდებარეობის, დაკვირვების მომენტში სიმძლავრის ცვლილების, მისი მიმართულებისა და გადაადგილების სიჩქარის, ცენტრში წნევისა და მიწისპირა მაქსიმალური ქარის შესახებ;

გ) მიღებული ინფორმაციის გავრცელებას თავისი პასუხისმგებლობის არეში მყოფ:

გ.ა) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებზე;

გ.ბ) ტროპიკული ციკლონების სხვა საკონსულტაციო ცენტრებზე;

გ.გ) ზმპც-ებზე, მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნული არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად.

დ) განახლებული საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდებას მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისთვის, ყოველი ტროპიკული ციკლონის თაობაზე, საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათის

[https://legali.ge/law/6952150/muxli-23/](https://legali.ge/law/6952150/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ

_თავი III — გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური საწარმო_

1. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ გამოიცემა, როდესაც მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო ინფორმაციის მოქმედების პერიოდში ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს ან გადააჭარბებს 17 მ/წმ-ს (34 კვანძი).

2. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის  შესახებ გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-3 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

3. საკონსულტაციო ინფორმაცია  ტროპიკული ციკლონის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ასევე  ვრცელდება IWXXM ფორმით.

4. ამ წესის №7 დანართის A7-3 ცხრილში მოცემული, გრაფიკულ ფორმატში მომზადებული საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ, უნდა შეესაბამებოდეს PNG ფორმატს.

თავი IV
მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-24/](https://legali.ge/law/6952150/muxli-24/)

---

## მუხლი 25. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები და დაკვირვებები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების საშუალებით პასუხისმგებელია დაკვირვებების განხორციელებაზე და მეტეოროლოგიური შეტყობინებების შედგენაზე. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური შეიძლება ცალკე სადგურს წარმოადგენდეს ან სინოპტიკურ სადგურთან ერთად იყოს განლაგებული.

შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების ხელსაწყოები, რომლებიც განლაგებულია აეროდრომის ფარგლებს გარეთ,  წარმოადგენს სადგურის განუყოფელ ნაწილს.

2. შეტყობინებების მომზადების მიზნით, საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები აწარმოებენ რეგულარულ დაკვირვებებს დროის ფიქსირებულ შუალედებში. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის, მიმდინარე ამინდის, ღრუბლების და/ან ჰაერის ტემპერატურის გარკვეულ ცვლილებებს, აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები შეივსება სპეციალური დაკვირვებებით.

3. შეტყობინებებში უნდა მიეთითოს:

ა) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ბ) ინფორმაცია ხილვადობაზე;

გ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე;

დ) მიმდინარე ამინდი აეროდრომზე და მის შემოგარენში;

ე) ინფორმაცია ღრუბლებზე;

ვ) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილი;

ზ) ატმოსფერული წნევა;

თ) დამატებითი ინფორმაცია, საჭიროებისამებრ.

4. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების მიღება, რომლებიც დამახასიათებელია იმ რაიონისათვის, სადაც საჭიროა გაზომვების ჩატარება.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ხელსაწყოების განლაგების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობებით“ დადგენილი მოთხოვნები.

5. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე უნდა განლაგდეს, ექსპლუატირებულ და მომსახურებულ იქნეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების, პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად.

შენიშვნა:  სახელმძღვანელო მასალა მიღებული პრაქტიკის, პროცედურებისა და  ხელსაწყოების მახასიათებლების შესახებ მოცემულია მმო-ს N8 სახელმძღვანელოში, „მეტეოროლოგიური ხელსაწყოებისა და დაკვირვების მეთოდების სახელმძღვანელო“,  ტომი I, II და III.

6. დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად უნდა განთავსდნენ აეროდრომზე იმ გათვლით, რომ მათ მიერ მიწოდებული მონაცემები დამახასიათებელი იყოს იმ რაიონისათვის, სადაც აუცილებელია ჩატარდეს დაკვირვება.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური აღჭურვილობა წარმოადგენს დაკვირვების კომპლექსური ნახევრად ავტომატური სისტემის ნაწილს, ადგილობრივი სმმ-ის  მონიტორებზე ასახული მონაცემები უნდა იყოს იმ მონაცემთა შემადგენელი ნაწილი, რომელიც აისახება ადგილობრივი მეტეოროლოგიურ საწარმოს მონიტორებზე და უნდა გადმოიცემოდეს პარალელურ რეჟიმში. ყოველ მეტეოროლოგიურ ელემენტს ასახვისას უნდა დაერთოს იმ ადგილმდებარეობის შესაბამისი აღნიშვნა,  რომლისთვისაც ეს ელემენტი დამახასიათებელია. დაკვირვების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და ხელსაწყოების და ინდიკატორების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, სარემონტო სამუშაოების, პერიოდული ტექნიკური მომსახურებისა და დაკალიბრების შესრულება, წინასწარ შედგენილი წლიური გეგმა-გრაფიკის თანახმად. ხელსაწყოების სარემონტო სამუშაოების,  ტექნიკური მომსახურებისა და დაკალიბრების შედეგად, უნდა შედგეს ჩანაწერები, ელექტრონული ან ბეჭდური სახით, რომელიც უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების მეთოდებზე, ტექნიკურ მომსახურებასა და დაკალიბრებაზე მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემები აეროდრომზე“ (Doc 9837).

8. აეროდრომი, რომელსაც აქვს ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია სახელსაწყო წესით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის I, II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლის, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა აღიჭურვოს ავტომატიზებული საკონტროლო-გამზომი სისტემით, აგრეთვე, დისტანციური ინდიკატორებით მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის, ნამის წერტილისა და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. საკონტროლო-გამზომი სისტემა უნდა წარმოადგენდეს კომპლექსურ და ავტომატურ სისტემას, რომელიც აწარმოებს იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას, გავრცელებას და მონიტორზე ასახვას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელსაწყოების რეზერვირების პროცედურა და ადამიანური ფაქტორები.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებისათვის/ასახვისათვის გამოიყენება კომპლექსური ავტომატური ან ნახევრად ავტომატური სისტემა, მან უნდა უზრუნველყოს ისეთ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვების მონაცემების არაავტომატიზებული შეყვანის შესაძლებლობა, რომლებზეც დაკვირვებები ავტომატური საშუალებებით შეუძლებელია.

10. დაკვირვებები არის იმ შეტყობინებების შედგენის საფუძველი, რომლებიც ვრცელდება შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე და მის ფარგლებს გარეთ.

11. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცითა და დროითი ცვალებადობის, დაკვირვების მეთოდების შეზღუდულობისა და ზოგიერთი ელემენტის განსაზღვრის თავისებურებების გამო, ანგარიშში მოცემული თითოეული ელემენტის კონკრეტული მნიშვნელობა მიმღების მიერ აღქმული უნდა  იქნეს, როგორც დაკვირვების მომენტში არსებული ფაქტობრივი პირობების მაქსიმალურად ახლო მიახლოება.

შენიშვნა: ოპერატიული თვალსაზრისით სასურველი გაზომვის ან დაკვირვების სიზუსტის შესახებ მითითებები მოცემულია ამ წესის №10 დანართში

[https://legali.ge/law/6952150/muxli-25/](https://legali.ge/law/6952150/muxli-25/)

---

## მუხლი 26. მეტეოროლოგიური შეტყობინების მახასიათებლები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები უნდა გამოიცეს შემოკლებული ღია ტექსტით, ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში მოცემული ნიმუშის შესაბამისად, მასში მითითებული ელემენტების შინაარსისა და თანმიმდევრობის დაცვით.

შენიშვნა: ამ წესის 30-ე მუხლით განსაზღვრული მეტეოროლოგიური ელემენტების გარდა შეტყობინებები დამატებით მოიცავს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელს;

ბ) ადგილმდებარეობის მაჩვენებელს;

გ) დაკვირვების დროს; და

დ) ავტომატური ან დაკარგული ანგარიშის მაჩვენებელს, სადაც ეს საჭიროა, როგორც ეს მითითებულია ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში წარმოდგენილ შაბლონში.

2. შეტყობინებები METAR და SPECI უნდა გამოიცეს მმო-ს მიერ დადგენილ კოდურ ფორმებში,  ამ წესის №2 დანართის A2-2 ცხრილში მოცემული ნიმუშის შესაბამისად.

შენიშვნა 1: მმო-ს მიერ დადგენილი METAR და SPECI კოდური ფორმები მოცემულია მმო-ს ოფიციალური გამოცემის „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ I, 1 ტომის, A ნაწილში „ციფრულ-ანბანური კოდები“.

შენიშვნა 2:  ამ წესის №3 დანართში ჩამოთვლილი მეტეოროლოგიური ელემენტების გარდა, შეტყობინებები ასევე შეიცავს:

ა) შეტყობინების ტიპის იდენტიფიკაციას;
ბ) ადგილმდებარეობის ინდექსს;
გ) დაკვირვების დროს; და
დ) შესაბამის შემთხვევებში, ავტომატიზებული ან არარსებული შეტყობინების იდენტიფიკაციას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №2 დანართის A2-2 ცხრილში მოცემულ შაბლონში.

3. METAR და SPECI, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, უნდა გავრცელდეს დამატებით IWXXM ფორმითაც.

შენიშვნა 1:  METAR-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;

შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.

4. ციფრული ფორმით გამოცემული შეტყობინებები METAR უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-26/](https://legali.ge/law/6952150/muxli-26/)

---

## მუხლი 27. CAVOK-ის გამოყენება

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

ხილვადობაზე, ხილვადობის სიშორეზე ადზ-ზე, მიმდინარე ამინდზე და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე ინფორმაცია ყველა მეტეოროლოგიურ ცნობაში იცვლება ტერმინით – „CAVOK“, როდესაც დაკვირვების დროს ერთდროულად ადგილი აქვს შემდეგ პირობებს:

ა) ხილვადობა 10 კმ-ია და მეტი, ხოლო უმცირესი ხილვადობა არ არის შეტყობინებული;

ბ) არ დაიკვირვება ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბელი;

გ) არ  დაიკვირვება  ავიაციისთვის   მნიშვნელოვანი  ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-27/](https://legali.ge/law/6952150/muxli-27/)

---

## მუხლი 28. რეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურებმა  რეგულარული დაკვირვებები უნდა აწარმოონ 24 საათის განმავლობაში. იმ აეროდრომებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, დაკვირვებების ჩატარება უნდა დაიწყოს აეროდრომის ფუნქციონირების დაწყებამდე, სულ მცირე, 3 საათით ადრე, ან ფრენების დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების შესაბამისად.

2. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მიერ, რეგულარული დაკვირვებების შედეგების შესაბამისად, უნდა გამოიცეს შემდეგი სახის შეტყობინებები:

ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, რომლებიც გამოიცემა ნახევარი საათის ინტერვალით და ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ) შეტყობინებები METAR, რომლებიც გამოიცემა ნახევარი საათის ინტერვალით  აეროდრომებზე, რომლებიც ემსახურება რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს და ერთი საათის ინტერვალით სხვა აეროდრომებზე.  METAR შეტყობინებები ვრცელდება შეტყობინების აეროდრომის ფარგლებს გარეთ (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის).

3. იმ აეროდრომებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებენ 24 საათის განმავლობაში, METAR შეტყობინებების  გაცემა უნდა დაიწყოს აეროდრომის ფუნქციონირების დაწყებამდე, სულ მცირე, 3 საათით ადრე, ან ფრენების დაგეგმვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და DATIS) აღებული უნდა იქნეს ადგილობრივი მეტეოროლოგიური რეგულარული შეტყობინებიდა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-28/](https://legali.ge/law/6952150/muxli-28/)

---

## მუხლი 29. სპეციალური დაკვირვებები და სპეციალური შეტყობინებები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. სპეციალური დაკვირვებების ჩატარების კრიტერიუმების ჩამონათვალი დგინდება  მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ სააგენტოსთან, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან, ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამინდზე სპეციალური დაკვირვების შედეგები გამოიცემა შემდეგი სახით:

ა) ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების სახით, მხოლოდ შეტყობინების შედგენის აეროდრომზე გასავრცელებლად (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ)  SPECI  შეტყობინების სახით, შეტყობინების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ გასავრცელებლად (ძირითადად,   განკუთვნილია  ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება METAR გამოიცემა ნახევარსაათიანი ინტერვალით.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და DATIS) აღებული უნდა იქნეს ადგილობრივი სპეციალური მეტეოროლოგიური შეტყობინებიდან.

2. აეროდრომისათვის, რომელიც არ ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, SPECI შეტყობინებები გამოიცემა საჭიროებისამებრ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული METAR შეტყობინებების გამოცემის დაწყების შემდე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-29/](https://legali.ge/law/6952150/muxli-29/)

---

## მუხლი 30. მეტეოროლოგიური შეტყობინებების შინაარსი

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI, ელემენტები მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;

ბ) ადგილმდებარეობის ინდექსი;

გ) დაკვირვების დრო;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, ავტომატიზებული ან აუცილებლობის შემთხვევაში, დაკარგული შეტყობინების მაჩვენებელი;

ე) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ვ) ხილვადობა;

ზ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე, აუცილებლობის შემთხვევაში;

თ) მიმდინარე ამინდი;

ი) ღრუბლების რაოდენობა, ღრუბლების სახეობა (მხოლოდ გროვა-საწვიმარი და კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლების) და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ან ვერტიკალური ხილვადობა, თუ ის იზომება;

კ) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილის ტემპერატურა;

ლ) QNH და, აუცილებლობის შემთხვევაში QFE (QFE-ს რთავენ მხოლოდ ადგილობრივ  რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში).

შენიშვნა: ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადგილმდებარეობის ინდექსების შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ადგილმდებარეობის მაჩვენებლები (ინდექსები)“ ( Doc 7910).

2. არაუცილებელი ელემენტები შეტყობინებებში METAR და SPECI ჩაერთვება დამატებითი ინფორმაციის სახით რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-30/](https://legali.ge/law/6952150/muxli-30/)

---

## მუხლი 31. მეტეოროლოგიური შეტყობინებების გავრცელება, ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები უნდა გადაეცეს ადგილობრივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს, ასევე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისთვის და აეროდრომის სხვა მომხმარებლებისთვის.

2. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები ადგილობრივი საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უნდა გადაეცეს განსაზღვრული პირობების დადგომისთანავე. თუმცა, მეტეოროლოგიური მომსახურების მიმწოდებელსა და შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს შორის შეთანხმების საფუძველზე, მათი გამოცემა აუცილებელი არ არის შემდეგ შემთხვევებში:

ა) ადგილობრივი საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის მონიტორზე გამოსახული ნებისმიერი მონაცემი შეესაბამება საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მონიტორის ეკრანზე ასახულ მონაცემებს და არსებობს ამ მონიტორების მეშვეობით შეტყობინებებში ცვლილებების შეტანის პროცედურა;

ბ) მეტეოროლოგ-დამკვირვებელი, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს გადასცემს ადზ-ზე სიშორის არსებული შეტყობინების სქემის ერთ ან რამდენიმე საფეხურში ნებისმიერი ცვლილების  შესახებ.

3. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები ხელმისაწვდომი  უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისთვის და აეროდრომის სხვა მომხმარებლებისთვი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-31/](https://legali.ge/law/6952150/muxli-31/)

---

## მუხლი 32. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინების და შეტყობინების SPECI გამოცემის კრიტერიუმები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინების გამოცემის კრიტერიუმები შეიცავს შემდეგს:

ა) სიდიდეებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმ ექსპლუატანტების საექსპლუატაციო მინიმუმებს, რომლებიც სარგებლობენ მოცემული აეროდრომით;

ბ) სიდიდეებს, რომლებიც აკმაყოფილებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების სხვა ადგილობრივ მოთხოვნებს;

გ) ჰაერის ტემპერატურის მომატებას 2°C-ით და მეტით ბოლო შეტყობინებაში მითითებულთან შედარებით ან ალტერნატიულ ზღვრულ მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრულია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმებით;

დ)  დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აღების ზონებში განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების წარმოქმნას, რომლებიც მოცემულია ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში;

ე) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენს კრიტერიუმებს შეტყობინებების SPECI შედგენისათვის;

ვ) თუ გამოიყენება ხმაურის შემცირების პროცედურები, იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) 7.2 პუნქტის შესაბამისად და მიწისპირა ქარის (დაქროლვა) საშუალო სიჩქარიდან გადახრა შეიცვალა 2,5-ით მ/წ (5კვ) ან მეტით, ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მონაცემთან შედარებით, ამასთან ერთად, საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს.

2. შეტყობინება SPECI უნდა გამოიცეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

ა) თუ მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით, ხოლო ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტს;

ბ) თუ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) თუ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, ხოლო საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტს;

დ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების, შეწყვეტის ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:

დ.ა) ყინულოვანი ნალექები;

დ.ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ.გ) ჭექა-ქუხილი ნალექით;

ე) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან შეწყვეტის შემთხვევაში:

ე.ა) ყინულოვანი ნისლი;

ე.ბ) ჭექა-ქუხილი უნალექოდ;

ვ) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:

ვ.ა) SCT ან ნაკლებიდან BKN ან OVC-მდე; ან

ვ.ბ) BKN ან OVC-დან SCT-მდე ან ნაკლებამდე.

3. შეტყობინება SPECI ამასთანავე უნდა გამოიცეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

ა) ქარის ცვლილება აჭარბებს მნიშვნელოვან საექსპლუატაციო სიდიდეებს. ზღვრული სიდიდეები უნდა დაადგინოს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც:

ა.ა) მოითხოვს სამუშაო ადზ-ის შეცვლას;

ა.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ბ) ხილვადობა უმჯობესდება და აღწევს და/ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ხილვადობა უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ბ.ა) 800, 1500 ან 3000 მ;

ბ.ბ) 5000, იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;

გ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უმჯობესდება და მიაღწევს ან აჭარბებს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას − 50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს ან 800 მ-ს ან ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უარესდება და მიაღწევს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას: 50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს, 550 მ-ს ან 800 მ-ს;

დ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების,  შეწყვეტის ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:

დ.ა) მტვრის ქარიშხალი;

დ.ბ) ქვიშის ქარიშხალი;

დ.გ) ძაბრისებრი ღრუბელი;

ე) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების  ან შეწყვეტის შემთხვევაში:

ე.ა) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე.ბ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის მიწისპირა ქარბუქი;

ე.გ) ქარტეხილი;

ვ) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს, ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:

ვ.ა) 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);

ვ.ბ) 450 მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესით;

ზ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);

თ) აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, ნებისმიერი სხვა მონაცემები მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდის ერთი ელემენტის გაუარესებისას ერთდროულად დაიკვირვება მეორეს გაუმჯობესება გამოიცემა ერთიანი სპეციალური შეტყობინება SPECI, რომელიც ითვლება შეტყობინებად ამინდის გაუარესების შესახე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-32/](https://legali.ge/law/6952150/muxli-32/)

---

## მუხლი 33. მეტეოროლოგიური შეტყობინებების გავრცელება METAR და SPECI

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. შეტყობინება METAR, მასში შეტანილი შესწორებები და შეტყობინება SPECI ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.

2. შეტყობინება METAR და SPECI ვრცელდება აეროდრომის ფარგლებს გარეთ სხვა აეროდრომებზე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

3. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ. შეტყობინება SPECI, ერთი ელემენტის გაუარესების და ამავდროულად მეორის გაუმჯობესების შესახებ, ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ და განიხილება, როგორც შეტყობინება ამინდის გაუარესების შესახებ.

4. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ვრცელდება მხოლოდ გაუმჯობესების 10 წუთის შენარჩუნების შემთხვევაში. აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი შეტყობინების  გავრცელებამდე, მასში შეიტანება კორექტივები, იმ  მიზნით, რომ ასახულ იქნეს ამინდის პირობები, რომლებიც ჭარბობდნენ 10-წუთიანი პერიოდის დასასრულ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-33/](https://legali.ge/law/6952150/muxli-33/)

---

## მუხლი 34. მიწისპირა ქარი

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება და საშუალო სიჩქარე უნდა გაიზომოს, აგრეთვე უნდა დაფიქსირდეს ქარის მიმართულებისა და სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებები (დაქროლვა). აღნიშნული მონაცემები უნდა გადაიცეს გრადუსებში (გეოგრაფიული გრადუსებით ჩრდილოეთის მიმართ) და მეტრებში წამში ან კვანძებში.

2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შესადგენად, განკუთვნილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივი პირობებისათვის, ხოლო მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის – ადზ-ის შეხების არისთვის.

3. METAR და SPECI  შეტყობინებების შესადგენად, დაკვირვებები მიწისპირა ქარზე  უნდა იყოს  მთელი ადზ-ის თავზე არსებული პირობების ამსახველი, ხოლო ერთზე მეტი ადზ-ის მქონე აეროდრომებისთვის,  ადზ-ის მთელი კომპლექსის თავზე არსებული პირობების ამსახველი.

4. მიწისპირა ქარის გაზომვა უნდა განხორციელდეს მიწის ზედაპირიდან 10 ± 1 მეტრის (30 ± 3 ფუტის) სიმაღლეზე.

5. მიწისპირა ქარზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს სათანადოდ განლაგებული სენსორული მოწყობილობების გამოყენებით.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური  შეტყობინებებისათვის განკუთვნილი მიწისპირა ქარის სენსორების განლაგება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) და შეხების ზონის გასწვრივ არსებული პირობების მაქსიმალურად ზუსტი ასახვა.

7. იმ აეროდრომებზე, სადაც რელიეფი ან გაბატონებული ამინდის პირობები იწვევს მიწისპირა ქარის მნიშვნელოვან განსხვავებას ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სხვადასხვა მონაკვეთზე, უნდა დამონტაჟდეს დამატებითი სენსორული მოწყობილობები.

შენიშვნა:  ვინაიდან მიწისპირა ქარის გაზომვა უშუალოდ ადზ-ზე შეუძლებელია, აფრენისა და დაფრენისთვის განხორციელებული დაკვირვებები შეიძლება ჩაითვალოს მიწისპირა ქარის საუკეთესო მაჩვენებლად, მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისთვის.

8. მიწისპირა ქარის თითოეულ სენსორთან დაკავშირებული ჩვენების მოწყობილობები უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურში, აგრეთვე შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტში.

9. მეტეოროლოგიურ სადგურში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობები უნდა იყოს დაკავშირებული ერთსა და იმავე სენსორებთან.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოიყენება განცალკევებული სენსორები, ჩვენების მოწყობილობები მკაფიოდ უნდა იყოს ნიშანდებული, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მისი მონაკვეთის იდენტიფიკაცია, რომელსაც თითოეული სენსორი აკონტროლებს.

11. მიწისპირა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის საშუალო მნიშვნელობები, აგრეთვე მათი მნიშვნელოვანი ცვლილებები თითოეული სენსორისთვის, უნდა განისაზღვროს და აისახოს ავტომატური მოწყობილობების მეშვეობით.

12. მიწისპირა ქარზე დაკვირვების გასაშუალოების პერიოდი უნდა იყოს:

ა) 2 წუთი – ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ქარის ჩვენების მოწყობილობებისთვის;

ბ) 10 წუთი – შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული 10-წუთიანი პერიოდი მოიცავს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის მკვეთრ ცვლილებას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ცვლილების შემდგომი მონაცემები. ამ შემთხვევაში გასაშუალოების პერიოდი შესაბამისად მცირდება.

შენიშვნა: მკვეთრი ცვლილება აღინიშნება მაშინ, როდესაც 2 წუთის განმავლობაში ფიქსირდება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30°-ით ან მეტით, თუ ცვლილებამდე ან მას შემდეგ ქარის სიჩქარე შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს, ან ქარის სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით (10 კვანძით) ან მეტით, რომელიც გრძელდება არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში.

13. ქარის საშუალო სიჩქარის გადახრის (დაქროლვის) განსაზღვრისათვის, ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებისთვის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობებისთვის, გასაშუალოების ინტერვალი უნდა შეადგენდეს 3 წამს.

14. მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები, აგრეთვე საშუალო მნიშვნელობიდან გადახრები, უნდა აკმაყოფილებდეს გაზომვის ოპერატიულად სასურველ სიზუსტეს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის №10 დანართში.

15. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებში, მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე უნდა გადაიცეს შესაბამისად 10°-იანი და 1 მ/წმ-ის (ან 1 კვანძის) ნაბიჯებით.

16. ნებისმიერი დაკვირვებული მნიშვნელობა, რომელიც არ შეესაბამება გამოყენებულ საანგარიშო სკალას, უნდა დამრგვალდეს ამ სკალის უახლოეს მნიშვნელობამდე.

17. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:

ა) მიეთითება ქარის სიჩქარის განმსაზღვრელი საზომი ერთეული;

ბ) ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა ბოლო 10 წუთის განმავლობაში, თუ საერთო ცვლილება შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მიეთითება შემდეგნაირად:

ბ.ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ (3 კვანძი) ან მეტს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;

ბ.ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ-ზე (3 კვანძი) ნაკლებს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც ცვალებადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;

ბ.გ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 180 გრადუსს და მეტს,  მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც არამდგრადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;

გ) ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა), რომელიც დაიკვირვება ბოლო 10 წუთის განმავლობაში, გადაიცემა მაშინ, როცა ქარის მაქსიმალური სიჩქარე აჭარბებს საშუალო სიჩქარეს:

გ.ა) 2.5 მ/წმ-ით (5 კვ) ან მეტით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, როცა გამოიყენება ხმაურის შესამცირებელი პროცედურები „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) 7.2 პუნქტის შესაბამისად; ან

გ.ბ) 5 მ/წმ-ით (10 კვ) და მეტით სხვა დანარჩენ შემთხვევებში;

დ) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარეა 0,5 მ/წმ-ზე (1 კვ) ნაკლებია, ის გადაიცემა, როგორც უქარო;

ე) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე გადაიცემა 50 მ/წმ (100კვ) ან მეტი, ის მიეთითება, როგორც 49მ/წმ (99 კვ);

ვ) იმ შემთხვევებში, როდესაც ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულების ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, მიეთითება მხოლოდ ქარის საშუალო სიჩქარის და მიმართულების ის გადახრა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ არასტაბილური პერიოდის შემდეგ.

18. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) თუ ქარზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, მიეთითება დაკვირვების ადგილის ადგილმდებარეობა, რომელთათვის ეს სიდიდეები მისაღებია;

ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და დაკვირვებები მიწისპირა ქარზე წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებზე, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ქარის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები;

გ) თუ ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა გადაიცემა  ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;

დ) თუ ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა გადაიცემა ამ მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი ცვლილება გადაიცემა მიღებული ქარის სიჩქარის   მაქსიმალური და მინიმალური  მნიშვენლობის მითითებით.

19. შეტყობინებებში METAR და SPECI, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) მიეთითება ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა ქარის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-34/](https://legali.ge/law/6952150/muxli-34/)

---

## მუხლი 35. ხილვადობა

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ხილვადობა უნდა განისაზღვროს დაკვირვებით ან გაზომვით და მისი მნიშვნელობები უნდა გადაიცეს მეტრებით ან კილომეტრებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, დაკვირვებები ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები გამოიყენება მოსაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის – ადზ-ის შეხების არისთვის.

3. METAR და SPECI შეტყობინებების შესადგენად დაკვირვება ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მთელი აეროდრომისათვის.

შენიშვნა: ხელსაწყოების ჩვენებების ხილვადობად გარდაქმნის ინსტრუქცია მოცემულია ამ წესის №13 დანართში.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობა უნდა გაიზომოს ადზ-დან დაახლოებით 2.5 მეტრ (7,5 ფუტი) სიმაღლეზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობაზე დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს სენსორული ხელსაწყოების გამოყენება. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის ხილვადობაზე დაკვირვების სენსორული ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომ შესაძლებელი იყოს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღება ადზ-ის გასწვრივ და ადზ-ის შეხების არეში.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის განსაზღვრისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, თითოეული სენსორის მონაცემებზე დაფუძნებული ხილვადობის ინდიკატორები უნდა განთავსდეს როგორც მეტეოროლოგიურ სადგურში, ასევე შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში. ორივე ადგილას განთავსებული ინდიკატორები უნდა ასახავდეს იმავე სენსორების მონაცემებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ცალკეული სენსორების გამოყენება, ინდიკატორები მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული თითოეული სენსორის მიერ მონიტორინგის ქვეშ მყოფი დაფარვის არის მითითებით (მაგ, ადზ ან ადზ-ის მონაკვეთი).

7. იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე არსებული მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:

ა) ერთ წუთს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისა და იმ მონიტორებისათვის, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტებში; და

ბ) 10 წუთს შეტყობინებებისთვის METAR და SPECI, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, ადგილი აქვს ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას; ამ შემთხვევაში საშუალო მნიშვნელობის მისაღებად გამოიყენება მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც დაფიქსირდა ამ არასტაბილურობის პერიოდის შემდეგ.

შენიშვნა: ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დაიკვირვება  ხილვადობის უეცარი და გახანგრძლივებული ცვლილება, რომელიც გრძელდება, სულ მცირე, 2 წუთის განმავლობაში და აღწევს ან აჭარბებს ამ წესის 32-ე მუხლით განსაზღვრულ, SPECI შეტყობინების გამოცემის გამომწვევ პირობებს.

8. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში METAR და SPECI ხილვადობა გადაიცემა 50მ-ის სიზუსტით, თუ ხილვადობა 800 მეტრზე ნაკლებია. როდესაც ხილვადობა 800 მეტრი ან მეტია, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლებია, ის გადაიცემა 100 მეტრის სიზუსტით; ხილვადობისას 5 კმ და მეტი, მაგრამ ნაკლები 10 კმ-ისა, ის გადაიცემა 1 კმ სიზუსტით; ხილვადობისას 10 კმ და მეტი, ის გადაიცემა, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები იძლევა CAVOK-ის გამოყენების საშუალებას. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.

9. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში ადზ-ის გასწვრივ ხილვადობის სიდიდე მიეთითება მის საზომ ერთეულთან ერთად.

10. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, როდესაც ხილვადობის გასაზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები:

ა) თუ ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში, თავიდან მიეთითება მნიშვნელობა ადზ-ის შეხების არისთვის,  ხოლო შემდეგ, საჭიროებისამებრ, მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის. ამასთან, უნდა მიეთითოს ის არეები, რომელთათვის მიღებულია აღნიშნული მნიშვნელობები;

ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებისთვის, გადაიცემა  ხილვადობის სიდიდე თითოეული ადზ-ისათვის  და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნის ეს მნიშვნელობები.

11.  METAR-სა და SPECI-ში ხილვადობა უნდა მიეთითოს, როგორც გაბატონებული ხილვადობა. თუკი ხილვადობა სხვადასხვა მიმართულებებით განსხვავდება, და:

ა) თუ მინიმალური ხილვადობა განსხვავდება უმეტესი ხილვადობისაგან და:

ა.ა) შეადგენს1500 მეტრზე ნაკლებს; ან

ა.ბ) შეადგენს გაბატონებული ხილვადობის 50% ნაკლებს და 5000 მეტრზე ნაკლებს; ამ შემთხვევაში შეტყობინებებში უნდა მიეთითოს დარეგისტრირებული ყველაზე დაბალი  ხილვადობა და, შეძლებისდაგვარად, მისი ზოგადი მიმართულება აეროპორტის საკონტროლო წერტილთან მიმართებაში კომპასის რვა მიმართულებიდან ერთ-ერთის მითითებით. თუ ყველაზე დაბალი ხილვადობა ფიქსირდება ერთზე მეტი მიმართულებით, მაშინ მითითებული უნდა იქნეს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება;

ბ) თუ ხილვადობა სწრაფად იცვლება და უმეტესი ხილვადობის განსაზღვრა შეუძლებელია, უნდა მიეთითოს მხოლოდ ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა მიმართულების მითითების გარეშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-35/](https://legali.ge/law/6952150/muxli-35/)

---

## მუხლი 36. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე უნდა შეფასდეს ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია მეორე (CAT II) და მესამე (CAT III) კატეგორიების სახელსაწყო სისტემებით დასაფრენად შესვლისა და დაფრენისთვის.

შენიშვნა: ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორის (RVR) შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვებისა და შეტყობინების სახელმძღვანელო“ (Doc 9328).

2. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე უნდა შეფასდეს  ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია  დაბალი ხილვადობის პერიოდში ექსპლუატაციისთვის, მათ შორის:

ა) ადზ-ზე, რომელიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის და განკუთვნილია პირველი კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო სისტემებით დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის;

ბ)  ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება ასაფრენად და აქვს მაღალი ინტენსივობის დასაფრენი და/ან ღერძულა ნათურები.

შენიშვნა: დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის განკუთვნილი ადზ-ის მიმართ წაყენებული მოთხოვნები  განსაზღვრული საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვალის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით – „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობები“.

3. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უნდა გადაიცეს მეტრებში იმ პერიოდების განმავლობაში, როდესაც ხილვადობა ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორე ნაკლებია 1 500 მ-ზე.

4. ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მონაცემები იზომება:

ა) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონისათვის, რომელიც განკუთვნილია არაზუსტი ან I კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის;

ბ) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონისა და შუა მონაკვეთისთვის, რომელიც განკუთვნილია II კატეგორიის (CAT II) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის;

გ) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონის, შუა მონაკვეთისა და დასასრულისათვის (stop-end), რომელიც განკუთვნილია III კატეგორიის (CAT III) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის.

5. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა  უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს და  სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურების სამსახურს ადზ-ის ხილვადობის სიშორის გამოყენებული  ავტომატური საზომი აღჭურვილობის საექსპლუატაციო მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

6. ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-დან დაახლოებით 2,5 მეტრ (7,5 ფუტი) სიმაღლეზე ინსტრუმენტალური სისტემების გამოყენებით ან დამკვირვებლის მიერ ვიზუალური დაკვირვებით, ადზ-დან 5 მეტრის (15 ფუტი) სიმაღლეზე.

7. ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-ის ღერძიდან გვერდითი დაშორებით, არაუმეტეს 120 მეტრისა. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს დაფრენის ზონისათვის, ის უნდა განლაგდეს დაახლოებით 300 მეტრში ადზ-ის ზღურბლიდან. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს ადზ-ის შუა წერტილებისა და ბოლოსათვის, ისინი უნდა განლაგდნენ ადზ-ის ზღურბლიდან 1000-1500 მეტრზე და 300 მეტრზე ადზ-ის მეორე ბოლოდან. ზუსტი ადგილმდებარეობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადგილები დაკვირვებისათვის, უნდა განისაზღვროს ისეთი საავიაციო, მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ადზ-ის სიგრძე, აგრეთვე ჭაობების არსებობა, სადაც მოსალოდნელია ნისლი.

8. ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, რომლებიც განკუთვნილია II და III კატეგორიის (CAT II და CAT III) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად გამოყენებული უნდა იქნეს ტრანსმისომეტრებზე ან პირდაპირი გაფანტვის საზომებზე დაფუძნებული ინსტრუმენტული სისტემები.

9. ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, რომლებიც განკუთვნილია I კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად რეკომენდებულია ტრანსმისომეტრებზე ან პირდაპირი გაფანტვის საზომებზე დაფუძნებული ინსტრუმენტული სისტემების გამოყენება.

შენიშვნა: ვინაიდან სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის სიზუსტე შეიძლება განსხვავდებოდეს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის  განსაზღვრისთვის მოწყობილობის შერჩევამდე უნდა შემოწმდეს მათი ექსპლუატაციური მახასიათებლები. პირდაპირი გაფანტვის საზომი მოწყობილობების (forward-scatter meters) დაკალიბრება უნდა იყოს კვალვადი და გადამოწმებადი ტრანსმისომეტრის სტანდარტის მიმართ, რომლის სიზუსტე დადასტურებულია მისთვის განკუთვნილ ოპერატიულ დიაპაზონში. ტრანსმისომეტრებისა და პირდაპირი გაფანტვის საზომების გამოყენების შესახებ მითითებები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორის დაკვირვებისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო“ (Doc 9328).

10. იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორე განისაზღვრება ინსტრუმენტული სისტემებით, ერთი ჩვენების მოწყობილობა (აუცილებლობის შემთხვევაში – რამდენიმე) უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო შესაბამისი ჩვენების მოწყობილობები – შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტში.

11. მეტეოროლოგიურ სადგურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობები დაკავშირებული უნდა იყოს ერთსა და იმავე სენსორებთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გამოიყენება განცალკევებული სენსორები, ჩვენების მოწყობილობები მკაფიოდ უნდა იყოს ნიშანდებული, რათა უზრუნველყოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) და მისი იმ მონაკვეთის იდენტიფიკაცია, რომელსაც თითოეული სენსორი აკონტროლებს.

12. იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორე განისაზღვრება ვიზუალური დაკვირვებით, მონაცემები უნდა მიეწოდოს შესაბამის ადგილობრივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს ყოველ ჯერზე, როდესაც ცვლილება ხდება გადასაცემ მნიშვნელობაში, დადგენილი საანგარიშო სკალის შესაბამისად. ასეთი მონაცემების გადაცემა, როგორც წესი, უნდა დასრულდეს დაკვირვების დასრულებიდან 15 წამის განმავლობაში.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე მისაღები მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:

ა) 1-წუთიან პერიოდს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე იმ მონიტორებისთვის, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის პუნქტებში;

ბ) 10-წუთიან პერიოდს METAR და SPECI  შეტყობინებების შემთხვევაში. თუ ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის შემდგომი მონაცემები.

შენიშვნა:  შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ცვლილება, რომელიც აღწევს ან აჭარბებს შემდეგ მნიშვნელობებს: 800 მ-ს, 550 მ-ს, 300 მ-სა და 175მ-ს.

14. როდესაც ხილვადობის სიშორის ადზ-ზე შესაფასებლად გამოიყენება ინსტრუმენტალური სისტემები, გამოთვლა უნდა წარმოებდეს თითოეული ადზ-ისათვის. ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, გამოსათვლელად გამოსაყენებელი განათების სიმძლავრე  უნდა იყოს:

ა) განსაზღვრული ადზ-ის  განათების ფაქტობრივი სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება ჩართულია და მისი სიმძლავრე, მაქსიმალური  სიმძლავრის 3 პროცენტზე მეტია;

ბ) არსებულ პირობებში საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო,  განათების ოპტიმალური სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება ჩართულია და მისი სიმძლავრე,  მაქსიმალური  სიმძლავრის 3 პროცენტზე ნაკლებია;

გ) არსებულ პირობებში საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო  განათების ოპტიმალური სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება გამორთულია ან დაყენებულია მინიმალურ სიმძლავრეზე.

15. შეტყობინებებისთვის METAR და SPECI  ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეფასება  უნდა ეფუძნებოდეს ადზ-ზე არსებული სინათლის მაქსიმალურ სიმძლავრეს.

შენიშვნა: ინსტრუმენტული ჩვენებების ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მაჩვენებელზე გადაყვანის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №13 დანართში.

16. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI ხილვადობის სიშორე ადზ-ზე გადაიცემა 25მ-ის სიზუსტით, თუ ხილვადობა 400 მეტრზე ნაკლებია, როდესაც ხილვადობა 400 დან 800 მეტრამდეა – 50მ-ის სიზუსტით და როდესაც ხილვადობის სიშორე ადზ-ზე 800 მეტრზე მეტია – 100მ-ის სიზუსტით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.

17. ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ქვედა ზღვრად ითვლება 50 მეტრი, ხოლო ზედა ზღვრად – 2000 მეტრი. როდესაც ხილვადობა მეტია ან ნაკლებია აღნიშნულ ზღვრულ მნიშვნელობებზე, ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ  სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებაში METAR და SPECI მიეთითება მხოლოდ ის, რომ ხილვადობის სიშორე ადზ-ზე ნაკლებია 50მ-ზე ან მეტია 2000 მეტრზე.

18. ადგილობრივ რეგულარულ და ადილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI:

ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის სიშორე ადზე-ზე მეტია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ზედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება „ABV“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება „P“-ის მეშვეობით შეტყობინებებში METAR და SPECI, რომელსაც მოსდევს ის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით;

ბ) იმ შემთხვევებში როდესაც ხილვადობის სიშორე ადზე-ზე ნაკლებია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ქვედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება „BLW“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება „M“-ს მეშვეობით შეტყობინებებში METAR და SPECI, რომელსაც მოსდევს ის მინიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით.

19. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) მიეთითება მისი საზომი ერთეული;

ბ) თუ ადზე-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის ერთი მონაკვეთიდან ანუ მხოლოდ დაფრენის არიდან, დაკვირვების მონაცემები გადაიცემა დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;

გ) თუ ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, თავიდან მიეთითება დაფრენის  არის მისაღები მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, მისაღები მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის, ამასთან, უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია დამახასიათებელი;

დ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ხილვადობის სიდიდე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.

20. შეტყობინებებში METAR და SPECI:

ა) მისაღები მნიშვნელობა გადაიცემა მხოლოდ შეხების არისთვის, დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;

ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მისაღები მნიშვნელობა შეხების არისთვის გადაიცემა:

ბ.ა) მაქსიმუმ ოთხი ასეთი ადზ-ისთვის, თუ შეტყობინება ვრცელდება კოდური ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ.ბ) ყველა ასეთი ადზ-ისთვის, თუ შეტყობინება ვრცელდება IWXXM ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ.გ) იმ ადზ-ებისთვის, რომელსაც ეხება ეს მნიშვნელობები.

21. შეტყობინება METAR და SPECI-ში, იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვებამდე უშუალოდ წინა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული RVR-ის მნიშვნელობების ცვლილებები უნდა აისახოს, თუ აღნიშნულ პერიოდში RVR-ის მნიშვნელობებს ჰქონდა მკაფიო ტენდენცია, კერძოდ, როდესაც პირველი 5 წუთის საშუალო მნიშვნელობა განსხვავდება მეორე 5 წუთის საშუალო მნიშვნელობისგან 100 მეტრით ან მეტით.

22. იმ შემთხვევაში, როდესაც RVR-ის მნიშვნელობების ცვლილება ასახავს ზრდის ტენდენციას ან კლების ტენდენციას, ეს უნდა აღინიშნოს შესაბამისად აბრევიატურებით „U“ (ზრდა) ან „D“ (კლება). იმ შემთხვევებში, როდესაც 10-წუთიან პერიოდში ცვლილებებს არ გააჩნია მკაფიო ტენდენცია, ეს უნდა აღინიშნოს აბრევიატურით „N“. თუ ტენდენციის განსაზღვრა შეუძლებელია, შესაბამისი აბრევიატურა არ უნდა იქნეს გამოყენებულ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-36/](https://legali.ge/law/6952150/muxli-36/)

---

## მუხლი 37. მიმდინარე ამინდი

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა განახორციელოს აეროდრომზე მიმდინარე ამინდის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მის შესახებ უნდა შეადგინოს შეტყობინები. უნდა იდენტიფიცირდეს, სულ მცირე, ამინდის შემდეგი მოვლენები:

ა) ნალექი: წვიმა, ჟინჟღლი, თოვლი და ყინულოვანი ნალექები (მათ შორის, მათი ინტენსივობა);

ბ) ხილვადობის შემზღუდავი მოვლენები: ბურუსი, ჯანღი, ნისლი და გადაცივებული ნისლი;

გ) ჭექა-ქუხილი (მათ შორის, აეროდრომის შემოგარენში დაფიქსირებული ჭექა-ქუხილი).

2. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებისა და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებისთვის ინფორმაცია მიმდინარე ამინდის შესახებ უნდა იყოს აეროდრომის არეში არსებული პირობების ამსახველი.

3. METAR და SPECI შეტყობინებებისათვის მიმდინარე ამინდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს აეროდრომზე არსებული პირობების წარმომადგენლობითი და, გარკვეული განსაზღვრული მიმდინარე ამინდის მოვლენების შემთხვევაში, ასევე მის შემოგარენში არსებული პირობების წარმომადგენლობითი.

4. თუ მიმდინარე ამინდის მოვლენებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში) დაკვირვებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გამოიყენება სენსორული ხელსაწყოები. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომელიც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღებას.

5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, დაკვირვებული მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა გადაიცეს მათი ტიპისა და მახასიათებლების მიხედვით და, საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტდეს მათი ინტენსივობით.

6. METAR და SPECI შეტყობინებაში დაკვირვებული მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა გადაიცეს მათი ტიპისა და მახასიათებლების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტდეს მათი ინტენსივობით ან აეროდრომთან სიახლოვით.

7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენები და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები (დახასიათება, ინტენსივობა, სიახლოვე აეროდრომთან):

ა) ნალექები:

ა.ა) ჟინჟღლი(DZ);

ა.ბ) წვიმა (RA);

ა.გ) თოვლი (SN);

ა.დ) თოვლის ხორხოშელა (SG);

ა.ე) ყინულის წვიმა (PL);

ა.ვ) სეტყვა (GR) (სეტყვა GR გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე  მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს.);

ა.ზ) მცირე სეტყვა ან ყინულის ხორხოშელა (GS) ( მცირე სეტყვა ან ყინულის მარცვლები (GS) მოხსენდება, როდესაც უდიდესი სეტყვის მარცვლის დიამეტრი ნაკლებია 5 მმ-ზე).

ბ) დაბინდვის სახეობები (ჰიდრომეტეორები):

ბ.ა) ნისლი (FG) გადაიცემა, როდესაც ხილვადობა 1000 მეტრზე ნაკლებია, გარდა იმ  შემთხვევებისა, როდესაც თან ახლავს შემოკლებები MI, BC, PR ან VC;

ბ.ბ) ჯანღი (BR) გადაიცემა    არანაკლებ     1000    მეტრისა და არაუმეტეს 5000 მეტრი ხილვადობის დროს;

გ) დაბინდვის სახეობები (ლიტო მეტეორები):

შენიშვნა: ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული შემოკლებები გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბინდვა ძირითადად დაკავშირებულია ლიტო მეტეორების არსებობასთან და ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს, გარდა „SA“, როდესაც გამოიყენება „DR“ და ვულკანური ფერფლი.

გ.ა) ქვიშა (SA);

გ.ბ) ქვიშა (გარემომცველი) (DU);

გ.გ) ბური (HZ);

გ.დ) ბოლი (FU);

გ.ე) ვულკანური ფერფლი  (VA).

დ) სხვა მოვლენები:

დ.ა) მტვრის/ქვიშის კორიანტელი (PO);

დ.ბ) ქარტეხილი (SQ);

დ.გ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა) (FC);

დ.დ) მტვრის ქარიშხალი (DS);

დ.ე) ქვიშის ქარიშხალი (SS).

8. ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნალექის ტიპების გარდა, უნდა გამოიყენებოდეს აბრევიატურა „UP“ არაიდენტიფიცირებული ნალექის აღსანიშნად იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური დაკვირვების სისტემა ვერ ახდენს ნალექის ტიპის იდენტიფიკაციას.

9. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე შეტყობინებებში METAR და SPECI, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენების დახასიათება და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილების შესაბამისად:

ა) ჭექა-ქუხილი (TS) გამოიყენება ჭექა-ქუხილის გადასაცემად;

ბ) სხვა მოვლენებთან ერთად – ჭექა-ქუხილი წვიმასთან (TSRA), თოვლთან (TSSN), ყინულის წვიმასთან (TSPL), სეტყვასთან (TSGR), ყინულის და/ან თოვლის მარცვლებთან (TSGS) ან ამ ელემენტების ერთობლიობასთან, მაგალითად, TSRASN;

გ) შეტყობინებაში METAR თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება (VC SH) შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს დაკვირვების ვადას, ისმის ქუხილი ან დაიკვირვება ელვა, მაგრამ ნალექი აეროდრომზე არ დაიკვირვება, შემოკლება (TS) გამოიყენება დამატებითი აღნიშვნების გარეშე;

ე) გადაცივებული  (FZ)  გამოიყენება მხოლოდ შემოკლებებთან (FG), (DZ) და (RA)  ნისლი, ჟინჟღლი,  და ნალექები.  მიწისპირა ქარბუქი (BL) გამოიყენება შემდეგ ამინდის მოვლენებთან ერთად (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით), რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე. მიწისპირა ქარახვეტი (DR) გამოიყენება შემდეგ ამინდის მოვლენებთან ერთად (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით), რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი) ნაკლებ სიმაღლეზე.  ნისლთან (FG) ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი შემოკლებები: MI – მიწისპირიდან 2 მეტრზე დაბლა განვითარებული ნისლი (MIFG);  ჯგუფები/ ნაფლეთები – BC,  რომლებიც ფარავენ აეროდრომის ცალკეულ ადგილებს (BCFG); ნაწილობრივი – PR აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ დაიკვირვება (PRFG);

ვ) თქეში (თავსხმა) (SH) გამოიყენება თავსხმა წვიმის (SHRA), თოვლის (SHSN), ყინულის წვიმის (SHPL), სეტყვის (SHGR), ყინულის და/ან თოვლის მარცვლების (SHGS) და/ან ამ ელემენტების ერთობლიობის გადასაცემად (მაგალითად, SHRASN). შეტყობინებაში METAR თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება (VCSH) შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე;

ზ) (BL) გამოიყენება (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე;

თ) მიწისპირა ქარახვეტი (DR) გამოიყენება (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი) ნაკლებ სიმაღლეზე;

ი) დაბალი (MI ) ნიშნავს – 2 მეტრზე დაბლა მიწისპირიდან;

კ) (BC) ნისლის ჯგუფები,  რომლებიც ფარავენ აეროდრომის ცალკეულ ადგილებს;

ლ) ნაწილობრივი (PR) ნიშნავს – აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ არის.

შენიშვნა: აეროდრომებზე, სადაც დაკვირვებებს აწარმოებენ მეტეოდამკვირვებლები, დამატებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელვის აღმომჩენი აღჭურვილობა. სახელმძღვანელო მასალა ელვის აღმომჩენი აღჭურვილობის შესახებ აეროდრომებისთვის, სადაც გამოიყენება ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემაში „ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები აეროდრომზე“ (Doc 9837).

10. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI მიმდინარე ამინდის მოვლენების შესაბამისი ინტენსივობა ან საჭიროების შემთხვევაში, მოვლენები აეროდრომთან სიახლოვეში მითითებულია შემდეგნაირად:

ა) ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:

ა.ა) სუსტი (FBL);

ა.ბ) ზომიერი (MOD);

ა.გ) ძლიერი (HVY);

ბ) შეტყობინებებში METAR და SPECI:

ბ.ა) სუსტი (-);

ბ.ბ) ზომიერი (ნიშნის გარეშე);

ბ.გ) ძლიერი (+).

შენიშვნა 1: ეს აღნიშვნები გამოიყენება მხოლოდ მოვლენებთან (DZ), (GR), (GS), (PL), (SG), (SN) ან აღნიშნული ამინდის მოვლენების ერთობლიობასთან. ამ შემთხვევაში, მიეთითება მხოლოდ ზომიერი და ძლიერი ხარისხის ინტენსივობა.

შენიშვნა 2: შემოგარენი არის დაახლოებით 8-დან 16 კმ-მდე არეალი აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან. შემოგარენი (VC) არ გამოიყენება ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში. შემოგარენი (VC) გამოიყენება მხოლოდ შეტყობინებაში METAR და SPECI შემდეგ მოვლენებთან: (DS), (SS), (FG), (FC), (SH), (PO), (BLDU), (BLSN), აგრეთვე (TS) და (VA), თუ ისინი არ გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენის ფორმატში.

11. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI:

ა) გამოყენებულ უნდა იქნეს, აუცილებლობის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ მაქსიმუმ სამი შემოკლებული აღნიშვნა მიმდინარე ამინდის მოვლენების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში, შესაბამის შემთხვევებში ინტენსივობისა და მახასიათებლების ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვის მითითებით, იმისათვის, რომ მოხდეს მიმდინარე ამინდის სრული აღწერა აეროდრომზე და მის შემოგარენში, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების წარმოებაზე;

ბ) უპირველეს ყოვლისა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ინტენსივობა ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვე, რის შემდეგაც მიეთითება, შესაბამისად, ამინდის მოვლენის მახასიათებლები და ტიპი;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება ორი სხვადასხვა ტიპის მოვლენა, ეს მოვლენები უნდა გადაიცეს ორი ცალკეული ჯგუფით, რომლებშიც ინტენსივობის ან აეროდრომთან სიახლოვის ინდექსი ეხება იმ მოვლენას, რომლის წინაც მიეთითება მოცემული ინდექსი. მაგრამ ნალექების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ადგილი აქვს დაკვირვების დროს, გადაცემული უნდა იქნეს ერთი ჯგუფით, ამასთან, პირველად მიეთითება ნალექების ტიპი, რომელიც ჭარბობს, მას კი წინ უსწრებს მხოლოდ ინტენსივობის ინდექსი, რომელიც აღნიშნავს ნალექების ჯამურ ინტენსივობას.

12. თუ მიმდინარე ამინდი ვერ დაიკვირვება ავტომატური დაკვირვების სისტემის დროებითი მწყობრიდან გამოსვლის გამო, ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR-სა და SPECI-ში მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა შეიცვალოს აღნიშვნით „//

[https://legali.ge/law/6952150/muxli-37/](https://legali.ge/law/6952150/muxli-37/)

---

## მუხლი 38. ღრუბლიანობა

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურებმა უნდა აწარმოონ დაკვირვებები  და მოამზადონ შესაბამისი შეტყობინება იმ ღრუბლების რაოდენობის, სახეობისა და ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ, რომლებიც ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობის აღსაწერადაა აუცილებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია, ღრუბლების რაოდენობას, სახეობას და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დაკვირვების ნაცვლად წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლისა და ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები გადაიცემა მეტრებით ან ფუტებით. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა იყოს გამოყენებული ადზ-ის ზღურბლზე არსებული პირობების ამსახველი. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებებისათვის METAR და SPECI, უნდა ჩატარდეს აეროდრომისა და მისი შემოგარენისათვის.

2. თუ ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სენსორული ხელსაწყოების გამოყენებით. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღებას, იკაოს ოფიციალური გამოცემის „საავიაციო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896) შესაბამისად. აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოები ღრუბლიანობის რაოდენობასა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დასაკვირვებლად, რომელთა მონაცემებიც გამოიყენება ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე ზუსტი მონაცემები ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ გამოყენებული ადზ-ის ზღურბლის მიმართ. ამ მიზნით, ხელსაწყო უნდა განთავსდეს, ადზ-ის ზღურბლიდან 1200 მეტრზე (4000 ფუტი) ნაკლებ მანძილზე.

3. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის გასაზომად ავტომატიზებული მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის მონაცემთა ეკრან(ებ)ი უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო შესაბამისი ეკრან(ებ)ი  სმმ-ს სათანადო პუნქტებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებში განთავსებულ ეკრანებზე ასახული მონაცემები ერთი და იმავე სენსორიდან უნდა მიიღებოდეს. ცალკეული სენსორების გამოყენების შემთხვევაში, ეკრანებზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული თითოეული სენსორის მიერ კონტროლირებული არეალი.

4. ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე  მითითებულ უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლების მიმართ. ასაფრენად ზუსტი შემოსავლისათვის აღჭურვილი ადზ-ის გამოყენებისას, რომლის ზღურბლის შემაღლება 15 მეტრით (50 ფუტი) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, მუშავდება ლოკალური შეთანხმება იმისათვის, რომ მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის  ღრუბელთა სიმაღლე მიეთითოს ადზ-ის ზღურბლის შემაღლების მიმართ. ღია ზღვაში განლაგებული ნაგებობებიდან წარმოდგენილ შეტყობინებებში ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე გადაიცემა ზღვის საშუალო დონესთან მიმართებით.

5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მიეთითება 30 (100 ფუტი)  მეტრის სიდიდის სიზუსტით 3000 (10 000 ფუტი)  მეტრამდე.

6. აეროდრომებზე, რომლებზეც გამოიყენება დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემები, დაბალი ხილვადობის პირობებში ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ მონაცემები გადაიცემა 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 3000 მეტრამდე (10000 ფტ), ხოლო ვერტიკალური ხილვადობის პირობებში – 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 600 მეტრამდე (2000 ფტ). ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.

7. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებაში METAR და SPECI:

ა) ღრუბლების რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს შემოკლებით „FEW“ (1-2 ოქტანტი), „SCT“ (3-4 ოქტანტი), „BKN“ (5-7 ოქტანტი) ან „OVC“ (8 ოქტანტი);

ბ) გროვა-საწვიმარი და კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები მითითებული უნდა იქნეს შემოკლებებით „CB“ და „TCU“;

გ) ვერტიკალური ხილვადობა მითითებულ უნდა იქნეს 30 მეტრის (100 ფუტი) სიდიდის სიზუსტით 600 მეტრამდე (2000 ფუტი);

დ) თუ ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ღრუბლები არ არის და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობების აღწერისათვის მიუღებელია, მაშინ მითითებულ უნდა იქნეს შემოკლება „NSC“;

ე) იმ შემთხვევებში, როდესაც დაიკვირვება საექსპლუატაციო მნიშვნელობის მქონე ღრუბლების რამდენიმე ფენა ან ცალკეული მასივი, მათი რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა მიეთითოს ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის ზრდის თანმიმდევრობით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ე.ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, მიეთითება შესაბამისად FEW, SCT, BKN ან OVC;

ე.ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, მიეთითება შესაბამისად SCT, BKN ან OVC;

ე.გ) შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს, მიეთითება, როგორც, BKN ან OVC; და

ე.დ) გროვა-საწვიმარი (CB) და/ან კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები (TCU), როდესაც ისინი დაიკვირვებიან, მაგრამ მონაცემები არ აისახება ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში;

ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბელთა ცალკეული ფენა (მასივი) შედგება გროვა-საწვიმარი და კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლებისაგან საერთო ქვედა საზღვრით, შეტყობინებაში ღრუბლის ფორმა მიეთითება მხოლოდ როგორც გროვა-საწვიმარი;

ზ) როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ერთგვაროვანია ან დაფლეთილია ან მკვეთრად იცვლება, მიეთითება ღრუბლის ქვედა საზღვრის მინიმალური სიმაღლე.

შენიშვნა: მძლავრი გროვა ღრუბელი აღნიშნავს დიდი ვერტიკალური განვითარების მქონე გროვა ღრუბლებს.

8. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) მიეთითება საზომი ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემების წარსადგენად;

ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ადზ და ღრუბლების ქვედა საზღვარზე დაკვირვებები წარმოებს ხელსაწყოების მეშვეობით, შეტყობინებებში მიეთითება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ, რომელსაც ეკუთვნის ეს მონაცემები.

9. ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, შეტყობინებებში METAR და SPECI:

ა) თუ ღრუბლის ტიპის დადგენა შეუძლებელია ავტომატური დაკვირვების სისტემის მეშვეობით, ღრუბლის ტიპი ყველა ღრუბლის ჯგუფში უნდა შეიცვალოს აღნიშვნით „///“;

ბ) თუ დაკვირვების ავტომატური სისტემა არ აფიქსირებს ღრუბლებს, გამოიყენება შემოკლება „NCD“;

გ) თუ დაკვირვების ავტომატური სისტემის მიერ ხდება გროვა-საწვიმარი ან მაღალი გროვა ღრუბლის (კოშკის მაგვარი) დაფიქსირება, ხოლო ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა გადაიცეს აღნიშვნით  „///;

დ) თუ ცის თაღი დაფარულია და დაკვირვების ავტომატური სისტემის მეშვეობით ვერტიკალური ხილვადობის დადგენა შეუძლებელია სისტემის/ხელსაწყოს დროებითი მწყობრიდან გამოსვლის გამო, ვერტიკალური ხილვადობის სიდიდე შეიცვლება აღნიშვნით „///

[https://legali.ge/law/6952150/muxli-38/](https://legali.ge/law/6952150/muxli-38/)

---

## მუხლი 39. ჰაერის და ნამის წერტილის ტემპერატურა

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურა იზომება და გადაიცემა ცელსიუსის გრადუსით.

2. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურაზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული, ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებისათვის და შეტყობინებისათვის METAR და SPECI, უნდა იყოს ადზ-ის მთელ კომპლექსზე არსებული პირობების ამსახველი.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის ტემპერატურის საზომად გამოიყენება ავტომატური სისტემები, ანალოგიური მონაცემების შემცველი მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე და სმმ-ის შესაბამის პუნქტებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის პუნქტებში  დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.

4. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI, თუ ისინი ვრცელდება კოდური ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა მთელი ცელსიუსის გრადუსის საფეხურით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი  მთელი ცელსიუსის გრადუსის მნიშვნელობამდე, ამასთან დაკავშირებული მნიშვნელობა 0.5C-ის ჩათვლით მრგვალდება მატების მხარეს ცელსიუსის გრადუსის მთელ მნიშვნელობამდე.

5. შეტყობინებებისთვის METAR და SPECI, რომლებიც ვრცელდება IWXXM ფორმით,  მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედ ნაწილებში.

6. თუ ინფორმაცია ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ ვრცელდება IWXXM ფორმით ცელსიუსის გრადუსის მეათედ ნაწილებში, მონაცემები გადაიცემა ცელსიუსის უახლოესი მეათედი ნაწილის სიზუსტით.

7. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში  ტემპერატურა 0°C ცელსიუსს ქვემოთ უნდა იქნეს იდენტიფიცირებულ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-39/](https://legali.ge/law/6952150/muxli-39/)

---

## მუხლი 40. ატმოსფერული წნევა

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ატმოსფერული წნევა   იზომება, ხოლო სიდიდეები QNH და QFE გამოითვლება და გადაიცემა ჰექტოპასკალებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ატმოსფერული წნევის საზომად გამოყენებულია ავტომატური ხელსაწყოები, QNH-ს და აუცილებლობის შემთხვევაში QFE-ს მონიტორები, რომლებიც დაკავშირებულია ბარომეტრებთან, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო  ანალოგიური მონაცემების შემცველი მონიტორი – საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში. თუ QFE-ს გამოსახულება ეკუთვნის რამდენიმე ადზ-ს, მონიტორები მკაფიოდ მოინიშნება იმ ადზ-ის მითითებით, რომელსაც ეკუთვნის ამ QFE-ს გამოსახულება.

3. QFE-ს გამოთვლის დროს საწყის დონედ მიღებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლება. ადზ-ზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად არაზუსტი შემოსვლისათვის, რომელთა ზღურბლები მდებარეობენ 2 მ-ით (7 ფტ) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, აგრეთვე ადზ-ები, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, QFE-ს სიდიდეების დროს გამოთვლილი უნდა იქნეს შესაბამისი ზღურბლის შემაღლების მიმართ.

4. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებაში METAR და SPECI, მონაცემები QNH-ს შესახებ გამოითვლება ჰექტოპასკალის მეათედ ნაწილებში და გადაიცემა ჰექტოპასკალებში, დამრგვალებული უახლოესი ჰექტოპასკალის მცირე რიცხვამდე და მითითებულია ოთხი ციფრით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი დაბალი მნიშვნელობის ჰექტოპასკალამდე.

5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს შესახებ;

ბ) ინფორმაცია QFE-ს შესახებ გადაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის ან მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმებით, რეგულარულ საფუძველზე;

გ) გადაიცემა   ინფორმაცია    QNH-ს და QFE-ს მნიშვნელობებისათვის გამოყენებული საზომი ერთეულების შესახებ;

დ) თუ QFE-ს მნიშვნელობა აუცილებელია რამდენიმე ადზ-ისათვის, ჩართულ უნდა იქნეს მოთხოვნილი QFE-ს მნიშვნელობა და მითითებულ იქნეს ადზ-ები, რომლებსაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობა.

6. შეტყობინებაში METAR და SPECI გადაიცემა მხოლოდ QNH-ს მნიშვნელობ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-40/](https://legali.ge/law/6952150/muxli-40/)

---

## მუხლი 41. დამატებითი ინფორმაცია

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. აეროდრომზე დაკვირვების შედეგების შეტყობინებებში ჩართული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, განსაკუთრებით დაფრენისა და სიმაღლის აღების არეებში. სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მეტეოროლოგიური ელემენტების ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებს.

2. ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, METAR-სა და SPECI-ში, დამატებითი ინფორმაციის სახით, ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად, არაუმეტეს სამი ჯგუფის გამოყენებით უნდა მიეთითოს ქვემოთ ჩამოთვლილი ახლახან დაკვირვებული ამინდის მოვლენები, რომლებიც აეროდრომზე დაიკვირვებოდა ბოლო რეგულარული შეტყობინების გამოცემიდან გასული პერიოდის ან ბოლო ერთი საათის განმავლობაში – იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე – მაგრამ არ დაიკვირვება დაკვირვების მომენტში:

ა) გადაციებული ნალექი;

ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექი (მათ შორის, თქეში);

გ) თოვლის ქარბუქი;

დ) მტვრის ქარიშხალი ან ქვიშის ქარიშხალი;

ე) ჭექა-ქუხილი;

ვ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის სვეტი);

ზ) ვულკანური ფერფლი.

შენიშვნა: თუ გამოიცემა შეტყობინება SPECI, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მომხმარებელთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიძლება არ გამოსცეს ახლახან დაკვირვებული ამინდის ინფორმაცია.

3. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში მიეთითება შემდეგი მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური პირობები ან მათი ერთობლიობა:

ა) გროვა საწვიმარი ღრუბლები (CB);

ბ) ჭექა-ქუხილი (TS);

გ) ზომიერი ტურბულენტობა (MOD TURB) ან ძლიერი ტურბულენტობა (SEV TURB);

დ) ქარის წანაცვლება (WS);

ე) სეტყვა (GR);

ვ) ძლიერი ქარტეხილის ხაზი (SEV QSL);

ზ) ზომიერი შემოყინვა (MOD ICE) ან ძლიერი შემოყინვა (SEV ICE);

თ) ყინულოვანი ნალექი (FZDZ, FZRA);

ი) ძლიერი მთის ტალღები (SEV MTW);

კ) მტვრის/ქვიშის ქარიშხალი (DS, SS);

ლ)  ქარბუქი (BLSN);

მ) ძაბრისებრი ღრუბლები (FC).

ასეთი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს მოცემული მოვლენის ვერტიკალური გავრცელების, აგრეთვე გადაადგილების მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ;

შენიშვნა:  (TURB), (GR), (SQL), (MTW), (DS) და (SS) ტერმინების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №8 დანართში.

4. ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI,  ამ წესის №2 დანართის A2-1  და A2-2 ცხრილების შესაბამისად, გადაიცემა შემდეგი მონაცემები ახლახან დაკვირვებული ამინდის შესახებ:

ა) გადაციებული ჟინჟღლი, გადაციებული წვიმა, გაურკვეველი გადაციებული ნალექი;

ბ) ზომიერი ან ძლიერი ჟინჟღლი, წვიმა, თოვლი;

გ) ჭექა-ქუხილი;

დ) ზომიერი ან ძლიერი გაურკვეველი ნალექი.

შენიშვნა: თუ გამოიცემა შეტყობინება SPECI, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მომხმარებელთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიძლება არ გამოსცეს ახლახან დაკვირვებული ამინდის ინფორმაცია.

5. შეტყობინებებში METAR და SPECI, როდესაც ეს გამართლებულია ადგილობრივი პირობებით, გადაიცემა ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ.

შენიშვნა: ადგილობრივი პირობები არ გულისხმობს  ქარის წანაცვლების მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც ატარებს მუდმივ ხასიათს, არამედ იმ შემთხვევებსაც, როცა ქარის წანაცვლება შეიძლება გამოწვეული იყოს ქვედა ფენაში ტემპერატურის ინვერსიით ან ადგილობრივი რელიეფით.

6. რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, METAR-სა და SPECI-ში დამატებითი ინფორმაციის სახით უნდა მიეთითოს შვეულმფრენების ფრენების უზრუნველყოფის მიზნით ღია ზღვაში განთავსებულ ნაგებობებზე დაარსებული საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაცია ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა და ზღვის მდგომარეობის ან მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლის შესახებ.

შენიშვნა: ზღვის მდგომარეობა განსაზღვრულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის „კოდების სახელმძღვანელოში“ (WMO-No. 306), ტომი I.1, ნაწილი A – ალფანუმერული კოდები, კოდური ცხრილი 370

[https://legali.ge/law/6952150/muxli-41/](https://legali.ge/law/6952150/muxli-41/)

---

## მუხლი 42. მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა ავტომატური დაკვირვების სისტემებიდან

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

1. ავტომატური დაკვირვების სისტემების მიერ გენერირებული METAR და SPECI შეტყობინებები გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ მაშინ, როცა არსებობს ამის შესაძლებლობა აეროდრომის არასამუშაო საათებში, ხოლო აეროდრომის სამუშაო საათებში – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ მომხმარებლებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, არსებული პერსონალის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი გამოყენების გათვალისწინებით.

შენიშვნა: ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9837-ში.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, მომხმარებლებთან კონსულტაციის საფუძველზე და პერსონალის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი გამოყენების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აეროდრომის სამუშაო საათებში ავტომატური დაკვირვების სისტემებიდან მიღებული ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების გამოყენებას.

3. ავტომატური დაკვირვების სისტემების მიერ შედგენილი ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები, METAR და SPECI უნდა აღინიშნოს სიტყვით „AUTO

[https://legali.ge/law/6952150/muxli-42/](https://legali.ge/law/6952150/muxli-42/)

---

## მუხლი 43. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებაზე და შეტყობინებები

_თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები_

საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა აცნობოს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ვულკანური მოქმედების გამოვლენის ფაქტები, კერძოდ, ამოფრქვევის წინა მოქმედების, ვულკანური ამოფრქვევის და ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამოჩენის შესახებ. შეტყობინება დგება ვულკანურ მოქმედებაზე ცნობის სახით და მოიცავს ინფორმაციას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით:

ა) შეტყობინების ტიპი: ვულკანური მოქმედების ცნობა (VOLCANIC ACTIVITY REPORT);

ბ) სადგურის ნიშანი, ადგილმდებარეობის ინდექსი ან სადგურის დასახელება;

გ) თარიღი/ შეტყობინების დრო;

დ) ვულკანის ადგილმდებარეობა და მისი სახელწოდება, თუ ცნობილია;

ე) მოვლენის მოკლე აღწერა, რომელშიც ჩართულია, შესაბამის შემთხვევებში, ვულკანური მოქმედების სიმძლავრის დონე, ამოფრქვევის ფაქტი, თარიღი და დრო, აგრეთვე – ვულკანური ფერფლის არსებობა მოცემულ რაიონში, ინფორმაცია ვულკანური ღრუბლის მოძრაობის და მისი სიმაღლის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნულ კონტექსტში ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება ნიშნავს განსაკუთრებულ და/ან გააქტიურებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას მოასწავებდეს.

თავი V
საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაც

[https://legali.ge/law/6952150/muxli-43/](https://legali.ge/law/6952150/muxli-43/)

---

## მუხლი 44. ზოგადი დებულება

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს დაკვირვებების წარმოება საქართველოში რეგისტრირებული იმ საჰაერო ხომალდიდან, რომელიც ასრულებს ფრენებს საერთაშორისო მარშრუტებზე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ დაკვირვებების რეგისტრაცია და გადაცემა.

შენიშვნა: შემოყინულობა, ტურბულენტობა და მეტწილად ქარის წანაცვლება არის მოვლენები, რომლებზეც ხმელეთიდან სათანადო დაიკვირვება რთულია, შესაბამისად,  ხშირ შემთხვევაში ამ მოვლენების არსებობის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს საჰაერო ხომალდიდან განხორციელებული დაკვირვებები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-44/](https://legali.ge/law/6952150/muxli-44/)

---

## მუხლი 46. საჰაერო ხომალდიდან რეგულარული დაკვირვება-დანიშნულება

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვებებისას (ADS-C-კონტრაქტი) ან მეორეული მიმოხილვითი რადარის (SSR) S რეჟიმის გამოყენებისას, ავტომატიზებული რეგულარული დაკვირვებები უნდა ჩატარდეს მარშრუტზე ფრენის დროის ყოველ 15 წუთსა და სიმაღლის აღების ეტაპზე პირველი 10 წუთის განმავლობაში, ყოველ 30 წამში.

2. საჰაერო მოძრაობის მაღალი დატვირთვის მარშრუტებზე ერთი საჰაერო ხომალდი, ფრენის ყოველ ეშელონზე, ინიშნება რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა შეტყობინების გადაცემა სიმაღლის აღებისას, თითოეულ აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად.

4. საჰაერო ხომალდიდან მარშრუტზე ფრენის ეტაპზე სამეტყველო კავშირის გამოყენებისას რეგულარული დაკვირვებები ტარდება იმ პუნქტებში და იმ ინტერვალით:

ა) სადაც, საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების მიხედვით, საჭიროა საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის გადაცემა;

ბ) რომლებიც ერთმანეთს დაცილებულია 1 საათის საფრენოსნო დროის ყველაზე უფრო შესაბამისი ინტერვალებით.

5. ღია ზღვაში განლაგებულ ბაქანზე ვერტმფრენის ფრენისას, რეგულარული დაკვირვებები ვერტმფრენებიდან უნდა წარმოებდეს იმ პუნქტებსა და დროის პერიოდში, რომელიც გათვალისწინებულია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

6. საჰაერო მოძრაობის მაღალი სიმკვრივის მარშრუტებზე (მაგალითად, ორგანიზებულ ტრეკებზე) საჰაერო ხომალდებიდან ერთ-ერთი, ფრენის ეტაპის ყოველ ეშელონზე, ინიშნება დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვებების ჩასატარებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დანიშვნის წესები რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით განისაზღვრება.

7. როდესაც სიმაღლის აღების ეტაპზე შეტყობინების გადაცემაა საჭირო, აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-46/](https://legali.ge/law/6952150/muxli-46/)

---

## მუხლი 47. საჰაერო ხომალდიდან რეგულარული დაკვირვება-გამონაკლისი

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც არ არიან აღჭურვილი „ჰაერი-მიწა“ მონაცემთა გაცვლის ხაზით (air-ground data link), გათავისუფლებული არიან რუტინული საჰაერო ხომალდის დაკვირვებების შესრულებისაგან.

2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი სამეტყველო კავშირის გამოყენებისას თავისუფლდება ამ წესის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგულარული დაკვირვებებისაგან, იმ შემთხვევებში, როდესაც:

ა) საჰაერო ხომალდი არ არის მოწყობილი RNAV აღჭურვილობით; ან

ბ) ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს და ნაკლებს; ან

გ) საჰაერო ხომალდი დაფრენის პუნქტიდან საფრენი დროის 1 საათზე ნაკლებ მანძილზეა; ან

დ) ფრენა სრულდება 1500 მეტრზე (5000 ფუტზე) დაბლ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-47/](https://legali.ge/law/6952150/muxli-47/)

---

## მუხლი 48. სპეციალური დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

სპეციალური დაკვირვებები ტარდება ყველა საჰაერო ხომალდიდან იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება შემდეგი პირობები:

ა) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა; ან

ბ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინვა; ან

გ) ძლიერი მთის ტალღა; ან

დ) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი უსეტყვოდ ან ქარტეხილის ხაზით; ან

ე) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი სეტყვით ან ქარტეხილის ხაზით; ან

ვ) ძლიერი მტვრის ან ძლიერი ქვიშის ქარიშხალი; ან

ზ) ვულკანური ფერფლის ღრუბელი; ან

თ) ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება, ან ვულკანური ამოფრქვევა.

შენიშვნა:  ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება  ნიშნავს უჩვეულო და/ან გაძლიერებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას.

ი) ადზ-ის დამუხრუჭების ეფექტურობა  შეტყობინებაში მითითებულ კოეფიციენტზე  დაბალი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-48/](https://legali.ge/law/6952150/muxli-48/)

---

## მუხლი 49. სხვა არარეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები საჰაერო ხომალდებიდან

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ისეთ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომელსაც არ ითვალისწინებს ამ წესის 48-ე მუხლი (მაგ, ქარის წანაცვლება) და რომელმაც, საჰაერო ხომალდის მეთაურის აზრით, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე, მან ამის შესახებ, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში უნდა აცნობოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-49/](https://legali.ge/law/6952150/muxli-49/)

---

## მუხლი 50. ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების მონაცემების გადაცემა

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. დაკვირვებები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა მონაცემების გადამცემი ხაზით „ჰაერი-მიწა“. იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემების გადამცემი ხაზი „ჰაერი-მიწა“ არ არის უზრუნველყოფილი ან მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან სპეციალური და არარეგულარული დაკვირვებების მონაცემები გადაიცემა სამეტყველო კავშირის საშუალებებით.

2. საჰაერო ხომალდიდან დაკვირვების მონაცემები გადაიცემა ფრენის დროს, დაკვირვების განხორციელების მომენტში ან, შეძლებისდაგვარად, მისი განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.

3. დაკვირვებების მონაცემები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა საჰაერო ხომალდიდან შეტყობინების ფორმით (AIREP) და საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინების ფორმით (AIREP SPECIAL). რეგულარული და სპეციალური დაკვირვებები, რომლებიც გადაიცემა მონაცემების გადამცემი ხაზით „ჰაერი-მიწა“ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას:

ა) ქარის მიმართულება;

ბ) ქარის სიჩქარე;

გ) ჰაერის ტემპერატურა;

დ) პირობები, რომელიც განაპირობებს შეტყობინების შედგენას (მხოლოდ AIREP SPECIAL შეტყობინებებისთვის

[https://legali.ge/law/6952150/muxli-50/](https://legali.ge/law/6952150/muxli-50/)

---

## მუხლი 51. საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს მიერ საჰაერო ხომალდიდან მიღებული მონაცემების შემდგომი გავრცელება

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტებმა:

ა) საჰაერო ხომალდიდან სამეტყველო კავშირის საშუალებებით მიღებული სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს;

ბ) მონაცემთა გადაცემის (data link) ხაზით მიღებული რუტინული და სპეციალური საჰაერო მოხსენებები,  დაუყოვნებლივ გადასცეს მათთან დაკავშირებულ მეტეოროლოგიურ ოფისს, WAFC-ებს (მსოფლიო საავიაციო პროგნოზირების ცენტრებს) და იმ ცენტრებს, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით, ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისთვის;

გ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას, სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს და ზპმც-ს.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმების გაფორმება, იმ მიზნით, რომ:

ა) სპეციალური საჰაერო შეტყობინებები მათი გამოცემიდან 60 წუთის განმავლობაში გადაიცეს საჰაერო ხომალდებზე (uplink);

ბ) ავტომატურ სპეციალურ საჰაერო შეტყობინებებში შეტანილი ქარისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია არ გადაიცეს ჰაერში მყოფ სხვა საჰაერო ხომალდებზ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-51/](https://legali.ge/law/6952150/muxli-51/)

---

## მუხლი 52. საჰაერო ხომალდიდან მიღებული შეტყობინებების გავრცელება

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ,  დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს სამეტყველო კავშირის საშუალებით მიღებული AIREP SPECIAL შეტყობინებები ზმპც-სა და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, შესაბამის VAAC-ს, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მიღებული AIREP SPECIAL შეტყობინებები ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედების, ვულკანური ამოფრქვევის ან ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო იღებს AIREP SPECIAL შეტყობინებას საჰაერო ხომალდიდან, მაგრამ სინოპტიკოსის აზრით, მოვლენა, რომლის მიზეზითაც გადმოიცა ეს შეტყობინება, არ იქნება მდგრადი და არ ითხოვს SIGMET-ის გამოცემას, მოცემული სპეციალური შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან, SIGMET ინფორმაციის დაგზავნის შესაბამისი წესით ეგზავნება მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ზმპც-ებს და სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა 1:  სპეციალური შეტყობინების ნიმუში, რომლითაც ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს ინფორმაცია გადაეცემა კავშირის ხაზით „მაღლა“, მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-2 ცხრილში;

შენიშვნა 2:  საწყისი მეტეოროლოგიური მონაცემები, როგორც წესი, აისახება მმო-ს გლობალურ სატელეკომუნიკაციო სისტემაში.

4. სააერნაოსნო ან მეტეოროლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დამატებითი AIREP შეტყობინებების გავრცელება ხორციელდება სახელმწიფოების საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილ უწყებებს შორის შეთანხმებით.

5. საჰაერო ხომალდიდან მიღებული შეტყობინებების გაცვლა წარმოებს იმ ფორმატით, რომელშიც ისინი მიღებული

[https://legali.ge/law/6952150/muxli-52/](https://legali.ge/law/6952150/muxli-52/)

---

## მუხლი 53. რეგულარული შეტყობინება (AIREP) საჰაერო ხომალდიდან მონაცემთა გადამცემი ხაზის – „ჰაერი-მიწის“ მეშვეობით

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების სისტემის (ADS-C) ან „SSR mode S“-ის გამოყენებისას მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწის“ მეშვეობით, რეგულარული შეტყობინებები საჰაერო ხომალდიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;

ბ) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;

გ) მონაცემთა ბლოკი 1:

გ.ა) გრძედი;

გ.ბ) განედი;

გ.გ) დონე;

გ.დ) დრო.

დ) მონაცემთა ბლოკი 2:

დ.ა) ქარის მიმართულება;

დ.ბ) ქარის სიჩქარე;

დ.გ) ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი;

დ.დ) ჰაერის ტემპერატურა;

დ.ე) ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში);

დ.ვ) ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: როდესაც გამოიყენება ADS-C ან SSR Mode S სისტემა, რეგულარული AIREP შეტყობინების შედგენის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს ADS-C/SSR Mode S-ის ძირითადი მონაცემთა ბლოკის (მონაცემთა ბლოკი 1) და მეტეოროლოგიური ინფორმაციის ბლოკის (მონაცემთა ბლოკი 2) კომბინაციის გზით. ADS-C შეტყობინების ფორმატი მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444), პუნქტში 4.11.4 და მე-13 თავში, ხოლო SSR Mode S შეტყობინების ფორმატი მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის III ტომის, I ნაწილის, მე-5 თავში.

2. როდესაც გამოიყენება გადამცემი ხაზი „ჰაერი-მიწა“ მანამ, სანამ „ADS-C“ და „SSR Mode S“ არ გამოიყენება, საჰაერო ხომალდიდან რეგულარული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;

ბ) ნაწილი 1 (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ):

ბ.ა) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;

ბ.ბ) ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი;

ბ.გ) დრო;

ბ.დ) ეშელონი ან ფრენის აბსოლუტური სიმაღლე;

ბ.ე) შემდეგი ადგილმდებარეობა და გადაფრენის დრო;

ბ.ვ) შემდეგი ძირითადი წერტილი;

გ) ნაწილი 2 (ოპერატიული ინფორმაცია):

გ.ა) გამოთვლილი მოფრენის დრო;

გ.ბ) გადაფრენის მაქსიმალური დრო;

დ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია):

დ.ა) ჰაერის ტემპერატურა;

დ.ბ) ქარის მიმართულება ქარის სიჩქარე;

დ.გ) ტურბულენტობა;

დ.დ) საჰარო ხომალდის შემოყინულობა;

დ.ე) ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: როდესაც გამოიყენება გადამცემი ხაზი „ჰაერი-მიწა“, ADS-C ან SSR Mode S სისტემის გამოყენების გარეშე, რეგულარული AIREP შეტყობინების შედგენის მოთხოვნა შეიძლება აკმაყოფილებდეს „კავშირი მეთვალყურე-პილოტი“ (CPDLC) მონაცემთა გადაცემის ხაზის გამოყენების გზით. დეტალური ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით მონაცემთა გადაცემის ხაზით სარგებლობის სახელმძღვანელო“ (Doc 9694) და ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის III ტომის, I ნაწილშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-53/](https://legali.ge/law/6952150/muxli-53/)

---

## მუხლი 54. სპეციალური შეტყობინება (AIREP SPECIAL) საჰაერო ხომალდიდან მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწის“ მეშვეობით

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას, სპეციალური შეტყობინებები საჰაერო ხომალდიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი

ბ) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;

გ) მონაცემთა ბლოკი 1:

გ.ა) გრძედი;

გ.ბ) განედი;

გ.გ) ეშელონი;

გ.დ) დრო.

დ) მონაცემთა ბლოკი 2:

დ.ა) ქარის მიმართულება;

დ.ბ) ქარის სიჩქარე;

დ.გ) ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი;

დ.დ) ჰაერის ტემპერატურა;

დ.ე) ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში);

დ.ვ) ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).

ე) მონაცემთა ბლოკი 3:

ე.ა) პირობები, რომელთა შემთხვევაში, აუცილებელია გადაიცეს შეტყობინება AIREP SPECIAL  საჰაერო ხომალდიდან (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-1 ცხრილში).

შენიშვნა:  საჰაერო ხომალდიდან AIREP SPECIAL შეტყობინების შედგენის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გადამცემი ხაზის „D-FIS“ გამოყენებით და „Special air-report service“ დასახელების მითითებით. გადამცემი ხაზის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით მონაცემთა გადაცემის ხაზით სარგებლობის სახელმძღვანელო“ (Doc 9694

[https://legali.ge/law/6952150/muxli-54/](https://legali.ge/law/6952150/muxli-54/)

---

## მუხლი 55. სპეციალური შეტყობინება (AIREP SPECIAL) საჰაერო ხომალდიდან  გადაცემული სამეტყველო კავშირის გამოყენებით

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. სამეტყველო კავშირის გამოყენებისას, საჰაერო ხომალდიდან გადაცემული სპეციალური შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;

ბ) ნაწილი 1 (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ):

ბ.ა) საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი;

ბ.ბ) ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი;

ბ.გ) დრო;

ბ.დ) დონე ან დონეების დიაპაზონი.

გ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია)პირობები, რომელთა შემთხვევაში აუცილებელია გადაიცეს შეტყობინება AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან  (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-1 ცხრილში).

შენიშვნა: AIREP შეტყობინებები განიხილება რეგულარულ შეტყობინებად. შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი შეტყობინებებისთვის AIREP SPECIAL, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) პირველ დამატებაშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-55/](https://legali.ge/law/6952150/muxli-55/)

---

## მუხლი 56. შეტყობინებების გადაცემის კრიტერიუმები

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას ინფორმაცია ქარის მიმართულების, სიჩქარის, ხარისხის მაჩვენებლის, ჰაერის ტემპერატურის, ტურბულენტობის და ტენიანობის შესახებ, რომელიც ჩართულია AIREP შეტყობინებებში, გადაიცემა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) ქარის მიმართულება გადაიცემა ჭეშმარიტ გრადუსებში, დამრგვალებული უახლოესი მთელის მნიშვნელობამდე;

ბ) ქარის სიჩქარე გადაიცემა მეტრ/წამებში ან კვანძებში, დამრგვალებული უახლოეს მ/წმ-მდე ან კვანძამდე. მიეთითება ქარის სიჩქარის საზომი ერთეული;

გ) ქარის მონაცემთა შესახებ ხარისხის მაჩვენებელი გადაიცემა, როგორც 0. როდესაც ფრენის კუთხე შეადგენს 5 გრადუსზე ნაკლებს და როგორც 1, როდესაც ფრენის კუთხე შეადგეს 5 გრადუსს ან მეტს;

დ) ჰაერის ტემპერატურა გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედის სიზუსტით;

ე) ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ტურბულენტობის კინეტიკური ენერგიის გაფანტვის ერთეულში (EDR).

შენიშვნა: EDR წარმოადგენს საჰაერო ხომალდისაგან დამოუკიდებლად ტურბულენტობის საზომს. მიუხედავად ამისა, EDR-ის მნიშვნელობასა და ტურბულენტობის აღქმას შორის ურთიერთობა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ტიპის, მასის, სიმაღლის, კონფიგურაციის და სიჩქარის ფუნქციას. ქვემოთ მოცემული EDR-ის მნიშვნელობა აღწერს სიმძიმეების დონეებს საშუალო მასის საჰაერო ტრანსპორტისთვის, ფრენის ტიპიური პირობების დროს მარშრუტზე.

ე.ა) რეგულარული AIREP შეტყობინებისას, საჰაერო ხომალდიდან ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა მარშრუტზე ფრენისას და ეხება 15-წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. დაიკვირვება ტურბულენტობის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები და აგრეთვე მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო შემდეგი წუთის სიზუსტით. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო გადაიცემა, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №3 დანართის A3-3 ცხრილში. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა სიმაღლის აღების ეტაპზე ფრენის პირველი 10 წუთის განმავლობაში და ეხება 30-წამიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას;

ე.ბ) ტურბულენტობა ითვლება:

ე.ბ.ა.) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს;

ე.ბ.ბ) ზომიერად, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია ან ტოლია 0.45-ის;

ე.ბ.გ) სუსტად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა აჭარბებს 0.10-ს და ნაკლებია ან ნაკლებია 20-ის;

ე.ბ.დ) ნულოვანად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა ნაკლებია ან უდრის 0.10-ს;

ე.გ) სპეციალური შეტყობინება AIREP SPECIAL ტურბულენტობის შესახებ, საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0,20-ს.  შეტყობინება ეხება ერთწუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა ყოველ 1 წუთში მანამდე, სანამ EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა არ გახდება 0.20-ზე ნაკლები.

2. ინფორმაცია ჰაერის ტენიანობის შესახებ გადაიცემა შეფარდებითი ტენიანობის სახით და მრგვალდება უახლოეს მთელ პროცენტამდე.

შენიშვნა: AIREP შეტყობინებებში მეტეოროლოგიური ელემენტების შეტანის ტექნიკური დეტალები მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-4 ცხრილშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-56/](https://legali.ge/law/6952150/muxli-56/)

---

## მუხლი 57. მნიშვნელოვანი მოთხოვნები ქარის წანაცვლების და ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ შეტყობინების გადაცემისას

_თავი V — საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების შედეგად მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. საჰაერო ხომალდიდან გადმოცემულ შეტყობინებებში ქარის წანაცვლების შესახებ, სიმაღლის აღებისა და მისადგომის ეტაპზე, უნდა მიეთითოს საჰაერო ხომალდის ტიპი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივ ამინდში ან პროგნოზში მითითებულია ქარის წანაცვლების პირობების შესახებ სიმაღლის აღებისა და მისადგომის ეტაპზე, მაგრამ ფაქტობრივად მას ადგილი არ აქვს, საჰაერო ხომალდის მეთაურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის შესაბამის პუნქტს უმოკლეს ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჰაერო ხომალდის მეთაურმა იცის, რომ ამის შესახებ სმმ-ის პუნქტი ინფორმირებულია სხვა საჰაერო ხომალდის მიერ.

3. ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაზე, ამოფრქვევაზე და ვულკანურ ფერფლზე განხორციელებული დაკვირვებების შედეგები უნდა აისახოს ვულკანური მოქმედების AIREP SPECIAL შეტყობინებაში. შეტყობინების ერთი ასლი უნდა დაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციას იმ მარშრუტებისთვის, რომლებსაც მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მოსაზრებით, შეიძლება შეეხოს ვულკანური ფერფლის ღრუბელი.

შენიშვნა: ვულკანურ მოქმედებაზე განხორციელებული დაკვირვებების შედეგების ასახვის მიზნით, შეტყობინების შედგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) პირველ დამატებაში.

4. აეროდრომზე საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდეგ, ვულკანური მოქმედების შესახებ შევსებული შეტყობინების ფორმა, ექსპლუატანტის ან საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისს. თუ აეროდრომზე არ არის მეტეოროლოგიური ოფისი ან ის საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისათვის არ არის ხელმისაწვდომი, შეტყობინების ფორმის მიწოდების წესი განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთახმებით.

5. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ვულკანური მოქმედების შესახებ მიღებული შეტყობინების შევსებული ფორმა დაუყოვნებლივ გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე იმ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, რომელშიც დაფიქსირდა ვულკანური მოქმედება.

თავი VI
პროგნოზე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-57/](https://legali.ge/law/6952150/muxli-57/)

---

## მუხლი 58. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება

_თავი VI — პროგნოზები_

1. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ამინდის ზოგიერთი ელემენტის პროგნოზისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, მომხმარებელი პროგნოზში მითითებული ამინდის ნებისმიერი ელემენტის კონკრეტულ მნიშვნელობას განიხილავს ისეთ სავარაუდო     სიდიდედ, რომელიც ამ ელემენტმა პროგნოზის მოქმედების ვადაში შეიძლება მიიღოს. ზუსტად ასევე, როცა პროგნოზში მითითებულია რომელიმე მოვლენის ზუსტად წარმოქმნის ან ამინდის ელემენტის ცვლილების დრო, იგი განიხილება, როგორც სავარაუდო დრო.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა პროგნოზების მისაღები სიზუსტის შესახებ მოცემულია ამ წესის №11 დანართში.

2. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ახალი პროგნოზის (მაგალითად, რუტინული აეროდრომის პროგნოზის) გამოცემა ავტომატურად აუქმებს იმავე ტიპის ადრე გამოცემულ ნებისმიერ პროგნოზს, რომელიც გაცემულია იმავე ადგილისთვის და მოქმედების იმავე პერიოდისათვის ან მისი ნაწილისათვის

[https://legali.ge/law/6952150/muxli-58/](https://legali.ge/law/6952150/muxli-58/)

---

## მუხლი 59. აეროდრომის პროგნოზის TAF-ის ფორმატი, გამოცემა და მოქმედების პერიოდი

_თავი VI — პროგნოზები_

1. პროგნოზები TAF გამოიცემა ამ წესის №4 დანართის A4-1 ცხრილის ნიმუშის მიხედვით და ვრცელდება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი კოდური ფორმით TAF.

შენიშვნა 1: კოდური ფორმა TAF მოცემულია მმო-ის 306-ე გამოცემის „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, პირველი ტომის, A ნაწილში  − „ანბანურ-ციფრული კოდები“.

შენიშვნა 2:  გარდა ამ წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაციისა, პროგნოზებში TAF, ამ წესის №4 დანართის A4-1 ცხრილის შესაბამისად, ასევე მიეთითება:

ა) პროგნოზის ტიპის იდენტიფიკატორი;

ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;

გ) პროგნოზის გამოშვების დრო;

დ) გამოტოვებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;

ე) თარიღი და პროგნოზის მოქმედების დრო;

ვ) გაუქმებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია.

2. პროგნოზი TAF მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა უნდა გამოსცეს დამატებით ციფრული (IWXXM)  ფორმითაც.

შენიშვნა: IWXXM‑ის ტექნიკური სპეციფიკაციები მოცემულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის „კოდების სახელმძღვანელოში“ (WMO-No. 306), ტომი I.3, ნაწილი D – მონაცემთა მოდელებზე დაფუძნებული წარმოდგენები; IWXXM‑ის დანერგვის შესახებ მითითებები მოცემულია „ICAO-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის მოდელის სახელმძღვანელოში“ (Doc 10003

[https://legali.ge/law/6952150/muxli-59/](https://legali.ge/law/6952150/muxli-59/)

---

## მუხლი 60. აეროდრომის პროგნოზები

_თავი VI — პროგნოზები_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიურ პროგნოზებს ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი.

2.  აეროდრომის პროგნოზი უნდა გამოიცეს განსაზღვრულ დროს, მისი მოქმედების პერიოდის დაწყებამდე არაუადრეს ერთი საათისა და უნდა შეიცავდეს აეროდრომზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების მოკლე აღწერას.

3. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი აეროდრომის პროგნოზებსა და მათ კორექტივებს გამოსცემს TAF პროგნოზის სახით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემდეგ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე:

ა) პროგნოზის ტიპის იდენტიფიკატორი;

ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;

გ) გამოშვების თარიღი და  დრო;

დ) არარსებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;

ე) პროგნოზის მოქმედების თარიღი და  დრო;

ვ) გაუქმებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;

ზ) მიწისპირა ქარი;

თ) ხილვადობა;

ი) ამინდი;

კ) ღრუბლიანობა; და

ლ) ერთი ან რამდენიმე ამ ელემენტის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგნოზის მოქმედების პერიოდში.

4. პროგნოზებში TAF დამატებითი ელემენტები ჩაირთვება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა: TAF-ში მითითებული ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.

5. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, რომელიც ადგენს პროგნოზებს - TAF, ახორციელებს პროგნოზების მუდმივ კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში, სწრაფად შეაქვს მასში შესაბამისი კორექტივები. პროგნოზების ტექსტის სიგრძე და მასში მითითებული ცვლილებების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანება.

შენიშვნა: პროგნოზების მუდმივ კონტროლთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „სააერნაოსნო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896) მე-3 თავში.

6. პროგნოზები TAF, რომელთა განახლება სისტემატურად არ ხდება, უქმდება.

7. აეროდრომის რეგულარული პროგნოზის TAF-ის მოქმედების პერიოდი უნდა შეადგენდეს 9, 24 ან 30 საათს, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. 12 საათზე ნაკლები პერიოდის რეგულარული პროგნოზები TAF-ი გამოშვებული უნდა იქნეს ყოველ 3 საათში, ხოლო 12-დან 30-საათამდე პერიოდის - ყოველ 6 საათში. TAF-ის გამოცემისას აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი უზრუნველყოფს არაუმეტეს ერთი მოქმედი TAF-ის არსებობას აეროდრომზე დროის ნებისმიერ მომენტში.

8. პროგნოზები TAF და მათი კორექტივები ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-60/](https://legali.ge/law/6952150/muxli-60/)

---

## მუხლი 61. მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ ინფორმაციის ჩართვა პროგნოზებში „TAF“

_თავი VI — პროგნოზები_

1. მიწისპირა ქარის პროგნოზებში ძირითადად მიეთითება ქარის უპირატესი მიმართულება. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის საშუალება, ზუსტად განისაზღვროს მიწისპირა ქარის უპირატესი მიმართულება მის მოსალოდნელ ცვალებადობასთან დაკავშირებით, მაგალითად, სუსტი ქარის პირობებში (1,5 მ/წმ-ზე 3 კვანძი ნაკლები) ან ჭექა-ქუხილის დროს, პროგნოზირებული ქარის სიჩქარე მიეთითება, როგორც არამდგრადი მიმართულება შემოკლება „VRB“-ს საშუალებით. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე 0,5 მ/წმ-ზე (1 კვანძი) ნაკლებია, მაშინ პროგნოზში მიეთითება „უქარო“. თუ პროგნოზირებული მაქსიმალური ქარის სიჩქარე (დაქროლვა) აჭარბებს პროგნოზირებულ ქარის საშუალო სიჩქარეს 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, პროგნოზში მიეთითება ქარის მაქსიმალური სიჩქარე. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე შეადგენს 100 კვანძს ან მეტს, ის მიეთითება, როგორც 49 მ/წმ-ზე (99კვანძზე) მეტი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზის შესაბამისად, ხილვადობა შეადგენს 800 მ-ზე ნაკლებს, ის მიეთითება 50 მ სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 800 მ-ს ან მეტს, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლებს - მიეთითება 100 მ სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 5 კმ-ზე მეტს, მაგრამ 10 კმ-ზე ნაკლებს - 1 კმ-ის სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 10 კმ-ს ან მეტს, მიეთითება, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგნოზირდება CAVOK-ის პირობები.  „უპირატესი“ ხილვადობა პროგნოზირდება. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ხილვადობის ცვალებადობა სხვადასხვა მიმართულებებით და „უმეტესი“ ხილვადობის პროგნოზირება შეუძლებელია, მიეთითება მინიმალური პროგნოზირებული ხილვადობა.

3. პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენა ან ამ მოვლენების ერთობლიობა, აგრეთვე მათი მახასიათებლები, საჭიროების შემთხვევაში, ინტენსივობა:

ა) გადაციებული ნალექები;

ბ) გადაციებული ნისლი;

გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ) მტვრის ქარიშხალი;

ზ) ქვიშის ქარიშხალი;

თ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);

ი) ქარტეხილი;

კ) ძაბრისებრი ღრუბელი  (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა);

ლ)  ამინდის სხვა მოვლენები, რომლებიც მითითებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტში, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

4. ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება NSW-ს მეშვეობით.

5. პროგნოზში ღრუბლების რაოდენობა უნდა მიეთითოს შემოკლებების FEW, SCT, BKN ან OVC შესაბამისი გამოყენებით. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცა დარჩება ან გახდება დახურული და ღრუბლიანობის პროგნოზირება შეუძლებელია, აგრეთვე, არსებობს აეროდრომზე ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემები, პროგნოზში მიეთითება ვერტიკალური ხილვადობა VV-ს სახით, რომელსაც მოსდევს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირებულია ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან მასივები, ღრუბლიანობის ქვედა საზღვრის სიმაღლე და რაოდენობა მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც FEW, SCT, BKN ან OVC;

ბ) შემდეგი      ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც SCT, BKN ან OVC;

გ) შემდეგი შედარებით მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც BKN ან OVC; და

დ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები და/ან კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები, როდესაც ისინი პროგნოზირდება და არ არიან გათვალისწინებული ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

6. ღრუბლიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შემოიფარგლოს ფრენისთვის მნიშვნელოვანი  ღრუბლებით. თუ ფრენისთვის მნიშვნელოვანი ღრუბელი არ არის პროგნოზირებული, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობებს არ შეესაბამება, გამოიყენება შემოკლება „NSC“.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზში ჩართულია  პროგნოზირებული ტემპერატურა, მიეთითება TAF-ის მოქმედების პერიოდში მოსალოდნელი მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა, აგრეთვე, მათი მიღწევის შესაბამისი დრო.

შენიშვნა: რეკომენდაციები ცვლილებების და დროის ჯგუფების გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია ამ წესის №4 დანართის A4-2 ცხრილში.

8. პროგნოზებში TAF-ი ცვლილებების ჯგუფის ჩასართავად ან მასში კორექტივების შეტანის კრიტერიუმები, უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის პროგნოზირებად დასაწყისს, დასასრულს ან ინტენსივობის ცვლილებას:

ა) გადაციებული ნისლი;

ბ) გადაციებული ნალექები;

გ) ჭექა-ქუხილი;

დ) მტვრის ქარიშხალი;

ე) ქვიშის ქარიშხალი;

ვ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (მათ შორის, თქეში).

9. აეროდრომის პროგნოზში ცვლილების ჯგუფის ჩართვის ან კორექტივების შეტანის დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით ქარის საშუალო სიჩქარისას 5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტ ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

ბ) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) შეიცვლება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით საშუალო სიჩქარისას 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტ ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

დ) პროგნოზის მიხედვით, ქარის ცვლილებები საექსპლუატაციო თვალსაზრისით გადააჭარბებს ყურადსაღებ მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:

დ.ა) მოითხოვს გამოყენებული ადზ-ის შეცვლას;

დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ე) პროგნოზის მიხედვით, ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ე.ა) 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000მ;

ე.ბ) 5000 იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;

ვ) პროგნოზებით გათვალისწინებულია ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყება ან დასრულება:

ვ.ა) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ვ.ბ) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ.გ) მტვრის ქარიშხალი;

ვ.დ) ქარტეხილი;

ვ.ე) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა).

ზ) პროგნოზების შესაბამისად, BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე გაიზრდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:

ზ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ზ.ბ) 450მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესით;

თ) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა შეიცვლება:

თ.ა) NSC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან

თ.ბ) BKN ან OVC-დან NSC, FEW ან SCT-მდე;

ი) პროგნოზით მოსალოდნელია გროვა-საწვიმარი ღრუბლების განვითარება და/ან გაფანტვა;

კ) პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ლ) ნებისმიერი სხვა კრიტერიუმი, რომელიც ემყარება მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებს, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებზე დაფუძნებული სხვა კრიტერიუმები, განხილულ უნდა იქნეს სპეციალური შეტყობინების SPECI გამოცემისათვის ამ წესის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ანალოგიურად.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ამ წესის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული რომელიმე ელემენტის ცვლილების აღნიშვნა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ცვლილების მაჩვენებლები „BECMG“ ან „TEMPO“, რომლებსაც მოსდევს დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება. დროის პერიოდი უნდა აღინიშნოს მისი დაწყებისა და დასრულების დროით, სრული საათებით UTC-ში. ცვლილების მაჩვენებლის შემდეგ უნდა ჩაირთოს მხოლოდ ის ელემენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. თუმცა, ღრუბლებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ყველა ღრუბლის ჯგუფი, მათ შორის ის ფენები ან მასივები, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

11. ცვლილების ინდექსი „BECMG“ და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება იმ ცვლილებების აღწერისათვის, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით და გაურკვეველ მომენტში მოცემული პერიოდის განმავლობაში. დროის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აჭარბებდეს 4 საათს.

12. ცვლილების მაჩვენებელი „TEMPO“ და შესაბამისი დროის ჯგუფი გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი ხშირი ან არახშირი დროებითი რყევების აღსაწერად, როდესაც ეს რყევები აღწევს ან აჭარბებს განსაზღვრულ ზღვრულ მნიშვნელობებს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გრძელდება ერთ საათზე ნაკლები, ხოლო ჯამურად მოიცავს იმ პროგნოზის პერიოდის ნახევარზე ნაკლებს, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ასეთი რყევები. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევა გაგრძელდება ერთ საათს ან მეტხანს, ცვლილების ჯგუფი „BECMG“ გამოყენებულ უნდა იქნას ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ან მოქმედების პერიოდი უნდა დაიყოს ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ გაბატონებული ამინდის პირობების ერთი კომპლექსი მნიშვნელოვნად და მეტ-ნაკლებად სრულად შეიცვლება სხვა პირობების კომპლექსით, მოქმედების პერიოდი უნდა დაიყოს დამოუკიდებელ პერიოდებად, შემოკლების „FM“-ის გამოყენებით, რომელსაც უშუალოდ მოჰყვება ექვსნიშნა დროის ჯგუფი (დღე, საათი და წუთი UTC-ში), რომელიც მიუთითებს ცვლილების მოსალოდნელ დროს. „FM“ შემოკლების შემდეგ მითითებული დაყოფილი პერიოდი უნდა იყოს დამოუკიდებელი და „FM“-მდე მოცემული ყველა პროგნოზირებული პირობა უნდა ჩანაცვლდეს „FM“-ის შემდეგ მოყვანილი პირობებით.

14. პროგნოზირებული ელემენტის ან ელემენტების ალტერნატიული მნიშვნელობის წარმოშობის ალბათობა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნეს აღნიშნული შემოკლების „PROB“ გამოყენებით, რომელსაც მოსდევს ალბათობა ათეულ პროცენტებში და ის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ალტერნატიული მნიშვნელობების მოქმედება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს შესაბამისი ელემენტის ან ელემენტების შემდეგ და მას უნდა მოსდევდეს ალტერნატიული მნიშვნელობა.

15. მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევების ალბათობა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს შემოკლების „PROB“ გამოყენებით, რომელსაც მოსდევს ალბათობა ათეულ პროცენტებში და რომელიც განთავსდება ცვლილების მაჩვენებლის „TEMPO“ და შესაბამისი დროის ჯგუფის წინ.

16. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა, რომელიც ნაკლებია 30 პროცენტზე, არ ითვლება საკმარისად მნიშვნელოვნად და არ უნდა აღინიშნოს.

17. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 50 პროცენტი ან მეტი, საავიაციო მიზნებისთვის არ უნდა ჩაითვალოს ალბათობად და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს ცვლილების მაჩვენებლების „BECMG“ ან „TEMPO“-ს გამოყენებით ან მოქმედების პერიოდის დაყოფით შემოკლების „FM“ გამოყენებით.

18. ალბათობის ჯგუფი არ უნდა იქნეს გამოყენებული ცვლილების მაჩვენებელ „BECMG“-თან ან დროის მაჩვენებელ „FM“-თან ერთად.

19. ცვლილებისა და ალბათობის ჯგუფების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ხუთ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-61/](https://legali.ge/law/6952150/muxli-61/)

---

## მუხლი 62. პროგნოზები TAF-ის გავრცელება

_თავი VI — პროგნოზები_

პროგნოზები TAF და მათი კორექტივები ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-62/](https://legali.ge/law/6952150/muxli-62/)

---

## მუხლი 63. პროგნოზები დაფრენისათვის

_თავი VI — პროგნოზები_

1. პროგნოზებს დაფრენისათვის ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. ასეთი პროგნოზები განკუთვნილია ადგილობრივი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც აეროდრომიდან 1 საათის საფრენი დროის ფარგლებში იმყოფება.

2. პროგნოზები დაფრენისათვის დგება TREND პროგნოზის სახით.

3. პროგნოზი TREND შედგება მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოკლე აღწერისაგან მოცემულ აეროდრომზე, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ ან ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებას METAR და SPECI.

4. TREND ტიპის პროგნოზის მოქმედების პერიოდი შეადგენს 2 საათს იმ დროიდან, როდესაც შედგენილია შეტყობინება, რომელიც წარმოადგენს დაფრენის პროგნოზის ნაწილს.

5. TREND ტიპის პროგნოზებში გამოიყენება ის ერთეულები და შკალები, რომელიც  იმ  შეტყობინების ანალოგიურია, რომელსაც თან ერთვი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-63/](https://legali.ge/law/6952150/muxli-63/)

---

## მუხლი 64. „TREND“-ის ტიპის პროგნოზის კრიტერიუმები

_თავი VI — პროგნოზები_

1. „TREND“ ტიპის პროგნოზი უნდა გამოიცეს:

ა) ღია ტექსტით, შემოკლებებით, ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილის შესაბამისად; ან

ბ) მმო-ს მიერ დადგენილი METAR და SPECI კოდური ფორმით, ამ წესის №2 დანართის  A2-2 ცხრილის შესაბამისად.

2. TREND ტიპის პროგნოზები უნდა გავრცელდეს იკაოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის მოდელის (IWXXM) ფორმატშიც, დამატებით TREND პროგნოზების გავრცელებისა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე შემდეგი ელემენტის: მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ამინდის და ღრუბლების მნიშვნელოვანი ცვლილებები. პროგნოზში უნდა ჩაერთოს მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს  ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხილვადობის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, აგრეთვე, მიეთითება მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ხილვადობის შემცირება. თუ არავითარი ცვლილება არ არის მოსალოდნელი, მიეთითება აღნიშვნა „NOSIG“.

4. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება მიწისპირა ქარის ცვლილება, რომელსაც თან ახლავს:

ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულების ცვლილება 60 გრადუსით ან მეტით, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს;

ბ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) ქარის ცვლილებები, რომელიც საექსპლუატაციო თვალსაზრისით, აჭარბებს ყურადსაღებ მნიშვნელობებს. ზღვრული სიდიდეები უნდა დადგინდეს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:

გ.ა) მოითხოვს მოქმედი ადზ-ის (კურსის) შეცვლას;

გ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებებმა ადზ-ზე გადააჭარბა მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000 მ, ასეთი ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით, პროგნოზში დამატებით მიეთითება ცვლილება მაშინ, როდესაც ხილვადობა აღწევს ან აჭარბებს 5000 მ-ს.

შენიშვნა: TREND ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებს, ხილვადობა შეესაბამება ადზ-ის გასწვრივ პროგნოზირებულ ხილვადობას; TREND ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის შეტყობინებებს METAR და SPECI, ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.

6. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ამინდის ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი)  შემდეგი მოვლენისა ან მათი ერთობლიობის მოსალოდნელი დაწყება, შეწყვეტა ან ინტენსივობის ცვლილება:

ა) გადაციებული ნალექები;

ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექი (თქეშის ჩათვლით);

გ) მტვრის ქარიშხალი;

დ) ქვიშის ქარიშხალი;

ე) ჭექა-ქუხილი(ნალექით);

ვ) ამინდის სხვა მოვლენები, რომლებიც მითითებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტში, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

7. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ამინდის ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი)  შემდეგი მოვლენის ან მათი ერთობლიობის მოსალოდნელი დაწყება ან შეწყვეტა:

ა) ყინულოვანი ნისლი;

ბ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

გ) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

დ) ჭექა-ქუხილი (უნალექოდ);

ე) ქარტეხილი;

ვ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა).

8. ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლების „NSW“ გამოყენებით.

9. TREND ტიპის  პროგნოზში მითითებული ამინდის მოვლენების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან როდესაც მოსალოდნელია BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60, 150, 300 და 450 მ (100, 200, 500, 1000, და 1500 ფუტი), ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში. იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მ-ზე (1500 ფუტი) ნაკლებია, აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ იგი კიდევ შემცირდება ან მოიმატებს, TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ღრუბლების რაოდენობის ცვლილება მატების მხარეს, „FEW“ ან SCT-დან „BKN“ ან „OVC“-მდე ან ცვლილება შემცირების მხარეს - „BKN“ ან „OVC“-დან, „FEW“ ან SCT-მდე. თუ ფრენისთვის მნიშვნელოვანი ღრუბელი არ არის პროგნოზირებული, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობებს არ შეესაბამება, გამოიყენება შემოკლება „NSC“.

11. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული ან დაიბინდება,  აეროდრომზე არის ვერტიკალურ ხილვადობაზე დაკვირვების მონაცემები და პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ან როდესაც პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას (30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ან როდესაც პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში.

12. აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მინიმუმების გათვალისწინებით, გარდა ამ მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის დადებული შეთანხმებით მიღებული კრიტერიუმები.

შენიშვნა: TREND ტიპის პროგნოზებში ცვლილების ინდიკატორების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №2 დანართის A2-3 ცხრილში.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ელემენტების ცვლილება, შეტყობინების ტრენდული ნაწილი იწყება ერთი ან რომელიმე ცვლილების ინდექსით: „BECMG“ ან „TEMPO“.

14. ცვლილებების ინდექსი „BECMG“ გამოიყენება პროგნოზირებული ცვლილებების აღწერისათვის, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილება, მიეთითება შესაბამისად, შემოკლებების გამოყენებით „FM“, „TL“ ან „AT“, შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებსა და წუთებში.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება და მთლიანად დასრულდება TREND ტიპის პროგნოზის მოქმედების განმავლობაში, ცვლილების დაწყება და დამთავრება მიეთითება შესაბამისად „FM“ და „TL“ შემოკლებების გამოყენებით, შესაბამისი დროის ჯგუფებით.

16. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დასრულდება ამ პერიოდის დამთავრებამდე, შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

17. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება TREND ტიპის  პროგნოზის პერიოდის განმავლობაში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

18. თუ პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში გარკვეულ დროს, მაშინ გამოიყენება შემოკლება „AT“ დროის შესაბამისი ჯგუფით.

19. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს ან როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდში, ხოლო ცვლილების დრო უცნობია, მაშინ შემოკლებები „FM“, „TL“ ან „AT“ შესაბამისი დროის ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი „BECMG“.

20. ცვლილებების ინდექსი „TEMPO“ გამოიყენება პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევების აღწერისათვის, რომელიც აღწევეს ან აჭარბებს დადგენილ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ნარჩუნდება ერთ საათზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, მთლიანობაში კი – მოიცავს იმ პერიოდის ნახევარზე ნაკლებს, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირებულია რყევები. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება დროებითი რყევები, მიეთითება შემოკლებების და წუთებში „FM“ და/ან „TL“ გამოყენებით, რომლის შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებსა და წუთებში.

21. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევები დაიწყება და მთლიანად დასრულდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში, მაშინ მიეთითება დროებითი რყევების დაწყება და დასრულება პერიოდის შემოკლებების გამოყენებით „FM“ და „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფებით.

22. იმ შემთხვევაში, როდესაც, პროგნოზირდება, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დამთავრდება ამ პერიოდის დასრულებამდე, შემოკლება „FM“ დროის შესაბამისი ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

23. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის ბოლოს, შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

24. თუ მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის დასაწყისში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, ორივე შემოკლება „FM“ და „TL“ შესაბამისი დროითი ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი „TEMPO“.

25. აღნიშვნა „PROB“ TREND ტიპის პროგნოზში არ გამოიყენებ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-64/](https://legali.ge/law/6952150/muxli-64/)

---

## მუხლი 65. პროგნოზები აფრენისათვის

_თავი VI — პროგნოზები_

1. პროგნოზებს აფრენისათვის ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. პროგნოზები აფრენისათვის უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ პერიოდზე და შეიცავდეს ინფორმაციას მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ადზ-ის კომპლექსის რაიონში, კერძოდ, მიწისპირა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე მათი ცვლილების შესახებ, ტემპერატურის, წნევის (QNH) და ნებისმიერი სხვა ელემენტის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების შესაბამისად.

3. პროგნოზები აფრენისათვის ექსპლუატანტს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში აფრენის მოსალოდნელ დრომდე.

4. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, რომელიც ადგენს პროგნოზებს აფრენისათვის, უნდა აწარმოოს პროგნოზების მუდმივი კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად გამოუშვას კორექტივები.

5. პროგნოზის ფორმატი უნდა განისაზღვროს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, ერთეულები და შკალა, რომელიც გამოიყენება აფრენისათვის პროგნოზებში, უნდა იყოს ამ აეროდრომისათვის გამოცემული შეტყობინებების კომპონენტების ანალოგიური.

6. აფრენის პროგნოზის კორექტივების გამოცემის კრიტერიუმები მიწისპირა ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ტემპერატურაზე, წნევაზე და სხვა ნებისმიერი ელემენტის შესახებ უნდა განისაზღვროს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომისათვის დადგენილ სპეციალური შეტყობინებების გამოცემის კრიტერიუმებს ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-65/](https://legali.ge/law/6952150/muxli-65/)

---

## მუხლი 66. პროგნოზები მარშრუტზე მყოფი საჰაერო ხომალდებისთვის

_თავი VI — პროგნოზები_

ატმოსფეროს ზედა ფენების გლობალური ბადისებრი პროგნოზები და ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზები მსოფლიო ზონალური პროგნოზების ცენტრებმა (WAFC) უნდა გამოსცენ ასეთი პროგნოზების მიწოდებისთვის დადგენილი ერთგვაროვანი ფორმატებისა და კოდების გამოყენები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-66/](https://legali.ge/law/6952150/muxli-66/)

---

## მუხლი 67. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზები (GAMET და ზონალური პროგნოზები ცხრილის ფორმატში)

_თავი VI — პროგნოზები_

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის სიმჭიდროვე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან მთიან რაიონში ფრენის ეშელონ 150-მდე) საჭიროებს ზონალური პროგნოზების რეგულარულ გამოშვებას და გავრცელებას, ასეთი პროგნოზების გამოშვების სიხშირე, ფორმატი და მოქმედების ფიქსირებული პერიოდი და მათი კორექტივები განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის სიმჭიდროვე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა იწვევს AIRMET ინფორმაციის გამოცემის აუცილებლობას, ამ წესის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთი ფრენების ზონალური პროგნოზები დგება მეტეოროლოგიურ საწარმოებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის შეთანხმების შესაბამისად. თუ გამოიყენება იკაოს შემოკლებები და რიცხობრივი მნიშვნელობები, პროგნოზი უნდა მომზადდეს GAMET ფორმატით, ხოლო თუ გამოიყენება ცხრილის ფორმატი, პროგნოზები მზადდება სიმაღლეებზე ქარისა და სიმაღლეებზე ჰაერის ტემპერატურის, ასევე მნიშვნელოვანი ამინდის (SIGWX) მოვლენების შესახებ კომბინირებული  პროგნოზების სახით. ზონალური პროგნოზები, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მზადდება, უნდა ფარავდეს შრეს დედამიწის ზედაპირიდან ფრენის მე-100 ეშელონამდე (ან 150-ე ეშელონამდე მთიანი მხარისათვის, ან საჭიროებისას, უფრო მეტი სიმაღლისათვისაც) და შეიცავდეს ინფორმაციას მარშრუტზე ამინდის იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფრენებს დაბალ სიმაღლეზე. ზონალური პროგნოზები, აგრეთვე, უნდა მოიცავდეს დაბალ სიმაღლეზე საფრენად საჭირო სხვა დამატებით მონაცემებს.

შენიშვნა:  GAMET ფორმატით ზონალური პროგნოზი დგება ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილში მოცემული ნიმუშის მიხედვით. გარდა  ამისა, GAMET ტიპის  ზონალური პროგნოზის  მეორე ნაწილში, დამატებით მიეთითება იკაოს ოფიციალური გამოცემის  „EUR eANP“ (Doc 7754) II ტომის „MET LLF to Part V (MET)“ დანართით გათვალისწინებული მონაცემები.

3. GAMET ფორმით მომზადებული ზონალური პროგნოზები უნდა შეიცავდეს ორ ნაწილს:  პირველი  ნაწილი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მარშრუტზე იმ ამინდის მოვლენების შესახებ, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას და რომელიც გამოიყენება AIRMET ინფორმაციის  გამოსაცემად და II ნაწილი, რომელიც შეიცავს დამატებით აუცილებელ ინფორმაციას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის. ზონალური პროგნოზები GAMET ფორმით, გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში. მეორე ნაწილში დამატებითი ელემენტები უნდა ჩაერთოს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების  (იკაოს ოფიციალური გამოცემის  „EUR eANP“,  Doc 7754) საფუძველზე. ელემენტები, რომლებიც უკვე ჩართულია შეტყობინებაში SIGMET, აღარ ჩაერთვება ზონალურ პროგნოზში GAMET.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ზონალურ პროგნოზში GAMET ჩართული ამინდის მოვლენა, რომელიც წარმოადგენდა საშიშროებას დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის, არ წარმოიშვა ან აღარ არის მოსალოდნელი, გამოიცემა GAMET AMD (ცვლილება), რომელშიც იცვლება, მხოლოდ შესაბამისი მეტეოროლოგიური ელემენტი.

5. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, რუკების სახით, ქარის და ტემპერატურის პროგნოზები უნდა გამოიცეს პუნქტებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული არიან არა უმეტეს 500 კმ-ის (300 საზღვაო მილი) და შემდეგი აბსოლუტური სიმაღლეებისათვის: 600, 1500 და 3000 მეტრი (2000, 5000, და 10000 ფუტი) და 4500 მეტრი (15000 ფუტი) მთიანი რაიონებისათვის.

6. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, რუკების სახით, SIGWX მოვლენების პროგნოზები, გამოიცემა დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის  SIGWX პროგნოზის სახით და განკუთვნილია მე-100  ეშელონამდე  (ან 150-ე ეშელონამდე, მთიან რაიონებში ან, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო მაღალ ეშელონამდე) ფრენებისათვის. SIGWX პროგნოზებში დაბალ სიმაღლეებზე უნდა ჩაერთოს შემდეგი პუნქტები:

ა) მოვლენა, რომელიც განაპირობებს ინფორმაცია SIGWX-ს გამოცემას ამ წესის X თავის მიხედვით და რომელიც, სავარაუდოდ, მოახდენს გავლენას დაბალ სიმაღლეზე ფრენებზე;

ბ) ზონალური პროგნოზების დეტალური ელემენტები დაბალ სიმაღლეზე ფრენებისათვის მოცემულია ამ წესის №6 დანართის A6-1 ცხრილში, გარდა იმ ელემენტებისა, რომელიც ეხება:

ბ.ა) სიმაღლეებზე ქარსა და ტემპერატურას და;

ბ.ბ) QNH-ის პროგნოზირებულ მნიშვნელობას.

შენიშვნა:  „ISOL“, „OCNL“ და „FRQ“ ტერმინების სახელმძღვანელო მასალა, რომელიც ეხება გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილს, მოცემულია ამ წესის 73-ე მუხლში.

7. დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზები, რომლებიც შემდგომ AIRMET (იხ. ამ წესის 71-ე მუხლი) ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად  გამოიყენება, გამოიცემა ყოველ 6 საათში ერთხელ, ამასთან, მოქმედების პერიოდი შეადგენს 6 საათს და გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან/და შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს, ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟებს არაუგვიანეს 1 საათისა მათი მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. მეტეოროლოგიური თვალთვალის სამსახურსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის საფრენოსნო დოკუმენტაციის გამოცემაზე შესაბამის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, უნდა ხორციელდებოდეს AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მომზადებული, დაბალ სიმაღლეზე ფრენებისთვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გაცვლა.

8. საერთაშორისო ჰაერნაოსნობისათვის დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ზონალური პროგნოზები, რომლებიც მომზადებულია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად და განკუთვნილია AIRMET-ის გამოსაცემად, უნდა გადაიცეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების (AFS) ფარგლებში ინტერნეტ სერვისის გამოყენები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-67/](https://legali.ge/law/6952150/muxli-67/)

---

## მუხლი 68. ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრების მიერ მომზადებული პროგნოზები

_თავი VI — პროგნოზები_

ვულკანური ფერფლის ღრუბელში ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზების გამოცემისას, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები იყენებენ ერთგვაროვან ფორმატებსა და კოდებს მათ გამოსაქვეყნებლად.
თავი VII
სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაც

[https://legali.ge/law/6952150/muxli-68/](https://legali.ge/law/6952150/muxli-68/)

---

## მუხლი 69. ინფორმაცია SIGMET

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე იმ ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი ამინდისა და ატმოსფეროში სხვა მოვლენების მოკლე აღწერას, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე შეიცავს ამ მოვლენების დროსა და სივრცეში სავარაუდო განვითარების ინფორმაციას. ინფორმაციაში SIGMET შეიტანება ინფორმაცია ამინდის შემდეგი მოვლენების შესახებ:

ა) ჭექა-ქუხილი;

ბ) ტროპიკული ციკლონი;

გ) ტურბულენტობა;

დ) შემოყინვა;

ე) მთის ტალღები;

ვ) მტვრის ქარიშხალი;

ზ) ქვიშის ქარიშხალი;

თ) ვულკანური ფერფლი;

ი) რადიოაქტიური ღრუბელი.

2. ინფორმაცია SIGMET უქმდება, თუ მოვლენები აღარ დაიკვირვება ან მათი განვითარება მოცემულ რაიონში აღარ არის მოსალოდნელი.

3. SIGMET ინფორმაციის მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც SIGMET ინფორმაცია ეხება ვულკანურ ფერფლს ან ტროპიკულ ციკლონს, მოქმედების პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს 6 საათამდე.

4. ვულკანური ფერფლის ღრუბელთან და ტროპიკულ ციკლონებთან დაკავშირებული SIGMET ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს VAAC-დან და TCAC-დან მიღებულ საკონსულტაციო ინფორმაციას.

5. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტს/საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს შორის დამყარებული უნდა იყოს მჭიდრო კოორდინაცია SIGMET ინფორმაციაში, NOTAM-ში ან/და ASHTAM-ში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის სისწორის უზრუნველსაყოფად. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა არაუადრეს 4 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. იმ შემთხვევაში, როცა SIGMET ინფორმაცია ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბელს ან ტროპიკულ  ციკლონებს, ის გამოიცემა მაშინვე, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაგრამ არაუადრეს 12 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. ინფორმაცია SIGMET ვულკანური ფერფლის ღრუბლისა და ტროპიკული ციკლონის შესახებ ახლდება ყოველ 6 საათში ერთხელ მაინც.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო სივრცე დაყოფილია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონად და ზემო საფრენოსნო ინფორმაციის რაიონად, ინფორმაცია SIGMET აღინიშნება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მომსახურე სსმ-ის პუნქტის ადგილმდებარეობის ინდიკატორით.

შენიშვნა: ინფორმაცია SIGMET ვრცელდება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში არსებულ მთელ საჰაერო სივრცეზე. ფრენის ეშელონები  და არეები, რომლებზეც ზემოქმედებას ახდენს ის მეტეოროლოგიური მოვლენები, რომლის გამოც გამოიცა SIGMET ინფორმაცია, შეიტანება SIGMET ინფორმაციაში.

7. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად.

8. შეტყობინება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას SIGMET, ამოიცნობა, როგორც „SIGMET“.

9. ინფორმაციას SIGMET ენიჭება, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილით განსაზღვრული,  სამნიშნა რიგითი ნომერი, რომელიც შედგება  მეტეოროლოგიური მოვლენის აღმნიშვნელი, ერთნიშნა ანბანური და ორნიშნა რიცხვითი მნიშვნელობებისაგან (მაგალითად, SIGMET A01). რიგითი ნომერი განსაზღვრავს გარკვეული მეტეოროლოგიური მოვლენის შესახებ გარკვეულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში გაცემული SIGMET ინფორმაციის რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს/სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ SIGMET ინფორმაციას თითოეული საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის/სამეთვალყურეო რაიონისთვის, მათი პასუხისმგებლობის ზონაში. SIGMET ინფორმაციის რიგითი ნომრის მისანიჭებლად გამოიყენება მეტეოროლოგიური მოვლენის აღმნიშვნელი, შემდეგი ანბანური სიმბოლოები:

ა) WC ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:

ა.ა) ტროპიკული ციკლონი (C);

ა.ბ) ტროპიკული ციკლონის შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (X);

ბ) WV ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:

ბ.ა) ვულკანური ფერფლი (A);

ბ.ბ) ვულკანური ფერფლის შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (Y);

გ) WS ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:

გ.ა) ჭექა-ქუხილი (T);

გ.ბ) ტურბულებტობა (U);

გ.გ)  შემოყინულობა  (I);

გ.დ) გადაციებული წვიმა (F);

გ.ე) მთის ტალღები (M);

გ.ვ) მტვრის ქარიშხალი (D);

გ.ზ) ქვიშის ქარიშხალი (S);

გ.თ) რადიოაქტიური ღრუბელი (R);

გ.ი)  მარშრუტზე არსებული ამინდის მოვლენების შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (Z).

10. ამ წესის №7 დანართის A7-4 ცხრილის შესაბამისად, ინფორმაციაში SIGMET უნდა ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვემოთ მოცემული მოვლენა კრეისერულ ეშელონებზე (აბსოლუტური სიმაღლისაგან დამოუკიდებლად) შემდეგი შემოკლებებით:

ა) ჭექა-ქუხილი

ა.ა) დაფარული (OBSC TS);

ა.ბ) შენიღბული (EMBD TS);

ა.გ) ხშირი ჭექა-ქუხილი  (FRQ TS);

ა.დ) ქარტეხილის ხაზი (SQL TS);

ა.ე) დაფარული სეტყვასთან ერთად (OBSC TSGR);

ა.ვ) შენიღბული სეტყვასთან ერთად (EMBD TSGR);

ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად (FRQ TSGR);

ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვასთან ერთად (SQL TSGR);

ბ) ტროპიკული ციკლონი – მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარით (TC) (+ ციკლონის დასახელება) 17 მ/წ (34 კვანძი) და მეტი 10 წუთის განმავლობაში;

გ) ტურბულენტობა - ძლიერი ტურბულენტობა  (SEV TURB);

დ) შემოყინულობა:

დ.ა) ძლიერი შემოყინულობა (SEV ICE);

დ.ბ) ძლიერი შემოყინულობა  გადაცივებული წვიმის შედეგად (SEV ICE) (FZRA);

ე) მთის ტალღა – ძლიერი მთის ტალღა (SEV MTW);

ვ) მტვრის ქარიშხალი – ძლიერი მტვრის ქარიშხალი (HVY DS);

ზ) ქვიშის ქარიშხალი – ძლიერი ქვიშის ქარიშხალი (HVY SS);

თ) ვულკანური ფერფლი  (VA) (+ ვულკანის სახელწოდება, თუ ის ცნობილია);

ი) რადიოაქტიური ღრუბელი (RDOACT CLD).

11. ინფორმაცია SIGMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა შესახებაც გამოიცემა ინფორმაცია SIGMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტში. ინფორმაციაში SIGMET, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან ტროპიკულ ციკლონს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.

12. ინფორმაცია SIGMET უნდა გავრცელდეს IWXXM ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა.

შენიშვნა 1:  SIGMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;

შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.

13. გრაფიკულ ფორმატში გამოცემული ინფორმაცია SIGMET უნდა შეესაბამებოდეს ამ განსაზღვრულ ფორმატს, შესაბამისი სიმბოლოებისა და შემოკლებების ჩათვლით

[https://legali.ge/law/6952150/muxli-69/](https://legali.ge/law/6952150/muxli-69/)

---

## მუხლი 70. SIGMET ინფორმაციის გავრცელება

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ინფორმაცია SIGMET უნდა გაეგზავნოს აეროდრომის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანობს, ზმპც და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების თანახმად, იკაოს ევროპის რეგიონის სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებს, რეგიონული OPMET ბიულეტენის სქემის შესაბამისად. ინფორმაცია SIGMET, რომელიც ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბლებს, ეგზავნება VAAC-ის ცენტრებს. AIREP SPECIAL შეტყობინებები, რომლის საფუძველზეც არ გაიცემა ინფორმაცია SIGMET, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების თანახმად, უნდა გაეგზავნოს იკაოს ევროპის რეგიონის სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებს, რეგიონული OPMET ბიულეტენის სქემის შესაბამისად.

2. ინფორმაცია SIGMET და შეტყობინებები მისი გაუქმების შესახებ გადაეცემა მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-70/](https://legali.ge/law/6952150/muxli-70/)

---

## მუხლი 71. ინფორმაცია AIRMET

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს იმ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული პირობების და მათი დროსა და სივრცეში წარმოშობის მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, რომელმაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებზე (მე-100 ეშელონზე დაბლა, ან მთიან რაიონში 150-მდე) ზემოქმედება მოახდინოს ფრენების უსაფრთხოებაზე და რომელიც არ იყო ჩართული, ამ წესის 67-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად შედგენილ, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის განკუთვნილ ზონალური პროგნოზის პირველ ნაწილში. ინფორმაციაში AIRMET მიეთითება შემდეგი მეტეოროლოგიური მოვლენებიდან ერთ-ერთი:

ა) მიწისპირა ქარის სიჩქარე;

ბ) ხილვადობა მიწისპირას ვრცელ სივრცეზე;

გ) ჭექა-ქუხილი;

დ) მთის დაბინდვა;

ე) ღრუბელი;

ვ) შემოყინვა;

ზ) ტურბულენტობა;

თ) მთის ტალღები.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო აუქმებს ინფორმაციას AIRMET მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის მათი განვითარება მოცემულ რაიონში.

3. AIRMET ინფორმაციის მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

4. AIRMET ინფორმაცია  გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად.

5. AIRMET ინფორმაციას, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს  გარკვეულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში გამოცემული AIRMET ინფორმაციის რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე საფრენოსნო ინფორმაციის  რაიონს/სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ AIRMET ინფორმაციას თითოეული საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის/სამეთვალყურეო რაიონისთვის, მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

6. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, აუცილებლობის შემთხვევაში, იყოფა ქვერაიონებად.

7. ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად, ინფორმაციაში AIRMET უნდა  ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა მე-100 ეშელონზე დაბალ კრეისერულ ეშელონებზე ან 150-ზე დაბალ ეშელონებზე მთიან რაიონებში, შემდეგი შემოკლებებით:

ა) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობა 15 მ/წმ-ს (30 კვანძს) აღემატება — SFC WIND (ქარის სიჩქარე, მიმართულება და საზომი ერთეული);

ბ) 5000 მ-ზე ნაკლები ხილვადობა მიწისპირას ვრცელ სივრცეზე და ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას – SFC VIS + BR,DS,DU,DZ,FC,FG,FU,GR,GS,HZ, PL,PO,RA,SA,SG,SN,SQ,SS ან VA);

გ) ჭექა-ქუხილი:

გ.ა) ცალკეული სეტყვის გარეშე  (ISOL TS);

გ.ბ) იშვიათი სეტყვის გარეშე (OCNL TS);

გ.გ) ცალკეული სეტყვასთან (ISOL TSGR);

გ.დ) იშვიათ სეტყვასთან ერთად (OCNL TSGR);

დ) მთების დაბინდვა – მთები დაფარულია – MT OBSC; (MT OBSC);

ე) მნიშვნელოვანი ან სრული ღრუბლიანობა ვრცელ სივრცეზე 300 მ-ის ან ნაკლებ სიმაღლეზე მიწის დონიდან:

ე.ა) დაფლეთილი (BKNCLD) (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;

ე.ბ) მთლიანი (OVC CLD) (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;

ე.გ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები:

ე.გ.ა) ცალკეული (ISOL CB);

ე.გ.ბ) იშვიათი (OCNL CB);

ე.გ.გ) ხშირი (FRQ CB);

ე.დ) კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები:

ე.დ.ა) ცალკეული (ISOL TCU);

ე.დ.ბ) იშვიათი (OCNL TCU);

ე.დ.გ) ხშირი (FRQ TCU);

ვ) ზომიერი შემოყინულობა (გარდა, კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი შემოყინულობისა) ( MOD ICE;

ზ) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი ტურბულენტობისა) – MOD TURB);

თ) ზომიერი მთის ტალღა  (MOD MTW).

8. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა შესახებაც გამოიცემა ინფორმაცია AIRMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტში. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.

9. ინფორმაცია AIRMET უნდა გავრცელდეს IWXXM ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა.

შენიშვნა 1: AIRMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;

შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში

[https://legali.ge/law/6952150/muxli-71/](https://legali.ge/law/6952150/muxli-71/)

---

## მუხლი 72. AIRMET ინფორმაციის გავრცელება

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ინფორმაცია AIRMET მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ ეგზავნება მომიჯნავე საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და სხვა მეტეოროლოგიური თვალთვალის ან აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანოების, შეთანხმების საფუძველზე.

2. ინფორმაცია AIRMET-სა გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებსა OPMET და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვი

[https://legali.ge/law/6952150/muxli-72/](https://legali.ge/law/6952150/muxli-72/)

---

## მუხლი 73. კრიტერიუმები შეტყობინება SIGMET და AIRMET-ში ჩართული მოვლენების შესახებ და სპეციალური შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან (კავშირის ხაზი „მაღლა“) და აეროდრომის გაფრთხილებები

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ჭექა-ქუხილი და გროვა-საწვიმარი ღრუბლები რაიონში უნდა ჩაითვალოს:

ა) დაფარულად (OBSC), თუ ისინი დაფარულია ჯანღით ან ბურით და მათზე დაკვირვება გართულებულია სიბნელის გამო;

ბ) შენიღბულად (EMBD), თუ ისინი დამალულია ღრუბლების ფენებს შორის და არ არის ადვილი მათი ამოცნობა;

გ) ცალკეულად (ISOL), თუ ისინი შედგება ცალკეული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50 % მაქსიმალური დაფარვით;

დ) იშვიათად (OCNL), თუ ისინი შედგება საკმაოდ დაცალკევებული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50%-75% მაქსიმალური დაფარვით.

2. ჭექა-ქუხილის მოქმედება რაიონში ითვლება გახშირებულად (FRQ), თუ აღნიშნული რაიონის ფარგლებში მეზობელ ჭექა-ქუხილის ფრონტალურ ზედაპირებს შორის ინტერვალები ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის 75% ფართობზე მაქსიმალური დაფარვით უმნიშვნელოა ან არ არსებობს.

3. ქარტეხილის ხაზი (SQL) ნიშნავს ჭექა-ქუხილის მოქმედებას ფრონტის გასწვრივ უმნიშვნელო ინტერვალებით ცალკეულ ღრუბლებს შორის ან ასეთი ინტერვალების არარსებობას.

4. სეტყვა (GR) გამოიყენება ჭექა-ქუხილის მოქმედების დამატებითი აღწერისათვის.

5. ძლიერ და ზომიერ ტურბულენტობას მიეკუთვნება მხოლოდ ტურბულენტობა დაბალ სიმაღლეებზე, დაკავშირებული ძლიერ მიწისპირა ქართან, ჭავლურ დინებებთან ან ტურბულენტობა ღრუბლებში და მის ფარგლებს გარეთ (САТ). არ მიეთითება კონვექციურ ღრუბლებთან დაკავშირებული ტურბულენტობა.

6. ტურბულენტობად ითვლება:

ა) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს;

ბ) ზომიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია 0.45-ზე.

7. ძლიერი და ზომიერი შემოყინულობა (ICE) უნდა მიეთითოს, თუ ის მიეკუთვნება არაკონვექციური ღრუბლების შემოყინულობას. გადაციებული წვიმა (FZRA) მიეკუთვნება ძლიერი შემოყინულობის პირობებს, რომელიც დაკავშირებულია ყინულოვან წვიმასთან.

8. მთის ტალღა (MTW) უნდა ჩაითვალოს:

ა) ძლიერად, თუ თან სდევს 3,0 მ/წ (600 ფტ/წთ) სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ძლიერი ტურბულენტობა;

ბ) ზომიერად, თუ თან სდევს 1,75-3,0 მ/წ (350-600 ფტ/წთ) სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ზომიერი ტურბულენტობა.

9. ქვიშის/მტვერის ქარიშხალი უნდა ჩაითვალოს:

ა) ძლიერად, თუ ხილვადობა 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია;

ბ) ზომიერად, თუ ხილვადობა:

ბ.ა) 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელია; ან

ბ.ბ) 200-600 მეტრის დიაპაზონში

[https://legali.ge/law/6952150/muxli-73/](https://legali.ge/law/6952150/muxli-73/)

---

## მუხლი 74. აეროდრომის გაფრთხილებები

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. აეროდრომის გაფრთხილებები გამოიცემა აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ და შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მიწაზე მყოფი საჰაერო ხომალდები, მათ შორის, სადგომზე მყოფი საჰაერო ხომალდები, აგრეთვე - სააეროდრომო დანადგარები, საშუალებები და სამსახურები.

2. აეროდრომის გაფრთხილებები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგი, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი  მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ:

ა) ტროპიკული ციკლონი (იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ქარის 10 წუთიანი საშუალო სიჩქარე  აეროდრომზე არის ან აღემატება 17 მ. წამს (34 კვანძი));

ბ) ჭექა-ქუხილი;

გ) სეტყვა;

დ) თოვლი (მათ შორის, თოვლის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი დაგროვება);

ე) გადაციებული ნალექი;

ვ) ყინვა;

ზ) თეთრი თრთვილი ან ნამქერი;

თ) მტვრის ქარიშხალი;

ი) ქვიშის ქარიშხალი;

კ) გადატანილი მტვერი ან ქვიშა;

ლ) ძლიერი მიწისპირა ქარი და დაქროლვა;

მ) ქარტეხილი;

ნ) ვულკანური ფერფლი;

ო) ცუნამი;

პ) ტოქსიკური ქიმიკატები;

ჟ) სხვა მოვლენები, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

3. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა უნდა გააუქმოს აეროდრომის გაფრთხილებები მაშინ, როდესაც პირობები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი აეროდრომზე წარმოიქმნება.

4. აეროდრომის გაფრთხილებები გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით,  ამ წესის №7 დანართის A7-6 ცხრილის შესაბამისად,  საჰაერო ხომალდის ან აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნის საფუძველზე. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

5. აეროდრომის გაფრთხილებებს ამ წესის №7 დანართის A7-6 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ აეროდრომზე გაცემული გაფრთხილებების რიგითობას, მოცემული დღის 00.01 -დან (UTC).

6. კრიტერიუმები აეროდრომის გაფრთხილების გამოსაცემად დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და იმ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სარგებლობს ამ გაფრთხილები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-74/](https://legali.ge/law/6952150/muxli-74/)

---

## მუხლი 76. გაფრთხილებები და სიგნალები ქარის წანაცვლების შესახებ

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური საწარმო ამზადებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან დასაფრენად წრიული შესვლისას, ანდა ადზ-ის დონიდან 500 მ (1600 ფტ) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ ან გაქანებისას - აფრენის წინ. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობები იწვევს ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე 500 მ (1600 ფუტი) ზღვრულად არ ითვლება.

შენიშვნა: ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების ნიმუში მოცემულია ამ წესის №7 დანართის A7-7 ცხრილში.

2. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი აუქმებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდებიდან  ქარის წანაცვლება აღარ დაიკვირვება ან შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების გაუქმების კრიტერიუმები უნდა დადგინდეს თითოეულ აეროდრომზე მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

3. აეროდრომებზე, სადაც ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად გამოიყენება ავტომატიზებული მიწისპირა აღჭურვილობა დისტანციური ზონდირებისათვის ან ქარის წანაცვლების დასადგენად, გამოიცემა ასეთი სისტემების მიერ გენერირებული შეტყობინებები. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ მოიცავს მოკლე განახლებულ ინფორმაციას დაკვირვებად ქარის წანაცვლებაზე, რომელსაც შეუძლია არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დაფრენის ბოლო ან აფრენის საწყის ეტაპებზე ან ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ, ან გაქანებისას – აფრენის წინ.

4. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ უნდა განახლდეს არანაკლებ წუთში ერთხელ. შეტყობინება ქარის წანაცვლების შესახებ უნდა გაუქმდეს მას შემდეგ, როდესაც ქარის შემხვედრი/ზურგქარის სიდიდის ცვლილება შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვ.).

შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებებისა და სიგნალების თაობაზე მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „დაბალ სიმაღლეებზე ქარის წანაცვლების სახელმძღვანელო“ (Doc 9817);

შენიშვნა 2: სიგნალები ქარის წანაცვლების შესახებ გამოიცემა ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების დამატებად, რაც მიზნად ისახავს ოპერატიული ცნობიერების ამაღლებას ამ მეტეოროლოგიური მოვლენის შესახებ.

5. ცნობები ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ მიიღება შემდეგი სახით:

ა) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვისათვის, მაგალითად, დოპლერის რადიოლოკატორი;

ბ) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად, მაგალითად, საზომი სისტემები ქარის წანაცვლების ან წნევის გასაზომად, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ აკონტროლოს კონკრეტული ადზ ან ადზ-ები, ან შესაბამისი აფრენის ან დაშვების ტრაექტორიები.

გ) დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან სიმაღლის აღებისას ან მისადგომის ფაზაში, რომლებიც სრულდება ამ წესის IV თავის შესაბამისად;

დ) სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მაგალითად, მიღებული შესაბამისი გამზომების საშუალებით, რომლებიც არსებობს აეროდრომის მახლობლად ან უახლოეს ამაღლებულ მონაკვეთზე, ანძებზე ან კოშკურებზე.

შენიშვნა 1: ქარის წანაცვლების პირობები, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენასთან:

ა) ჭექა-ქუხილი, მიკროდაქროლვა, ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა), ფრონტალური დაქროლვა ან ფრონტალური ზედაპირები;

ბ) ფრონტალური ზედაპირები;

გ) ძლიერი მიწისპირა ქარი, გართულებული ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობებით;

დ) ზღვის ბრიზის ფრონტები;

ე) მთის ტალღები, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე არსებული როტორული მოძრაობები აეროდრომის არეში;

ვ) ტემპერატურული ინვერსიები დაბალ სიმაღლეებზე.

შენიშვნა 2: ქარის წანაცვლების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის სახით ასევე უნდა იქნეს შეტანილი ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, METAR-სა და SPECI-ში.

6. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ გამოიცემა იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-7 ცხრილის შესაბამისად.

7. გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, ამ წესის №7 დანართის  A7-5 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ აეროდრომზე გამოცემული გაფრთხილების რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან.

8. იმ შემთხვევაში, თუ AIREP შეტყობინებები ქარის წანაცვლების შესახებ, გამოიყენება ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების მოსამზადებლად ან ადრე გაცემული გაფრთხილების დასადასტურებლად, აღნიშნული შეტყობინება, საჰაერო ხომალდის ტიპის ჩათვლით, შეიტანება გაფრთხილებაში ცვლილების გარეშე.

9. ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ, შეტყობინებების მიღების შემდეგ, როგორც მომფრენი, ისე გამფრენი საჰაერო ხომალდებიდან, გამოიცემა ორი გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ: ერთი მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ხოლო მეორე - გამფრენებისათვის.

10. ქარის წანაცვლების ინტენსივობის მისათითებლად გამოიყენება შემდეგი საკვალიფიკაციო ტერმინები: „ზომიერი“, „ძლიერი“ და „ძალიან ძლიერი“.

11. იმ შემთხვევაში, თუ დაიკვირვება მიკროდაქროლვა, რომელიც გადმოცემულია საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ ან გამოვლენილია ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვის სახმელეთო დანადგარების მეშვეობით, გაფრთხილებაში ქარის წანაცვლების შესახებ უნდა მიეთითოს მიკროდაქროლვები.

12. იმ შემთხვევაში, თუ ქარის წანაცვლების შესახებ სიგნალის მოსამზადებლად ინფორმაცია მიიღება ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვის სახმელეთო დანადგარებიდან, სიგნალი უნდა შეიცავდეს ცნობებს შემხვედრი/ზურგქარის დამახასიათებელ ცვლილებაზე 7.5 მ/წ  (15 კვანძი) ან მეტით და შეძლებისდაგვარად, ეხებოდეს ადზ-ის განსაზღვრულ მონაკვეთებს და მანძილს მისადგომის ან აფრენის ტრაექტორიის გასწვრივ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და ექსპლუატანტებთან შეთანხმების საფუძველზ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-76/](https://legali.ge/law/6952150/muxli-76/)

---

## მუხლი 77. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებებისა და სიგნალების გავრცელება

_თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია_

1. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებები ეგზავნება დაინტერესებულ პირებს, ადგილობრივი შეთანხმებების საფუძველზე.

2. ქარის წანაცვლების შესახებ გაზომვის სახმელეთო ავტომატიზებული დანადგარების მიერ გენერირებული სიგნალი ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე.

3. აეროდრომზე გაფრთხილებებში, SIGMET და AIRMET ინფორმაციაში ჩართული მოვლენების  კრიტერიუმები (კავშირის ხაზი „მაღლა“) განისაზღვრება ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილის შესაბამისად.

თავი VIII
საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაც

[https://legali.ge/law/6952150/muxli-77/](https://legali.ge/law/6952150/muxli-77/)

---

## მუხლი 78. ზოგადი დებულებები

_თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია_

1. ფრენების დასაგეგმად საჭირო საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაციის მომზადებას აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილებისა და ცნობების სახით უზრუნველყოფს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. საავიაციო მომხმარებლები ამ ინფორმაციას იღებენ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე.

2. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია, როგორც წესი, უნდა ემყარებოდეს აეროდრომზე ამინდის ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაკვირვებებს არანაკლები 5 წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს დაკვირვების პერიოდი.

3. ახალი აეროდრომისათვის და/ან უკვე არსებული აეროდრომის დამატებითი ადზ-ისთვის კლიმატოლოგიური მონაცემები უნდა შეიკრიბოს რაც შეიძლება ადრე, ახალი აეროდრომის და/ან ადზ-ის ამოქმედებამდ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-78/](https://legali.ge/law/6952150/muxli-78/)

---

## მუხლი 80. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები

_თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს აეროდრომზე მეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემების შეკრება და შენახვა, რისი საშუალებითაც შეიძლება:

ა) შედგეს აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები ყველა ძირითადი და სათადარიგო საერთაშორისო აეროდრომისათვის, რომლებიც განლაგებულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე;

ბ) საავიაციო მომხმარებელს წარედგინოს გარკვეული პერიოდის კლიმატოლოგიური ცხრილები, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. კლიმატოლოგიურ ცხრილში, საჭიროების მიხედვით, უნდა მიეთითოს:

ა) საშუალო სიდიდეები და გადახრები, მათ შორის, მეტეოროლოგიური ელემენტების (მაგალითად, ტემპერატურა) მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები;

ბ) მიმდინარე ამინდის წარმოშობის სიხშირე, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის შესრულებაზე აეროდრომის ტერიტორიაზე (მაგალითად, ქვიშის ქარიშხალი);

გ) ერთი ელემენტის წარმოშობის სიხშირე ან ორი და მეტი ელემენტის ერთობლიობა, რომელთაც გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა (მაგალითად, შეზღუდული ხილვადობისა და დაბალი ღრუბლიანობის ერთობლიობა).

3. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აეროდრომების კლიმატოლოგიური ცნობების მოსამზადებლა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-80/](https://legali.ge/law/6952150/muxli-80/)

---

## მუხლი 81. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები

_თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია_

1. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ პროცედურებს. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს შენახვისათვის, დამუშავებისათვის და მოპოვებისათვის საჭირო გამომთვლელი საშუალებები, ეს ცნობები უნდა გამოქვეყნდეს ან სხვა სახით მიეწოდოს საავიაციო მომხმარებლის მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კომპიუტერული საშუალებები არ არსებობს, ცნობები უნდა მომზადდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოდელის გამოყენებით, გამოქვეყნდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, განახლდეს.

2. კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეიცავდეს:

ა) ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის და/ან მნიშვნელოვანი, (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;

ბ) ხილვადობის          მნიშვნელობების        განმეორადობას         დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;

გ) მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;

დ) ქარის მიმართულებისა და სიჩქარის განმეორადობებს დადგენილი დიაპაზონის ფარგლებში;

ე) მიწისპირა ფენაში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობების განმეორადობას 50C-ის დიაპაზონში დროის განსაზღვრულ მომენტებში;

ვ) საშუალო მნიშვნელობებს და მათგან გადახრებს მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური   მნიშვნელობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია საექსპლუატაციო დაგეგმვისათვის, მათ შორის, ასაფრენი მახასიათებლების გამოსათვლელად.

შენიშვნა:  ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კლიმატოლოგიური ცნობების მოდელები მოცემულია მმო-ს ოფიციალური გამოცემის (WMO-№49), მე-2 ტომის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება“, მე-3 ნაწილშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-81/](https://legali.ge/law/6952150/muxli-81/)

---

## მუხლი 82. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები

_თავი VIII — საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, მოთხოვნისა და შესაძლებლობების მიხედვით, მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემებს, რომელიც აუცილებელია გამოკვლევებისათვის, ტექნიკური გამოძიებისათვის ან საექსპლუატაციო ანალიზისათვის, წარუდგენს სხვა ნებისმიერ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, ექსპლუატანტებს და სხვა პირებს, რომლებიც მეტეოროლოგიას საერთაშორისო აერნაოსნობის ინტერესებისათვის იყენებენ.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებმა, მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთში უნდა აწარმოონ საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაციის გაცვლა. ექსპლუატანტებმა და სხვა მომხმარებლებმა, რომლებიც საჭიროებენ ამ სახის ინფორმაციის მიღებას, უნდა მიმართონ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს.

თავი IX
მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-82/](https://legali.ge/law/6952150/muxli-82/)

---

## მუხლი 83. ზოგადი დებულებები

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია:

ა) ექსპლუატანტის მიერ გაფრენისწინა დაგეგმვითი სამუშაოებისათვის;

ბ) ექსპლუატანტის მიერ ფრენის გეგმის შესაცვლელად, ფრენების შესრულების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის სისტემის გამოყენებით;

გ) ეკიპაჟის წევრების მიერ გაფრენის წინ გამოყენების მიზნით;

დ) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, ექსპლუატანტთან კონსულტაციის საფუძველზე, უნდა განსაზღვროს:

ა) მისაწოდებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის ტიპი და ფორმატი;

ბ) ინფორმაციის მიწოდების მეთოდები და საშუალებები.

3. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფრენის მოთხოვნებს დროის, სიმაღლის, მარშრუტის მიმართულებიდან და მანძილიდან გამომდინარე. ინფორმაცია უნდა ეხებოდეს  დროის ფიქსირებულ მონაკვეთებს ან დროის გარკვეულ პერიოდებს და უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ დაფრენის აეროდრომზე, ასევე მარშრუტის მონაკვეთზე დაფრენისა და ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ სათადარიგო აეროდრომს შორის.

4. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, შეიცავს უკანასკნელ მონაცემებს და მოიცავს შემდეგ ცნობებს:

ა) აეროდრომზე და მარშრუტზე დაკვირვებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას;

ბ) აეროდრომზე და მარშრუტზე პროგნოზების შემცველ ინფორმაციას.

5. მარშრუტზე პროგნოზების შემცველი ინფორმაცია ფორმირდება ზმპც-ის მიერ მოწოდებული ციფრული პროგნოზების საფუძველზე, მაშინ როცა, ეს პროგნოზები მოიცავს ფრენის ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს და თუ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის არ არსებობს სხვა შეთანხმება.

6. თუ მითითებულია, რომ პროგნოზი შედგენილია ზმპც-ის მიერ, მასში შემავალ მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში ცვლილებები არ შეიტანება.

7. ინფორმაცია ქარზე და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეების მიხედვით და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ – SIGWX ფრენის ეშელონ 100-ზე ზემოთ, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ დაუყოვნებლივ მათი მიღებისა და არაუგვიანეს 3 საათისა გაფრენამდე. სხვა დანარჩენი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ რაც შეიძლება ადრე.

8. აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს კოორდინაციას სხვა სახელმწიფოების  საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილ უწყებასთან, ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების აუცილებელი შეტყობინებების და/ან პროგნოზების მისაღებად.

9. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის არმქონე აეროდრომის მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება  მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

10. ექსპლუატანტებსა და ეკიპაჟის წევრებს მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიეწოდებათ იმ ადგილზე და იმ დროს, რომელსაც ექსპლუატანტებთან კონსულტაციის საფუძველზე, ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. მომსახურება გაფრენისწინა მზადებისთვის, უნდა ითვალისწინებდეს იმ ფრენებს, რომლებიც იწყება საქართველოს ტერიტორიაზე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-83/](https://legali.ge/law/6952150/muxli-83/)

---

## მუხლი 84. მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფის საშუალებები და მისი ფორმატი

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიმე ქვემოთ მოყვანილი საშუალებით:

ა) ხელნაწერი ან ბეჭდური მასალები, მათ შორის, დადგენილი რუკები და ფორმები;

ბ) მონაცემები რეგულარულ ბადის წერტილებში ციფრული ფორმით;

გ) ბრიფინგი;

დ) კონსულტაცია;

ე) ინფორმაციის ჩვენება; ან

ვ) ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილის ნაცვლად ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში ძალაში რჩება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების     დაშვება კონსულტაციისთვის აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისში ამ წესის 87-ე მუხლის შესაბამისად.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის კონსულტაციის შესაბამისად, მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს, უნდა შეიცავდეს:

ა) პროგნოზებს:

ა.ა) სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის;

ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტენიანობის;

ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;

ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;

ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;

ა.ვ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX);

ა.ზ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების, შემოყინულობისა და ტურბულენტობის;

შენიშვნა 1: ატმოსფეროს ზედა ფენებში ტენიანობისა და ფრენის ეშელონების გეოპოტენციური სიმაღლის პროგნოზები გამოიყენება მხოლოდ ფრენის ავტომატური დაგეგმვისას და მათი ვიზუალურად წარმოდგენა საჭირო არ არის.

შენიშვნა 2: გროვა-საწვიმარი ღრუბლების, შემოყინვისა და ტურბულენტობის პროგნოზები განკუთვნილია დასამუშავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების საექსპლუატაციო საქმიანობისთვის შესაბამისი კონკრეტული ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით ვიზუალურად წარმოსადგენად.

ბ) აეროდრომის რეგულარულ მეტეოროლოგიურ შეტყობინებას (METAR) ან აეროდრომის სპეციალურ მეტეოროლოგიურ შეტყობინებას (SPECI) რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად გამოცემული TREND-პროგნოზების ჩათვლით  გაფრენისა და დაგეგმილი დაფრენის აეროდრომებისთვის, აგრეთვე აფრენის, მარშრუტისა და დანიშნულების სათადარიგო აეროდრომებისთვის;

გ) აეროდრომის პროგნოზს (TAF) ან შესწორებულ TAF-ს – გაფრენისა და დაგეგმილი დაფრენის აეროდრომებისთვის, აგრეთვე აფრენის, მარშრუტისა და დანიშნულების სათადარიგო აეროდრომებისთვის;

დ) პროგნოზებს აფრენისთვის;

დ) ინფორმაციას SIGMET და შესაბამის AIREP SPECIAL შეტყობინებებს, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში.

შენიშვნა: მზადდება მხოლოდ ის AIREP SPECIAL შეტყობინებები, რომლებიც არ იქნა გამოყენებული SIGMET ინფორმაციის მოსამზადებლად.

ე) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;

ვ) რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზონალურ პროგნოზებს GAMET და/ან დაბალ სიმაღლეებზე ზონალური პროგნოზები რუკების სახით, რომლებიც მომზადებულია AIRMET ინფორმაციასთან დამატებით გამოსაცემად, ასევე ინფორმაციას AIRMET დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის;

ზ)  გაფრთხილებებს აეროდრომზე, ადგილობრივი აეროდრომისათვის;

თ) მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან მიღებულ გამოსახულებებს;

ი) მეტეოროლოგიური მიწისპირა რადიოლოკატორის მონაცემებს;

კ) პროგნოზებს ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ;

ლ) VONA შეტყობინებებს და შეტყობინებებს ვულკანური მოქმედების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში.

3. ექსპლუატანტის მოთხოვნით, ფრენების დასაგეგმად მიწოდებულ მეტეროლოგიურ ინფორმაციაში უნდა ჩაერთოს მონაცემები ფრენის ყველაზე დაბალი გამოსაყენებელი ეშელონის დასადგენად.

4. მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში, რომელიც საჭიროა ფრენისწინა დაგეგმვისათვის ვერტმფრენებით ფრენების შესრულებისათვის ღია ზღვაში განლაგებულ ობიექტებზე, განსაკუთრებით უნდა მიეთითოს მოსალოდნელი ხილვადობა წყლისპირა ჰაერის ფენაში, ღრუბლების რაოდენობა და ფორმა (თუ ასეთი მონაცემები არსებობს) ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრები 100 ეშელონზე დაბლა, ზღვის მდგომარეობა, ზღვის ტემპერატურა, საშუალო წნევა ზღვის დონეზე, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ტურბულენტობა, შემოყინულობა, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-84/](https://legali.ge/law/6952150/muxli-84/)

---

## მუხლი 85. ფრენისწინა დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის ფორმატი

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. ზმპც-დან მიღებული ინფორმაცია ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისთვის, მზადდება რეგულარული ბადის კვანძების კოდური ფორმით.

2. ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისათვის, გავრცელდება IWXXM ფორმითაც, ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილის შესაბამისად.

3. წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას განახლებული დაგეგმარებისათვის განკუთვნილი დამატებითი მონაცემები, რომელიც თან ახლავს პროგნოზს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, შედგენილი უნდა იყოს გრაფიკული ფაილის ფორმატში (PNG), ამ წესის №5 დანართის  A5-5 ცხრილის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-85/](https://legali.ge/law/6952150/muxli-85/)

---

## მუხლი 86. ბრიფინგი, კონსულტაციები, ინფორმაციის ჩვენება და საფრენოსნო დოკუმენტაცია

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. მოთხოვნების მიხედვით ტარდება ბრიფინგი და/ან კონსულტაცია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს შორის. ბრიფინგის და/ან კონსულტაციის მიზანია უახლესი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, დაფრენის, სათადარიგო და სხვა შესაბამის აეროდრომებზე, ამასთან, ისინი ემსახურება საფრენოსნო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის განმარტებასა და დამატებას.

2. ინსტრუქტაჟსა და კონსულტაციის ჩასატარებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია შეიცავს ნებისმიერ ან ყველა ელემენტს, რომლებიც ჩამოთვლილია ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

3. თუ აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი გამოთქვამს აზრს მეტეოროლოგიური პირობების ისეთ განვითარებაზე აეროდრომის რაიონში, რომელიც არსებითად განსხვავდება საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული აეროდრომის პროგნოზისაგან, აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ყურადღების გამახვილება აღნიშნულზე. ბრიფინგის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებებს ეხება, იწერება და ჩანაწერი მიეწოდება ექსპლუატანტს.

4. ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას, მონიტორებს და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, როგორც წესი, უზრუნველყოფს გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე აეროდრომზე ასეთი მომსახურება არ ხდება, მეტეოროლოგიურ მომსახურების სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება ყველანაირი ზომა, რათა დაკმაყოფილდეს ეკიპაჟის წევრების მოთხოვნები. განსაკუთრებულ შემთხვევებში აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, რომელიც ემსახურება მოცემულ აეროდრომს, ახორციელებს (ან, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზებას უკეთებს) განმეორებითი ბრიფინგის ჩატარებას, კონსულტაციას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, საჭიროების მიხედვით.

5. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებულია ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ბრიფინგი, კონსულტაცია და/ან გაუფორმდეს დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა ბრიფინგის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარების შესაძლებლობას, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებით.

6. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტში  მოცემულ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია არსებითად იქნება განსხვავებული იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მიწოდებულია ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვისას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს და მიეწოდოს მას შეძლებისდაგვარად დაზუსტებული ინფორმაცია ექსპლუატანტსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისს შორის შეთანხმების საფუძველზე.

7. როდესაც აუცილებელია და შესაძლებელია საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა განახლდეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა კორექტირების შეტანის აუცილებლობა, უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე, უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს, საჰაერო ხომალდზე გადასაცემად.

8. საფრენოსნო ინფორმაცია, რომელიც ეხება გარკვეული მარშრუტზე ურთიერთდაკავშირებულ  სიმაღლეებზე  ქარისა და ჰაერის ტემპერატურის პროგნოზებს, ექსპლუატანტებსა და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: ურთიერთდაკავშირებული ცხრილების გაფორმებისა და შედგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „სააერნაოსნო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896).

9. მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიღებული სხვა  მეტეოროლოგიური საწარმოებიდან უნდა ჩაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციაში ცვლილებების გარეშე.

10. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, უნდა იყოს  გასაგები და ადვილად კითხვადი.

11. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა შეინახოს  ეკიპაჟის წევრებზე გაცემული ინფორმაცია, ბეჭდური ან ელექტრონული ფაილების სახით, მისი გამოშვებიდან, სულ მცირე, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, მოთხოვნის საფუძველზე, წარედგინება გამოძიების ან საავიაციო შემთხვევების მოკვლევისთვის და ამ მიზნით ინახება მათ დასრულებამდე.

შენიშვნა: ტერმინი „რუკა“ ნიშნავს მონაცემთა ვიზუალიზაციას ციფრულ ფორმატში.

12. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, “ა.ვ“, „ბ“, „გ“; „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. თუმცა, იმ ფრენებისთვის, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება ორ საათს და სრულდება მოკლე გაჩერების შემდეგ, ფრენის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“; „გ“; „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ, „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას და სხვა საექსპლუატაციო მიზნებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

13. საჩვენებელი მასალა ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისა და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენების წარმოებასთან.

14. სიმაღლეზე ქარის, სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურისა და ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ამინდის (SIGWX) მოვლენების პროგნოზებთან დაკავშირებული საფრენოსნო დოკუმენტაცია რუკების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი. დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, ალტერნატივის სახით, გამოიყენება GAMET-ის ზონალური პროგნოზები.

შენიშვნა: საფრენოსნო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოსაყენებელი რუკებისა და ფორმების ნიმუშები მოცემულია ამ წესის №1 დანართში. აღნიშნული ნიმუშები და მათი შევსების მეთოდები შემუშავებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ, იკაოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი საექსპლუატაციო მოთხოვნების საფუძველზე.

15. შეტყობინებები METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები „TREND“) TAF, GAMET, SIGMET და AIRMET, საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ და კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაცია უნდა მომზადდეს ამ წესის დანართებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად.

16. საფრენოსნო დოკუმენტაციაში გამოყენებული ადგილმდებარეობის მაჩვენებლები და შემოკლებები უნდა განიმარტოს.

17. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შემავალი ფორმები და რუკები დაბეჭდილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, სადაც ეს მიზანშეწონილია, გამოიყენება მიღებული შემოკლებები, მიეთითება თითოეული ელემენტის საზომი ერთეულები სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №200 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის“ შესაბამისად.

18. ზმცპ-ის მიერ შედგენილი ციფრული პროგნოზებიდან მიღებული რუკები  ექსპლუატანტებს უნდა მიეწოდოთ მოქმედების ფიქსირებული ზონებისათვის, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №5 დანართის A5-1, A5-2 და A5-3 გამოსახულებებში.

19. იმ შემთხვევაში, თუ სიმაღლეებზე ქარის და სიმაღლეებზე ტემპერატურის პროგნოზები მოწოდებულია რუკის ფორმატში, ისინი მზადდება ფრენის ეშელონებისთვის ფიქსირებული დროის პროგნოზული რუკების სახით,  ამ წესის №5 დანართის A5-1 და A5-2 ცხრილების შესაბამისად, ხოლო თუ ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ (SIGWX) პროგნოზები მოწოდებულია რუკის ფორმატში, ისინი მზადდება ფიქსირებული დროის პროგნოზული რუკების სახით, ფრენის ეშელონებით შეზღუდული ატმოსფერული ფენისთვის.

20. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ ფიზიკურ მახასიათებლებს:

ა) მოხერხებულობისათვის რუკების ყველაზე დიდი ზომა შეადგენს 42X30 სმ (A3-ის სტანდარტული ზომა) და უმცირესი ზომა 21X30 სმ (A4-ის სტანდარტული ზომა). ზომის შერჩევა დამოკიდებულია მარშრუტის მანძილზე და ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხზე, რომლის მითითებაც აუცილებელია რუკებზე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმებით;

ბ) ძირითადი გეოგრაფიული ორიენტირების შემოხაზულობა, მაგალითად, სანაპირო ხაზების, მსხვილი მდინარეების და ტბების, გამოისახება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი მარტივი ამოცნობა;

გ) რუკებზე, რომლებიც კომპიუტერულად მზადდება, მეტეოროლოგიური მონაცემები პრევალირებს საწყის კარტოგრაფიულ ინფორმაციაზე;

დ) ძირითადი აეროდრომები მითითებულია წერტილის სახით და აღნიშნულია ქალაქის დასახელების პირველი ასო, რომელსაც ეკუთვნის მოცემული აეროდრომი;

ე) კოორდინატების გეოგრაფიული ბადე დაიტანება მერიდიანებით და პარალელებით, გამოხატული წყვეტილი ხაზებით განედის და გრძედის ყოველ 10 გრადუსში; წერტილები განლაგებულია 1 გრადუსის ინტერვალით;

ვ) განედის და გრძედის მნიშვნელობა მითითებულია რუკების მთლიანი ფართობის სხვადასხვა წერტილში;

ზ) რუკებზე საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განმარტებითი წარწერები კეთდება გარკვევით და მარტივად; მათზე ნათლადაა მითითებული მსოფლიო ზონალური ცენტრების ან სხვა ცენტრების დასახელება, რუკების ტიპი, თარიღი და მოქმედების პერიოდი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საზომი ერთეულები.

შენიშვნა: რუკებზე ფორმების, განსაკუთრებით პოლიგონების, გამოსახვისას, აუცილებელია შესაბამისი კორექტირების შეტანა, თუ ისინი გამოსახულია პროექციებზე, რომლებიც განსხვავდება საწყისი პროგნოზის მომზადებისთვის გამოყენებული პროექციებისგან.

21. საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული მეტეოროლოგიური დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) ქარის მიმართულება აღინიშნება ფრთიანი ისრებით ან დაშტრიხული ალმებით ქარის სიჩქარის საჩვენებლად საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;

ბ) ტემპერატურა მიეთითება ციფრებით საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;

გ) მონაცემები ქარის და ტემპერატურის შესახებ, მიღებული მზპც-დან, დაიტანება საკმაოდ მჭიდრო განედ-გრძედულ ბადეზე; და

დ) ქარის ისრები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი, ვიდრე ტემპერატურის მაჩვენებელი,  ხოლო ორივე უფრო მკაფიო უნდა იყოს ვიდრე რუკების ფონი.

22. 100 და უფრო მაღალ ეშელონზე ფრენებისათვის, რუკების მინიმალურ კომპლექტში ჩართული უნდა იქნეს რუკები ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ  (100-დან 600-მდე ფრენის ეშელონებზე) და ქარის და ტემპერატურის პროგნოსტიკური რუკა ფრენის ეშელონისათვისა და მარშრუტისთვის. ფაქტობრივი რუკები ფრენისწინა დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის თანხმდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ მომხმარებელს შორის.

23. წარმოდგენილი რუკები დგება ზმპც-ის ციფრული პროგნოზების საფუძველზე, როდესაც ასეთი პროგნოზები მოიცავს ფრენის სავარაუდო ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს.

24. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შეფარდებითი სიმაღლე მიეთითება შემდეგი სახით:

ა) ყველა მონაცემი მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, შეფარდებით სიმაღლეზე ქარის სიმაღლეებზე, ტურბულენტობაზე ან ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვარზე სასურველია მიეთითოს ფრენის ეშელონის სახით. ეს მონაცემები შესაძლებელია გამოიხატოს წნევის სიდიდეებში, აბსოლუტურ სიმაღლეში ან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, მიწის ზედაპირიდან სიმაღლის სახით;

ბ) აეროდრომის რაიონში ყველა მეტეოროლოგიური პირობების მონაცემი, მაგალითად, ღრუბლების ქვედა საზღვრის შეფარდებითი სიმაღლის შესახებ, მიეთითება სიმაღლის სახით აეროდრომის შემაღლების მიმართ.

25. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზები წარმოდგენილია რუკების სახით, საფრენოსნო დოკუმენტაცია, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, მათ შორის, ვიზუალური წესით ფრენისთვის, რომელიც წარმოებს  მე-100 ეშელონამდე  სიმაღლეზე (150-ე ეშელონამდე მთიან მხარეში ან საჭიროებისამებრ, უფრო მეტ სიმაღლემდე), უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაცემებს შესაბამის SIGMET და  AIRMET ინფორმაციიდან;

ბ) სიმაღლეებზე ქარის და სიმაღლეებზე ტემპერატურის რუკებს, ამ წესის 67-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

გ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების რუკებს, ამ წესის 67-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

26. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზები წარმოდგენილია შემოკლებებით, ღია ტესტის სახით,  საფრენოსნო დოკუმენტაცია, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, მათ შორის, ვიზუალური წესით ფრენისთვის, რომელიც წარმოებს მე-100 ეშელონამდე სიმაღლეზე (150-ე ეშელონამდე მთიან მხარეში ან საჭიროებისამებრ, უფრო მეტ სიმაღლემდე), უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ინფორმაციას SIGMET და  AIRMET;

ბ) GAMET ზონალურ პროგნოზებს.

27. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის წევრების თვითბრიფინგისთვის,  ფრენების დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადებისთვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენება ავტომატიზებული გაფრენისწინა საინფორმაციო სისტემა, იგი უნდა ითვალისწინებდეს:

ა) საფრენოსნო დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზის სისტემის უწყვეტი და დროული განახლების, ასევე შენახული მეტეოროლოგიური ინფორმაციის სისწორისა და მთლიანობის თვალყურის დევნების საშუალებას;

ბ) ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, ასევე სხვა მომხმარებლებისათვის, სისტემაზე წვდომის საშუალებას, შესაბამისი კავშირგაბმულობის გამოყენებით;

გ)  წვდომისა და გამოკითხვის პროცედურების არსებობას, რომელიც ეფუძნება შემოკლებებით შედგენილ ღია ტექსტს და საჭიროების შემთხვევაში, იკაოს ადგილმდებარეობის ინდექსებსა  და მმო-ს მიერ დადგენილ, საავიაციო მეტეოროლოგიური კოდური მონაცემთა ტიპის აღმნიშვნელებს ან მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მორგებულ სისტემებს ან სხვა შესაფერის მექანიზმებს, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით;

დ) მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას.

შენიშვნა: იკაოს შემოკლებები, კოდები და ადგილმდებარეობის ინდექსები მოცემულია იკაოს ოფიციალურ  გამოცემებში „სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები – ICAO-ს შემოკლებები და კოდები“ (PANS-ABC, Doc 8400) და „ადგილმდებარეობის მაჩვენებლები (ინდექსები)“ ((Doc 7910). საავიაციო მეტეოროლოგიური კოდური მონაცემთა ტიპის აღმნიშვნელები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „კავშირგაბმულობის მსოფლიო  სისტემა“ (WMO-No. 386

[https://legali.ge/law/6952150/muxli-86/](https://legali.ge/law/6952150/muxli-86/)

---

## მუხლი 87. გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები, განკუთვნილი ბრიფინგის, კონსულტაციის ჩასატარებლად, ფრენების დასაგეგმად და საფრენოსნო დოკუმენტაციის შესადგენად

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, ექსპლუატანტისათვის და საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისთვის, თვითბრიფინგის ჩატარების, ფრენების დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებისა და პროექტირებისთვის, იყენებს გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემებს,  მიწოდებული და პროეცირებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 83-ე და 86-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები ექსპლუატანტებისთვის, ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა დაინტერესებული საავიაციო პერსონალისათვის, მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე ერთიანი და ჰარმონიზებული წვდომის უზრუნველსაყოფად, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა განახორციელოს ხარისხის კონტროლისა და მართვის ზომები, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომსახურებასთან და ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მომსახურების წესით“.

3. გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები, რომლებშიც უზრუნველყოფილია თვითბრიფინგის ფუნქცია, უნდა ითვალისწინებდეს ექსპლუატანტებისთვის და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, კონსულტაციის მიღების მიზნით, წვდომას აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისთან, სატელეფონო კავშირის ან სხვა შესაბამისი ელექტრონული საშუალები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-87/](https://legali.ge/law/6952150/muxli-87/)

---

## მუხლი 88. მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის

_თავი IX — მეტეოროლოგიური მომსახურება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის პუნქტს უნდა მიაწოდოს მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე წარადგინოს ეს ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET. მეტეოროლოგიური ინფორმაცია,  ექსპლუატანტის მიერ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ფრენის დაგეგმვისათვის, წარედგინება მოთხოვნის საფუძველზე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს მიეწოდება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, ამ წესის X თავის მოთხოვნების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოში, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს სხვა  მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოდან ან სხვა აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისიდან.

4. მეტეოროლოგიური ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გადაიცემა ამ წესის XI თავში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

5. მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამოდინარე, წარდგენილი უნდა იყოს ფრენის დროს და, როგორც წესი, უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ ელემენტს:

ა) ინფორმაციას METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები „TREND“) ;

ბ) პროგნოზებს TAF და მათ ცვლილებებს;

გ) ინფორმაციას SIGMET, AIRMET და სპეციალურ შეტყობინებებს AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც ეხება მთელ მარშრუტს, იმ პირობით, რომ AIREP SPECIAL ასახული არ იყო შეტყობინებაში SIGMET;

დ) ინფორმაცია ქარსა და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეებზე;

ე) ფრენისთვის შესაბამის საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის, ტროპიკული ციკლონისა და კოსმოსური ამინდის შესახებ;

ვ) პროგნოზებს ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ;

ზ) სხვა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული ფორმით მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში გრაფიკული ინფორმაციის გამოსახვის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896).

თავი X
მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,

ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-88/](https://legali.ge/law/6952150/muxli-88/)

---

## მუხლი 89. მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოებისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, შესაბამის საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტთან კონსულტაციის საფუძველზე, აწვდის მას იმ უკანასკნელ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად.

2. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი უნდა თანამშრომლობდეს სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტთან, მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.

3. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უნდა თანამშრომლობდეს საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტთან ან რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტთან, მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.

4. თუ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მოვალეობების დაკისრება ორ ან რამდენიმე აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურზე ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოზე, პასუხისმგებლობის განაწილება უნდა მოხდეს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის კონსულტაციის საფუძველზე.

5. ავარიულ სიტუაციაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-89/](https://legali.ge/law/6952150/muxli-89/)

---

## მუხლი 90. მეტეოროლოგიური ინფორმაცია სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უნდა უზრუნველყოს უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, მათ შორის:

ა) ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით შესაბამის აეროდრომზე და მათი კორექტივებით;

ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე;

გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად, მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;

დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;

ე) მიღებული შეტყობინებით VONA და ინფორმაციით ვულკანური მოქმედების შესახებ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის  მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-90/](https://legali.ge/law/6952150/muxli-90/)

---

## მუხლი 91. მეტეოროლოგიური ინფორმაცია მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისათვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, საჭიროებისამებრ, სამეთვალყურეო მისადგომის პუნქტი უნდა უზრუნველყოს უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, მათ შორის:

ა) ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის, წნევის მიმდინარე მონაცემებით, პროგნოზებით TAF-ი და TREND ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე;

ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას;

გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად, მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;

დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;

ე) მიღებული შეტყობინებით VONA და ინფორმაციით ვულკანური მოქმედების შესახებ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის  მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-91/](https://legali.ge/law/6952150/muxli-91/)

---

## მუხლი 92. მეტეოროლოგიური ინფორმაცია რაიონული სამეთვალყურეო პუნქტისა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საჭიროებისამებრ, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი უნდა უზრუნველყოს შემდეგი უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:

ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის (FIR) ან სამეთვალყურეო რაიონის (CTA) ფარგლებში მდებარე აეროდრომებისა და სხვა ადგილების METAR და SPECI, მათ შორის, ატმოსფერული წნევის მიმდინარე მონაცემებით, TAF და TREND-პროგნოზებით და მათი შესწორებებით, აგრეთვე, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის (FIC) ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტების (ACC) მოთხოვნის შემთხვევაში რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით განსაზღვრული მომიჯნავე FIR-ების აეროდრომების შესაბამისი ინფორმაციით;

ბ) FIR-ის ან CTA-ისთვის განკუთვნილი სიმაღლეზე ქარის, სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურისა და მარშრუტზე ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზებით და მათი შესწორებებით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ვიზუალური ფრენის წესებით ფრენების შესრულება შეუძლებელი გახადოს; ასევე, SIGMET და AIRMET ინფორმაციით და შესაბამისი სპეციალური საჰაერო მოხსენებებით; აგრეთვე, თუ ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით და მოთხოვნილია FIC-ის ან ACC-ის მიერ, მომიჯნავე FIR-ების შესაბამისი ინფორმაციით;

გ) ნებისმიერი სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელსაც მოითხოვს საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი  ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო საჭიროებებისთვის;

დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;

ე) მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში გატყორცნილი რადიოაქტიური მასალის შესახებ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმების საფუძველზე;

ვ) თავისი პასუხისმგებლობის არის ფარგლებში, ტროპიკული ციკლონების შესახებ, საკონსულტაციო ცენტრიდან მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციით;

ზ) თავისი პასუხისმგებლობის არის ფარგლებში, ვულკანური ფერფლის შესახებ, საკონსულტაციო ცენტრიდან მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციით;

თ) ვულკანური მოქმედების შესახებ და VONA შეტყობინებებით, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთვის ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებების, შეტყობინებების METAR და SPECI, პროგნოზების TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზების, ინფორმაციის SIGMET და AIRMET, სიმაღლეებზე ქარისა და ტემპერატურის პროგნოზების და მათი კორექტივების მიწოდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი მომზადდ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-92/](https://legali.ge/law/6952150/muxli-92/)

---

## მუხლი 93. მეტეოროლოგიური ინფორმაცია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჭიროებისამებრ, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს უნდა მიაწოდოს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაცია.

2. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს მიეწოდება:

ა) ინფორმაცია საერთაშორისო ჰაერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP GEORGIA) ჩასართავად;

შენიშვნა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ჩასართავი ინფორმაციის დეტალები მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა“ (PANS-AIM, Doc. 10066) მე-3 დამატების, პირველი ნაწილის, პუნქტში „GEN 3.5“ და მე-3 ნაწილის პუნქტებში „AD 2.2; 2.11; 3.2 და 3.11“.

ბ) ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია  NOTAM-ის და ASHTAM-ის მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაცია:

ბ.ა) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს დაარსების, ფუნქციონირების შეწყვეტის და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს დროულად, ძალაში შესვლის ვადამდე, რადგან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად, გამოიცეს NOTAM-ი;

ბ.ბ) ვულკანური მოქმედების წარმოშობის შესახებ;

ბ.გ) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ;

გ) აუცილებელი ინფორმაცია ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცირკულარების მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაცია:

გ.ა) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მისი ორგანიზების წესებისა და საშუალებების შესახებ, და:

გ.ბ) საჰაერო ხომალდების ფრენების შესრულებაზე განსაზღვრული მეტეოროლოგიური მოვლენების ზემოქმედების შესახე

[https://legali.ge/law/6952150/muxli-93/](https://legali.ge/law/6952150/muxli-93/)

---

## მუხლი 94. მეტეოროლოგიური ინფორმაცია ძებნა-შველის ცენტრისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს  უნდა მიაწოდოს  მეტეოროლოგიური ინფორმაცია იმ ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებს შორის გაფორმებული შეთანხმებით. ამ მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო მუდმივ კავშირში უნდა იყოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრთან მთელი ძებნა-შველის ოპერაციის განმავლობაში. ინფორმაცია, რომლითაც უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრები, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ცნობილი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის უკანასკნელი ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული საჰაერო ხომალდის დაგეგმილი მარშრუტის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მონაცემებს, რომელიც არ ვრცელდება რეგულარულად. საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისთვის  მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს, არსებობის შემთხვევაში:

ა) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ფრენის მარშრუტზე;

ბ) ღრუბლების რაოდენობის და სახეობების (კერძოდ, გროვა-საწვიმარის) და ღრუბლის ქვედა და ზედა საზღვრის შესახებ;

გ) ხილვადობის შესახებ და იმ მოვლენების შესახებ, რომელიც აუარესებს ხილვადობას;

დ) მიწისპირა ქარის და სიმაღლეებზე ქარის შესახებ;

ე) ზედაპირის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, თოვლის საფარის ან წყლის არსებობის შესახებ;

ვ) ზღვის ზედაპირის ტემპერატურის შესახებ, ზღვის მდგომარეობის შესახებ, ყინულის საფარის შესახებ, ასეთის არსებობისას და აუცილებლობისას, ოკეანის დინებების შესახებ;

ზ) წნევის შესახებ ზღვის დონეზე.

2. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ყველა ღონეს მიმართავს დეტალური მონაცემების მისაღებად იმ საფრენოსნო დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც მის მიერ მიეწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, მათ შორის, პროგნოზების კორექტივების შესახებ, რომლებიც გადაეცა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს.

3. ძებნა-შველის ოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, მოთხოვნის საფუძველზე, არსებობის შემთხვევაში, წარადგენს:

ა) სრულ და დეტალურ ინფორმაციას  სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ძებნის ზონაში; და

ბ) ინფორმაციას სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, მათ შორის, იმ ფრენის მარშრუტებზე, რომლებსაც ასრულებენ სამაშველო საჰაერო ხომალდები იმ აეროდრომიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს ძებნა.

4. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უზრუნველყოფს აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით (შესაძლებლობის შემთხვევაში) წყალზედა ხომალდებს, რომლებიც აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციებ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-94/](https://legali.ge/law/6952150/muxli-94/)

---

## მუხლი 95. მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება, გავრცელება და გადაცემა

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. საფრენოსნო ინფორმაციის მიზნებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, მიმდინარე მეტეოროლოგიური შეტყობინებები და პროგნოზები მიეწოდება კავშირგაბმულობის სადგურებს. აუცილებლობის შემთხვევაში ამგვარი ინფორმაციის ასლი ეგზავნება საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს ან რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში კომპიუტერულად, ციფრულ ფორმატში დამუშავებული მონაცემები,მიეწოდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს საკუთარ კომპიუტერულ სისტემებში გამოყენების მიზნით, მონაცემების გადაცემის  პირობები უნდა განისაზღვროს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით. მონაცემების მიწოდება უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, პროგნოზების დამუშავების დასრულებისთანავ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-95/](https://legali.ge/law/6952150/muxli-95/)

---

## მუხლი 96. მეტეოროლოგიური ინფორმაცია სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო პუნქტისთვის

_თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,_

1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია,  სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტს (AFIS) მიაწოდოს ყველა ის მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფისთვის, მათ შორის:

ა) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ბ) ბარომეტრული სიმაღლის საზომის დასაყენებელი მონაცემები;

გ) ჰაერის გარე ტემპერატურა და ნამის წერტილი;

დ) ხილვადობა და ის მოვლენები, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას;

ე) ღრუბლების რაოდენობა და ღრუბლის ქვედა საზღვარი;

ვ) მიმდინარე ამინდი.

2. მეტეოროლოგიურმა მომსახურების საწარმომ, ასევე, უნდა მიაწოდოს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური შეტყობინებები:

ა) შეტყობინება METAR-ი, სააეროდრომო პროგნოზები TAF-ი და მათი კორექტივები აეროდრომ(ებ)ზე;

შენიშვნა: TAF-ის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 6, 9 ან 12 საათს, 3 საათის განახლების პერიოდით;

ბ) ინფორმაცია SIGMET-ი და AIRMET-ი,

გ) ზონალური პროგნოზი GAMET-ი განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას;

დ) მიღებული ინფორმაცია ვულკანური ფერფლის, ვულკანური აქტივობის ან ამოფრქვევის შესახებ, როდესაც SIGMET-ი ჯერ არ არის გამოცემული.

3. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ტექნიკური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება იყოს დაკალიბრებული მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

4. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს ტექნიკური საშუალებების დაკალიბრების, მომსახურების, გაუმართაობის აღმოფხვრისა და ჩანაცვლების პროცედურები მწარმოებლის რეკომენდაციების საფუძველზე.

თავი XI
კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-96/](https://legali.ge/law/6952150/muxli-96/)

---

## მუხლი 97. მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. მეტეოროლოგიურმა მომსახურების საწარმომ აეროდრომის მეტეოროლოგიური  ოფისი და საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც მათ შეეძლებათ, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიაწოდონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს, იმ აეროდრომებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, კერძოდ, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტებს და კავშირგაბმულობის სადგურებს, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ აეროდრომს.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც მას შეეძლება, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიაწოდოს  საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს და ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, მის პასუხისმგებლობის არეში არსებულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, სამეთვალყურეო რაიონსა და ძებნა-შველის რაიონში.

3. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საწარმოში შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებების არსებობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებიდან აუცილებელი მონაცემების მიღება/გავრცელება.

4. კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის და, აუცილებლობის შემთხვევაში, საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებსა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტებს შორის, უნდა ითვალისწინებდეს კავშირის დამყარების შესაძლებლობას სამეტყველო ფორმით, ამასთან ერთად, კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 15 წამში. კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს/მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს, ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრებს და კავშირგაბმულობის სადგურებს შორის, უნდა ითვალისწინებდნენ:

ა) კავშირის დამყარების შესაძლებლობას სამეტყველო ფორმით, ამასთან ერთად, კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს 15 წამში.

ბ) კავშირის დამყარების შესაძლებლობას ბეჭდური ფორმით, როდესაც ჩანაწერი მოითხოვება მიმღების მიერ. შეტყობინების გადაცემის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

შენიშვნა: „დაახლოებით 15 წამი“ გულისხმობს სატელეფონო კომუნიკაციას, სატელეფონო გადამრთველი პანელის გამოყენებით, ხოლო „5 წუთი“ გულისხმობს კომუნიკაციას ბეჭდური სახით, შეტყობინების განმეორებით გადაცემით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კავშირგაბმულობის  საშუალებებს, შესაძლებელია, აუცილებლობის შემთხვევაში, დაემატოს სხვა სახის ვიზუალური ან ხმოვანი კავშირის საშუალებები, ისეთი, როგორიცაა, ჩაკეტილი სატელევიზიო  სისტემა ან მონაცემთა დამუშავების განცალკევებული სისტემები.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლის მეშვეობითაც, ექსპლუატანტები შეძლებენ მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღებას აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისებიდან და სხვა წყაროებიდან.

7. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი კავშირგაბმულობის საშუალებების არსებობა, რომლის მეშვეობითაც, მეტეოროლოგიურ სამსხურები შეძლებენ სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-97/](https://legali.ge/law/6952150/muxli-97/)

---

## მუხლი 98. ფიქსირებული საავიაციო კავშირის საშუალებების გამოყენება და საჯარო ინტერნეტის გამოყენება

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. კავშირგაბმულობის საშუალებად ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის უნდა გამოიყენებოდეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ან ოპერატიულობის თვალსაზრისით, არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის საჯარო ინტერნეტი, მისი გამართულად მუშაობის შემთხვევაში, რეგიონული ორმხრივი/მრავალმხრივი სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციისა და საჯარო ინტერნეტის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „სააერნაოსნო სისტემებისთვის საჯარო ინტერნეტის გამოყენების სახელმძღვანელო“ (Doc 9855).

2. თუ საჰაერო მოძრაობის მართვის კომპიუტერული სისტემებისთვის უზრუნველყოფილია სიმაღლეებზე რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით დამუშავებულ მონაცემებზე წვდომა, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს  შორის შეთანხმებით.

3. თუ ექსპლუატანტების კომპიუტერული სისტემებისთვის უზრუნველყოფილია სიმაღლეებზე რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით დამუშავებულ მონაცემებზე წვდომა, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს საჰაერო  მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმები

[https://legali.ge/law/6952150/muxli-98/](https://legali.ge/law/6952150/muxli-98/)

---

## მუხლი 99. მეტეოროლოგიური ბიულეტენები

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც შეიცავს ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარება შესაბამის მომხმარებელზე სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების მეშვეობით ან საჯარო ინტერნეტით გადაცემას, ქვეყნდება იმ მეტეოროლოგიური საწარმოს ან საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მერ, რომელიც პასუხისმგებელია განსაზღვრულ არეზე.

2. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი შეტყობინებებისა და ბიულეტენების გადაცემის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-99/](https://legali.ge/law/6952150/muxli-99/)

---

## მუხლი 100. მეტეოროლოგიური ბიულეტენები ანბანურ-ციფრულ ფორმაში

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული გადაცემებისათვის, უნდა გადაიცეს რეგულარულად, მითითებული დროს განრიგის მიხედვით. შეტყობინება METAR უნდა გადაიცეს არაუგვიანეს 5 წუთისა, დაკვირვების ფაქტობრივი დროიდან. პროგნოზები TAF უნდა გადაიცეს 1 საათით ადრე მის ძალაში შესვლამდე.

2. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავს ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარება საავიაციო ფიქსირებული კავშირის ან საჯარო ინტერნეტით გადაცემას, უნდა ჰქონდეს სათაური, რომელიც შედგება:

ა) ოთხი ასოსა და ორი ციფრისგან შემდგარი ინდექსისგან;

ბ) იკაოს ოთხასოიანი მდებარეობის ინდექსისგან, რომელიც შეესაბამება მეტეოროლოგიური ბიულეტენის შემქმნელი ან შემდგენი მეტეოროლოგიური საწარმოს გეოგრაფიულ მდებარეობას;

გ) ჯგუფისგან „თარიღი-დრო“;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, სამასოიანი ინდექსისგან.

შენიშვნა 1:  სათაურის ფორმატისა და შინაარსის  ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „მსოფლიო კავშირგაბმულობის სისტემა“ (No.386) და იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896);

შენიშვნა 2: იკაოს ადგილმდებარეობის ინდექსები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში ადგილმდებარეობის ინდექტები“ (Doc 7910).

3. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი ბიულეტენები უნდა გავრცელდეს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების საშუალებით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ზპმც-ის მონაცემები ვრცელდება რუკების სახით, მათი ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისად მკაფიო გამოსახულებას ფრენების დაგეგმვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად. მიღებული რუკების გამოსახულების 95% უნდა იყოს ნათლად გასარჩევი.

5. ინფორმაციის გადაცემისას შეფერხებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს მუშაობის ნებისმიერი ხანგრძლივობისას 6 საათიანი პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში.

6. ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში მომზადებული პროგნოზები უნდა გადაიცეს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების საშუალებით ან საჯარო ინტერნეტის საშუალებით, შესაბამისი ბადის კვანძების მონაცემთა ფორმატშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-100/](https://legali.ge/law/6952150/muxli-100/)

---

## მუხლი 101. საავიაციო მობილური მომსახურების გამოყენება

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. მეტეოროლოგიური ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი, რომელიც გადაიცემა საჰაერო ხომალდზე და საჰაერო ხომალდიდან, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დებულებებს.

2. საჰაერო ხომალდზე გადასაცემი შეტყობინებების, პროგნოზების და SIGMET ინფორმაციის ფორმატი და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის IV, VI და VII თავების დებულებებს.

3. საჰაერო ხომალდიდან გადმოცემული AIREP შეტყობინებების ფორმატი და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის V თავის დებულებებსა და იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) პირველ დამატებას.

4. სააერნაოსნო მობილური მომსახურების მეშვეობით გადაცემული მეტეოროლოგიური ბიულეტენის შინაარსი არ უნდა განსხვავდებოდეს ბიულეტენის თავდაპირველი ვარიანტისაგა

[https://legali.ge/law/6952150/muxli-101/](https://legali.ge/law/6952150/muxli-101/)

---

## მუხლი 102. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის პროგნოზები

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. პმც-ის პროგნოზების გადასაცემად  უნდა  გამოიყენებოდეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ან საჯარო ინტერნეტი.

2. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის პროგნოზები უნდა ვრცელდებოდეს ციფრულ ფორმატში. მონაცემების გასავრცელებელი მეთოდები და არხები განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულების საფუძველზ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-102/](https://legali.ge/law/6952150/muxli-102/)

---

## მუხლი 103. საავიაციო მონაცემების გადაცემის ხაზის სისტემის გამოყენება და D-VOLMET შეტყობინების შინაარსი

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. შეტყობინება D-VOLMET უნდა შეიცავდეს მიმდინარე შეტყობინებებს METAR და SPECI, აგრეთვე, TREND ტიპის პროგნოზებს, პროგნოზებს TAF, ინფორმაციას SIGMET, სპეციალურ შეტყობინებას საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც არ არის ჩართული ინფორმაციაში SIGMET და არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას AIRMET.

2. აეროდრომები, რომლებზეც შეტყობინება METAR, SPECI და TAF გადაიცემა კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.

3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვის შეტყობინება SIGMET და AIRMET ექვემდებარება გადაცემას კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.

4. შეტყობინებების, პროგნოზების და ინფორმაციების SIGMET და AIRMET-ის ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს D-VOLMET-ის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის IV, VI, და VII თავების დებულებებს.

5. აეროდრომები, რომელთა METAR და SPECI განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.

6. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, რომლის SIGMET და AIRMET განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.

7. ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისთვის ხაზით „მაღლა“ გადაიცემა უახლესი METAR, TAF, SPECI, მოქმედი SIGMET და AIRMET ინფორმაცია.

8. D-VOLMET-ში ჩართული TAF, აუცილებლობის შემთხვევაში კორექტირდება, რათა კავშირის ხაზით „მაღლა“ საჰაერო ხომალდზე გადასაცემ ყოველ პროგნოზში ასახულ იქნეს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ხელთ არსებული უახლესი ინფორმაცია.

9. თუ საფრენოსნო რაიონისთვის  არ არის გაცემული მოქმედი SIGMET ინფორმაცია, D-VOLMET-ში უნდა მიეთითოს NIL SIGME

[https://legali.ge/law/6952150/muxli-103/](https://legali.ge/law/6952150/muxli-103/)

---

## მუხლი 104. რადიოსამაუწყებლო საშუალებებით მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა და VOLMET შეტყობინების შინაარსი

_თავი XI — კავშირის საშუალებების გამოყენება მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის_

1. უწყვეტი რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება ძალიან მაღალი სიხშირის არხებით (VHF), უნდა გადაიცემოდეს მიმდინარე შეტყობინებები METAR და SPECI , TREND ტიპის პროგნოზების ჩართვით.

2. რეგულარული რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება მაღალი სიხშირის (HF) არხებით, უნდა გადაიცემოდეს მიმდინარე შეტყობინებები METAR და SPECI, TREND ტიპის პროგნოზების ჩართვით და როდესაც ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით, პროგნოზები TAF და ინფორმაცია SIGMET).

3. აეროდრომები, რომელთათვისას რადიოსამაუწყებლო გადაცემისას VOLMET ტრანსლირდება შეტყობინებები და პროგნოზები, აგრეთვე, მათი რიგითობა და გადაცემის დრო განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.

4. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვისაც ინფორმაცია SIGMET ჩართულია რეგულარულ რადიოსამაუწყებლო გადაცემებში VOLMET, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით. თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია მათი ჩართვა, ინფორმაცია SIGMET გადაიცემა გადაცემის დასაწყისში ან 5-წუთიანი დროის მონაკვეთის დასაწყისში.

5. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის დროისთვის შეტყობინება აეროდრომიდან  არ იქნა მიღებული, გადაცემაში ერთვება უახლესი ხელმისაწვდომი შეტყობინება, დაკვირვების დროის მითითებით.

6. გეგმურ  რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET ჩართული პროგნოზი TAF საჭიროებისამებრ, უნდა განახლდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაცემისას პროგნოზი ასახავდეს შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ხელთ არსებულ უახლეს ინფორმაციას.

7. იმ შემთხვევაში, თუ გეგმიურ რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET ერთვება SIGMET ინფორმაცია, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის მოქმედი SIGMET ინფორმაციის არარსებობისას, გადაიცემა „NIL SIGMET“.

8. შეტყობინებების, პროგნოზების და ინფორმაციის SIGMET ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს VOLMET რადიოსამაუწყებლო გადაცემის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის IV, VI, და VII თავების დებულებებს.

9. რადიოსამაუწყებლო გადაცემისთვის VOLMET გამოიყენება სტანდარტული რადიოსატელეფონო ფრაზეოლოგია.

შენიშვნა: რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გამოსაყენებელი რადიოსატელეფონო ფრაზეოლოგიის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის  „საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებსა და საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოს“ (Doc 9377) პირველ დამატებაშ

[https://legali.ge/law/6952150/muxli-104/](https://legali.ge/law/6952150/muxli-104/)
