საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1227
სარეგისტრაციო კოდი
280000000.22.027.017709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1227

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 1113 მუხლის მე-9 პუნქტის, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები

 

მუხლი 1

ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) სოციალური დაცვის იმ დამატებით გარანტიებს, რომლებიც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის.

მუხლი 2

მოსამსახურეს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) დაქორწინება;

ბ) შვილის შეძენა/ბავშვის შვილად აყვანა;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, დედა, მამა, მშვილებელი) გარდაცვალება.

მუხლი 3

1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე ან/და მისი უშუალო ხელმძღვანელი მოსამსახურისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე დასაბუთებული განცხადებით/მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს უფროსს.

2. განცხადებას/მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი).

3. მოსამსახურეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1875 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

მუხლი 4

ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან ან ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1227. სარეგისტრაციო კოდი — 280000000.22.027.017709.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“, №1227, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 280000000.22.027.017709 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952458/