„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №22 |
|
2026 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწეები წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელმძღვანელობის დავალებით მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის თანამშრომელთა შეხვედრების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) მთავრობის თავმჯდომარის, ხელმძღვანელობის დავალებით, ასევე, აფხაზეთის მთავრობის სხვა საჯარო მოსამსახურეების სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3. მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“-„შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) აპარატის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;“.
6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებლებამდე დაყვანა;
ე) მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტაციის რედაქტირება;“.
7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობა და, საჭიროების შემთხვევაში, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;“.
8. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“.
9. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“.
10. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის 5.1. ქვეპუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“.
11. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2. ქვეპუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“.
12. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უფლებამოსილი პირის დავალების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის საკონტროლო დოკუმენტების/დავალებების შესრულების კონტროლის/მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ლ) პერიოდულად ან/და უფლებამოსილი პირის დავალების შესაბამისად, აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ აფხაზეთის მთავრობის აპარატში შემოსული და გასული კორესპოდენციის შესრულების პერიოდული მონიტორინგის განხორციელება;“.
13. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“, „ლ2“, „ლ3“, „ლ4“ და „ლ5“ ქვეპუნქტები:
„ლ1) აპარატში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;
ლ2) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების (ადმინისტრაციული წარმოების) ჩატარება და შესაბამისი დასკვნის აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ3) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა, სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის, აპარატის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და მათი პრევენციის მიზნით აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წინადადებების წარდგენა;
ლ4) აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ5) აპარატის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;“.
14. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის 6.2 ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ე“ – „ლ5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს ეფექტიანობის დეპარტამენტის მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.07.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010200000.32.061.016484.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 21.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.061.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952519/