დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8 067,8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
8,067.8
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
6,250.0
03 02
მწვანე ნარგავების გაშენება, მოვლა-პატრონობა
1,567.5
03 02 01
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
467.5
03 02 02
მწვანე ნარგავების გაშენება
1,100.0
03 04
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
250.3
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
03 01
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ერთიანი სტრუქტურის მიმართებაში, ასევე მისი ცალკეული ფრაგმენტების კონტექსტში. მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცალკეული ტერიტორიის მწვანე საფარის, ქუჩების, გზების დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა 45 კმ-ზე კასპის ნაგავსაყრელზე, სანაგვე კონტეინერების მოვლა-პატრონობა, გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება; ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა წვიმის დროს ნიაღვრისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან.
მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება (კონტეინერების შეძენა) მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.
პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები მოიცავს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ადმინისტრაციულ ხარჯებს.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია დასუფთავების მუნიციპალური სერვისის ხარისხიანი ფუნქციონირება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
03 02 01
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა.
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში სეზონური და მრავალწლიანი მცენარეებით დეკორატიულად იქნება გაფორმებული მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორია.
მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად სისტემატურად იქნება ჩატარებული სხვადასხვა სახის სამუშაოები: მწვანე საფარის მოთიბვა, ბალახის დაგროვება და გატანა, ხე-მცენარეების დეკორატიული სხვლა, გადამხმარი და დაზიანებული ხე-მცენარეების ამოძირკვა და გატანა, ხე-მცენარეების გადაბელვა, ხე-მცენარეების შეხვევა/გახსნა სეზონურად, მწვანე ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამლა, საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხე-მცენარეების ირგვლივ შემობარვა, გათოხნა-გაფხვიერება, სეზონური მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა და ამოღება, მცენარეების ირგვლივ გამარგვლა;
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია გამწვანების ღონისძიებები, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე საფარის და ნარგავების მოვლა-პატრონობა, გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების გაშენება
03 02 02
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა.
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის აუცილებელია მისი იერსახის ჰიგიენური და ესთეტიკური მოწესრიგება, ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვა, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ვიზიტორთა კეთილდღეობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში სეზონური და მრავალწლიანი მცენარეებით დეკორატიულად იქნება გაფორმებული მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორია, განხორციელდება ხეების გადაბელვა.
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია გამწვანების ღონისძიებები, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე საფარის და ნარგავების მოვლა-პატრონობა, გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
03 04
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
პროგრამის მიზანი
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები მოვლა-პატრონობა და პოპულაციის რეგულირება
პროგრამის აღწერა
დაგეგმილია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები: მათი ჰუმანური წესით დაჭერა, დეჰელმენტიზაცია, სტერილიზაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია საერთაშორისოდ აღიარებული (TVNR) მეთოდოლოგიით და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვება ან იზოლაცია; მოსახლეობის შეტყობინებაზე დროული და ეფექტური რეაგირება;
მოსალოდნელი შედეგი
განხორციელებულია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებე