სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№013
სარეგისტრაციო კოდი
010230000.58.070.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №013

2026 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ


„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი



სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესი
  

  

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – აუდიტის სამსახური) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის  წესს.

2. ამ წესის  მიზანს წარმოადგენს  სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გაცემის ორგანიზების და აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა.

3.  ამ წესის მიზნებისთვის, უფლებამოსილ პირს, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს  სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ან მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭება, წარმოადგენს აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი (შემდგომ − პრეზიდიუმის წევრი).

4. პრეზიდიუმის წევრს, რომელსაც გენერალური აუდიტორის ბრძანებით უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ეძლევა შესაბამისი ჩანაწერის მქონე სამსახურებრივი მოწმობა.

5. აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, გაცემასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს აუდიტის სამსახურის საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომ – საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი).

6. აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომ – ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი) უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული:

ა) გენერალური აუდიტორის ბრძანებების მომზადებას;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ შესაბამისი ჩანაწერის მქონე სამსახურებრივი მოწმობის დამზადებას/გაცემას;

გ) სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის/ჩაბარების და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების/მოხსნის რეგისტრაციის ორგანიზებას.


მუხლი 2. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვა
1. აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს განეკუთვნება აუდიტის სამსახურის ბალანსზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აუდიტის სამსახურის ბალანსზე არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №1).

3. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი მიანიჭოს პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს და მისცეს მას ტარების უფლება.


მუხლი 3. აუდიტის სამსახურის ბალანსზე არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა/ჩაბარება
1. პრეზიდიუმის წევრი გენერალურ აუდიტორს წარუდგენს მოხსენებით ბარათს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის შესახებ.

2. პრეზიდიუმის წევრზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება  გენერალური აუდიტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

3. პრეზიდიუმის წევრი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით მიმართავს გენერალურ აუდიტორს მისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მარკის, მოდელისა და ნომრის მითითებით.

4. პრეზიდიუმის წევრი პრეზიდიუმის წევრობის სტატუსის შეწყვეტის ან/და აუდიტის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აბარებს მასზე გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების შემთხვევაში გამოიცემა გენერალური აუდიტორის შესაბამისი ბრძანება.

6. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა/ჩაბარება საჭიროებს რეგისტრაციას სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

7. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის პრეზიდიუმის წევრზე გაცემა და პრეზიდიუმის წევრისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №2).

8. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიღებისას  პრეზიდიუმის წევრი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში წარადგენს ხელწერილს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დაცვის თაობაზე (დანართი №3).


მუხლი 4. პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭება/მოხსნა
1. პრეზიდიუმის წევრი გენერალურ აუდიტორს წარუდგენს მოხსენებით ბარათს მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხსენებით ბარათში მიეთითება პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მარკა, მოდელი და ნომერი. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთვოდეს სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს მიანიჭოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი და  პრეზიდიუმის წევრს მიანიჭოს მისი ტარების უფლება.

3. პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მოხსნა ხდება პრეზიდიუმის წევრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ გენერალური აუდიტორის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით.

4. პრეზიდიუმის წევრობის სტატუსის შეწყვეტის ან/და აუდიტის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ავტომატურად ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი, ასევე უქმდება მისი ტარების უფლება.

5. ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭება/მოხსნა საჭიროებს რეგისტრაციას სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

6. პრეზიდიუმის წევრის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი, აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №4).


მუხლი 5. აუდიტის სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა
1. პრეზიდიუმის წევრი უზრუნველყოფს მასზე გაცემული, აუდიტის სამსახურის ბალანსზე რიცხული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესების დაცვას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული საკუთრებაში არსებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შემთხვევაში პრეზიდიუმის წევრი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს.

3. აუდიტის სამსახურის ბალანსზე რიცხული, იმ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, რომელიც არ არის გაცემული პრეზიდიუმის წევრებზე, უზრუნველყოფს საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ საცავში (საიარაღო ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, სადაც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

4. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს  განმუხტულ მდგომარეობაში და ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება.

5. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის საცავზე (საიარაღო ოთახზე) ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი.

6. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლება აქვს საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის და ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, ასევე ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შეიძლება დაშვებული იყოს სხვა პირიც.

7. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) ყოველი შესვლა აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №5).


მუხლი 6. აუდიტის სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების შემოწმება-ინვენტარიზაცია
 

1. აუდიტის სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ყოველწლიური ინვენტარიზაცია ტარდება გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ინვენტარიზაციის წესით.  

2. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ინვენტარიზაციის დროს ხდება როგორც იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) არსებული, ასევე პრეზიდიუმის წევრებზე გაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღწერა-დათვალიერება და იარაღის მდგომარეობის შემოწმება.

3. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას, როგორც წესი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პრეზიდიუმის წევრებზე გაცემა და ჩაბარება შეჩერებულია, გარდა პრეზიდიუმის წევრის პრეზიდიუმის წევრობის სტატუსის შეწყვეტის ან/და აუდიტის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევისა.



დანართი №1
 

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის რეესტრი


  

იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) არსებული

ცეცხლსასროლი იარაღი

 

რიგითი ნომერი

იარაღის მოდელი

იარაღის ნომერი

შენიშვნა

 

სეიფი №1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებზე გაცემული

ცეცხლსასროლი იარაღი

 

რიგითი ნომერი

სახელი, გვარი

თანამდებობა

იარაღის მოდელი და ნომერი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დანართი №2
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  პრეზიდიუმის წევრზე გაცემისა ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების (დაბრუნების) აღრიცხვის ჟურნალი

  

 

№

სახელი, გვარი

თანამდებობა

ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი №

გენერალური აუდიტორის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიმღები თანამშრომლის         ხელმოწერა, მიღების თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამბარებელი თანამშრომლის ხელმოწერა, ჩაბარების თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემზე/ ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დანართი №3
  

  

ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი

 

მე – __________________________________________________________

______________________________________________________________

გაცნობილი ვარ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ.

ინდივიდუალური ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის მოხმარებისა და გამოყენების წესებს ვფლობ სრულყოფილად.

ჩემზე გაპიროვნებულ ცეცხლსასროლ იარაღს შევინახავ იარაღისათვის განკუთვნილ ჩემს სარგებლობაში არსებულ სათანადო სეიფში არასაბრძოლო მდგომარეობაში.

სრულად დავიცავ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, შენახვისა და გამოყენების წესებს.

ზემოაღნიშნულს ვადასტურებ წინამდებარე ხელწერილით.

 

    ------------------------------------                                                                                                     

                    ხელმოწერა                                                                          / სახელი, გვარი   /

                         

თარიღი:



დანართი №4
  

  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  პრეზიდიუმის წევრების საკუთრებაში არსებული და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსმინიჭებული იარაღის რეესტრი 
 

№

სახელი, გვარი

თანამდებობა

ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი №

გენერალური აუდიტორის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დანართი №5
   

იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის აღრიცხვის

ჟურნალი

 

№

სახელი, გვარი

თანამდებობა

შესვლის თარიღი, დრო და მიზეზი

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2026.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“?
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.07.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №013. სარეგისტრაციო კოდი — 010230000.58.070.016108.
სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“, №013, 23.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952872/