მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. მცხეთა |
|
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებას და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები.
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, ზონირებას;
გ) სივრცით დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესში ჩართულობას;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას/შეთანხმებას;
ვ) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო განყოფილების საქმიანობას – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) ურბანული განვითარების განყოფილება.
1. განყოფილება:
ა) მონაწილეობს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში;
ბ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ) განიხილავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ამზადებს ლეგალიზების ან/და ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. განყოფილებას გააჩნია შტამპი, რომლითაც მოწმდება შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი.
განყოფილება:
ა) მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ურბანულ დაგეგმვაში;
ბ) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას;
გ)ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს დასახლებათა მიწათსარგებლობის, ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; შეიმუშავებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს;
დ) ამზადებს გეგმარებით დავალებებს;
ე) ჩართულია სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება/მომზადების პროცესში;
ვ) განიხილავს დოკუმენტაციას მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, გაერთიანების და დანიშნულების შეცვლის თაობაზე და ამზადებს შესაბამის აქტებს;
ზ) განიხილავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე შემოსულ დოკუმენტაციას;
თ) განიხილავს წინადადებებს, შემოსულ კორესპონდენციას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის და შეცლის თაობაზე;
ი) ამზადებს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მერის ბრძანების, საკრებულოს განკარგულებისა და დადგენილების პროექტებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
1. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობებს;
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ისმენს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების ან/და სამსახურის თანამშრომლების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე;
ზ) მერს/ კურატორ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
თ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
1. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) ორგანიზებას უწევს განყოფილების საქმიანობას და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს უნაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს.
2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
1. ამ დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით და ნებისმიერი ცვლილება/ დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.153.016775.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №17, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016775 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952882/