მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. მცხეთა |
|
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მიმდინარე პროექტების მონიტორინგს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები.
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს;
გ) წინადადებების/რეკომენდაციების მომზადებას საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების ან/და მიმდინარე/დამტკიცებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე;
დ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ატქებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.
2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო განყოფილების საქმიანობას – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ წინადადებების/რეკომედაციების მომზადებას;
ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგეგმვას;
გ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას; განცხადებაში აღნიშნული ფაქტების/პრობლემის ადგილზე შესწავლას და საჭიროებების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრას;
დ) დამისამართების საკითხებზე შემოსული კორესპინდენციის განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნების მომზადებას;
ვ) კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
კომპეტენციის შესაბამისად, განყოფილება:
ა) მონაწილეობას იღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვაში და ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს პროექტანტთან კოორდინაციას რისკებისა და ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით;
გ) პროექტის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ;
დ) ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილების მიერ მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდგომ, უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას;
ე) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
1. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობებს;
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ისმენს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების ან/და სამსახურის თანამშრომლების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე;
ზ) მერს/ კურატორ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
თ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
1. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) ორგანიზებას უწევს განყოფილების საქმიანობას და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს უნაწილებს ფუნქცია- მოვალეობებს.
2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
1. ამ დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით და ნებისმიერი ცვლილება/ დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016776.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016776 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952914/