შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/3-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/3-რ

2026 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ 2026 წლის 14 ივლისის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405454725, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: №012056) რეგისტრაცია.

 2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                დავით ონოფრიშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2026.
როდის იქნა მიღებული „შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
„შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 22.07.2026. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/3-რ.
სად არის „შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „სადაზღვევო ბროკერი ფრანის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“, №06/3-რ, 22.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6953046/