ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2026 წლის 24 ივლისი დაბა ჩოხატაური |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2. სამსახურის მუშაობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დ. ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2.
ა) მუნიციპალიტეტის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა. პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა დასახლების იერსახის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტში;
ბ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადება, მშენებლობებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა;
ე) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება;
ვ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;
ზ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
თ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება;
კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ლ) წინადადებების მომზადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ;
მ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარებაში (ექსპლუატაციაში მიღებაში) მონაწილეობის მიღება;
პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ჟ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
რ) მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია;
ს) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის განხორციელება;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო ან აუდიოჩანაწერის სახით;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
დ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
3. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
4. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) სივრცითი მოწყობის განყოფილება;
გ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებას, ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო მოსამსახურეთათვის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მერის ბრძანებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
ა) მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შენობა-ნაგებობების კლასების მიხედვით მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებას ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას;
გ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
დ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლას და მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დანიშნულების (კატეგორიის) ცვლილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, შესაბამისი განცხადებების განხილვას და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას დასახლებების იერსახის გაუმჯობესების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გენერალური გეგმის, სივრცითი განვითარების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმებისა და სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ე) ინფრასტრუქტურული პროექტების სივრცით დაგეგმარებასთან შესაბამისობის შეფასებას;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმვის პროცესის კოორდინაციას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთების დაყოფა-გაერთიანების შესახებ განცხადებების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს, დამტკიცებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ დავალებასთან, სამუშაოების გრაფიკთან და სახელშეკრულებო პირობებთან პროექტების შესაბამისობის შემოწმებას და ინსპექტირების შედეგებზე შესაბამისი აქტების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ვ) პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების წარდგენას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით, მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.114.016564.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016564 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6953773/