საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.03.2007
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.051
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 05/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.033.010.051
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №172
2007 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება.
2. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანება
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 მარტს.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე საგადასახადო კონტროლს.
3. ინსპექცია წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს. მისი საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №1.
მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4🔗. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა
ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლებამოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 5🔗. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები
1. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 2.5 მლნ ლარს);
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 200 ათასი ლარი);
გ) დღგ-ის მოცულობა (საგადასახადო წლის განმავლობაში იმპორტზე, მომწოდებლისათვის და საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიწოდებისათვის გადახდილი დღგ-ის ჯამური მოცულობა აღემატება 200 ათას ლარს).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა:
ა) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან და დასაბრუნებელ გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;
ბ) ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
გ) ინსპექციის საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც თანმიმდევრობით 2 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან, როცა მათი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლითა და ანალიზით დადგინდა, რომ ნამდვილად არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
თავი II
ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 6🔗. ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.
2. ინსპექცია განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებსა და განცხადებებს.
თავი III
ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები
მუხლი 7🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო;
გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
დ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო;
ე) ადმინისტრაცია (აპარატი).
3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.
3. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებას;
ე) ახორციელებს ინსპქციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ვ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.
5. ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
თავი IV
ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9🔗. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა;
ბ) გადამხდელთა მომსახურება;
გ) საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება;
დ) დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა;
ზ) კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა;
ი) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
კ) დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ლ) წინადადებების მომზადება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ;
ნ) წინადადებების მომზადება გადამხდელთან ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერების გაცემა.
2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მოვალეობაა:
ა) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადების გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები;
ბ) მიაწოდოს გადამხდელებს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) მოახდინოს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია;
დ) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;
ე) მიიღოს გადამხდელთა დეკლარაციები და გაანგარიშებები, გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს ინფრომაციის შეკრება და არქივისათვის გადაცემა;
ზ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოდან ინფორმაციები გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
თ) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
ი) დადგენილი წესით მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციები გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოს მათი კომპიუტერებში შეტანა და დამუშავება;
კ) ყოველდღიურად მიიღოს მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;
ლ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადების სახეების ჭრილში გადასახადების იძულებით გადახდევინების მიზნით;
მ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურში ანგარიშების წარდგენა;
ო) შეადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;
პ) დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს გადამხელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების სხვა გადასახადის ანგარიშში გადატანის ან მათი დაბრუნებისათვის დოკუმენტაციის მომზადება;
რ) უზრუნველყოს დეკლარაციების წარმოუდგენლობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ს) სანდო ინფორმაციების დამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
ტ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შესახებ წინადადებების მომზადება, გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე მასალების მომზადება და რეაგირებისათვის სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა;
უ) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე წინადადებების მომზადება გადამხდელებთან ქრონომეტრაჟის ჩატარების აუცილებლობის შესახებ;
ფ) შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების აუცილებლობის შესახებ;
ქ) აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს გადამხდელი და დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით მოითხვოს დამატებითი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები;
ღ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;
ყ) განიხილოს გადამხდელების განცხადებები საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ან გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ;
შ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართლადაღვევაზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსთვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.
მუხლი 10🔗. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო
1. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით.
2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია:
ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები;
ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად სრულად ან შერჩევით შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად უფლება აქვს გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ვ) გააფორმოს საგადასახადო შემოწმების აქტი;
ზ) მოამზადოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ;
თ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი დადგენილ ვადებში გადასცეს იურიდიულ საკითხთა სამმართველოს;
ი) წარუდგინოს შემოსავლების სამსხურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 11🔗. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიმდინარე ზედამხედველობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე;
ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებების გადასახდევინებლად საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონიძიებათა განხორციელება;
გ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა.
2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მოვალეობაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მდგარი გადამხდელების მიმართ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები;
ბ) განახორციელოს შემოსავლების დაკვირვების ტექნიკური საშუალებების დაყენება და კონტროლი;
გ) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;
დ) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;
ე) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;
ვ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყონ ვადაგაცილებული დავალიანებების ამოღება;
ზ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
თ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს ოქმები და დადგენილი წესით მოამზადოს დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად;
ი) განახორციელოს ვადაგადაცილებული დავალინებების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
კ) მოამზადოს ანგარიშგებები სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და უზრუნველყოს მათი დადგენილ ვადაში წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევაზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 12🔗. იურიდიულ საკითხთა სამმართველო
1. იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექციის იურიდიული მომსახურება;
ბ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა.
2. იურიდიულ საკითხთა სამმართველო ვალდებულია:
ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები სასამართლოში წარსადგენად;
ბ) გადასახადების იძულებით გადახდევინების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გადასახადის იძულებითი გადახდევინების ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
დ) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაციები, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში;
ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ვ) შემოწმების აქტების საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;
ზ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
თ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
ი) ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები ინსპექციის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად და/ან სასამართლოში გადასაგზავნად;
კ) წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაცია (აპარატი)
ინსპექციის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდეციების მოძრაობაზე;
ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
ზ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;
თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
კ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
მუხლი 14🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.