ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2026 წლის 24 ივლისი დაბა ჩოხატაური |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის წინაშე.
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, მუნიციპალური პროგრამების და პროექტების, შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას, თანამშრომლობას, ერთობლივი
პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების სტრუქტურული მოწყობის, საშტატო ორგანიზების, ადამიანური რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის საკითხებზე მეთოდური, საკონსულტაციო და ორგანიზაციული დახმარების გაწევა.
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სპორტული განათლების დაწესებულებათა მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი (სამუშაო პროცესზე, პროგრამების გახორციელებაზე);
დ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
ე) სპორტისა და კონკრეტული სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის, არსებული პრობლემების დაძლევისა და სპორტის ძირითადი მიმართულებების განვითარების პროექტის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ვ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
ზ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, მათი ატესტაციისა და პროფესიული დონის განსაზღვრის ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ი) ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო კულტურული, სპორტული ღონისძიებების, სხვადასხვა ფესტივალის, გაცვლითი პროგრამების, გამოფენების, კონკურსების, სპორტული ტურნირებისა თუ შეჯიბრებების, სხვადასხვა ბანაკებისა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილე ჯგუფთა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
კ) ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილ ადამიანებთან – მწერლებთან, დრამატურგებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის და მოქალაქეთა კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროში მათი ინფორმირებულობის და მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
ლ) სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ანალოგიური ტიპის ორგანიზაციებთან, საქმიანობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის პრეროგატივით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგებას;
გ) უშუალო ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების საქმეში;
დ) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხების რაოდენობის განსაზღვრაში, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;
თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი, მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.114.016566.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016566 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6953810/