ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7/25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.111.016664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №7/25

2026 წლის 24 ივლისი

ქ. ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 11 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1062 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, 112 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დაფუძნდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა
📎 დანართები (1)
7.25.docx ⬇
 
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში –  სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.

2. სამსახური, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ დებულებით (შემდგომში – დებულება) დადგენილ ფარგლებში და წესით.

4.  სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში.

5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ვალერი გეგიძის ქუჩა №12.

7. სამსახური საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

8. სამსახური თანამშრომლობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებთან და უწყებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვა ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, გაერთიანებებთან, ასოციაციებთან, ფედერაციებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კლუბებთან.

მუხლი 2. სამსახურის მიზნები 

სამსახურის  მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) გენერალური გეგმის მართვა;

ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;

გ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;

დ) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

ე) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

ვ)მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, მიწის ნაკვეთის გაერთიანების და მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

თ) განაშენიანების დეტალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა;

კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

მ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებისა და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილების შესაბამისად, პირველი და მე-2 კლასის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ნ) არქიტექტურული ესკიზების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ო) არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

პ) კონსტრუქციული სქემების/პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჟ) ტექნოლოგიური სქემების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

რ) მშენებლობის ორგანიზების პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ს) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შემუშავება;

ტ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტის ადგილზე დათვალიერება;

უ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ფ) დადგენილი წესით, სამსახურში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა;

ქ) დარგში თანამედროვე საინფორმაციო ბანკისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ღ) საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მათთან მოლაპარაკებების წარმოება;

ყ) თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა;

შ) დაქვემდებარებულ სფეროებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის დავალების განხორციელება;

ჩ) სამსახურის სრულყოფილი საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ც) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;

ძ) დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

წ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ჭ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;

ხ) კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 

2.  სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების პროქტების მომზადების პროცესში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და  სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები;

გ) მონაწილეობა მიიღოს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებაში;

დ) უზრუნველყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება;

ე) განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება;

ვ) მოამზადოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებები;

ზ) დაიცვას  სამსახურის ინტერესები სასამართლოში;

თ) საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები;

ი) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის დოკუმენტაცია, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

კ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;

ლ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში;

მ) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს საკუთარი სახელით;

ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები;

ო) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოითხოვოს მონაცემები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან;

ჟ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

რ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ს) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

3.  სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა 

1. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება და საკურატორო სფერო განისაზღვრება  სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4.  სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი 

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს  სამსახურის საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ)  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს  სამსახურის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, მშენებლობის ნებართვების გაცემის, აგრეთვე სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ი) ამტკიცებს  სამსახურის შინაგანაწესს;

კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ლ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) ანაწილებს მოვალეობებს  სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს  სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ნ) თვალყურს ადევნებს სამსახურზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს  სამსახურის ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობის მისაღებად;

პ) შუამდგომლობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა  სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

რ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს უმზადებს  სამსახურის დებულების პროექტს საკრებულოსათვის  დასამტკიცებლად წარსადგენად;

ს) სამსახურის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

ტ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს  სამსახურის საქმიანობის შესახებ;

უ) ხელს აწერს სამსახურის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება,  სამსახურის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს  სამსახურის უფროსის მოადგილეს საკურატორო სფეროს გათვალისწინებით.

3. განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან  დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სამსახურის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს განყოფილების უფროსს.

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა 

1.  სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით.

2.  სამსახურის განყოფილებებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) ქალაქთმშენებლობითი განვითარების განყოფილება;

გ) მშენებლობის ნებართვების განყოფილება.

მუხლი 7. სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფლებამოსილებანი 

  1. ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, საქმეთა ნომენკლატურის ჩამოყალიბება, საქმისწარმოების პროცესში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება);

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამსახურის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შედგენა, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სატარიფო საქმიანობის წარმართვა;

გ)  სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამსახურის ვებგვერდის მართვა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა, მარკეტინგული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და დავის განმხილველ ორგანოში, სამართლებრივი აქტების პროექტების და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და სხვა სიახლეების თაობაზე  სამსახურის თანამშრომელთა ინფორმირება, კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი;

ზ) სამსახურის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ქსელის უსაფრთხოების დაცვა;

თ) შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის ორგანიზება, შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში, მათზე რეაგირება;

ი) სამსახურის სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, ტექნიკური და სამეურნეო უზრუნველყოფა;

კ) შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) სამსახურის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან;

ნ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ქალაქთმშენებლობითი განვითარების განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) გენერალური გეგმის მართვა;

ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;

გ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;

დ) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

ე) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, მიწის ნაკვეთის გაერთიანების და მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

თ) განაშენიანების დეტალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა;

კ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ლ) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

ნ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. მშენებლობის ნებართვების განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებისა და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილების შესაბამისად, პირველი და მე-2 კლასის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) არქიტექტურული ესკიზების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ე) გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) კონსტრუქციული სქემების/პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) ტექნოლოგიური სქემების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

თ) მშენებლობის ორგანიზების პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შემუშავება;

კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტის ადგილზე დათვალიერება;

მ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ო) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

პ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

ჟ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები 

1. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ე)  სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ახდენს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერას;

ვ)  სამსახურის უფროსს/ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ზ)  სამსახურის უფროსის/ სამსახურის უფროსის მოადგილის  მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ განყოფილებას ჰყავდეს ჯგუფი და ჯგუფის უფროსი.

მუხლი 9. სამსახურის ქონება 

1. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.  სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

მუხლი 10. სამსახურის ფინანსები 

 სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა)  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ)  სამსახურის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 11. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 
სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. სამსახურის კონტროლი 
 სამსახურის მაკონტროლებელი ორგანოა  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 13. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 
 სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7/25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.111.016664.
სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №7/25, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016664 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6953996/