საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს, საბჭოს – „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/37
სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.22.028.010.057
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 06/03/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს, საბჭოს – „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:24.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 48.0pt 44.95pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.22.028.010.057
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/37
2007 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს, საბჭოს – ,,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანო, საბჭო – ,,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი“.
2. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს, საბჭოს – ,,მოსფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს, საბჭოს – ,,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანოს, საბჭოს – ,,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ (შემდგომში –კომიტეტის) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗
კომიტეტის მიზანია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კომპეტენციას მიკუთვნებულ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით, კოლეგიური განხილვის საფუძველზე, ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 3🔗
კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II
კომიტეტის კომპეტენცია
მუხლი 4🔗
კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საქართველოს მიერ 1972 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილში შესრულების ხელშეწყობის მიზნით მინისტრისთვის შესაბამისი საკითხების, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევის, აღრიცხვის, მართვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ამ მიზნით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, კონკრეტული ძეგლის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანისათვის აუცილებელ ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და შეგროვება;
დ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ და ნომინირებულ ძეგლებზე კონსერვაციის და მენეჯმენტის გეგმების შედგენა;
ე) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის დახმარების აღმოჩენა;
ვ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის, მათი დაცვის ღონიძიებათა მონიტირინგი და გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ მინისტრის ინფორმირება;
ზ) მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობოთაშორისო კომიტეტსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგება, მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად მსოფლიო მემკვიდრეობის პერიოდული ანგარიშების მომზადება და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა რეაქციული მონიტორინგის შედეგად კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიშების მომზადება;
თ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესისათვის ხელის შეწყობა;
ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების აღმოჩენა;
კ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კადრების მომზადებისა და სამეცნიერო-ტექნიკური საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ლ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაციისა და გავრცელებისათვის ხელშეწყობა;
მ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების, დისპუტების, კონსულტაციების მოწყობა;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალების გამოყენებით, საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოფენების მომზადება, ქართულ და უცხო ენებზე სამეცნიერო ნაშრომების, ბარათების, ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
ო) თანამშრომლობა და საქმიანი კონტაქტების დამყარება მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობოთაშორისო კომიტეტთან, UNESCO-სთან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, ICOMOS-თან, ICCROM-თან;
პ) საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ჟ) საქმიანობის მიზნების გათვალისწინებით კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
თავი III
კომიტეტის შემადგენლობა
მუხლი 5🔗
კომიტეტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე), თავმჯდომარის მოადგილის, კომიტეტის მდივნისა და კომიტეტის სხვა წევრების პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗
მინისტრის გადაწყვეტილებით კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს აპარატსა და სამინისტროს სისტემაში მომუშავე სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე სხვა პირებიც, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები, მათი წინასწარი თანხმობით.
მუხლი 7🔗
1. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და მინისტრს კომიტეტის მიერ განხილულ საკითხებს და მომზადებულ წინადადებებს წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარე.
2. თავმჯდომარე წარმოადგენს საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის სესიებზე. სხვა კომპეტენტურ უწყებებთან შეთანხმებით მინისტრი წარადგენს თავმჯდომარეს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს და თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. კომიტეტის მიმდინარე საქმიანობას, სხდომების ორგანიზებას და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს ასევე ახორციელებს კომიტეტის მდივანი.
5. კომიტეტის წევრები კომიტეტის სხდომაზე გასატანად ამზადებენ კონკრეტულ საკითხებს მითითებულ ვადებში.
თავი IV
კომიტეტის მუშაობის ორგანიზება
მუხლი 8🔗
კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 9🔗
საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის ან მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში მინიმუმ ორჯერ.
მუხლი 10🔗
სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს სხდომის მომწვევი პირი.
მუხლი 11🔗
კომიტეტის სხდომებზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
მუხლი 12🔗
კომიტეტი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა უმრავლესობა.
მუხლი 13🔗
კომიტეტის მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 14🔗
კომიტეტის სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 15🔗
კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომიტეტის მდივანი.
მუხლი 16🔗
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროს კანცელარიაში.
მუხლი 17🔗
კომიტეტს გააჩნია შესაბამისი ბლანკი, რითაც კომიტეტის თავმჯდომარე ახორციელებს მიმოწერას კომიტეტის ფუნქციების შესასრულებლად.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18🔗
კომიტეტი თავის საქმიანობაში სარგებლობს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
მუხლი 19🔗
კომიტეტის ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.