„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №97 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) ციფრული ექსპერტიზის სამმართველო;“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაქტილოსკოპიურ, ბალისტიკურ მონაცემთა აღრიცხვა და ბაზების წარმოება;“. 3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81 1. ციფრული ექსპერტიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საჭირო გარემოებების დასადგენად, საკითხების გადასაწყვეტად ელექტრონული/ციფრული და სხვა მტკიცებულებების შესწავლა-დამუშავება, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა; ბ) დანაშაულის კვალის, ნივთიერ (ელექტრონული/ციფრული და სხვა) მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება; დ) ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა აღრიცხვა და ბაზების წარმოება; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. ციფრული ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017753.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №97, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017753 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6955074/