არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №4 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. ბათუმი |
|
საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
რეგისტრაციის წესი
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრა.
2. არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;
ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო;
დ) საარჩევნო სუბიექტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებისას რეგისტრირებული პარტია.
1. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა საარჩევნო სუბიექტმა უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.
2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც უსკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
3. უსკოს თავმჯდომარე ვალდებულია უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და გასცეს წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი კალენდარული წელი.
2. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება ჩერდება და მისი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.
3. საარჩევნო წელს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ჩერდება ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ დადგენილების შესაბამისად, უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება და განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით და ძალაშია საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამ დადგენილებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს უსკოს. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
1. არასაარჩევნო პერიოდში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნულმა და უსკოში რეგისტრირებულმა წარმომადგენელმა.
2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ უსკოში, ამ დადგენილების შესაბამისად.
3. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არასაარჩევნო პერიოდში უსკოში დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი. უსკოში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს უსკოს სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი სხვა უფლებებით.
1. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი.
2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმომადგენლის დანიშვნა/გამოწვევა/შეცვლა შესაძლებელია ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.
3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია აცნობოს უსკოს თავმჯდომარეს, რის თაობაზეც 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უსკოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016078.
- სად არის „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“, №4, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6955374/