საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2007
ძალის დაკარგვა 01.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.064
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 06/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.07.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:51.75pt 45.0pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.064
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №178
2007 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 6 ოქტომბრის №1077 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან.
დ. ტყეშელაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოების – რეგიონალური სატყეო სამმართველოების ფუნქციებს, ამოცანებს, საქმიანობის საგანს და სტრუქტურას.
2. რეგიონალური სატყეო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
4. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
5. სამმართველოებს აქვთ ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
6. სამმართველოებში შემავალ თითოეულ სატყეო უბანს და ტყის მცველებს (რეინჯერებს) აქვთ ბეჭედი სატყეო დეპარტამენტის ლოგოს გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომრების ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
7. სამმართველო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტმენტს.
8. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები
1. ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
2. შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
3. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
4. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
5. იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
6. გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
7. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
8. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო;
9. კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო.
მუხლი 3🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
თავისი კომპეტენციის და განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სამმართველოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა და უკანონო ჭრებისგან დაცვა;
ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენასა და მოვლაზე წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტში წარდგენა;
გ) მერქნული რესურსებით სარგებლობაზე წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტში წარდგენა;
დ) ტყეთმოწყობისა და ტყის გამოკვლევის სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველობა.
მუხლი 4🔗. სამმართველოს უფლებები და მოვალეობები
თავისი კომპეტენციის და განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სამმართველოს უფლებები და მოვალეობებია:
ა) აწარმოოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული რესურსების აღრიცხვა და წარუდგინოს დეპარტამენტს;
ბ) დააწესოს სისტემატური კონტროლი ტყის დაცვასა და ტყითსარგებლობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
გ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს დეპარტამენტის წარმომადგენლობა სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის;
ვ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად განახორციელოს ის ღონისძიებები და სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრად მართვას და მისი ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს ხე-ტყის კანონიერების, ხე-ტყის წარმოშობის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები;
თ) ტყეებში უკანონო ჭრების, ხანძრების და სხვა სამართალდარღვევების შემთხვევაში, შეადგინოს სათანადო აქტები, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი განხილვა. მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ტყის პროდუქციის ჩამორთმევა;
ი) ტყეებში უკანონო ჭრების, ხანძრების და ტყის წესების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წარუდგინოს მოთხოვნა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წარადგინოს სარჩელი სასამართლოში.
მუხლი 5🔗. სამმართველოს მართვა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი თავისი მოვალეობების შესრულებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
3. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. სამმართველოს მოსამსახურეები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სატყეო დეპარტამენტის უნიფორმით (სატყეო უბნის უფროსებისთვის და ტყის მცველებისთვის უნიფორმის ტარება სავალდებულოა) და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურებრივი საშტატო იარაღით.
5. სამმართველოს მოსამსახურეები თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები
რეგიონალური სატყეო სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) ტყის მართვის განყოფილება;
გ) მონიტორინგის განყოფილება;
დ) სატყეო უბანი.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს უფროსის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) განახორციელოს სამმართველოს მართვა კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტებისა და მითითებების შესაბამისად;
ბ) სისტემატური კონტროლი დააწესოს მოსამსახურეების მხრიდან შესაბამისი თანამდებობრივი აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციების ზუსტ შესრულებაზე;
გ) წარუდგინოს რეკომენდაციები დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამმართველოს მოსამსახურეების სამსახურებრივი დაწინაურების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მიზანშეწონილობის თაობაზე;
დ) განახორციელოს სისტემატური კონტროლი დადგენილი ტერიტორიის და, განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე;
ე) იმოქმედოს მინდობილობის გარეშე სამმართველოს სახელით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში გასცეს მინდობილობები სამმართველოს მოსამსახურეებზე;
ზ) დროულად და ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება ხეტყის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
ი) წარუდგინოს წინადადებები დეპარტამენტის თავმჯდომარეს სატყეო უბნების ხელმძღვანელების და ტყის მცველების ტერიტორიული პრინციპის მიხედვით დაკომპლექტების მიზანშეწონილობაზე;
კ) განიხილოს სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმები და გაუწიოს კონტროლი მათ შესრულებას;
ლ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ყოველკვარტალურად წარუდგინოს ხანძრისა და უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან დაცვის, აგრეთვე ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების შენარჩუნებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებათა გეგმა;
მ) არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა;
ნ) პასუხისმგებელია სამმართველოს ეფექტურ მუშაობაზე და მინდობილ ქონებაზე;
ო) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა ფუნქციები.
2. სამმართველოს უფროსი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 8🔗. სატყეო უბნის უფროსი
1. სატყეო უბნის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის მიზნით დასახულ ღონისძიებათა რეალიზაციას;
გ) წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს უფროსს გატარებულ ღონისძიებათა შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სისტემატურ კონტროლს ტყის მცველების (რეინჯერების) საქმიანობაზე;
ე) ახორციელებს ტყის მცველების (რეინჯერების) მიერ სატატისტიკური ფორმების სწორ და დროულ შევსებაზე კონტროლს და ორგანიზებას უწევს მის სისტემატიზაციას;
ვ) სამოქმედო უბნის ტერიტორიაზე ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაში (ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა) ოპერატიულად უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სამმართველოს უფროსზე და გეგმავს პირველად ღონისძიებებს სახელმწიფო ტყის ფონდზე ზიანის მიყენების პროგრესირების შეჩერების მიზნით;
ზ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხეტყის უკანონოდ მოპოვების გამოვლენის შემთხვევაში, განსაზღვრავს გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობას და შემდგომი რეაგირებისთვის უგზავნის სამმართველოს უფროსს და შესაბამის ორგანოებს;
თ) განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
2. სატყეო უბნის უფროსი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 9🔗. ტყის მართვის განყოფილება
1. ტყის მართვის განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ადგენს განყოფილების სამოქმედო გეგმას და წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
გ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) აანალიზებს სატყეო უბნებიდან წარმოდგენილ სტატისტიკურ ფორმებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობას და წარუდგენს სამმართველოს უფროსს შემდგომი რეაგირებისთვის;
ზ) განიხილავს და სისტემატიზაციას უკეთებს სახელმწიფო ტყის განვითარებისათვის შესაბამის წინადადებს;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს მერქნული რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
ი) უზრუნველყოფს ზედამხედველობის განხორციელებას ტყეთმოწყობისა და გამოკვლევათა სამუშაოების მიმდინარეობაზე;
კ) განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს;
2. ტყის მართვის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
1. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციას;
ბ) ორგანიზებას უწევს სამმართველოს ერთიან საქმისწარმოებას და ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებაზე;
გ) განყოფილების მეშვეობით ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობის გაწევას სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;
ვ) უზრუნველყოფს სამმართველოსმინდობილ მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას და განაწილებას;
ზ) ყოველთვიურად უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ინვენტარიზაციას და წარმოადგენს შედეგებს დეპარტამენტში;
თ) უზრუნველყოფს ფაქტობრივად გაცემული საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობრივ და თანხობრივ აღრიცხვას, ნაერთი უწყისების შედგენას და მათ წარმოდგენას დეპარტამენტში ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;
ი) განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განყოფილება
1. მონიტორინგის განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველოფს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდზე განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირების განხორციელებას;
ბ) განიხილავს შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათზე რეაგირების განხორციელებას;
გ) განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდზე კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე;
დ) ახორციელებს დისციპლინის, კანონიერების დაცვისა და დეპარტამენტის დებულებით დამტკიცებული ამოცანების შესრულების სამსახურებრივ კონტროლს;
ე) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის;
ვ) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს;
ზ) განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებ;
2. მონიტორინგის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 12🔗. ტყის მცველი (რეინჯერი)
1. სატყეო უბნის შემადგენლობაშია ტყის მცველი (რეინჯერი);
2. ტყის მცველი (რეინჯერი):
ა) ასრულებს სატყეო უბნის უფროსის დავალებებსა და მითითებებს;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მასივების შემოვლას და სისტემატურ კონტროლს;
გ) იცავს ტყის ფონდის მიწებს თვითნებური გამოყენებისაგან;
დ) დამამზადებლების მხრიდან ხე-ტყით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს სატყეო უბნის უფროსს და ადგენს შესაბამის ოქმებს;
ე) პერსონალურად პასუხისმგებელია სამსახურებრივი საშტატო იარაღის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტარებასა და შენახვაზე;
ვ) უზრუნველყოფს ტყის მასივების მდგომარების შესახებ სტატისტიკური ფორმების შევსებას და პერსონალურად პასუხისმგებელია მის სიზუსტეზე;
ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე კრიტიკული წერტილების აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატიულად უზრუნველყოფს სატყეო უბნის უფროსის ინფორმირებას და მოქმედებს მიღებული დავალებების შესაბამისად.
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. ტყის მცველი (რეინჯერი) ანგარიშვალდებულია სატყეო უბნის უფროსის, სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 13🔗. სამმართველოების სატყეო უბნები
1. ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ბოლნისის სატყეო უბანი;
ბ) გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანი;
გ) დმანისის სატყეო უბანი;
დ) წალკა-თეთრი წყაროს სატყეო უბანი.
2. შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ცხინვალი-ყორნისის სატყეო უბანი;
ბ) კასპის სატყეო უბანი;
გ) ჯავის სატყეო უბანი;
დ) ხაშური-ქარელის სატყეო უბანი.
3. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ახალგორის სატყეო უბანი;
ბ) ფასანაურის სატყეო უბანი;
გ) ბარისახოს სატყეო უბანი;
დ) თიანეთის სატყეო უბანი;
ე) მცხეთის სატყეო უბანი.
4. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ადიგენის სატყეო უბანი;
ბ) ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბანი;
გ) ახალციხის სატყეო უბანი;
დ) ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი.
5. იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ბაღდათის სატყეო უბანი;
ბ) ვანის სატყეო უბანი;
გ) ზესტაფონი-ხარაგაულის სატყეო უბანი;
დ) საჩხერის სატყეო უბანი;
ე) ჭიათურის სატყეო უბანი;
ვ) ტყიბულის სატყეო უბანი;
ზ) ხონის სატყეო უბანი.
6. გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ოზურგეთის სატყეო უბანი;
ბ) ლანჩხუთის სატყეო უბანი;
გ) ჩოხატაურის სატყეო უბანი.
7. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ამბროლაურის სატყეო უბანი;
ბ) ონის სატყეო უბანი;
გ) ცაგერის სატყეო უბანი;
დ) ლენტეხის სატყეო უბანი.
8. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) მესტიის სატყეო უბანი;
ბ) ხაიშის სატყეო უბანი;
გ) მარტვილის სატყეო უბანი;
დ) ჩხოროწყუს სატყეო უბანი;
ე) წალენჯიხის სატყეო უბანი;
ვ) კოლხეთის სატყეო უბანი.
9. კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო:
ა) ახმეტის სატყეო უბანი;
ბ) გურჯაანის სატყეო უბანი;
გ) დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბანი;
დ) თელავის სატყეო უბანი;
ე) ლაგოდეხის სატყეო უბანი;
ვ) საგარეჯოს სატყეო უბანი;
ზ) ყვარლის სატყეო უბანი.
მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.