„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №99/ნ |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას.“.
2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 10 იანვრისა, ადასტურებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს, ხოლო „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.“.
3. 361 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღოს იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაცია, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა განაცხადი უცხო ქვეყანაში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით;“.
4. მე-40 მუხლის 67-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე პუნქტი:
„68. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ მუხლის 53-ე პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლისათვის მიენიჭებათ უფლება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ სტუდენტები. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ამ დებულების მე-13 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელდეს ანკეტის ელექტრონული ფორმით შევსების გარეშე, დოკუმენტბრუნვის ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ცენტრისათვის დადასტურებული მონაცემების მიწოდებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018879.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №99/ნ, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018879 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6955711/