ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2026 წლის 29 ივლისი ქ. ნინოწმინდა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებებია:
ა) კანცელარიის განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობისა და აპარატის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
6. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მერიის დებულებით.
ა) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის კონტროლსა და საარქივო საქმიანობის წარმართვას;
ბ) მერიაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების ადმინისტრირებას;
გ) მერიის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების მომზადებასა და ჩატარების საორგანიზაციო მხარდაჭერას;
დ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ე) მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (მედიასთან) ურთიერთობის კოორდინაციას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მერიის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფას;
ვ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების/ელექტრონული პლატფორმების ადმინისტრირებას და მათზე საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;
ზ) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, შეხვედრებისა და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებების დაგეგმვას, კოორდინაციასა და პროტოკოლის წარმოებას;
თ) მოქალაქეთა მისაღების მუშაობის ორგანიზებას, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი) მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციასა და მათ საორგანიზაციო-მეთოდურ მხარდაჭერას;
კ) მერის, მერის მოადგილეებისა და მერიის სხვა თანამდებობის პირთა დავალებების (რეზოლუციების) შესრულების მიმდინარეობის კონტროლს;
ლ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებასა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, ანალიზსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.
ა) მერიაში შემოსული და ადგილზე შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) რეგისტრირებული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის დროულ გადაცემას ადრესატებისათვის (მერიის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის) კომპეტენციის შესაბამისად;
გ) მერიიდან გასული ოფიციალური კორესპონდენციის, წერილებისა და სამართლებრივი აქტების გაგზავნას ადრესატებისათვის;
დ) ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მართვას;
ე) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებასა და დოკუმენტების სისტემატიზაციას;
ვ) საქმეთა მომზადებას დასაარქივებლად, მერიის უწყებრივი არქივის წარმოებასა და საარქივო მასალების დაცვას;
ზ) საქმისწარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების მკაცრ დაცვას;
თ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპებისა და მერიის მკაცრი აღრიცხვის ბლანკების სათანადო შენახვასა და გამოყენებას;
ი) მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთათვის საქმისწარმოების ერთიანი წესების გაცნობასა და მეთოდურ ხელშეწყობას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიაში შემოსულ კორესპონდენციასა და საქმისწარმოების მასალებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და მათი უკანონო გამჟღავნების პრევენციას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ბ) მერიის თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების წარმოებას;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, ნასამართლობის, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობების და ა.შ.) წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას;
დ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, მივლინება, შვებულება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობა) მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას;
ე) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, მათ აღრიცხვას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლს;
ვ) მერიის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების ორგანიზებას, საკონკურსო კომისიის მუშაობის საორგანიზაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას;
ზ) სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას;
თ) მერიის საჯარო მოხელეთა საქმიანობის ყოველწლიური/კვარტალური შეფასების პროცესის ადმინისტრირებას და მეთოდოლოგიურ ხელშეწყობას;
ი) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას. კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას. გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას. კონტროლს მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
კ) მერიის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმებისა და დისციპლინის მოთხოვნების დაცვის კონტროლს;
ლ) მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა კლასის მინიჭების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
მ) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილ წარმოებას და ადმინისტრირებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას;
ბ) მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა პიარის დაგეგმვას და განხორციელებას. მერიის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებას, რედაქტირებას და გამოქვეყნებას. მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის წარმართვას, წლის შემაჯამებელი და თემატური პრეზენტაციების მომზადებას;
გ) მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების მართვას, ადმინისტრირებას, მათ სისტემატურ განახლებასა და მოქალაქეთა შეკითხვებზე ოპერატიულ რეაგირებას;
დ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო გაშუქების მიზნით მულტიმედიური მასალების მომზადებას (ფოტო- და ვიდეოგადაღება, ინტერვიუების ორგანიზება, არქივის წარმოება);
ე) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან მერიის სახელით მუდმივ კომუნიკაციას, მერის პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და ინტერვიუების დაგეგმვას და ორგანიზებას;
ვ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების შესახებ მედიაში გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ყოველდღიურ მონიტორინგსა და ანალიზს;
ზ) მერიის საქმიანობის, მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო რგოლების, ბეჭდური მასალებისა და სხვა ატრიბუტიკის დამზადების ორგანიზებას;
თ) მერიის ოფიციალური და საზეიმო ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების, სხდომებისა და მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების საორგანიზაციო უზრუნველყოფას;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღების, მასპინძლობისა და საგარეო/სამსახურებრივი ვიზიტების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
კ) გამართული, ოპერატიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიმოცვლას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით (საკრებულო) და აღმასრულებელ (მერია) ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
ლ) სხვა მუნიციპალიტეტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან პარტნიორული ურთიერთობების საორგანიზაციო მხარდაჭერას;
მ) მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, მერის დავალებების მათთვის დაყვანას და ამ დავალებათა შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს;
ნ) მერის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზებას, მათი მუშაობის გამოცდილების გაზიარებას და მერიის სხდომებზე წარმომადგენელთა დასწრებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ო) ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ადგილობრივი პრობლემების, მოსახლეობის საჭიროებებისა და მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ მერის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული ანგარიშების, ინფორმაციებისა და წინადადებების მიღებას, სისტემატიზაციას და მერისთვის წარდგენას;
პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ინვესტირებისა და მიზნობრივი პროექტების დაგეგმვის პროცესში მერის წარმომადგენელთა ჩართულობის საორგანიზაციო ხელშეწყობას, მათგან შესაბამისი საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური წინადადებების მიღებასა და დამუშავებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდების კოორდინაციას;
რ) მერის წარმომადგენელთა მეთოდურ დახმარებას მოქალაქეებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცნობების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების სათანადოდ გაცემის საკითხებში;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა საორგანიზაციო და აპარატული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.07.2026. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.142.016383.
- სად არის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №11, 29.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016383 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6956814/