„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№355
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №355

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის  ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017586) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI  უსაფრთხო“, „ZEV“ და სხვა მრავალმხრივი ან ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით: „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“, „ZEV“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.“;

 

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2027 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ №4, №5, №6, №9 და №10 დანართებით განსაზღვრული  ECMT-ის  სერტიფიკატის ფორმები, რომლებიც მოყვანილია ამ წესის №1, №2, №3, №4 და №5 დანართებში.“;

 

გ) 2​3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​3. „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №8 დანართით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა.“.

 

2. მე-2 მუხლის:

 

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ ან „ZEV“ სატვირთო ავტომობილი (შემდგომში – სატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს (UN)/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;“;

 

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1, №2, №6, №8 დანართებში („EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“, „ZEV“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №3, №4 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;      

ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;

გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №1​1, №2​1, №3​1, №4​1, №5​1, №6​1, №8​1) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში.

3. ინსპექტირების ცენტრი, ავტოსატრანსპორტო  საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად, განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №1​1, №2​1, №6​1, №8​1);“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №8) ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება, იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.“.

6. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები: №1, №2, №6, №8);“.

7. დანართები: №1, №11, №2, №2​1, №3, №3​1, №4 და №4​1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

სერტიფიკატი No:……….

სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატი, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას1

"EURO V/5 უსაფრთხო" "EEV უსაფრთხო" "EURO VI/6 უსაფრთხო" "ZEV"

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი:

ორგანო(ები)2

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო,3

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი

საქართველოში, ან

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული,4

[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება და ბეჭედი]

ამით ადასტურებ(ენ)ს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან ევროკავშირის (EU) ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებ(ენ)ს, რომ ამ სერტიფიკატში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

ძრავის სიმძლავრე

გაზომილია: UN-ის No. 85.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებით, ან 80/1269/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/99/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მოთხოვნები ხმაურისა და გამონაბოლქვის მიმართ

ხმაურის დონე გაზომილია: UN-ის No. 51.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) No 540/2014 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V/5: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.04 წესის (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან  2005/55/EC დირექტივით, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით, (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით,5 ან სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცების UN-ის No. 83.06 წესით ან (EC) No. 715/2007 წესით, რომელიც შესწორებულია (EC) No. 692/2008 წესით, ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.6

EEV: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.04 წესით (სტრიქონი C) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით; ან  2005/55/EC დირექტივით, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით, (სტრიქონი C) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.7

EURO VI/6: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.06 წესით ან (EC) No. 595/2009 წესით, რომელიც შესწორებულია კომისიის (EU) No. 582/2011 და (EU) No 64/2012 წესებით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით;8 ან სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცების UN-ის No. 83.07 წესით ან (EC) No.715/2007 წესით, რომელიც შესწორებულია (EC) No. 692/2008 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.9

ZEV: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.06 წესით ან (EU) No 2018/858 წესით, რომელიც შესწორებულია (EU) No. 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

____________________________________________________

1. მოიცავს სატვირთო ავტომობილებს 6 ტონაზე მეტი ტექნიკურად დასაშვები სრული მასით, რომლებიც დამტკიცებულია დაბალტონაჟიანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმების საფუძველზე ან აღჭურვილია ბენზინის ძრავით.

2. წაშალეთ ზედმეტი დასახელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. ამ შემთხვევაში პირველი ხელისმომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე - მარჯვენას.

5. B2 ან D, E, F ან G მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

6. A-დან M-მდე მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

7. C ან H, I, J ან K მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

8. A, B, C, D ან E მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

9. N-დან ZZ-მდე მნიშვნელობები; AA ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით დამტკიცების ნომერში.

უსაფრთხოების მოთხოვნები

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით10 UN-ის No. 58.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით10 UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

არაპირდაპირი ხედვის მოწყობილობებით UN-ის No. 46.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V/5 ან EEV: ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No. 1266/2009 ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO V/5 ან EEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI/6 ან ZEV:ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No.1266/2009 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO VI/6 ან ZEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით UN-ის No. 89.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მუხრუჭებით, მათ შორის ანტიბლოკირების სისტემით UN-ის No. 13.10 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

საჭის მართვის მოწყობილობით UN-ის No. 79.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

_______________________________________________________________________________________________

ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)11

__________________________________________

10. ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება.

11. სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული ან ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად.


დანართი №11

სატვირთო ავტომობილის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას1,

ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი №

"EURO V/5 უსაფრთხო" "EEV უსაფრთხო" "EURO VI/6 უსაფრთხო" "ZEV"

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი:

ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონი

ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან ევროკავშირის (EU) ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს, რომ ამ ოქმში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით2 UN-ის No. 58.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით2 UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

არაპირდაპირი ხედვის მოწყობილობებით UN-ის No. 46.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V/5 ან EEV: ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No. 1266/2009 ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO V/5 ან EEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI/6 ან ZEV:ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No.1266/2009 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO VI/6 ან ZEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით UN-ის No. 89.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მუხრუჭებით, მათ შორის ანტიბლოკირების სისტემით UN-ის No. 13.10 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

საჭის მართვის მოწყობილობით UN-ის No. 79.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გამომცდელ(ებ)ი: _______________________________________________________ ___________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

_______________________________________________________ ____________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

ხელმძღვანელი: _______________________________________________________ ___________________________

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. ___________________________

თარიღი

_________________________________________

1. მოიცავს სატვირთო ავტომობილებს 6 ტონაზე მეტი ტექნიკურად დასაშვები სრული მასით, რომლებიც დამტკიცებულია დაბალტონაჟიანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმების საფუძველზე ან აღჭურვილია ბენზინის ძრავით.

2. ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება.

დანართი №2

სერტიფიკატი No: ……….

სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატი

"EURO V/5 უსაფრთხო" "EEV უსაფრთხო" "EURO VI/6 უსაფრთხო" "ZEV"

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი:

ორგანო(ები)1

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო,2

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, ან

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული,3

[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება და ბეჭედი]

ამით ადასტურებ(ენ)ს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან ევროკავშირის (EU) ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებ(ენ)ს, რომ ამ სერტიფიკატში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

ძრავის სიმძლავრე

გაზომილია: UN-ის No. 85.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან 80/1269/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/99/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მოთხოვნები ხმაურისა და გამონაბოლქვის მიმართ

ხმაურის დონე გაზომილია: UN-ის No. 51.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) No 540/2014 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.04 წესის (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან  2005/55/EC დირექტივით, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით, (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.4

EEV: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.04 წესით (სტრიქონი C) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით; ან  2005/55/EC დირექტივით, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით, (სტრიქონი C) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.5

EURO VI: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.06 წესით ან (EC) No. 595/2009 წესით, რომელიც შესწორებულია კომისიის (EU) No. 582/2011 და (EU) No 64/2012 წესებით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.6

ZEV: ძრავების ტიპის დამტკიცება გამონაბოლქვის მიმართ: UN-ის No. 49.06 წესით ან (EU) No 2018/858 წესით, რომელიც შესწორებულია (EU) No. 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

_________________________________

. წაშალეთ ზედმეტი დასახელება.

2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. ამ შემთხვევაში პირველი ხელის მომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე - მარჯვენას.

4. B2, ან E, ან G, მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

5. C, ან I, ან K, მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

6. A, B, C, D, ან E, მნიშვნელობა დამტკიცების ნომერში.

უსაფრთხოების მოთხოვნები

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით7 UN-ის No. 58.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით7 UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI: არაპირდაპირი ხედვის მოწყობილობებით UN-ის No. 46.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V ან EEV: ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No. 1266/2009 ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO V ან EEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI ან ZEV:ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No.1266/2009 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO VI ან ZEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით UN-ის No. 89.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით (რეტრო შუქამრეკლები) მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის UN-ის No. 70.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.8

მუხრუჭებით, მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემით და მდგრადობის ელექტრონული კონტროლის ფუნქციით UN-ის  No. 13.11 წესით ან სხვა შესაბამისის ცვლილებებით.

საჭის მართვის მოწყობილობით UN-ის No. 79.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან  (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

_______________________________________________________________________________________________________________________

ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)9

________________________________________

7. ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება.

8. ან, თვალსაჩინოდ მარკირებული UN-ის No.48.03 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

9. სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული ან ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად.

დანართი №21

სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი №

"EURO V/5 უსაფრთხო" "EEV უსაფრთხო" "EURO VI/6 უსაფრთხო" "ZEV"

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი:

ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონი

ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან ევროკავშირის (EU) ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს, რომ ამ ოქმში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

EURO V ან EEV: უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით1 UN-ის No. 58.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით1 UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI: არაპირდაპირი ხედვის მოწყობილობებით UN-ის No. 46.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.03 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO V ან EEV: ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No. 1266/2009 ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO V ან EEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

EURO VI ან ZEV:ციფრული ტაქოგრაფით UN-ის AETR შეთანხმების ან მისი ცვლილებების, ან საბჭოს (EEC) No. 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) No. 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EU) No.1266/2009 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან

EURO VI ან ZEV: ,,ჭკვიანი“ ტაქოგრაფით (EU)-ს No. 165/2014 წესის შესაბამისად, რომელიც იმპლემენტირებულია კომისიის (EU) 2016/799 წესის და შესწორებულია კომისიის (EU) 2018/502 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით UN-ის No. 89.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით (რეტრო შუქამრეკლები) მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის UN-ის No. 70.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.2

მუხრუჭებით, მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემით და მდგრადობის ელექტრონული კონტროლის ფუნქციით UN-ის  No. 13.11 წესით ან სხვა შესაბამისის ცვლილებებით.

საჭის მართვის მოწყობილობით UN-ის No. 79.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან  (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გამომცდელ(ებ)ი: _______________________________________________________ ___________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

_______________________________________________________ ___________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

ხელმძღვანელი: _______________________________________________________ ___________________________

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. ___________________________

თარიღი

_________________________________

1. ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება.

2. ან, თვალსაჩინოდ მარკირებული UN-ის No.48.03 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.


დანართი №3

მისაბმელის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატი, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას1
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):

ორგანო(ები)2

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო,3

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, ან

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული,4

[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება და ბეჭედი]

ამით ადასტურებ(ენ)ს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან EC-ის ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებ(ენ)ს, რომ ამ სერტიფიკატში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 58.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მუხრუჭებით5 UN-ის No.13.09 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მექანიკური მაერთებელი ელემენტებით, მათ შორის, დამხმარე გადასაბმელი მოწყობილობებით (საჭიროების შემთხვევაში) UN-ის No. 55.01 წესის ან 94/20/EC დირექტივის შესაბამისად.

____________________________________________________________________________________

ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)6

___________________________________________

1. ნახევარმისაბმელების ჩათვლით.

2. წაშალეთ, ზედმეტი დასახელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის წარმომადგენელი.

4. ამ შემთხვევაში პირველი ხელის მომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე - მარჯვენას.

5. O1-სათვის არ არის სავალდებულო.

6. სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული ან ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად.

დანართი №31

მისაბმელის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას1 ,

ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი №

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):

ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონი

ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან EC-ის ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს, რომ ამ ოქმში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 58.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მუხრუჭებით2 UN-ის No.13.09 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

მექანიკური მაერთებელი ელემენტებით, მათ შორის, დამხმარე გადასაბმელი მოწყობილობებით (საჭიროების შემთხვევაში) UN-ის No. 55.01 წესის ან 94/20/EC დირექტივის შესაბამისად.

გამომცდელ(ებ)ი: _______________________________________________________ ______________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

_______________________________________________________ ______________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

ხელმძღვანელი: _______________________________________________________ _____________________________

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. ______________________________

თარიღი

________________________________

1. ნახევარმისაბმელების ჩათვლით.

2. O1-სათვის არ არის სავალდებულო.

დანართი №4

სერტიფიკატი No: ..................

მისაბმელის1 ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატი

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):

ორგანო(ები)2

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო,3

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, ან

  • რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული,4

[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება და ბეჭედი]

ამით ადასტურებ(ენ)ს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან EC-ის ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებ(ენ)ს, რომ ამ სერტიფიკატში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 58.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით (რეტრო შუქამრეკლები) მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის UN-ის No. 70.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.5

მუხრუჭებით, მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემით, UN-ის No.13.10 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)6

________________________________________

1. ნახევარმისაბმელების ჩათვლით.

2. წაშალეთ ზედმეტი დასახელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის წარმომადგენელი.

4. ამ შემთხვევაში პირველი ხელის მომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე - მარჯვენას.

5. ან, თვალსაჩინოდ მარკირებული UN-ის No.48.03 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებით.

6. სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული ან ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად.

დანართი №41

მისაბმელის1 ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი №

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):

ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონი

ამით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს (UN) შესაბამისი წესებისა და/ან EC-ის ნორმატიული აქტების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს, რომ ამ ოქმში წარმოდგენილი მონაცემები სწორია.

მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:

უკანა ქვედა დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 58.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გვერდითი დამცავი მოწყობილობებით UN-ის No. 73.00 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UN-ის No. 48.02 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით (რეტრო შუქამრეკლები) მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის UN-ის No. 70.01 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.2

მუხრუჭებით, მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემით, UN-ის No.13.10 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, ან (EU) 2019/2144 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.

გამომცდელ(ებ)ი: _______________________________________________________ ___________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

_______________________________________________________ ___________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა

ხელმძღვანელი: _______________________________________________________ ___________________________

სახელი, გვარი ხელმოწერა

ბ.ა. ___________________________

თარიღი

________________________________________

1. ნახევარმისაბმელების ჩათვლით.

2. ან, თვალსაჩინოდ მარკირებული UN-ის No.48.03 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №355. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025904.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №355, 27.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025904 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6957231/