საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში (რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში) კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№179
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.010.062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 06/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.062

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №179

2007 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში (რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში) კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში (რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში) საკონკურსო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში (სატყეო მეურნეობებში) საკონკურსო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის №437 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში (რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში) კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    მუხლი 1. სატყეო უბნის უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე);

გ) თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულება“; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის VI თავი; „საქართველოს ტყის კოდექსი;“ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანება; „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 2. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი);

გ) თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის VI თავი; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულება“; საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება“;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური).

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 3. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის კოდექსი; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის VI თავი; საქართველოს ტყის კოდექსი; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულება“; საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება“;

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 4. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტი (ეკონომისტი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; „გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის VI თავი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულება“; „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, გადანაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება“.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 5. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია სამუშაო გამოცდილება;

გ) თემატიკა: “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (რუსული).

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

3. საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows XP; Exell; Word; Internet).

    მუხლი 6. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება (სატყეო მეურნეობის ინჟინრის, ეკოლოგიის ან გარემოს დაცვის სფეროების სპეციალობით);

ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

გ) თემატიკა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს ტყის კოდექსი“; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება; „გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანება; „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულება; „საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულება.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 7. რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

ა) უმაღლესი განათლება (სატყეო მეურნეობის ინჟინრის, ეკოლოგიის ან გარემოს დაცვის სფეროების შესაბამისი სპეციალობით);

ბ) სასურველია მუშაობის გამოცდილება;

გ) თემატიკა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს ტყის კოდექსი;“ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება; „გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანება (დანართი №11 და №12); „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №6 ბრძანებულება; „საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულება.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებელი აზროვნების და სწრაფი ადაპტაციის უნარები.

3. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე გამოყენება.

    მუხლი 8. ტყის მცველი (რეინჯერი)

1. კვალიფიკაცია და გამოცდილება:

საშუალო ან უმაღლესი განათლება.

2. კანდიდატს სასურველია გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: თანამდებობის შესატყვისი ფიზიკური მომზადება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ვითარების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი.