საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2007
ძალის დაკარგვა 03.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.065
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 12/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.065
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №154
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესი“ დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) რეგისტრაციის პროცედურას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. სარეგისტრაციო საბჭო
1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციის განსახორციელებლად და რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სარეგისტრაციო საბჭო.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, რომელთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 3🔗. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. რექტორის რეგისტრაციისათვის დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რექტორის არჩევნებიდან 10 დღის ვადაში სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს:
ა) აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რექტორი არის იმავე ან სხვა აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი (ბრძანება, ხელშეკრულება);
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისიის შექმნის ბრძანების ასლი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევიდან 10 დღის ვადაში სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისიის შექმნის ბრძანების ასლი.
3. ადმინისტრაციის უფროსის რეგისტრაციისათვის დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადმინისტრაციის უფროსის არჩევიდან 10 დღის ვადაში სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის შემაჯამებელი ოქმის ასლი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისიის შექმნის ბრძანების ასლი.
4. გარდა ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სამინისტროში რეგისტრაციისათვის შემოტანილ დოკუმენტაციას თან უნდა დაურთოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ პირთა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი ზომით 3X4;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტი (დიპლომი).
მუხლი 4🔗. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სარეგისტრაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) წარმოდგენილი კანდიდატის სამინისტროში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) წარმოდგენილი კანდიდატის სამინისტროში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაწესებულების საარჩევნო კომისიისათვის დამატებითი ვადის დადგენის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საარჩევნო კომისია დამატებით ვადაში არ გამოასწორებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზს, მინისტრი სარეგისტრაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. სამინისტროს გადაწყვეტილება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეცნობება დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულ პირთა (რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და ადმინისტრაცის უფროსი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით 10 დღის ვადაში აცნობოს სამინისტროს.
4. აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის უფლებამოსილების ცნობა ხდება მისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 5🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
რეგისტრაციის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი
დაწესებულებებში პირველი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პირების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი დოკუმენტების გარდა საარჩევნო კომისიის მიერ სამინისტროში აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში;
ბ) აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – რექტორის რეგისტრაციის შემთხვევაში.