„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2026 წლის 29 ივლისი ქ. ოზურგეთი
|
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ადაპტაციის ფარგლებში დღის ცენტრის მომსახურებით, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა.
2. პროგრამის მიზანია ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების (შემდგომში – მოსარგებლე) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. დღის ცენტრის - შემდგომში პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის დაფინანსება ხორციელდება ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
4. პროგრამა უზრუნველყოფს დღის ცენტრით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, საკურორტო სეზონზე წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 525 ლარით დასვენების თანადაფინანსებას, რომელიც ხორციელდება მომსახურების გამწევი დაწესებულების პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
5. პროგრამით სარგებლობისათვის პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ორგანიზაციის იურიდიული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) ორგანიზაციის მიერ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) პროგრამის განხორციელების ორგანიზაციული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორგანიზაციის გამოცდილება);
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
6. პროგრამით სარგებლობისათვის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია:
ა) არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა ერთიან რეესტრში;
ბ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში არ უნდა იყოს დაჯარიმებული საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში;
გ) არ უნდა გააჩნდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე ფინანსური ან სხვაგვარი შეუსრულებელი ვალდებულებები.“.
2. მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.დ) ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 70 ბენეფიციარი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.07.2026. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.113.016566.
- სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21, 29.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016566 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6959209/