„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№357
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025906
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2026 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2019, 300160070.10.003.021104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების (ჟენევა, 1957 წლის 30 სექტემბერი), „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. რეგლამენტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს, გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმებისა (შემდგომში – ADR) და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება, სახიფათო ტვირთის გადამზიდავ სატრანპორტო საშუალებების კონსტრუქციასთან და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვებასთან და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობებს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.“.

2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოცისტერნა – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია სითხეების, აირების, ფხვიერი ან გრანულირებული ნივთიერებების გადასაზიდად და შედგება ერთი ან რამდენიმე დამონტაჟებული ცისტერნისგან. საკუთრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა თუ სავალი მექანიზმების ნაწილების გარდა, ავტოცისტერნა მოიცავს ერთ ან რამდენიმე კორპუსს, მათი აღჭურვილობის ელემენტებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა თუ სავალი მექანიზმების ნაწილებზე მათ დასამაგრებელ აღჭურვილობას;

ბ) გადასატანი ცისტერნა – ADR-ის 2.2.2.1.1 პუნქტში განსაზღვრული აირების გადასაზიდად განკუთვნილი, 450 ლიტრზე მეტი მოცულობის კომბინირებული ცისტერნა, 6.7 თავის ან სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების შესახებ კოდექსით გათვალისწინებული განმარტების შესაბამისად, რაც ასევე მითითებულია 3.2 თავის A ცხრილის (10) სვეტში წარმოდგენილ ინსტრუქციებში (T კოდი) გადასატანი ცისტერნების შესახებ;

გ) გამონაკლისი – ამ რეგლამენტით განსაზღვრული ნორმა, რომელიც ათავისუფლებს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთს იმ მოთხოვნებისაგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სახიფათო ტვირთის მიმართ;

დ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთები – სახიფათო ტვირთები, რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ პირველი ან მეშვიდე კლასი, ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) დამონტაჟებული ცისტერნა – 1000 ლიტრზე მეტი მოცულობის ცისტერნა, რომელიც სტაციონარულად არის დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაზე (რომელიც მოცემულ შემთხვევაში ხდება ავტოცისტერნა) ან წარმოადგენს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს;

ვ) კონტეინერი − სატრანსპორტო კონსტრუქცია, რომელსაც გააჩნია მდგრადობა და შესაბამისად, საკმაოდ გამძლეა მრავალჯერადი გამოყენებისთვის, სპეციალურად არის კონსტრუირებული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტვირთების გადაზიდვას ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, ტვირთის დაზიანების გარეშე, აღჭურვილია იმ დანადგარებით, რომლებიც იძლევა მისი აწყობისა და დამუშავების შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის გადატვირთვას ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე, დაპროექტებულია იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად შევსება და დაცლა და გააჩნია არანაკლებ 1 მ3 შიდა მოცულობა, გარდა იმ კონტეინერებისა, რომლებიც გათვალისწინებულია რადიოაქტიური მასალების გადასაზიდად;

ზ) კონტეინერ-ცისტერნა − სატრანსპორტო კონსტრუქცია, რომელიც შედგება კორპუსისა და აღჭურვილობის ელემენტებისგან იმ აღჭურვილობის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერ-ცისტერნის გადაადგილების შესაძლებლობას მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, გამოიყენება აირების, სითხის, ფხვიერი თუ გრანულირებული ნივთიერებების გადასაზიდად, ხოლო ADR-ის 2.2.2.1.1 ქვეპუნქტში გათვალისწინებული განსაზღვრების მიხედვით აირების გადაზიდვისთვის გამოყენების შემთხვევაში გააჩნია 0.45 მ3-ზე (450 ლიტრზე) მეტი ტევადობა;

თ) მასიური ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერი (შემდგომში – მტსტკ) – მყარი ან დრეკადი გადასატანი ტარა, რომელიც განსხვავდება ADR-ის 6.1 თავში გათვალისწინებული ტარისგან და რომელსაც გააჩნია შემდეგი მოცულობა − არაუმეტეს 3 მ3 – ADR-ის II და III შეფუთვის ჯგუფებით გათვალისწინებული მყარი და თხევადი ნივთიერებების შემთხვევაში, არაუმეტეს 1.5 მ3 – ADR-ის I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია დრეკადი, მყარი პლასტმასის, შედგენილი, ბოჭკოვანი მუყაოსა თუ ხის მასიური ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერები, არაუმეტეს 3 მ3 – ADR-ის I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია ლითონის მასიური ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერები, არაუმეტეს 3 მ3 − მე-7 კლასით გათვალისწინებულ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით − და, რომელიც გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის და მედეგია დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების ოპერაციების დროს წარმოდგენილი დატვირთვების მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია ADR-ის 6.5 თავში გათვალისწინებული ცდების მიხედვით;

ი) მომეტებული საფრთხის ტვირთები – ტვირთები, რომლებიც შეიძლება, ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის ტვირთების შემთხვევაში მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები;

კ) მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი – იმ ელემენტების შემცველი კონტეინერი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და აწყობილია ჩარჩო კონსტრუქციაზე. მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ელემენტებად განიხილება: ბალონები, მილები, ბალონების შეკვრა, წნევის დოლურები, ასევე აირების გადასატანი ცისტერნები, რომლებსაც, ADR-ის 2.2.2.1.1 პუნქტის თანახმად, გააჩნია 450 ლიტრზე მეტი ტევადობა;

ლ) მსხვილგაბარიტიანი ტარა – ტარა, რომელიც შედგება ნაკეთობებისა თუ შიდა ტარის შემცველი გარე ტარისგან და რომელიც გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის და აღემატება 400 კგ სუფთა მასას ან 450 ლიტრ ტევადობას, თუმცა მისი მოცულობა არ აჭარბებს 3 მ3-ს;

მ) სატრანსპორტო ერთეული – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გარეშე ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მასზე მიმაგრებული მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) კომბინაცია;

ნ) სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა – იმ ელემენტების შემცველი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და სტაციონარულად მაგრდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე. სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის შემადგენელ ელემენტებად განიხილება: ბალონები, მილები, ბალონების შეკვრა, წნევის დოლურები, ასევე აირების გადაზიდვისთვის განკუთვნილი ცისტერნები, როგორც ეს გათვალისწინებულია ADR-ის 2.2.2.1.1 ქვეპუნქტით, 450 ლიტრზე მეტი ტევადობით;

ო) სახიფათო ტვირთი – ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით, 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით;

პ) სახსნელი ცისტერნა − ცისტერნა, რომელიც არ წარმოადგენს დამონტაჟებულ ცისტერნას, გადასატან ცისტერნას, კონტეინერ-ცისტერნასა თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის ელემენტს ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერს, რომლის მოცულობაც აღემატება 450 ლიტრს და რომელიც არ არის გათვალისწინებული ტვირთების გადასაზიდად გადმოტვირთვის გარეშე და ჩვეულებრივ ექვემდებარება დატვირთვა-გადმოტვირთვას მხოლოდ ცარიელ მდგომარეობაში;

ჟ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გაგზავნას როგორც საკუთარი, ასევე მესამე პირის სახელით. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთგამგზავნი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გაგზავნას;

რ) ტვირთმიმღები – ტვირთმიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, თუ ტრანსპორტირების ოპერაცია ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ტვირთმიმღებად ჩაითვლება ის პირი, რომელიც სახიფათო ტვირთის ჩამოსვლისას იღებს მასზე პასუხისმგებლობას;

ს) ADR (Agreement Concerning the International Carriage of Dangerous Goods by Road) – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმება, რომელიც დაიდო 1957 წლის 30 სექტემბერს ქ. ჟენევაში, აღნიშნულ შეთანხმებაში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად;

ტ) AT ტიპის სატრანსპორტო საშუალება − სატრანსპორტო საშუალება, EX/III, FL ან MEMU ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა, განკუთვნილი სახიფათო ტვირთების გადასაზიდად 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით, ან სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1 მ3-ზე მეტი საერთო ტევადობით, FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა;

უ) EX/II ან EX/III ტიპის სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების (1 კლასი) გადასაზიდად;

ფ) FL ტიპის სატრანსპორტო საშუალება − სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი არაუმეტეს 60°С აფეთქების ტემპერატურის მქონე სითხეების გადასაზიდად (გარდა დიზელის საწვავისა, რომელიც შეესაბამება სტანდარტს EN 590:2013+A1:2017, გაზოილისა და გამათბობელი საწვავისა – გაეროს №1202 – სტანდარტში EN 590:2013+A1:2017 მითითებული აფეთქების ტემპერატურით) დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით 1 მ3 მეტი ტევადობით ან კონტეინერ-ცისტერნებით ან გადასატანი ცისტერნებით 3 მ3 მეტი ინდივიდუალური ტევადობით; ან სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით 1 მ3 მეტი ტევადობით ან კონტეინერ-ცისტერნებით ან გადასატანი ცისტერნებით ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით 3მ3 მეტი ინდივიდუალური ტევადობით; ან სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1მ​3-ზე მეტი საერთო ტევადობით, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად; ან სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის წყლის ხსნარის (კლასი 5.1, გაეროს №2015) გადასაზიდად 1მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით ან 3მ3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით ან გადასატანი ცისტერნებით;

ქ) MEMU (Mobile Explosives Manufacturing Unit – ფეთქებადი ნივთიერებების მობილური დანადგარი) – დანადგარი ან სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც დამონტაჟებულია აღნიშნული დანადგარი, იმ სახიფათო ტვირთებისგან ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებლად და დასამუხტად, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადს. დანადგარი შედგება სხვადასხვა ცისტერნისგან, მასიური ტვირთების კონტეინერებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობებისგან, ასევე ტუმბოებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი მოწყობილობებისგან. MEMU შეიძლება აღჭურვილი იყოს სპეციალური განყოფილებებით შეფუთული ფეთქებადი ნივთიერებებისათვის (მიუხედავად იმისა, რომ MEMU-ს განმარტება ითვალისწინებს გამონათქვამს „ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება და დამუხტვა“, MEMU-სთან დაკავშირებული მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ გადაზიდვისას და არა ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებისა და დამუხტვის პროცესში);

ღ) N.O.S პოზიცია (პოზიცია, რომელიც კონკრეტულად არ არის მითითებული) – შეჯამებული პოზიცია, რომელსაც შეიძლება მიეკუთვნოს ნივთიერებები, ნარევები, ხსნარები ან ნაკეთობები იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არის მითითებული დასახელებით ADR-ის 3.2. თავის A ცხრილში და ავლენს N.O.S. პოზიციის კლასის, კლასიფიკაციის კოდის, შეფუთვის ჯგუფის, დასახელებისა და აღწერილობის ქიმიურ, ფიზიკურ და/ან სახიფათო თვისებებს.

მუხლი 4. გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ADR-ისა და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება

ADR-ისა და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

ა) სატრანსპორტო ოპერაციის მახასიათებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ა.ა) ფიზიკური პირის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, როდესაც აღნიშნული ტვირთი შეფუთულია საცალო გაყიდვების მიზნით და გათვალისწინებულია პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, დასასვენებელი ან სპორტული ღონისძიებებისთვის, იმ პირობით, თუ მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენცის მიზნით. თუ აღნიშნული ტვირთი წარმოადგენს ადვილაალებად სითხეს, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით, შევსებული ფიზიკური პირების მიერ ან მათთვის, აღნიშნული სითხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ლიტრს თითოეულ ჭურჭელზე და 240 ლიტრს ერთ სატრანსპორტო ერთეულზე. მტსტკ-ში, მსხვილგაბარიტიან ტარასა თუ ცისტერნებში მოთავსებული სახიფათო ტვირთი არ ჩაითვლება შეფუთულად საცალო გაყიდვების მიზნით;

ა.ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ფიზიკური პირების მიერ ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, როდესაც აღნიშნული ტვირთი გათვალისწინებულია პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, დასასვენებელი ან სპორტული ღონისძიებებისთვის და რომლის გადაზიდვაც ხდება ნარჩენების სახით, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც აღნიშნული სახიფათო ტვირთი აღარ იქნება შეფუთული საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ თავდაპირველ შეფუთვაში, იმ პირობით, რომ მოხდება შესაბამისი ზომების მიღება გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით;

ა.გ) საწარმოების მიერ განხორციელებული გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მათ ძირითად საქმიანობაზე დამატების სახით, როგორიცაა ტვირთების მიწოდება სამშენებლო ან საინჟინრო-ტექნიკურ ობიექტებზე ან მათი დაბრუნება აღნიშნული ობიექტებიდან, ან აზომვით, სარემონტო და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან მიმართებით, არაუმეტს 450 ლიტრის ოდენობით თითოეულ ტარაზე (მტსტკ-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით) და ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით. აღნიშნული გამონაკლისი არ გამოიყენება მე-7 კლასის სახიფათო ტვირთების შემთხვევაში. ასევე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ეხება იმ გადაზიდვებს, რომლებიც სრულდება ამ საწარმოების მიერ საკუთარი მიწოდების ან გარე თუ შიდა განაწილების მიზნით;

ა.დ) კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული გადაზიდვა საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ან მათი ზედამხედველობის ქვეშ, რამდენადაც აღნიშნული გადაზიდვები აუცილებელია საავარიო-სამაშველო სამუშაოების განსახორციელებლად, კერძოდ, გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება:

ა.დ.ა) ტექნიკური დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც გამოიყენება ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი, გაუმართავი და სახიფათო ტვირთების შემცველი სატრანსპორტო საშუალებების გადასაზიდად;

ა.დ.ბ) უბედურ ან ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი სახიფათო ტვირთის ლოკალიზებისა და შეგროვებისა და მათი უახლოეს სათანადო უსაფრთხო ადგილზე გადატანის მიზნით;

ა.ე) ადამიანების გადასარჩენად და გარემოს დასაცავად გათვალისწინებული ავარიული გადაზიდვა, იმ პირობით, რომ მიღებულია შესაბამისი ზომები აღნიშნული გადაზიდვების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;

ა.ვ) გაუწმენდავი, ცარიელი, სტაციონარული სასაწყობო რეზერვუარების გადაზიდვა, რომლებიც შეიცავდა ADR-ის 2.2.2.1.3 პუნქტით განსაზღვრული მე-2 კლასის A, O ან F ჯგუფის აირებს, II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი მე-3 ან მე-9 კლასის ნივთიერებებს, ან ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი 6.1 კლასის პესტიციდებს, შემდეგი პირობების დაცვით (აღნიშნული გამონაკლისი არ ეხება იმ სტაციონარულ, შესანახ რეზერვუარებს, რომლებიც შეიცავს დესენსიბილიზებულ ფეთქებად ნივთიერებებს ან ისეთ ნივთიერებებს, რომელთა გადაზიდვაც იკრძალება ADR-ის მიერ.):

ა.ვ.ა) ყველა ნახვრეტი, წნევის შემზღუდველი მოწყობილობის გარდა (მისი არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად არის დახურული;

ა.ვ.ბ) მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენცის მიზნით;

ა.ვ.გ) ტვირთი დამაგრებულია ჩარჩოებზე, გისოსებსა თუ სხვა სატრანსპორტო-ჩასატვირთ მოწყობილობებში ან სატრანსპორტო საშუალებებსა თუ კონტეინერებზე იმ სახით, რომ შეუძლებელი იყოს მისი მორყევა ან გადაადგილება გადაზიდვის ნორმალურ პირობებში;

ბ) აირების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ბ.ა) სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული აირების გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ან მათი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, სამაცივრო აღჭურვილობის). აირები შეიძლება გადაიზიდოს ჩამაგრებულ საწვავის ავზებში ან ბალონებში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების ძრავას ან/და დამხმარე მოწყობილობას ან წნევის ქვეშ არსებულ გადასაზიდ რეზერვუარებში, რომლებიც პასუხობენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ.ბ) სატრანსპორტო ერთეულისათვის განკუთვნილი საწვავის ავზებისა და ბალონების მოცულობა, მათ შორის, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაშვებულთა ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის (მჯ) ან მასის (კგ) 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტ ოდენობას.

შენიშვნა 1: 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტი შეესაბამება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საწვავის ლიმიტს (1500 ლიტრი). საწვავის ენერგიის შემცველობა წარმოდგენილია შემდეგი ცხრილით:

 

საწვავი

ენერგიის შემცველობა

დიზელი

36 მჯ/ლიტრი

ბენზინი

32 მჯ/ლიტრი

ბუნებრივი აირი/ბიოგაზი

35 მჯ/ნმ ​3

გათხევადებული ნავთობის აირი (LPG)

24 მჯ/ლიტრი

ეთანოლი

21 მჯ/ლიტრი

ბიოდიზელი

33 მჯ/ლიტრი

ემულსიური საწვავი

32 მჯ/ლიტრი

წყალბადი

11 მჯ/ნმ​3 ა

 

ა – 1 ნმ3 აღნიშნავს ჩვეულებრივ კუბურ მეტრს: აირის მოცულობას, რომელიც იკავებს 1 მ3-ს 00C ტემპერატურის და 1.01325 ბარის (0.101325 მპა) წნევის პირობებში.

 საერთო მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს:

– 1 080 კგ-ს, შეკუმშული ბუნებრივი აირის (შემდგომში ასევე „CNG“) და გათხევადებული ბუნებრივი აირის (შემდგომში ასევე „LNG“) შემთხვევაში .

– 2 250 ლიტრს, გათხევადებული ნავთობის აირის (შემდგომში ასევე „LPG“) შემთხვევაში.

შენიშვნა 2: გადაზიდვისას გამოყენებულ აღჭურვილობაზე მორგებული კონტეინერი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა მიმაგრებული, მიიჩნევა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილად და სარგებლობს იმავე გამონაკლისებით, რომლებიც დაკავშირებულია აღჭურვილობის ოპერირებისთვის აუცილებელ საწვავთან.

ბ.გ) ADR-ის 2.2.2.1.3. პუნქტით გათვალისწინებულ მხუთავ (А) და მჟანგავ (О) ჯგუფებს მიკუთვნებული აირების გადაზიდვა, თუ აირის წნევა, რეზერვუარსა თუ ცისტერნაში, 200C ტემპერატურაზე არ აღემატება 200 კპა-ს (2 ბარს) და თუ აირი არ წარმოადგენს გათხევადებულ ან გაყინულ გათხევადებულ აირს. აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის რეზერვუარი ან ცისტერნა, მაგალითად ის რეზერვუარი ან ცისტერნა, რომელიც წარმოადგენს მანქანებისა და აპარატურის ნაწილებს (აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება ნათურებზე);

ბ.დ) სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობებში (მაგალითად: ცეცხლმაქრები) შემავალი აირების გადაზიდვა, სათადარიგო ნაწილების (მაგალითად, დაბერილი პნევმატური საბურავების) ჩათვლით; ზემოაღნიშნული გამონაკლისი ასევე გამოიყენება ტვირთების სახით დაბერილი პნევმატური საბურავების გადაზიდვის შემთხვევაშიც;

ბ.ე) სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ მოწყობილობაში შემავალი აირების გადაზიდვა, რომლებიც აუცილებელია ამ სპეციალური მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის გადაზიდვების დროს (მაგალითად, მაცივებელი სისტემები, თევზების მოსათავსებელი რეზერვუარები, გამათბობლები და ა.შ.) ასევე სათადარიგო სათავსები აღნიშნული მოწყობილობებისთვის ან გაუწმენდავი ცარიელი შემცვლელი სათავსები, რომელთა გადაზიდვაც ხდება იმავე სატრანსპორტო ერთეულში;

ბ.ვ) საკვებ პროდუქტებში შემავალი აირების გადაზიდვა (გარდა გაეროს №1950-ისა), გაზირებული სასმელების ჩათვლით;

ბ.ზ) სპორტული მოხმარების ბურთებში შემავალი აირების გადაზიდვა;

გ) თხევადი საწვავის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში მოთავსებული თხევადი საწვავის გადაზიდვა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის ან მათი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის გადაზიდვის პროცესში და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

გ.ა) თხევადი საწვავის გადაზიდვა შესაძლებელია დამონტაჟებულ საწვავის ავზ(ებ)ში, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების ძრავსა და/ან დამხმარე მოწყობილობებთან და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან გადასაზიდ საწვავის კონტეინერებში (მაგალითად: კანისტრებში);

გ.ბ) დამონტაჟებული საწვავის ავზის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლიტრს ერთ სატრანსპორტო ერთეულზე, ხოლო მისაბმელზე დამონტაჟებული ავზის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლიტრს. გადასაზიდი საწვავის კონტეინერებით შესაძლებელია მაქსიმუმ 60 ლიტრი თხევადი საწვავის გადატანა ერთ სატრანსპორტო ერთეულზე. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

შენიშვნა 1: გადაზიდვისას გამოყენებული, აღჭურვილობაზე მორგებული კონტეინერი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა მიმაგრებული, მიიჩნევა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილად და სარგებლობს იმავე გამონაკლისებით, რაც დაკავშირებულია აღჭურვილობის ოპერირებისთვის აუცილებელ საწვავთან.

შენიშვნა 2: სატრანსპორტო ერთეულისათვის განკუთვნილი საწვავის ავზებისა და ბალონების ჯამური მოცულობა, მათ შორის, აირის საწვავების შემცველთა ჩათვლით, ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის პირველი შენიშვნის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის (მჯ) ან მასის (კგ) 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტურ ოდენობას;

დ) სპეციალური დებულებები:

ADR-ის 3.3 თავით გათვალისწინებული ზოგიერთი სპეციალური დებულება ნაწილობრივ ან სრულად ათავისუფლებს კონკრეტული სახიფათო ტვირთების გადაზიდვას ADR-ის მოთხოვნებისგან. აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ 3.2 თავის A ცხრილის (6) სვეტში, შესაბამისი სახიფათო ტვირთების გრაფაში გათვალისწინებულია სპეციალური დებულება;

ე) ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადატანილ ოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ე.ა) წინამდებარე პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, სახიფათო ტვირთები განეკუთვნება 0, 1, 2, 3 ან 4 სატრანსპორტო კატეგორიებს, როგორც ეს მითითებულია ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (15) სვეტში. ცარიელი, გაუსუფთავებელი ტარა, რომელიც შეიცავს „0“ სატრანსპორტო კატეგორიისათვის მიკუთვნებულ ნივთიერებებს, ასევე განეკუთვნება სატრანსპორტო კატეგორიას „0“. ცარიელი, გაუსუფთავებელი ტარა, რომელიც შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც არ მიეკუთვნება „0“ სატრანსპორტო კატეგორიას, წარმოდგენილია სატრანსპორტო კატეგორიაში „4“.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადატანილი სახიფათო ტვირთის რაოდენობა არ აღემატება ამ რეგლამენტის №1 დანართის (3) სვეტით გათვალისწინებულ მნიშვნელობებს მოცემულ სატრანსპორტო კატეგორიასთან დაკავშირებით (როდესაც სატრანსპორტო ერთეულში გადატანილი სახიფათო ტვირთი განეკუთვნება ერთსა და იმავე კატეგორიას) აღნიშნული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია შეფუთვების სახით ერთ სატრანსპორტო ერთეულში ADR-ის 1.1.3.6.2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების გამოყენების გარეშე;

ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება ერთი და იმავე სატრანსპორტო ერთეულით, შემდეგი მნიშვნელობების − პირველ სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „50“-ზე, ამ რეგლამენტის №1-დანართის შენიშვნაში გათვალისწინებული პირველ სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული

„20“-ზე, მე-2 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „3“-ზე და მე-3 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების − რაოდენობის ჯამმა არ უნდა გადააჭარბოს „1 000“-ს;

შენიშვნა: წინამდებარე პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, მხედველობაში არ მიიღება ის სახიფათო ტვირთები, რომლებიც გათავისუფლებულია ამ მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ.ა“, „ა.დ.ბ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტებისა და „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ პუნქტების შესაბამისად;

ვ) შეზღუდულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ვ.ა) შეზღუდული ოდენობებით შეფუთულ, გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელი დებულებები, შიდა ტარასა თუ ნაკეთობასთან დაკავშირებით მოქმედი რაოდენობრივი შეზღუდვა მითითებულია ყოველ ნივთიერებასთან დაკავშირებით ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ა) სვეტში. შეზღუდული ოდენობებით შეფუთული, გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია, დაექვემდებაროს გამონაკლისს იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ADR-ის 3.4 თავში გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაექვემდებარება მხოლოდ ADR-ის 3.4.1. პუნქტით გათვალისწინებულ დებულებებს;

ვ.ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით განხორციელებულ შეფუთვებზე უნდა იქნეს დატანილი ამ რეგლამენტის დანართი №12-ის პირველი პუნქტითა და ADR-ის 3.4.7.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანი;

ზ) გამოთავისუფლებულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ზ.ა) გამოთავისუფლებული ოდენობებით შეფუთული (ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ბ) სვეტში ასოებითა და ციფრებით წარმოდგენილი კოდები), გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია, დაექვემდებაროს გამონაკლისს იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ADR-ის 3.5 თავში გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაექვემდებარება მხოლოდ ADR-ის 3.5.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ დებულებებს;

ზ.ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით განხორციელებულ შეფუთვაზე უნდა იქნეს დატანილი ამ რეგლამენტის დანართ №12-ის მე-2 პუნქტითა და ADR-ის 3.5.4.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანი;

თ) ცარიელ, გაუსუფთავებელ ტარასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ცარიელ, გაუსუფთავებელ ტარაზე (მტსტკ-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით), რომელიც შეიცავდა მე-2, მე-3, 4.1, 5.1, 6.1, მე-8 და მე-9 კლასების ნივთიერებებს, თუ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები 1 − 9 კლასების ტვირთებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით;

ი) ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემებზე (მაგალითად: ლითიუმის ბატარეები, ელექტროკონდენსატორები, ასიმეტრიული კონდენსატორები, ლითონის ჰიდრიდის შენახვის სისტემები და საწვავის უჯრედები):

ი.ა) რომლებიც წარმოდგენილია სატრანსპორტო საშუალებაში და გათვალისწინებულია მისი მოძრაობის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

ი.ბ) რომლებიც წარმოდგენილია აღნიშნული მოწყობილობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოწყობილობაში და გამოიყენება ან გათვალისწინებულია გამოსაყენებლად გადაზიდვების დროს (მაგალითად, ლეპტოპი), გარდა ისეთი მოწყობილობებისა, როგორიცაა მონაცემთა ჩაწერისა და გამოტანის მოწყობილობები და ტვირთის მეთვალყურეობის მექანიზმები, რომლებიც დამაგრებულია ან განთავსებულია შეფუთვებში, სატრანსპორტო პაკეტებში, კონტეინერებსა თუ სატვირთო განყოფილებებში და რომლებზეც ვრცელდება მხოლოდ ADR-ის 5.5.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

კ) გამონაკლისი იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერებში გაგრილებისა ან კონდიცირების მიზნით:
 სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერებში გაგრილებისა ან კონდიცირების მიზნით, ვრცელდება მხოლოდ ADR-ის 5.5.3. პუნქტის მოთხოვნები;

ლ) სახიფათო ტვირთების შემცველი ნათურების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება შემდეგი ნათურების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეიცავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებსა და ვერცხლისწყალს ADR-ის 3.3 თავის 366-ე სპეციალური დებულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით:

ლ.ა) ნათურები, რომელთა შეგროვებაც ხდება უშუალოდ კერძო პირებისგან თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობიდან, მათი შეგროვების ან უტილიზაციის პუნქტში გადაზიდვისას;

შენიშვნა: აღნიშნული ასევე მოქმედებს იმ ნათურებთან დაკავშირებით, რომელთა მოწოდებასაც უზრუნველყოფენ კერძო პირები შეგროვების პირველად პუნქტში და, შემდგომ ამისა, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება სხვა შეგროვების, შუალედური დამუშავების ან უტილიზაციის პუნქტებში;

ლ.ბ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ 1 გრამზე მეტ სახიფათო ტვირთს და შეფუთულია იმ სახით, რომ ყოველ შეფუთვაში არ იყოს წარმოდგენილი 30 გრამზე მეტი სახიფათო ტვირთი იმ პირობით, თუ ნათურები დამზადებულია ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სისტემის შესაბამისად (შენიშვნა: აღნიშნული მიზნისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტანდარტი ISO 9001) და ყოველი ნათურა, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა შეფუთული შიდა ტარაში, ერთმანეთისგან გამოყოფილი ტიხრებით, ან წარმოდგენილი სადებ მასალაში, ნათურების დაცვის მიზნით და განთავსებული მყარ გარე ტარაში, რომელიც აკმაყოფილებს ADR-ის 4.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და ასევე შეუძლია გაიაროს 1.2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;

ლ.გ) გამოყენებული, დაზიანებული ან წუნდებული ნათურები, რომლებიც შეიცავენ არაუმეტეს 1 გრამ სახიფათო ტვირთს, ყოველ შეფუთვაში არაუმეტეს 30 გრამ სახიფათო ტვირთის შემცველობასთან ერთად, როდესაც მათი გადაზიდვა ხდება შეგროვების ან უტილიზაციის პუნქტიდან. ნათურები უნდა შეიფუთოს საკმარისად გამძლე გარე ტარაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაზიდვის ნორმალურ პირობებში შიგთავსის გამოთავისუფლება, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ADR-ის 4.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და გაიაროს არანაკლებ 1.2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;

ლ.დ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ADR-ის 2.2.2.1 პუნქტით გათვალისწინებულ A და O ჯგუფის აირებს იმ პირობით, თუ მათი შეფუთვა მოხდება ისე, რომ ნათურის წყვეტის შედეგად გამოწვეული ფეთქებადი ეფექტი შეკავებულ იქნეს შეფუთვის ფარგლებში;

ლ.ე) რადიოაქტიური მასალის შემცველი ნათურების გადაზიდვა რეგულირდება ADR-ის 2.2.7.2.2.2 პუნქტით.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-8-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირველი კლასის ნივთიერებების ან ნაკეთობების შემცველი შეფუთვები რეგლამენტის დანართ №8-ით გათვალისწინებული 1, 1.4, 1.5 ან 1.6 ნიმუშის საშიშროების ნიშნით, რომლებიც მიეკუთვნება შეთავსებადობის სხვადასხვა ჯგუფს, შეიძლება დაიტვირთოს ერთად, ერთ სატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი დატვირთვა დასაშვებია ამ რეგლამენტის №4 დანართში მოყვანილი ცხრილის თანახმად, შეთავსებადობის შესაბამისი ჯგუფებისთვის.

9. შეფუთვა, ასევე გაუსუფთავებელი ცარიელი ტარა, მათ შორის, მსხვილგაბარიტიანი ტარა და მტსტკ 6.1 ან 6.2 ნიმუშების საშიშროების ნიშნებით, და მათგან ისინი, რომლებსაც აქვთ ამ რეგლამენტის დანართ №8-ით გათვალისწინებული 9 ნიმუშის საშიშროების ნიშანი და შეიცავს ტვირთებს გაეროს 2212, 2315, 2590, 3151, 3152 ან 3245, არ უნდა იყოს განთავსებული სატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებსა და დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებში იმ შეფუთვებთან ახლოს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ მათში მოთავსებულია კვების პროდუქტები, სხვა მოხმარების საგნები და ცხოველების საკვები.“;

ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. როდესაც გათვალისწინებულია პირველი კლასის ნივთიერებებისა და ნაკეთობების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების მიზნით, სადგომზე დაყენებულ სატრანსპორტო ერთეულებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მ-ს.“.

4. მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თან იქონიონ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ ამ რეგლამენტის დანართ №6-ით განსაზღვრული წერილობითი ინსტრუქციებით გათვალისწინებული აუცილებელი აღჭურვილობა;“;

ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონსულტანტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ADR-ის 5.4.1 კარით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები ყველა გადასაზიდ სახიფათო ტვირთზე, რომელიც უნდა შეიცავდეს გაეროს ნომერს, დასახელებას (მათ შორის, საბაზროს), ამ რეგლამენტის №8 დანართით გათვალისწინებულ საშიშროების ნიშნის ნომერს (მათ შორის, დამატებითი ნიშნის ჩათვლით), ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებულ შეფუთვის ჯგუფს (არსებობის შემთხვევაში) და ADR-ით გათვალისწინებულ გვირაბში გავლის შეზღუდვის კოდს;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის ყველა წევრის პირადობის მოწმობა/პასპორტი ფოტოსურათით;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას;“;

ა.დ) „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თითოეული სატრანსპორტო ერთეული უნდა იყოს აღჭურვილი ცეცხლსაქრობ(ებ)ით, რომლებსაც უნდა ჰქონდეს აღნიშვნები გავლილი შემოწმების შესახებ. ცეცხლსაქრობები უნდა დამაგრდეს სატრანსპორტო ერთეულებზე ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისთვის ნებისმიერ დროს იყოს ხელმისაწვდომი, ასევე დაცული იყოს კლიმატური პირობების ზეგავლენისაგან, მათი საექსპლუატაციო საიმედოობის შემცირების თავიდან აცილების მიზნით.“;

გ) მე-9 პუნქტის:

გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თვალების გამოსარეცხი სითხე (სავალდებულო არ არის ამ რეგლამენტის დანართ №8-ით გათვალისწინებული 1, 1.4, 1.5, 1.6, 2.1, 2.2 და 2.3 საშიშროების ნიშნების მქონე სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას);“;

გ.ბ) „თ.ა“-„თ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) ამ რეგლამენტის დანართ №8-ით გათვალისწინებული 2.3 ან 6.1 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებიდან ავარიულად გამოსვლისთვის საჭირო ნიღაბი სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის თითოეული წევრისთვის;

თ.ბ) ნიჩაბი (სავალდებულოა მხოლოდ ამ რეგლამენტის დანართ №8-ით გათვალისწინებული 3, 4.1, 4.3, 8 და 9 საშიშროების ნიშნების მქონე მყარი ნივთიერებისა და სითხეებისათვის);“.

7. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრომოწყობილობა“;

ა.ბ) „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ.გ) დამატებითი დაცვა პასუხობს სათანადო მოთხოვნებს ISO 14572:2011, ISO 19642-8:2019, ISO 19642-9:2019 ან ISO 19642-10:2019 სტანდარტის შესაბამისი მრავალბირთვიანი სადენების გამოყენების შემთხვევაში.“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბატარეები:

დ.ა) ბატარეების კლემები უნდა იყოს ელექტროიზოლირებული ან დახურული საიზოლაციო ხუფით;

დ.ბ) ბატარეა, რომელმაც შეიძლება გამოყოს აალებადი გაზი და რომელიც არაა განთავსებული ძრავის ხუფის ქვეშ, უნდა იყოს დამონტაჟებული ვენტილირებად ყუთში.“;

ა.დ) „თ“-„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტრული წრედების გათიშვა:

თ.ა) მოწყობილობა, რომელიც იძლევა ელექტრული წრედების გათიშვის შესაძლებლობას ყველა ძაბვის დონეზე, უნდა განთავსდეს ენერგიის წყაროებთან შეძლებისდაგვარად ახლოს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობა თიშავს მხოლოდ ერთ სადენს კვების წყაროდან, მან უნდა გათიშოს დენის მიმწოდებელი სადენი;

თ.ბ) გათიშვის ხელშეწყობის მიზნით, მართვის მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს მძღოლის კაბინაში. ის უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი მძღოლისთვის და გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული. ის უნდა იყოს დაცული შემთხვევითი ამოქმედებისგან დამცავი გარსაცმით, ორმაგი ამომრთველის ან სხვა შესაბამისი საშუალებების გამოყენებით. შესაძლებელია დამონტაჟდეს მართვის დამატებითი მოწყობილობები, თუ მათზე წარმოდგენილი იქნება თვალსაჩინო აღნიშვნა და დაცული იქნება შემთხვევითი ამოქმედებისგან. თუ ამომრთველის მართვის მოწყობილობები აღჭურვილია ელექტროამძრავით, მართვის მოწყობილობების სქემებზე გავრცელდება ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

თ.გ) მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფს ელექტრული წრედების გათიშვას, უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. გათიშვა უნდა მოხდეს მართვის მოწყობილობის გააქტიურებიდან 30 წამის განმავლობაში;

თ.დ) მოწყობილობას უნდა ჰქონდეს გარსაცმი IP65 დაცვის ხარისხით IEC 60529 სტანდარტის შესაბამისად;

თ.ე) მოწყობილობასთან დაკავშირებული სადენები, რომლებშიც ძაბვა აღემატება 25 ვოლტ ცვლად დენს ან 60 ვოლტ მუდმივ დენს, აგრეთვე გაეროს №100 რეგულაციით გათვალისწინებული სისტემები, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული რეგულაციით წარმოდგენილ მოთხოვნებს. მოწყობილობასთან დაკავშირებულ სადენებს, რომლებშიც ძაბვა არ აღემატება 25 ვოლტ ცვლად დენს ან 60 ვოლტ მუდმივ დენს, უნდა ჰქონდეს IP 54 დაცვის ხარისხი IEC 60529 სტანდარტის შესაბამისად. თუმცა, ეს საჭირო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სადენების გადაბმები განთავსდება გარსაცმში, რომელიც შეიძლება, წარმოდგენილი იყოს ბატარეის ყუთის სახით. ამ შემთხვევაში საკმარისია გადაბმების იზოლირება მოკლე შერთვისგან დასაცავად, მაგალითად, რეზინის ხუფის გამოყენებით;

ი) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედები:

ი.ა) ელექტრომოწყობილობის ნაწილები, მათ შორის, შემაერთებელი სადენები, რომლებიც უნდა იყოს ძაბვის ქვეშ ელექტრული წრედების გათიშვის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, უნდა იყოს გათვლილი სახიფათო ზონებში გამოყენებაზე. ასეთი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს IEC 60079 სტანდარტის, 0 ან 144 ნაწილით გათვალისწინებულ მთავარ მოთხოვნებს, ასევე IEC 60079 სტანდარტის, 1, 2, 5, 6, 7, 11, 15, 18, 26 ან 28 ნაწილით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს;

ი.ბ) IEC 60079 სტანდარტის 144 ნაწილის მოქმედების მიზნით, გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ი.ბ.ა) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობა, მათ შორის, შემაერთებელი სადენები, რომლებიც არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად პირველ ზონაში წარმოდგენილ ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან მძღოლის კაბინაში განთავსებულ მეორე ზონაში არსებულ ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. უნდა შესრულდეს IIC აფეთქების საშიშროების ჯგუფთან, T6 ტემპერატურულ კლასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ი.ბ.ბ) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია ისეთ გარემოში, სადაც ამ გარემოში განთავსებული არაელექტრომოწყობილობის მუშაობით გამოწვეული ტემპერატურა აღემატება T6 კლასის ზღვრულ ტემპერატურას, უნდა შეესაბამებოდეს მინიმუმ T4 ტემპერატურულ კლასს;

ი.გ) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის კვების სადენები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის 60079 სტანდარტის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს („მომატებული უსაფრთხოება“) და იყოს დაცული მცველით ან წრედის ავტომატური ამომრთველით, რომელიც დამონტაჟებულია რაც შეიძლება ახლოს ენერგიის წყაროსთან ან „ნაპერწკალუსაფრთხო მოწყობილობის“ შემთხვევაში, უნდა იყოს დაცული დამცავი ბარიერით, რომელიც დამონტაჟებულია რაც შეიძლება ახლოს ენერგიის წყაროსთან;

ი.დ) ელექტრული წრედების გათიშვის მოწყობილობასთან გადაბმები, რომელიც უნდა იყოს ძაბვის ქვეშ მოწყობილობის გააქტიურების შემთხვევაში, უნდა იყოს დაცული გადახურებისგან შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, დნობადი მცველი, ავტომატური ამომრთველი ან დამცავი ბარიერი (დენის შემზღუდველი).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუხრუჭო აღჭურვილობა

ა) ზოგადი დებულებები

ა.ა) სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო ერთეულების სახით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მისაბმელები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს №13 რეგულაციის ყველა შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნას, მასში შეტანილი შესწორებების გათვალისწინებითა და მითითებული გამოყენების ვადების დაცვით. აკრძალულია რეგენერაციული მუხრუჭების ან ელექტროამძრავის მქონე მისაბმელები;

ა.ბ) EX/II, EX/III, FL და AT ტიპის სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს გაეროს ეეკ №13 წესების რეგულაციის მე-5 დანართის მოთხოვნებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემა

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი ტემპერატურის გამომყოფი ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემით, რომელიც განთავსებულია მძღოლის კაბინის უკანა კედლის მიღმა, უნდა იყოს აღჭურვილი საიმედოდ დამაგრებული სითბოს მცველი ეკრანით, რომელიც დამონტაჟებულია ამ სისტემასა და ცისტერნას ან ტვირთს შორის ისე, რომ არ მოხდეს ცისტერნის კედლის ან ტვირთის რაიმე სახით, თუნდაც ადგილობრივი, გაცხელება. გარდა ამისა, აღნიშნული სითბოს მცველი ეკრანი უნდა იცავდეს სამუხრუჭე სისტემას გადასაზიდი პროდუქტის ნებისმიერი, მათ შორის, ავარიული გაჟონვისგან ან ამოვარდნისგან. მაგალითად, დამაკმაყოფილებლად ითვლება ორმაგი გარსის ეკრანით უზრუნველყოფილი დაცვა.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატრანსპორტო საშუალების ამძრავი სისტემა“;

გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზოგადი დებულებები:

ამ პუნქტში აღნიშნული ტექნიკური დებულებები გამოიყენება ამ რეგლამენტის №10 დანართში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად. შიგაწვის ძრავითა და ელექტროამძრავით აღჭურვილი ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ბ“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის დებულებებს.“;

გ.გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) საწვავის ავზები და წყალბადის ბალონები უნდა აკმაყოფილებდეს გაეროს №134 რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს, ცვლილების მინიმუმ 02 სერიით შესწორებული სახით ან თხევადი წყალბადის კონტეინერების შემთხვევაში − №13 გლობალური ტექნიკური რეგულაციის პირველი ცვლილების მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკურ დებულებებს. აიროვანი საწვავის შემცველი საწვავის ავზების წნევის შემზღუდველი მოწყობილობების და/ან წნევის შემზღუდველი სარქველების დაცლისთვის განკუთვნილი ღიობ(ებ)ი მიმართული უნდა იყოს ჰაერის შემყვანებისგან, ელექტროაკუმულირების სისტემებისგან, საწვავის ავზებისგან, ტვირთის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცხელებული ნაწილებისგან მოშორებით და მათგან გამომავალმა აირმა არ უნდა შეაღწიოს დახურულ სივრცეებში, სხვა ავტოსატრანსპოტო საშუალებებში, ჰაერის მიმღებ გარე სისტემებში (მაგალითად, ჰაერის კონდიცირების სისტემებში), ძრავის მიმღებებში ან ძრავის ნამუშევარი აირის გამომშვებ სისტემებში. საწვავის სისტემის მილები არ უნდა დამაგრდეს ტვირთის შემცველ კორპუსზე.“;

გ.დ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შიგაწვის ძრავა

სატრანსპორტო საშუალების ძრავა უნდა იყოს აღჭურვილი და განთავსებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გაცხელების ან აალების საშიშროება, EX/II და EX/III სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გამოყენებული ძრავა უნდა იყოს შეკუმშვით აალებადი ძრავა, რომელსაც შეეძლება ოპერირება მხოლოდ თხევად საწვავზე 55°C-ზე მაღალი აფეთქების ტემპერატურით. აირების გამოყენება დაუშვებელია. საწვავის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომპონენტები ოფიციალურად იქნება დამტკიცებული და მათი მონტაჟი შეესაბამება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ დებულებებს და იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია:

გ.ა) გაეროს №110 რეგულაციაში შეკუმშული ბუნებრივი აირის (CNG) ან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) შესახებ;

გ.ბ) გაეროს №67 რეგულაციაში გათხევადებული საწვავი აირის (LPG) შესახებ;

გ.გ) გაეროს №134 რეგულაციაში შეკუმშული წყალბადის შესახებ და №13 გლობალური ტექნიკური რეგულაციის პირველი ცვლილების ტექნიკურ დებულებებში თხევადი წყალბადის შესახებ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.“;

გ.ე) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტროამძრავი

ელექტროამძრავების გამოყენება არ შეიძლება EX სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. აკრძალულია რეგენერაციული მუხრუჭების ან ელექტროამძრავის მქონე მისაბმელების გამოყენება;

ე.ა) ზოგადი დებულებები

ელექტროამძრავი უნდა აკმაყოფილებდეს გაეროს №100 რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცვლილებების მინიმუმ 03 სერიით შესწორებული სახით. ელექტროამძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საიზოლაციო მედეგობის მქონე მონიტორინგის სისტემით. უძრავ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გამოსცეს გარე სიგნალები გამაფრთხილებელ სიგნალთან ერთად, რომელიც მიეწოდება მძღოლს კაბინაში გაეროს №100 რეგულაციის 6.15.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ცვლილებების მინიმუმ 03 სერიით შესწორებული სახით;

ე.ბ) ელექტროენერგიის აკუმულირების მრავალჯერადი დამუხტვის სისტემები (REESS)

ელექტროენერგიის აკუმულირების მრავალჯერადი დამუხტვის სისტემები (REESS) უნდა იყოს დამზადებული და კონსტრუირებული რისკების შეფასების შედეგების გათვალისწინებით ISO 6469-1:2019/Amd 1:2022 სტანდარტის შესაბამისად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნორმალურ სამუშაო პირობებში. შემოწმება უნდა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებაზე პასუხისმგებელმა ტექნიკურმა სერვისმა გაეროს №100 რეგულაციის შესაბამისად, ცვლილებების მინიმუმ 03 სერიით შესწორებული სახით;

ე.გ) სითბოს გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები

იმ შემთხვევაში, თუ REESS შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც არ უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ სითბოს გავრცელება მოხდება მხოლოდ REESS-ის ფარგლებში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება ტვირთის მიმართ გათბობის ან აალების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი რისკის მინიმუმამდე დასაყვანად;

ე.დ) სატრანსპორტო საშუალებების დამუხტვის პორტი

სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის პორტი აღჭურვილი უნდა იყოს თერმომგრძნობელობის ფუნქციით, რომელიც ზღუდავს ან აფერხებს დენის გადაცემას ISO 17409:2020 სტანდარტის შესაბამისად, როდესაც ტემპერატურა აღემატება კომპონენტების ნომინალურ მნიშვნელობებს ან აუცილებელ ლიმიტებს პროდუქტთან დაკავშირებით მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა IEC 62196-3-1:2020 სტანდარტი;

ვ) წყალბადის საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები:

წყალბადის საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ელექტროამძრავთან დაკავშირებით. წყალბადის საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს №134 რეგულაციას, ცვლილებების მინიმუმ 02 სერიით შესწორებული სახით. თხევად წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, მოქმედებს გაეროს №13 გლობალური ტექნიკური რეგულაციის პირველი ცვლილებით გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნები. წყალბადის კონტეინერების ჩამკეტი მოწყობილობები ავტომატურად უნდა დაიხუროს როდესაც სატრანსპორტო საშუალება აღარ მოძრაობს, 3,25 მ · წმ–2 შენელებისას 0.7 წმ-ის განმავლობაში ან გვერდულად 23°-ზე მეტი კუთხით გადაბრუნების შემთხვევაში. ამასთან, ჩამკეტი მოწყობილობების ხელახლა გახსნა შესაძლებელია მძღოლის მიზანმიმართული მოქმედებით.“;

დ) მე-4 − მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწვავით გამათბობლები:

ა) საწვავის გამათბობლები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს №122 რეგულაციის (M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები მათი გათბობის სისტემებთან მიმართებით) შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს, მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე ამ პუნქტის „ბ“ – „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედ მოთხოვნებს ამ რეგლამენტის №10 დანართში მითითებული ცხრილის შესაბამისად;

ბ) საწვავით გამათბობლები და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა უნდა იყოს კონსტრუირებული, განთავსებული, დაცული ან იზოლირებული საფარით ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გაცხელების ან აალების საშიშროება. ეს მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ საწვავის ავზი და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა აკმაყოფილებს სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებისთვის და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში დადგენილ მოთხოვნებს;

გ) საწვავით გამათბობლების გამორთვა უნდა მოხდეს სულ მცირე შემდეგ შემთხვევებში:

გ.ა) მძღოლის კაბინიდან განზრახ მექანიკურად გამორთვა;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებების ძრავის გამორთვა, ამ შემთხვევაში გამათბობელი, შეიძლება ხელახლა ჩაირთოს მექანიკურად მძღოლის მიერ;

გ.გ) სატრანსპორტო საშუალებაზე გადასაზიდი სახიფათო ტვირთებისთვის საკვები ტუმბოს ჩართვისას;

დ) დაიშვება საწვავით გამათბობლების მუშაობა ინერციის რეჟიმში მათი გამორთვის შემდეგ. ამ პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში წვის კამერაში ჰაერის მიწოდება უნდა შეწყდეს სათანადო საშუალებების გამოყენებით არაუმეტეს 40 წამის ხანგრძლივობით ინერციის რეჟიმში მუშაობის ციკლის შემდეგ. უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ისეთი საწვავის გამათბობლები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ თბოგადამცემი უძლებს 40 წამის ხანგრძლივობით ინერციის რეჟიმში მუშაობის შემოკლებულ ციკლს ამ ხელსაწყოების ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პერიოდში;

ე) საწვავით გამათბობლების ჩართვა უნდა განხორციელდეს მექანიკურად. პროგრამირების მოწყობილობების გამოყენება დაუშვებელია;

ვ) აირისებრ საწვავზე მომუშავე საწვავით გამათბობლების გამოყენება დაუშვებელია.

 5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა:

3.5 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები ხისტ ჩარჩოზე და ნახევარმისაბმელების საწევარები) უნდა იყოს აღჭურვილი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით გაეროს №89 რეგულაციის (შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით) შესაბამისად. ეს მოწყობილობა უნდა იყოს დარეგულირებული ისე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კმ/სთ.

 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს №55 რეგულაციის (ერთგვაროვანი მითითებები სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების გადასაბმელი მოწყობილობების მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებით) ტექნიკურ მოთხოვნებს, მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებითა და მითითებული გამოყენების ვადების დაცვით.

 7. საწვავთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია

გათხევადებულ ბუნებრივ აირზე (LNG) და თხევად წყალბადზე მომუშავე ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავის სისტემები უნდა იყოს აღჭურვილი და განთავსებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას რაიმე საფრთხე აირის გაცივების შედეგად.“;

 ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

 „8. დამატებითი მოთხოვნები
 სახიფათო ტვირთების შეფუთვებში ან დაყრით გადასაზიდად და რეგულირებადი ტემპერატურის პირობებში ნივთიერებების გადასაზიდად განკუთვნილ სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალებებთან, დამონტაჟებულ ცისტერნებთან (ავტოცისტერნებთან), სატრანსპორტო საშუალება-ბატარეებსა და სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება სახიფათო ტვირთების გადასაზიდად 1 მ​3-ზე მეტი მოცულობის სახსნელი ცისტერნებით ან 3 მ​3-ზე მეტი მოცულობის კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებით ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით, აგრეთვე სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ ფეთქებადი ნივთიერებების მობილურ დანადგართან (MEMU) დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები მოყვანილია ADR-ის 9.3 − 9.8 თავებში.“.

8. მე-13 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე გაიცემა სააგენტოს მიერ საქართველოში რეგისტრირებულ EX/II, EX/III, FL, AT და MEMU-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებებებზე.
 2. EX/II, EX/III, FL, AT და MEMU-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის მოთხოვნებს, ამ რეგლამენტის №10 დანართში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში, რომლითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების გამართულობა;“;

 გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დაშვების მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით. დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის მოქმედების ვადაში.“.

9. დანართი №1, დანართი №3, დანართი №4, დანართი №6, დანართი №7, დანართი №10, დანართი №11, დანართი №12 და დანართი №14 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (9)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

ერთსა და იმავე სატრანსპორტო კატეგორიას მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების მაქსიმალური საერთო ოდენობა, რომელთა გადაზიდვა შესაძლებელია შეფუთვების სახით ერთ სატრანსპორტო ერთეულში წინამდებარე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მოყვანილი ADR-ის დებულებების გამოყენების გარეშე

სატრანსპორტო კატეგორია

(1)

ნივთიერებები ან ნაკეთობები

შეფუთვის ჯგუფი ან კლასიფიკაციის კოდი/ჯგუფი ან გაეროს №

(2)

მაქსიმალური საერთო რაოდენობა ერთ სატრანსპორტო ერთეულზებ

(3)

0

კლასი 1:

კლასი 3:

კლასი 4.2

კლასი 4.3:

კლასი 5.1:

კლასი 6.1:

კლასი 6.2:

კლასი 7:

კლასი 8:

კლასი 9:

1.1A/1.1L/1.2L/1.3L და გაეროს №0190

გაეროს №3343

I შეფუთვის ჯგუფს განკუთვნილი ნივთიერებები

გაეროს № 1183, 1242, 1295, 1340, 1390, 1403, 1928, 2813, 2965, 2968, 2988, 3129, 3130, 3131, 3132, 3134, 3148, 3396, 3398 და 3399

გაეროს № 2426

გაეროს № 1051, 1600, 1613, 1614, 2312, 3250 და 3294

გაეროს № 2814, 2900, 3549

გაეროს № 2912-დან 2919-მდე, 2977, 2978 და 3321-დან 3333-მდე

გაეროს № 2215 (მალეინის ანჰიდრიდი, მდნარი)

გაეროს № 2315, 3151, 3152 და 3432 და აღნიშნული ნივთიერებებისა და ნარევების, ასევე ცარიელი, გაუსუფთავებელი ტარის შემცველი ნაკეთობები, გარდა გაეროს №2908 კლასიფიცირებული ტარისა, რომელიც შეიცავს ამ სატრანსპორტო კატეგორიაში კლასიფიცირებულ ნივთიერებებს.

0
1 I შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც არაა კლასიფიცირებული „0“ სატრანსპორტო კატეგორიაში, აგრეთვე შემდეგი კლასების ნივთიერებები და ნაკეთობები: 20

კლასი 1:

კლასი 2:

კლასი 4.1:

კლასი 5.2:

1.1B-დან 1.1J-მდეა / 1.2B-დან 1.2J-მდე / 1.3C / 1.3G / 1.3H / 1.3J / 1.5Dა

ჯგუფები T, TCა, TO, TF, TOCა და TFC.

აეროზოლები: ჯგუფები C, CO, FC, T, TF, TC, TO, TFC და TOC

ქიმიური ნივთიერებები წნევის ქვეშ: გაეროს №3502, 3503, 3504 და 3505

გაეროს № 3221-დან 3224-მდე, 3231-დან 3240-მდე, 3533 და 3534

გაეროს № 3101-დან 3104-მდე და 3111-დან 3120-მდე.

2 II შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც არაა კლასიფიცირებული „0“, „1“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიებში, აგრეთვე შემდეგი კლასების ნივთიერებები და ნაკეთობები: 333

კლასი 1:

კლასი 2:

კლასი 4.1:

კლასი 4.3:

კლასი 5.1:

კლასი 5.2:

კლასი 6.1:

კლასი 6.2: კლასი 9:

1.4B-დან 1.4G-მდე 1.6N

ჯგუფი F

აეროზოლები: ჯგუფი F

ქიმიური ნივთიერებები წნევის ქვეშ: გაეროს №3501

გაეროს № 3225-დან 3230-მდე, 3531 და 3532

გაეროს № 3292

გაეროს № 3356

გაეროს № 3105-დან 3110-მდე

გაეროს №1700, 2016 და 2017

და II შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები

გაეროს № 3291

გაეროს № 3090, 3091, 3245, 3480, 3481, 3536, 3551 და 3552

3 III შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები, რომლებიც არაა კლასიფიცირებულიი „0“, „2“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიებში, აგრეთვე შემდეგი კლასების ნივთიერებები და ნაკეთობები: 1 000

კლასი 2:

კლასი 3:

კლასი 4.3:

კლასი 8:

კლასი 9:

ჯგუფები A და O

აეროზოლები: ჯგუფები A და O

ქიმიური ნივთიერებები წნევის ქვეშ: გაეროს №3500

გაეროს №3473

გაეროს №3476

გაეროს №2794, 2795, 2800, 3028, 3477, 3506 და 3554

გაეროს №2990 და 3072

4

კლასი 1:

კლასი 2:

კლასი 3:

კლასი 4.1:

კლასი 4.2:

კლასი 4.3:

კლასი 5.1:

კლასი 5.2:

კლასი 6.1:

კლასი 7:

კლასი 8:

კლასი 9:

1.4S

გაეროს №3537-დან 3539-მდე

გაეროს №3540

გაეროს №1331, 1345, 1944, 1945, 2254, 2623 და 3541

გაეროს №1361 და 1362, შეფუთვის ჯგუფი III და გაეროს №3542

გაეროს №3543

გაეროს №3544

გაეროს №3545

გაეროს №3546

გაეროს №2908-დან 2911-მდე

გაეროს №3547

გაეროს №3268, 3499, 3508, 3509, 3548 და 3559

შეუზღუდავი
და ცარიელი, გაუსუფთავებელი, სახიფათო ტვირთის შემცველი ტარა, გარდა „0“ სატრანსპორტო კატეგორიაში კლასიფიცირებული ტვირთებისა.

ა გაეროს №0081, 0082, 0084, 0241, 0331, 0332, 0482, 1005 და 1017 დაკავშირებით, ერთ სატრანსპორტო ერთეულზე მაქსიმალური საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს 50 კგ-ს.

ბ ყოველ სატრანსპორტო კატეგორიაზე მაქსიმალური საერთო რაოდენობა შეესაბამება „1000“ გამოთვლილ მნიშვნელობას (აგრეთვე იხილეთ ADR-ის ქვეპუნქტი 1.1.3.6.4).

ზემოაღნიშნულ ცხრილში, „ერთ სატრანსპორტო ერთეულზე მაქსიმალური საერთო რაოდენობა“ ნიშნავს:

- ნაკეთობების შემთხვევაში – საერთო მასა კილოგრამებში (I კლასის ნაკეთობების შემთხვევაში – ფეთქებადი ნოვთიერებების წმინდა მასას კილოგრამებში;

- მექანიზმებსა და მოწყობილობებში წარმოდგენილი სახიფათო ტვირთების შემთხვევაში, მასში შემავალი სახიფათო ტვირთების საერთო რაოდენობას კილოგრამებსა თუ ლიტრებში, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე);

- მყარი ნივთიერებების, თხევადი აირების, გაყინული თხევადი აირებისა და გახსნილი აირების შემთხვევაში – წმინდა მასას კილოგრამებში;

- სითხეების შემთხვევაში სახიფათო ტვირთების საერთო რაოდენობას ლიტრებში;

- შეკუმშული აირების, ადსორბირებული აირებისა და წნევის ქვეშ მყოფი ქიმიური ნივთიერებების შემთხვევაში – ჭურჭლის წყლის ტევადობას ლიტრებში.

ნორმატიული-აქტი-3 ⬇

დანართი №3

შეთავსებადობის ცხრილი

საშიშროების სხვადასხვა ნიშნების მქონე სახიფათო ტვირთების ერთობლივი დატვირთვისათვის

საშიშროების ნიშნების № 1 1.4 1.5 1.6 2.1, 2.2, 2.3 3 4.1 4.1 +1 4.2 4.3 5.1 5.2 5.2 +1 6.1 6.2 7A, B, C 8 9
1 იხილეთ დანართი №4 დ ბ
1.4 ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა

ა

ბ

გ

1.5 ბ
1.6 ბ
2.1, 2.2, 2.3 ა X X X X X X X X X X X X
3 ა X X X X X X X X X X X X
4.1 ა X X X X X X X X X X X X
4.1 +1 X
4.2 ა X X X X X X X X X X X X
4.3 ა X X X X X X X X X X X X
5.1 დ ა X X X X X X X X X X X X
5.2 ა X X X X X X X X X X X X X
5.2 +1 X X
6.1 ა X X X X X X X X X X X X
6.2 ა X X X X X X X X X X X X
7A, B, C ა X X X X X X X X X X X X
8 ა X X X X X X X X X X X X
9, 9A ბ

ა

ბ

გ

ბ ბ X X X X X X X X X X X X

X ნებადართულია შერეული დატვირთვა.

ა ნებადართულია შერეული დატვირთვა ნივთიერებებთან და ნაკეთობებთან კოდით 1.4S.

ბ ნებადართულია პირველი კლასის ტვირთის და მე-9 კლასის სამაშველო საშუალებების შერეული დატვირთვა (გაეროს №2990, 3072 და 3268)

გ ნებადართულია 1.4 ქვეკლასის უსაფრთხოების პიროტექნიკური მოწყობილობების, G თავსებადობის ჯგუფი (გაეროს №0503) და მე-9 კლასის ელექტრონულად ინიცირებადი უსაფრთხოების მოწყობილობების (გაეროს №3268) შერეული დატვირთვა.

დ ნებადართულია ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებების (გარდა გაეროს №0083 ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებისა, ტიპი C) და ამონიუმის ნიტრატის (გაეროს №1942 და 2067), ამონიუმის ნიტრატის ემულსია ან სუსპენზია ან გელი (გაეროს №3375), ასევე ტუტე ლითონების ნიტრატების და ტუტემიწა ლითონის ნიტრატების შერეული დატვირთვა იმ პირობით, რომ ტვირთი მთლიანობაში განიხილება პირველი კლასის ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებების სახით საინფორმაციო ტაბლოების, გაყოფის, დაწყობის და მაქსიმალური დასაშვები დატვირთვის განსაზღვრის მიზნით. ტუტე ლითონების ნიტრატებს მიეკუთვნება ცეზიუმის ნიტრატი (გაეროს №1451), ლითიუმის ნიტრატი (გაეროს №2722), კალიუმის ნიტრატი (გაეროს № 1486), რუბიდიუმის ნიტრატი (გაეროს №1477) და ნატრიუმის ნიტრატი (გაეროს №1498). ტუტემიწა ლითონების ნიტრატებს მიეკუთვნება ბარიუმის ნიტრატი (გაეროს №1446), ბერილიუმ ნიტრატი (გაეროს № 2464), კალციუმის ნიტრატი (გაეროს №1454), მაგნიუმის ნიტრატი (გაეროს №1474) და სტრონციუმის ნიტრატი (გაეროს №1507).

ნორმატიული-აქტი-4 ⬇

დანართი №4

შეთავსებადობის ცხრილი

I კლასის სახიფათო ტვირთების ერთობლივი დატვირთვისათვის

თავსებადობის ჯგუფი A B C D E F G H J L N S
A X
B X ა X
C X X X X ბ გ X
D ა X X X X ბ გ X
E X X X X ბ გ X
F X X
G X X X X ბ გ X
H X X
J X X
L დ X
N ბ გ ბ გ ბ გ ბ X
S X X X X X X X X X

X ნებადართულია შერეული დატვირთვა.

ა B თავსებადობის ჯგუფის ნაკეთობათა და D თავსებადობის ჯგუფის ნივთიერებათა და ნაკეთობათა შემცველი შეფუთვები შეიძლება დაიტვირთოს ერთად ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში იმ პირობით, თუ ისინი ეფექტიანად იქნება დაშორებული ერთმანეთისგან ისე, რომ არ არსებობდეს დეტონაციის გადაცემის საშიშროება B თავსებადობის ჯგუფის ნაკეთობიდან D თავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებზე და ნაკეთობებზე. დაცილება მიიღება მაიზოლირებელი განყოფილებების გამოყენებით ან ფეთქებადი ნივთიერებების ან ნაკეთობების ამ ორი ტიპიდან ერთის მოთავსებით შეკავების სპეციალურ სისტემაში. დაცილების ნებისმიერი მეთოდი უნდა იყოს დამტკიცებული კომპეტენტური ორგანოს მიერ.

ბ N თავსებადობის ჯგუფის 1.6 ქვეკლასის სხვადასხვა ნაკეთობათა გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთად, როგორც N თავსებადობის ჯგუფის 1.6 ქვეკლასის ნაკეთობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების გზით ან ანალოგიის მიხედვით დამტკიცებულია, რომ არ არსებობს დეტონაციური აფეთქების დამატებითი საშიშროება ამ ნაკეთობათა შორის გავლენით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე გამოიყენება საშიშროების 1.1 ქვეკლასის ნაკეთობებისთვის განსაზღვრული პირობები.

გ თუ N თავსებადობის ჯგუფის ნაკეთობების გადაზიდვა ხდება C, D ან E თავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებთან ან ნაკეთობებთან ერთად, ითვლება, რომ N თავსებადობის ჯგუფის ნაკეთობებს გააჩნია D თავსებადობის ჯგუფის ნაკეთობების მახასიათებლები.

დ L თავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებისა და ნაკეთობების შემცველი შეფუთვების დატვირთვა შეიძლება ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში თავსებადობის იგივე ჯგუფის იგივე ტიპის ნივთიერებების და ნაკეთობების შემცველ სხვა შეფუთვებთან ერთად.

ნორმატიული-აქტი-5 ⬇
ნორმატიული-აქტი-6 ⬇

დანართი №7

სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე

CERTIFICATE OF APPROVAL FOR VEHICLES CARRYING CERTAIN DANGEROUS GOODS

მოწმობა ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება პასუხობს სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ შეთანხმებით (ADR) დადგენილ პირობებს

This certificate testifies that the vehicle specified below fulfils the conditions prescribed by the Agreement concerning the International Carriage of Dangerous Goods (ADR)

1. მოწმობის ნომერი:
Certificate No:
2. სატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი:
Vehicle manufacturer:
3. სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი:
Vehicle Identification No:

4. სარეგისტრაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში):

Registration number (if any):

5. გადამზიდველის, ოპერატორის ან მფლობელის დასახელება, მისამართი:

Name and business address of carrier, operator or owner:

6. სატრანსპორტო საშუალების აღწერა1:

Description of vehicle1:

7. სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნა(ები)2 ADR-ის 9.1.1.2. პუნქტის შესაბამისად

Vehicle designation(s) according to 9.1.1.2 of ADR2:

EX/II EX/III FL AT MEMU

8. ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა3:

Endurance braking system3:

□ არ არის გამოყენებული

Not applicable;

□ ეფექტურობა ADR-ის 9.2.3.1.2 შესაბამისად საკმარისია --------ტ სრული მასის სატრანსპორტო ერთეულისთვის4;

The effectiveness according to 9.2.3.1.2. of ADR is sufficient for a total mass of the transport unit of -------t4.

9. დამონტაჟებული ცისტერნ(ებ)ის/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის აღწერა (ასეთის არსებობისას):

Description of the fixed tank(s)/battery-vehicle (if any):

9.1. ცისტერნის დამამზადებელი:

Manufacturer of the tank:

9.2. ცისტერნის/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის დამტკიცების ნომერი:

Approval number of the tank/battery vehicle:

9.3. დამამზადებლის მიერ მინიჭებული ცისტერნის სერიული ნომერი/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის ელემენტების აღნიშვნა:

Tank manufacturer’s serial number/identification of elements of battery-vehicle:

9.4. დამზადების წელი:

Year of manufacture:

9.5. ცისტერნის კოდი ADR-ის 4.3.3.1. ან 4.3.4.1. პუნქტების თანახმად:

Tank code according to 4.3.3.1. or 4.3.4.1. of ADR:

9.6. სპეციალური დებულებები TC და TE ADR-ის 6.8.4. კარის თანახმად (გამოყენების შემთხვევაში)6:

Special rovisions TC and TE according to 6.8.4. of ADR (if applicable)6:

10. გადასაზიდად ნებადართული სახიფათო ტვირთები:

Dangerous goods authorised for carriage

სატრანსპორტო საშუალება პასუხობს სახიფათო ტვირთების გადაზიდვისათვის მოთხოვნილ პირობებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-7 პუნქტში მოცემულ სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნა(ებ)ს.

The vehicle fulfills the conditions required for the carriage of dangerous goods assigned to the vehicle designation(s) in No. 7.

10.1 EX/II ან EX/III სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში:3

In the case of EX/II or EX/III vehicle: 3

□ 1-ლი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩათვლით; goods of Class 1 including compatibility group J;

□ 1-ლი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩაუთვლელად; goods of Class 1 excluding compatibility group J.

10.2 ავტოცისტერნის/სატრანსპორტო საშუალება - ბატარეის შემთხვევაში:3

In the case of a tank-vehicle/battery-vehicle:3

□ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ ნივთიერება, რომელიც ნებადართულია ცისტერნის კოდით და მე-9 პუნქტში მითითებული ნებისმიერი სპეციალური დებულებით5

ან

□ Only the substances permitted under the tank code and any special provisions specified in No. 9 may be carried5

or

□ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ შემდეგი ნივთიერებები (კლასი, გაეროს ნომერი და, თუ საჭიროა, შეფუთვის ჯგუფი და ტვირთის გაგზავნის შესაბამისი დასახელება):

□ Only the following substances (class, UN number, and if necessary packing group and proper skipping name) may be carried:

შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ ნივთიერებები, რომლებიც არ რეაგირებენ კორპუსის მასალაზე, სადებებზე, მოწყობილობებსა და შიგა დამცავ მოპირკეთებაზე (გამოყენების შემთხვევაში).

Only substances which are not liable to react dangerously with the materials of the shell, gaskets, equipment and protective linings (if applicable) may be carried.

11. შენიშვნები:

Remarks:

12. ძალაშია: მოწმობის გამცემი დაწესებულების

Valid Until: ბეჭედი, ადგილი, თარიღი, ხელმოწერა

Stamp of issuing service, place, date, signature

13. მოქმედების ვადის გაგრძელება

Extensions of validity

მოქმედების ვადა გაგრძელებულია:

Validity extended until:

მოწმობის გამცემი დაწესებულების ბეჭედი, ადგილი, თარიღი, ხელმოწერა:

Stamp of issuing service, place, date, signature:

შენიშვნა:

აღნიშნული მოწმობა უნდა იქნას დაბრუნებული გამცემ დაწესებულებაში: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შეწყვეტის შემდეგ; თუ სატრანსპორტო საშუალება გადაეცა სხვა გადამზიდველს, ოპერატორს ან მფლობელს, რომელიც მითითებულია მე-5 გრაფაში; მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ და თუ არსებითად შეიცვალა სატრანსპორტო საშუალების ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი.

Note:

This certificate shall be returned to the issuing service when the vehicle is taken out of service; if the vehicle is transferred to another carrier, operator or owner, a specified in No. 5; on expiry of the validity of the certificate and if there is a material change one or more essential characteristics of the vehicle. 64-15

ნორმატიული-აქტი-7 ⬇

დანართი №10

ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონსტრუირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

სატრანსპორტო საშუალებები შენიშვნა
ტექნიკური მახასიათებლები EX/II EX/III AT FL
პუნქტი 1 ელექტრომოწყობილობა
პუნქტი 1
„ა“ ქვეპუნქტი
ზოგადი დებულებები X X X X
პუნქტი 1
„ბ.ა“ ქვეპუნქტი
კაბელები X X X X
პუნქტი 1
„ბ.ბ“ ქვეპუნქტი
დამატებითი დაცვა Xა X Xბ X

ა ვრცელდება 3.5 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.

ბ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.

პუნქტი 1
„გ“ ქვეპუნქტი
მცველები და ავტომატური ამომრთველები Xბ X X X ბ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.
პუნქტი 1
„დ“ ქვეპუნქტი
ბატარეები X X X X
პუნქტი 1
„ე“ ქვეპუნქტი
განათება X X X X
პუნქტი 1
„ვ“ ქვეპუნქტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტროშეერთებები Xგ X Xბ X

ბ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.

გ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია 3.5 ტონა მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელებისა და 2018 წლის 31 მარტის შემედგ პირველად რეისტრირებული (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, ექსპლუატაციაში გაშვებული) 3.5 ტონა მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელების ბუქსირზე აყვანისთვის.

პუნქტი 1
„ზ“ ქვეპუნქტი
ძაბვა X X
პუნქტი 1
„თ“ ქვეპუნქტი
ელექტრული წრედების გათიშვა X X
პუნქტი 1
„ი“ ქვეპუნქტი
მუდმივი ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედები X
პუნქტი 1
„ი.ა“-„ი.გ“ ქვეპუნქტები
X
პუნქტი 1
„ი.დ“ ქვეპუნქტი
X
პუნქტი 2 სამუხრუჭე აღჭურვილობა
პუნქტი 2
„ა“ ქვეპუნქტი
ზოგადი დებულებები X X X X
ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა Xე Xდ,ე Xდ,ე Xდ,ე

დ ვრცელდება 16 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (საწევარებსა და ხისტი ჩარჩოს მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) და მისაბმელების ბუქსირზე აყვანაზე დაშვებულ (ანუ ორღერძიანი მისაბმელები, ნახევარმისაბმელები და მისაბმელები ცენტრალური ღერძით), 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს აღჭურვილი I კატეგორიის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემით.

ვრცელდება 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელებზე (ანუ ორღერძიან მისაბმელებზე, ნახევარმისაბმელებსა და ცენტრალური ღერძის მქონე მისაბმელებზე). ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს A კატეგორიის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემით.

ე ვრცელდება 3.5 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.

ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემა Xვ Xზ Xზ Xზ

ვ ვრცელდება 16 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ან მისაბმელების ბუქსირზე აყვანაზე დაშვებულ 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა 2018 წლის 31 მარტის შემდეგ. ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემა უნდა იყოს IIА ტიპის.

ზ ვრცელდება 16 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ან მისაბმელების ბუქსირზე აყვანაზე დაშვებულ 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემა უნდა იყოს IIА ტიპის.

პუნქტი 3 სატრანსპორტო საშუალების ამძრავი სისტემა
პუნქტი 3
„ბ“ ქვეპუნქტი
საწვავის ავზები და ბალონები X X Xთ X თ ვრცელდება იმ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც იყენებენ წყალბადის გარდა სხვა საწვავს და პირველად დარეგისტრირდნენ 2026 წლის 31 დეკემბრის შემდეგ

პუნქტი 3
„გ“ ქვეპუნქტი

შიგაწვის ძრავა

X

X

Xი

X

ი ვრცელდება 2026 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველად დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშულებებზე.

პუნქტი 3
„დ“ ქვეპუნქტი

გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა

X

X

X

პუნქტი 3
„ე“ ქვეპუნქტი

ელექტროამძრავი

პუნქტი 3
„ე.ა“ ქვეპუნქტი

ზოგადი დებულებები

X

X

პუნქტი 3
„ე.ბ“ ქვეპუნქტი

ელექტროენერგიის აკუმულირების მრავალჯერადი დამუხტვის სისტემა

Xი

X

ი ვრცელდება 2026 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველად დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშულებებზე.

პუნქტი 3
„ე.გ“ ქვეპუნქტი

სითბოს გავრცელების საწინააღმდეგო ზომები

X

პუნქტი 3
„ე.დ“ ქვეპუნქტი

სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის პორტი

X

პუნქტი 3
„ვ“ ქვეპუნქტი

წყალბადის საწვავის ელემენტი

X

X

პუნქტი 4 საწვავით გამათბობლები
პუნქტი 4
„ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები
Xკ Xკ Xკ Xკ კ ვრცელდება 1999 წლის 30 ივნისის შემდეგ აღჭურვილ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე. 1999 წლის 1 ივლისამდე აღჭურვილი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულოა 2010 წლის 1 იანვრიდან. თუ აღჭურვის თარიღი დაუდგენელია, მის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი.
პუნქტი 4
„გ“ და „დ“ ქვეპუნქტები
Xკ კ ვრცელდება 1999 წლის 30 ივნისის შემდეგ აღჭურვილ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე. 1999 წლის 1 ივლისამდე აღჭურვილი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულოა 2010 წლის 1 იანვრიდან. თუ აღჭურვის თარიღი დაუდგენელია, მის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი.
პუნქტი 4
„ვ“ ქვეპუნქტი
X X
პუნქტი 5 სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა Xლ Xლ Xლ Xლ ლ ვრცელდება 12 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა 1987 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, და 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონა მაქსიმალური მასის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა 2007 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.
პუნქტი 6 ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაბმის მოწყობილობა X X Xმ Xმ მ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების გადაბმის მოწყობილობებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა (ან თუ რეგისტრაცია არაა სავალდებულო, პირველად იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში) 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.
პუნქტი 7 საწვავით გამოწვეული სხვა რისკების პრევენცია
ნორმატიული-აქტი-8 ⬇

დანართი №11

შესაბამისობის შეფასების ოქმი №

განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დასაშვებად

ინსპექტირების ცენტრის მონაცემები

დასახელება მისამართი, ტელეფონი

ხელმძღვანელის

სახელი, გვარი

აკრედიტაციის მოწმობის №
       

გადამზიდველის, ოპერატორის ან მფლობელის მისამართი, ტელეფონი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები 1 

1. სატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი:
2.სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი:
3. სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობისას):

4. სატრანსპორტო საშუალების აღწერა (მარკა, ტიპი, სრული მასა):

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა 2

□ არ არის გამოყენებული

□ ეფექტურია ADR-ის 9.2.3.1.2 პუნქტის თანახმად

6. დამონტაჟებული ცისტერნ(ებ)ის/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის აღწერა (ასეთის არსებობისას):

6.1 ცისტერნის დამამზადებელი:

6.2 ცისტერნის/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის დამტკიცების ნომერი:

6.3 დამამზადებლის მიერ მინიჭებული ცისტერნის სერიული ნომერი/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის ელემენტების აღნიშვნა:

6.4 დამზადების წელი:

6.5 ცისტერნის კოდი ADR-ის 4.3.3.1 ან 4.3.4.1 პუნქტების თანახმად:

6.6 სპეციალური დებულებები TC და TE ADR-ის 6.8.4 პუნქტის თანახმად (გამოყენების შემთხვევაში):
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შეფასების შედეგები 1, 2 1

1. ელექტრომოწყობილობა 2. სამუხრუჭე აღჭურვილობა 3. სატრანსპორტო საშუალების ამძრავი სისტემა 4. საწვავით გამათბობლები □
ა) ზოგადი დებულებები □ ა) ზოგადი დებულებები □ ა) ზოგადი დებულებები □ 5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა □
ბ) ელექტროგაყვანილობა □ ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა □ ბ) საწვავის ავზები და ბალონები □ 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები □
გ) დნობადი მცველები და ავტომატური ამომრთველები □ ცვეთამედეგი სამუხრუჭე სისტემა □ გ) შიგაწვის ძრავა □ 7. საწვავთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია □
დ) ბატარეები □ დ) გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა □
ე) განათება □ ე) ელექტროამძრავი □
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტროშეერთებები □ ვ) წყალბადის საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები □
ზ) ძაბვა □
თ) ელექტრული წრედების გათიშვა □
ი) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედები □

დასკვნა

სატრანსპორტო საშუალება შეესაბამება სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის დადგენილ მოთხოვნებს შემდეგი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის: 3 2  EX/II EX/III FL AT MEMU

გადასაზიდად ნებადართული სახიფათო ტვირთები

ა) EX/II ან EX/III სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში:3

□ 1-ელი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩათვლით;

□ 1-ელი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩაუთვლელად.

ბ) ავტოცისტერნის/სატრანსპორტო საშუალება-ბატარეის შემთხვევაში:4

□ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ ნივთიერება, რომელიც ნებადართულია ცისტერნის კოდით და მე-9 ნაწილში მითითებული ნებისმიერი სპეციალური დებულებით; ან

□ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ შემდეგი ნივთიერებები (კლასი, გაეროს ნომერი და, თუ საჭიროა, შეფუთვის ჯგუფი და ტვირთის შესაბამისი დასახელება)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შეფასების თარიღი ------------------------------------------------------------

შემფასებელი --------------------------------------------------- --------------------------------------

სახელი, გვარი ხელმოწერა

ცენტრის ხელმძღვანელი --------------------------------------------------- --------------------------------------- ბ.ა.

სახელი, გვარი ხელმოწერა

ნორმატიული-აქტი-9 ⬇

დანართი №12

1. ნიშანი, რომელიც დაიტანება შეზღუდული ოდენობით შეფუთვაზე:

(ADR-ის 3.4.7.1 პუნქტით გათვალისწინებული ნიშანი)

2. ნიშანი, რომელიც დაიტანება გამოთავისუფლებული ოდენობით შეფუთვაზე:

(ADR-ის 3.5.4.2 პუნქტით გათვალისწინებული ნიშანი)

* 3.2 თავის A ცხრილის (5) სვეტში მითითებული პირველი ან ერთადერთი ნიშნის ნომერი მითითებული უნდა იყოს ამ ადგილზე.

** აქ წარმოდგენილი უნდა იყოს ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების დასახელება იმ შემთხვევაში, თუ მოცემული არ არის შეფუთვაზე ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ნორმატიული-აქტი-10 ⬇

დანართი №14

ცისტერნის კოდირების შიფრები (ADR-ის 4.3.3.1.1 პუნქტი): მე-2 კლასისთვის

ნაწილი აღწერა ცისტერნის კოდი
1 ცისტერნის, ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეებისა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერების ტიპი

C = ცისტერნა, ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეებისა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერები შეკუმშული აირებისთვის;

P = ცისტერნა, ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეებისა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერები გათხევადებული ან გაზავებული აირებისთვის;

R = ცისტერნა გაციებული გათხევადებული აირებისთვის.

2 საანგარიშო დატვირთვა

X = ADR-ის 4.3.3.2.5 პუნქტში მოცემული ცხრილის თანახმად მინიმალური გამოსაცდელი დატვირთვის შესაბამისი მოცულობა; ან

22 = მინიმალური საანგარიშო დატვირთვა ბარებში.

3 ღიობები (იხ. ADR-ის 6.8.2.2 და 6.8.3.2 პუნქტები)

B = ცისტერნა ძირზე შესავსები და დასაცლელი ღიობებითა და 3 ჩამკეტით; ან ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი სითხის ზედაპირის ქვემოთ ღიობით ან შეკუმშული აირებისთვის;

C = ცისტერნა თავზე შესავსები ან დასაცლელი ღიობითა და 3 ჩამკეტით, მხოლოდ სითხის ზედაპირის ქვემოთ არსებული გასაწმენდი ღიობით;

D = ცისტერნა თავზე შესავსები ან დასაცლელი ღიობითა და 3 ჩამკეტით; ან ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი სითხის ზედაპირის ქვემოთ ღიობის გარეშე.

4 უსაფრთხოების სარქველები/მოწყობილობები

N = ცისტერნა, ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი ADR-ის 6.8.3.2.9 ან 6.8.3.2.10 პუნქტების შესაბამისი უსაფრთხოების სარქველებით, რომლებიც ჰერმეტულად იხურება;

H = ჰერმეტულად დახურული ცისტერნა, ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი (იხ. ADR-ის 1.2.1 პუნქტი);

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №357. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025906.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №357, 28.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025906 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6959402/