პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 27 805,2 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის
გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
27 805.2
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
10833.5
02 01 01
გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია
9878.5
02 01 02
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა
955.0
02 02
გარე განათება
1343.1
02 02 01
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
466.4
02 02 02
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
876.7
02 03
წყლის სისტემების განვითარება
3019.8
02 03 01
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
2257.2
02 03 02
ა(ა)იპ „დუშეთის წყლის ხელშეწყობა“
593.8
02 03 03
სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამგრი ნაგებობების მოწყობა-რებილიტაცია
168.8
02 04
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება
45.6
02 05
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
4978.8
02 06
კეთილმოწყობის ღონისძიებები
3536.9
02 06 01
სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია
646.2
02 06 02
ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების, კულტურული ობიექტების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების მოწყობა-რეაბილიტაცია
2066.0
02 06 03
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელშეწყობა
824.7
02 07
სტიქიის პრევენციისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება
1643.3
02 08
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები
1065.0
02 09
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
1339.2
პროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
02 01
10833.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა დასახლებებთან, მათ შორის საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. გზების რეაბილიტაციის პროცესში გაიმართება კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, უზრუნველყოფილი იქნება ქალისა და კაცის თანაბარი ჩართულობა. მოეწყობა ინკლუზიური და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება გზების ადაპტირება, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებები მოეწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა ობიექტებთან.
მოსალოდნელი შედეგი
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა; საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანის (SDG) მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 3-ის ამოცანა 3.6: მუნიციპალურ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაზიანებების რაოდენობის შემცირება;
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების მშენებლობა - რეკონსტრუქცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 01 01
9878.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
გზების დიდი ნაწილი რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო მუდმივად საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქვეპროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა - რეაბილიტაცია, როგორც გზების საფარის, ასევე ხიდებისა და სხვა საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მეწყრული, ღვარცოფული და დატბორვის პროცესებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, აგრეთვე გზების გამტარიანობის შენარჩუნებას ექსტრემალური ამინდის პირობებში. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გარდამავალი პროექტების სოფელ ბაზალეთის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ანანურის ა/ე სოფ. ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქვეშეთის ა/ე. სოფ. ბედონში შიდა გზის ბეტონის საფარის მოწყობა, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევი-ქუბრიაანთკარის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის ახალი საფარის მოწყობა), სოფ. ვარსიმაანის შიდა გზების რეაბილიტაცია, ქ.დუშეთი. კობიაანთ დასახლებაში შიდა გზის რეაბილიტაცია დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია: გრემისხევში მისასვლელი ცენტრალურის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ებნისში გზის რეაბილიტაცია, სოფელ არდოტში ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია, სოფელ ჩარგალში, მიხა ხელაშვილის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, გუდამაყრის ა/ე სოფელ მაქართა-კიტოხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ქ.დუშეთში მილახვრიანთ დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომეწრის გზის რეაბილიტაცია, ქ.დუშეთი. კარიაულთკარის დასახლებაში (წყაროსთან) შიდა გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ქვეშეთის ა/ე სოფელ ზემო მლეთაში გზის ბეტონის საფარის მოწყობა, ჭოპორტის ა/ე სოფელ წითელსოფლის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქ. დუშეთი, სამხედრო დასახლება #3 კორპუსის #5 ეზოს სრული რეაბილიტაცია, ქ. დუშეთში, კობიაანთკარის დასახლება (ბაგრატ III-ს ქუჩის V შესახვევი) შიდა გზის რეაბილიტაცია, სოფელ ვარისიმაანში, გზის რეაბილიტაცია (გზის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ქ.დუშეთში, საყრდენი რკ/ბ კედლის მოწყობა (ბექაურის ქუჩა), სოფ. შატილი. სოფ. ხახაბოდან სოფ. არდოტამდე გზის გაჭრა, ქ.დუშეთში. ნაზი შამანაურის ქუჩაზე გზის დაზიენებული ბეტონის საყრდენი კედლის დემონტაჟი და ახალი მონოლითური რკ/ბ საყრდენი კედლის მოწყობა, ქ.დუშეთი. დ.აღმაშენებლისა და პ.იოსელიანის ქუჩების გადაკვეთაზე მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა, ლაფანაანთკარი. დავათი-გორანას გზის რეაბილიტაცია, სოფ. არაგვისპირის სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია, სოფ. ტონჩის მისასვლელი გზის მოხრეშვა სოფ. არღუნის მხრიდან, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას და შეამცირებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ რისკებს.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, გაძლიერდება მისი მდგრადობა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკების მიმართ და უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტი გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა
დაფინანსება
ათას ლარში
02 01 02
955.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო საგზაო ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს მიმდინარე შეკეთებას და პრევენციულ ღონისძიებებს, რათა შემცირდეს ექსტრემალური ამინდისა და ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების რისკი, შენარჩუნდეს გზების გამტარიანობა და ტექნიკური მდგომარეობა და უზრუნველყოფილი იყოს გზების უსაფრთხო ფუნქციონირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთება, ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, გზებზე დაყენებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და გაძლიერდება მისი მედეგობა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მიმართ.
პროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათება
დაფინანსება
ათას ლარში
02 02
1343.1
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ღამით უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე განათების არსებული ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება, ახალი ქსელის მოწყობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას. გარე განათების სისტემის მოწყობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.
მოსალოდნელი შედეგი
თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი იქნება გარე განათების სისტემა და უზრუნველყოფილი იქნება გარე განათების ქსელის ფუნქციონირება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 01
466.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება,დაზიანებული სადენების აღდგენა, შეცვლა.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება გარე-განათების არსებულ ქსელზე ნათურების შეცვლა, შეკეთდება დაზიანებული და ამორტიზებული განათების ბოძები ან ჩანაცვლდება ახლით. ასევე მოხდება დაზიანებული სადენების აღდგენა, შეცვლა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 02
876.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას და გარდამავალი პროექტის - მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კმ-დან („დუშეთის შემოსახვევი“) ქ. დუშეთამდე საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათების მოწყობის სამუშაოების დაფინანსება.
მოსალოდნელი შედეგი
უსაფრთხო, ენერგოეფექტური და ვიზუალურად გამართული გარე განათების უზრუნველყოფა. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. საგზაო შემთხვევების რისკის შემცირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების განვითარება
დაფინანსება
ათას ლარში
02 03
3019.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირება სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით და სტერეოტიპებისა და როლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია. პრიორიტეტულია მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ნაპირსამაგრების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს კატასტროფების რისკების შერბილებას.
პროგრამის მიზანია:
- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობდეს სასმელი წყლის მიწოდება;
- მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებელი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს;
- წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალური თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი და გამართული წყალმომარაგების სისტემები. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 6-ის ამოცანა 6.1: 2030 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 01
2257.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სოფლად წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება ქალისა და მამაკაცის საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა ინკლუზიური ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. უწყვეტი წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება არაანაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა. ამასთან, წყალმომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიური კრიზისების დროს, როგორიცაა პანდემია, როდესაც ინფექციის თავიდან აცილების ძირითადი საშუალება ჰიგიენაა, დაავადებათა რისკის შემცირება კი ისევ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებად მოუწევთ ავადმყოფთა მოვლა. ასევე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასმელი წყლით მომარაგებას, რაც შექმნის სანიტარულ პირობებს სააღმზრდელო და განათლების დაწესებულებებში როგორც გოგოებისა და ბიჭებისთვის, ასევე ქალი და კაცი მასწავლებლებისა და დასაქმებული პერსონალისთვის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია: ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წითელსოფელის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წინამხარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ბაზალეთის ა/ე სოფ. ბაგაში (ვარდიუბნის და ,,ვასილას“ ბაღების) სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ მჭადიჯვარსა და სოფელ დავათში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ ბაზალეთის სასმელი წყლის რეზერვუარისა და წყლის მაგისტრალის მოწყობა, სოფ. ბარისახოში სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
სოფლებში ქალისა და მამაკაცის საჭიროებების გათვალისწინებით რეაბილიტირებული და მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა. სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის საოჯახო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. განვითარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნული დასახლებების მაცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან სასმელი წყლის მიწოდებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ,,დუშეთის წყლის" ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 02
593.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი დასახლებების წყალმომარაგება. წყალმომარაგების სისტემების მოვლა-პატრონობა და შეკეთება.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში არსებული წყალმომარაგების სისტემების გამართული ფუნქციონირება და განვითარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა - რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 03
168.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ კიტოხის საავტომობილო გზაზე, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე საყრდენი კედლის მოწყობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მდ. ნარეკვავის კალაპოტის გაწმენდა სოფ. მჭადიჯვრის ტერიტორიაზე, ქ.დუშეთში, არაგვისპირელის ქუჩაზე სანიაღვრე ღარების მოწყობა, სოფელ ცივწყაროში სანიაღვრე ღარის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს კატასტროფების რისკების შერბილებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს წყალდიდობის, ნიადაგის ეროზიის ან მეწყერული პროცესების შედეგად გამოწვეული ზიანის ალბათობასა და მასშტაბს.
მოსალოდნელი შედეგი
კატასტროფების რისკების შერბილებისთვის შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურა და სტიქიის შედეგებით გამოწვეული ზიანის პრევენცია
პროგრამის დასახელება
კოდი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება
დაფინანსება
ათას ლარში
02 04
45.6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: დაბა ჟინვალში N9 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
დაფინანსება
ათას ლარში
02 05
4978.8
პროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა. ასევე მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით, დაგეგმილია იმ პროექტ(ებ)ის განხორციელება, რომელიც შეირჩევა მერის წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერისითვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის სოფლების ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
კეთილმოწყობის ღონისძიებები
დაფინანსება
ათას ლარში
02 06
3536.9
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურიი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაღების, სკვერების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და სხვადასხვა კეთილმოწყობით ღონისძიებებს. მოეწყობა ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ღია დასასვენებელი სივრცეები, სადაც მოსახლეობას, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს (შშმ პირებს, ახალგაზრდებს, ხანდაზმულებს, ბავშვებს და ქალებს) შეუფერხებლად შეუძლიათ ამ სივრცეებით, პარკებით, სკვერებითა და საზოგადოებრივი სივრცეებით სარგებლობა.
მოსალოდნელი შედეგი
კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;
მიზანი 11-ის ამოცანა 11.7: 2030 წლისათვის მუნიციპალიტეტში შეიქმნას უსაფრთხო, ინლუზიური და ხელმისაწვდომი მწვანე და საჯარო სივრცეები, განსაკუთრებით ქალებისთვის და ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და შშმ პირებისთვის
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 01
646.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ოძისში სპორტული დარბაზის მშენებლობა, ქ.დუშეთი. კობიაანთ დასახლებაში მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ქ.დუშეთში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცის სამუშაოების თანადაფინანსების თანხა.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების, კულტურული ობიექტების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების მოწყობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 02
2066.0
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ დუშეთში ყოფილი დოსააფის შენობის (ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა) სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაბა ჟინვალში სკვერის და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა, სოფელ ებნისში სკვერის მოწყობა და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთული., სოფ. ახადის შესასვლელში მიხა ხელაშვილის, ზურაბ იურაჯულის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მეომიარლის მოწყობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ა/ე სოფელ ნადიბაანში მდებარე სულხან-საბა ორბელიანის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ქ.დუშეთი. შემოსასვლეში არსებული აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემო მემორიალის რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 03
824.7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკვერების, ბაღების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სხვადასხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
პროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიის პრევენციისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
02 07
1643.3
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული ანანური-ავენისის ხიდის რეაბილიტაცია, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საცხოვრებელი სახლების სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქ. დუშეთში, მდ. დუშეთის ხევზე ნაპირსამაგრი რკინა/ბეტონის კედლების მოწყობის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სტიქიისაგან დამცავი მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, შემცირდება სტიქიით მიყენებული ზარალის საფრთხე, განხორციელდება დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია.
პროგრამის დასახელება
კოდი
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
02 08
1065.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს, მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთელ რიგ შემთხვევებში საჭიროა წინასაპროექტო კვლევების მათ შორის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შესყიდვა. ამასთან აუცილებელია სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქ.დუშეთის გენერალური გეგმის შემუშავების ხარჯი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნება ქალისა და მამაკაცის საჭიროებები. პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე გათვალისწინებული იქნება კატასტროფების რისკების შერბილების ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობა და მოსახლეობის უსაფრთხოება.
მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება მაღალი ხარისხის, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნარმებს (სტანდარტებს).
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;
პროგრამის დასახელება
კოდი
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
დაფინანსება
ათას ლარში
02 09
1339.2
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი, რომელიც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. პროგრამის დებულება, საპროექტო წინანდადებების გადარჩევის და მონიტორინგის მეთოდოლოგიები დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი, რომელიც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. პროგრამის დებულება, საპროექტო წინანდადებების გადარჩევის და მონიტორინგის მეთოდოლოგიები დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - საპროექტო წინადადებების წარდგენა მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ფიზიკური პირის მიერ, ასევე საინიციატივო ჯგუფის/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ. მერიაში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს; საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე; კენჭისყრა და გამარჯვებულის გამოვლენა - კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებ-გვერდის ლინკის მეშვეობით. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 265 ხმისა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში გათვალისწინებულია თანასწორობის პრინციპები და შექმნილია პირობები ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობისთვის როგორც პროექტების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში კენჭისყრის გზით გამარჯვებულია სამი პროექტი: ქალაქ დუშეთის ბიბლიოთეკის განახლება და მულტიფუნქციური ინოვაციური სივრცეების მოწყობა, დაბა ჟინვალის კულტურის სახლში გათბობის სისტემის მოწყობა, ხორხის ხეობის სოფლების ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 2025 წელს დაწყებული ქ.დუშეთში, 9 აპრილის პარკის რეკონსტრუქცია -რეაბილიტაციის სამუშაოები და ხორხის ხეობის სოფლების ცენტრალური გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება 3 ახალი ინიციატივა, რომლებიც შერჩეულია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით და კონკურსის წესით;
გაზრდილია მოსახლეობის ჩართულბის დონე მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშ