ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.142.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 29 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დებულება  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 13 აგვისტოდან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი



დანართი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის

 სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი. 


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისგან და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებებია:

ა) სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

ბ)  ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

6. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

7. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება მერიის დებულებით.


მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებზე მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას;

გ) ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვას და  მონაცემთა ბაზების წარმოებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის პრობლემების შესწავლას, სოციალურად დაუცველი კონტინგენტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას და შესაბამისი ბაზების წარმოებას;

ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას;

თ)  უსახლკარო პირების თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და უსახლკაროთა რეგისტრაციის წარმოებას;

ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახების აღრიცხვას და შესაბამისი მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებას;

კ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

მ) ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასებას, ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმების შემუშავებას, აღსრულებას და საქმის წარმოების ერთიანი სისტემის მონიტორინგს;

ნ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

ო) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

პ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;

ჟ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

რ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

ს) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ტ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები
სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას;

გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;

ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას;

ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზებას;

ი) სოციალური სტატისტიკის წარმოებას იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება;

კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი კონტინგენტის აღრიცხვას;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტინგენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას;

მ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობის პერიოდულ შესწავლას;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები
ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით;

ბ) ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;

გ) ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

დ) ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესის კოორდინაციას ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;

ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, განყოფილების მუშაკის (სოციალური მუშაკის) მიერ ვიზიტის განხორციელებას ოჯახში ან/და ბავშვის განთავსების ადგილზე;

ვ) ბავშვის სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გადაუდებელი მდგომარეობის იდენტიფიცირებისას (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში), შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან დაუყოვნებლივ მიმართვასა და კანონით გათვალისწინებულ მყისიერ რეაგირებას;

ზ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებისა და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, განხორციელებას, პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას;

თ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკების ქსელის შექმნასა და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და წარმოებას;

კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;

ლ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რეკომენდაციების შემუშავებას პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;

მ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების კოორდინაციას;

ნ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის ხელშეწყობას;

ო) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს და ანგარიშის შედგენას;

პ) ბავშვის მიმართ ოჯახში ან/და ნებისმიერ სხვა გარემოში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.07.2026. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.142.016390.
სად არის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 29.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016390 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6959480/