„საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№162
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.010.067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 13/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.067

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №162

2007 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006  წლის 10 მარტის №186 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 971 მუხლის  მე-3 ნაწილის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის     2006  წლის 10 მარტის  №186 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №32, მუხ. 373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს თანდართული „საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები“ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2 და №3).“;

ბ) ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების“:

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში – სარეზერვო სსა) –  სსა-ის დაზიანების აღმოფხვრის დროის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადამხდელის საკუთრებაში არსებული ან ტმც-ის მიერ გადამხდელისათვის დროებით მფლობელობაში გადაცემული სსა (თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს), რომლიდანაც გადამხდელი უფლებამოსილია ამ დროის განმავლობაში განახორციელოს მომხმარებლებთან ფულადი ოპერაციები. სარეზერვო სსა-ის გამოყენების ვადა არ უნდა აღემატებოდეს  7 დღეს. სარეზერვო სსა ტმც-ის მიერ რეგისტრირდება იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც ტმც დგას საგადასახადო აღრიცხვაზე, ხოლო გადამხდელის საკუთრებაში არსებული სარეზერვო სსა კი აპარატის ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოში. აღნიშნულ შემთხვევებში, სსა-ის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი სარეზერვო  სსა-ს რეგისტრაციაში ატარებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოღონდ როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში (სსა-ის დადგმის მისამართის გრაფაში) და სარეგისტრაციო ბარათში აკეთებს აღნიშვნას ,,სარეზერვო სსა“;

ბ.ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველი ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან გადამხდელი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.“;

ბ.გ) მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. სსა-ში დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო დროის პერიოდში გადამხდელი აჩერებს მომხმარე-ბელთან ნაღდი ფულით განსახორციელებელ ყველა ოპერაციას (წყვეტს ნაღდი ფულის მიღებას). ამ პერიოდში მას შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მის საკუთრებაში არსებული ან/და ტმც-ის მიერ დროებით მფლობელობაში გადმოცემული სარეზერვო სსა. ამასთან, გადამხდელის საკუთრებაში არსებული სარეზერვო სსა-ის დადგმისა და დაბრუნების (მოხსნის) შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ორ ეგზემპლარად ადგენს შესაბამის აქტს დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით.

13. ტმც სსა-ის ტექნიკურ მომსახურებას და/ან რემონტს ახორციელებს სსა-ის მფლობელთან დადებული რამდენიმე საანგარიშო თვის მომცველი ხელშეკრულების საფუძველზე ან ერთჯერადად, ხელშეკრულების გარეშე დაზიანების აღმოფხვრის ან/და შესაბამისი მარაგ-ნაწილის რეალიზაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ხელშეკრულება, ტმც, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოფს სსა-ის ტექნიკურ გამართულობას მისი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ტმც გადამხდელთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს:

ა) სსა-ის  ექსპლუატაციაში გაშვებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, მის პროგრამირებას, სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრას და სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოების ჩატარებას;

ბ) გადამხდელის ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ადგენს ტექნიკურ დასკვნებს სსა-ის გამართულობის შესახებ;

გ) საგადასახადო ორგანოში იმ სსა-ების დარეგისტრირებას, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნენ როგორც სარეზერვო სსა-ები;

დ) სსა-ის შესაკეთებლად წაღების და დაბრუნების შემთხვევაში ორ ეგზემპლარად ადგენს შესაბამის აქტს დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით;

ე) სსა-ის შესაკეთებლად გადაცემისას სარეზერვო სსა-ების დადგმისა და დაბრუნების (მოხსნის) შემთხვევაში ორ ეგზემპლარად ადგენს შესაბამის აქტს დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით;“;

გ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) ბრძანებას დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) ან მოლარე-ოპერატორის მიერ შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის

აქტი

 

თარიღი ,,-------“ ,,----------“  200   წ.  აქტი შედგენილია -------- სთ. -------- წთ. --------  -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საწარმოს დასახელება, მისამართი, სადაც რეგისტრირებულია სსა, სსა-ის მოდელი, საქარხნო ნომერი

შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის შემთხვევაში:

(აქტი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ) 

მოლარე-ოპერატორის ------------------------------------------ მიერ ------------------------ საათსა    

                            (გვარი, სახელი)      

და                                             

----------- წუთზე ამობეჭდილ იქნა  ჩეკი № , რომელშიც ნაცვლად ---------------------------------------ისა  

                                                                                                                                                             (თანხის ოდენობა, ლარი, თეთრი)

შეცდომით შეყვანილ იქნა --------------------------------------------------------------- , რის გამოც შესაბამისი                                                                            

                                                                                   (თანხის ოდენობა, ლარი, თეთრი)

ოდენობით უნდა მოხდეს Z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.

 

მოლარე-ოპერატორი:                            --------------------------------------------

                                                                                            (ხელმოწერა)

მოლარე-ოპერატორის

საქმიანობაზე ზედამხედველობის

განმახორციელებელი პირი:                      ----------------------------------------------

                                                                                   (გვარი, სახელი, თანამდებობა)

მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) შემთხვევაში:

(მოლარე-ოპერატორის მიერ მომხმარებელზე ფულის დაბრუნება დასაშვებია

მხოლოდ იმ დღის განმავლობაში, რომელშიც ამობეჭდილია და გაცემულია ჩეკი.

აქტი უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის გადაცემამდე) 

მომხმარებლის ------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                  (მომხმარებლის გვარი, სახელი, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების

                                                            დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი)

 

მიერ წარმოდგენილ ი№------- ჩეკის---------------------------------------------------------------------- მიხედვით

                    (ჩეკის რეკვიზიტები: თანხა, ნომერი, გაცემის თარიღი და დრო (საათი, წუთი)

მასზე დაბრუნებულ იქნა -------- ლარი -------თეთრი და უკან მიღებულ იქნა ამ ჩეკით შეძენილი 

  საქონელი------------------------------------------------ რის გამოც შესაბამისი

        (საქონლის დასახელება, რაოდენობა)

ოდენობით უნდა მოხდეს Z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.             

განაღდებული (გაუქმებული) ჩეკი აქტს თან ერთვის.

მოლარე-ოპერატორი:                            ------------------------------------------------------------

                                                                                                                            (ხელმოწერა)

მომხმარებელი:                                 ------------------------------------------------------------

                                                                                                                     (ხელმოწერა)

მოლარე-ოპერატორის

საქმიანობაზე ზედამხედველობის

განმახორციელებელი პირი:           --------------------------------------------------------------

                                                                                                           (გვარი, სახელი, თანამდებობა)

 

დანართი №3

სსა-ის შესაკეთებლად გადაცემისას სარეზერვო სსა-ების დადგმისა და დაბრუნების (მოხსნის)

აქტი №

სარეზერვო სსა-ის დადგმის:

თარიღი ,,---------“ ,,-------------“  200   წ. ----------- სთ. ------------- წთ.

სარეზერვო სსა-ის უკან დაბრუნების (მოხსნის):

თარიღი ,,---------“ ,,------------“  200   წ. ----------- სთ. ------------- წთ. -------------------------------

------------------------------ ხელმძღვანელმა (სხვა უფლებამოსილმა პირმა) ------------------------------

  (საწარმოს დასახელება)                                                                                                                               (გვარი, სახელი)  

სსა-ზე მომუშავე  მოლარე-ოპერატორმა (ან გადამხდელმა) -------------------------------------------

                                                                                                                                                             (გვარი, სახელი)

ტმც-ის (სხვა სარემონტო საწარმოს)----------------- წარმომადგენელს ---------------------------------------

                                    (დასახელება)                        (გვარი, სახელი)

შესაკეთებლად გადმოცემული (გადაცემული) სსა-ის სანაცვლოდ ------------------- არსებულ

                                                              (მისამართი)

ჩვენს საკუთრებაში ან ტმც-ზე (სხვა სარემონტო საწარმოზე) დარეგისტრირებული სარეზერვო სსა  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                           (სსა-ის მოდელის დასახელება, საქარხნო ნომერი)

რომელიც რეგისტრირებულია ---------------------------------- საგადასახადო ინსპექციაში 

                                                                               (ინსპექციის დასახელება)                                                                                    

ბოლო Z ანგარიშის ნომერი: --------------------------------------------------------------------------------------

მთავარი მაჯამებელი მრიცხველის ჩვენებები (გაუნაშთავი ჯამი)

დადგმისა -------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბრუნებისას (მოხსნისას)-----------------------------------------------------------------------------------------

 

სარეზერვო სსა-ის სარეგისტრაციო ბარათის № -------------------

სარეზერვო სსა-ის დადგმის დადასტურება:

ხელმძღვანელი (სხვა უფლებამოსილი პირი) --------------------------------   ---------------------------------

                                                                                                              (ხელმოწერა)                                                   (ხელმოწერა)

მოლარე-ოპერატორი (ან გადამხდელი)     ------------------------------  ----------------------------------

                                                                                                                    (ხელმოწერა)                                 (ხელმოწერა)

ტმც (სხვა სარემონტო) საწარმოს წარმომადგენელი --------------------------  -----------------------------

                                                                                                                                (ხელმოწერა)                             (ხელმოწერა)

უკან დაბრუნების (მოხსნის) დადასტურება:

ხელმძღვანელი (სხვა უფლებამოსილი პირი) -------------------------------- -----------------------------------

                                                                                                                 (ხელმოწერა)                                                  (ხელმოწერა)

მოლარე-ოპერატორი (ან გადამხდელი)     ----------------------------  -----------------------------------------

                                                                                                                  (ხელმოწერა)                                         (ხელმოწერა)

ტმც (სხვა სარემონტო) საწარმოს წარმომადგენელი --------------------------   ----------------------------

                                                                                                                           (ხელმოწერა)                                         (ხელმოწერა)