„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2026 წლის 30 ივლისი

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/06/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016541) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, სტიქიური სიტუაციების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა, არსებული რისკების ანალიზი და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2026.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.07.2026. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016555.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 30.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016555 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6960790/