,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2026 წლის 30 ივლისი აბაშა |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას;
ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ვ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;
კ) მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზებას;
ლ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
მ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას;
ნ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ო) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას; მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმებას;
პ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
ჟ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;
რ) განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას;
ს) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ტ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან;
უ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში შემოსული დოკუმენტაციის განხილვას და მერისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;
ფ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას და მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებას;
ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების და ქანდაკებების განთავსების საკითხებზე პროექტების მომზადება-განხილვას;
ღ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;
ყ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
შ) სტიქიური სიტუაციების პრევენციას და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფას;
ჩ) არსებული რისკების ანალიზს და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავებას;
ც) მერის სხვა დავალებების შესრულებას;
ძ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება
სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სტიქიური მოვლენების პრევენციას და მათზე ოპერატიულ რეაგირებას;
ბ) არსებული რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
გ) მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) სტიქიური მოვლენების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ასაცილებლად ან შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
ე) მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.07.2026. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016557.
- სად არის „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №30, 30.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6960864/