,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.010.069
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №39
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №17, მუხ. 205) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში;
დ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საერთო ზედამხედველობა; ამ მიზნით მოახდინოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს სამინისტროების ამ მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია;
ე) მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადებების შემუშავებაში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს პირდაპირი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია;
თ) საქართველოს სამინისტროებიდან და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიიღოს ანგარიში მათ მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის;
კ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;
ლ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;
მ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
ნ) დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ო) დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება;
პ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების მიზნით მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა.
2. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების კოორდინაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა საქართველოს შესაბამის უწყებაში;
ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, ტექსტის შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ასეთი მოლაპარაკებების წარმართვა;
ვ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული იფორმაციის საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი.“.
ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები.
2. ბრძანება ძალაშია 2007 წლის 5 მარტიდან.
გ. ბეჟუაშვილი