შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 30 ივლისი

სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“       (ს/ნ: 204954086)

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა:  info@pqa.ge

ვებსაიტი:  www.pqa.ge

ტელეფონი:  577783434

მესაკუთრე:  შალვა ხაბალაშვილი (პ/ნ: 22001017672); მისამართი: თეთრიწყარო, დ. მანგლისი, იოანე მანგლელის ქ. №21.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N241464852, დამოწმების თარიღი 01/11/2024, ნოტარიუსი დ. ფუტკარაძე) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ორ ლოტად:

საჯარო აუქციონის N:024-26

ლოტი N1

სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 48.10 კვ/მ საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, შერმადინის ქუჩა № 27, ბლოკი II, სართული 4, ბინა N33 (ს/კ: 01.72.14.036.442.01.04.033).

აუქციონის დაწყების დრო: 12.08.2026 წლის 13:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 18.08.2026 წლის 13:00 სთ.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 93 175 ლარი; ბიჯი 100 ლარი.

ლოტი N2

სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 67.70 კვ/მ საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, შერმადინის ქუჩა N 27, ბლოკი 2, სართული 4, ბინა N27 (ს/კ: 01.72.14.036.442.01.04.027).

აუქციონის დაწყების დრო: 12.08.2026 წლის 14:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 18.08.2026 წლის 14:00 სთ.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 130 975 ლარი; ბიჯი 500 ლარი.

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს შპს საფინანსო კომპანია „ლ-კრედიტ“ (ს/ნ: 204570393).

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE96BG0000000612579593) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოვალეს.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი:

შპს პირველი ქართული აუქციონის

დირექტორი                                                                                          ლაშა ჭიჭინაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“?
დიახ, განცხადება „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2026.
როდის იქნა მიღებული „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“?
„შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“ მიღებულია 30.07.2026. მიმღები ორგანო — შპს „პირველი ქართული აუქციონი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შალვა ხაბალაშვილი N024-26)“, №0, 30.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6961130/