წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2026 წლის 31 ივლისი ქ. წყალტუბო |
|
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახური მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი საჯარო მოხელის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.07.2026. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016810.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 31.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016810 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6961213/