„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-322 |
|
2026 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„მუხლი 11. სააგენტოს სტურქტურა
1. სააგენტოს სტრუქტურა შედგება ცენტრალური აპარატის დეპარტამენტები/სამსახურებისგან და ტერიტორიული ადმინისტრაციებისგან.
2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა.ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველო;
ა.ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი:
ბ.ა) ელექტრონული მართვის სამმართველო;
ბ.ბ) ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო;
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:
გ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
გ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
დ.ა) ტრანსპორტის სამმართველო;
დ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) საფინანსო დეპარტამენტი:
ე.ა) საბიუჯეტო სამმართველო;
ე.ბ) საბუღალტრო სამმართველო;
ვ) სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;
ზ) პროექტების მართვის სამსახური;
თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
ი) სერვისების განვითარების სამსახური;
კ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ლ) იურიდიული სამსახური;
მ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.
3. სააგენტოს ცენტრალური აპარატის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციას წარმოადგენს:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;
გ) საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაინტერესებული პირების ინფორმირება, შესაბამის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ე) კომპეტენციას ფარგლებში საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის წინადადებების შემუშავება;
ვ) კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება;
თ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
ი) სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონელის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა;
ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
4. სააგენტოს დეპარტამენტები/სამსახურები და ტერიტორიული ადმინისტრაციები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-322. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.017009.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-322, 30.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.017009 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6961634/