,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018884
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/09/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018561) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) კომპონენტების – მოდულის/მოდულის სწავლის შედეგის დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტი/კომპონენტები, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. ამ შემთხვევაში ამავე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომ – ცენტრი) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, წარმოადგინოს არგუმენტირებული დასაბუთება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით და შესაბამისი მტკიცებულებები, წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლებიც შეფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებისათვის, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლების ან/და შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. ამ შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია ცენტრში პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, არგუმენტირებული დასაბუთება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2026.
როდის იქნა მიღებული „,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018884.
სად არის „,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №105/ნ, 04.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018884 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6962057/