ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 31 ივლისი ქ. ახალქალაქი |
1. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ (არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“.
2. მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან, ან/და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“.
3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური
1. ბენეფიციარების სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.
2. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.“.
4. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური დახმარების შესახებ განცხადების განხილვისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციასა და მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის შესაბამის სამუშაო ჯგუფს, შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 31.07.2026. მიმღები ორგანო — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.141.016492.
- სად არის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №17, 31.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016492 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6962743/