ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №36
2026 წლის 31 ივლისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №53) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 მარტის №166 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მეორე ობჩაში (საკადასტრო კოდი: 30.09.47.000) მდებარე მე-19 ქუჩას მიენიჭოს „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გურამი კიკნაველიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“?
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 31.07.2026. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.124.016017.
- სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ“, №36, 31.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6963556/