ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2026 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
|
ეს წესი აწესრიგებს ქურთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სხდომების, მათ შორის, გასვლითი სხდომების გამართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
გ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები;
გ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების (vip დარბაზის მომსახურება) ხარჯები;
გ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;
გ.დ) სასტუმროს მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯები;
გ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებებისა და წვეულებებისათვის (წვენი, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები;
გ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
გ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;
გ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები.
წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ქურთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მოთხოვნა გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათის სახით (რომელიც შეიცავს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობისა და სტუმართა რაოდენობის შესახებ) წარედგინება გამგებელს, შემდგომში გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და გამგეობის შესყიდვების სპეციალისტთან წარდგენის მიზნით.
2. საკრებულოს შემთხვევაში წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მოთხოვნა საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის სახით (რომელიც შეიცავს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობისა და სტუმართა რაოდენობის შესახებ) წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, მოცემულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე წერილით უგზავნის გამგებელს, შემდგომში გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და გამგეობის შესყიდვების სპეციალისთან წარდგენის მიზნით.
3. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური გამგებლის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, სტუმართა რაოდენობის შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, გამგებლის რეზოლუციით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
4. საკრებულოს შემთხვევაში ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, აპარატის უფროსის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წერილის პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, სტუმართა რაოდენობის შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წერილს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). წერილს საკრებულოს თავმჯდომარე ხელმოწერით უგზავნის გამგებელს, რომელიც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
5. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
6. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.08.2026. მიმღები ორგანო — ქურთას მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.146.016263.
- სად არის „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 03.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6964151/