დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი აწესრიგებს ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების, ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
მუხლი 2. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
1. წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
ბ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები;
ბ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების ხარჯები;
ბ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;
ბ.დ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები;
ბ.ე) მიღებებისა და წვეულებებისთვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები;
ბ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
ბ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;
ბ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სხდომების, მათ შორის, გასვლითი სხდომების გამართვასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 3. დაფინანსების წყარო
1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ახალგორისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს ღონისძიებათა ჩამონათვალსა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას, ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში.
3. ინფორმაცია, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად გამგეობის საორგანიზაციო სამსახურს წარედგინება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათით, ხოლო საკრებულოს შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით.
მუხლი 4. სახსრების ხარჯვის წესი
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართ №1-ისა და №2-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება გამგებლის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ განაცხადი წარედგინება გამგეობის საორგანიზაციო სამსახურს, შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარდგენის მიზნით.
2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის) საფუძველზე, გამგეობის საორგანიზაციო სამსახური გამგებლის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, გამგებლის რეზოლუციით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
დანართი №1
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისათვის
ს. წეროვანი „______“______“ ______“ წ.
განმცხადებელი:--------------------------
(სტრუქტურული ერთეული)
_______________________________________________________________________
2. გამგზავრების ადგილი: _______________________________________________
(ქვეყანა, ქალაქი, ორგანიზაცია, ვიზიტის ხანგრძლივობა)
_______________________________________________________________________
3. ვინ მიემგზავრება: ____________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
_______________________________________________________________________
1. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება:
ა) საკონსულო მომსახურება ______________________________________
ბ) სასტუმრო _____________________________________________________
(ქალაქი, ჩასვლის თარიღი, ცხოვრების ხანგრძლივობა)
გ) სამგზავრო ბილეთები _________________________________________
(ტრანსპორტის სახეობა, მიმართულება, თარიღი)
დ) საქმიანი შეხვედრები __________________________________________
(ქალაქი, ორგანიზაცია, თარიღი, დრო)
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
ე) კულტურული პროგრამა ___________________________________
______________________________________________________________________________
განმცხადებელი“ შეთანხმებულია:
____________________________ __________________________
(------ სამსახურის უფროსი) ( მოადგილე)
დანართი №2
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი (დაკვეთა)
გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვის
ს.წეროვანი „ „_________“ ______“ წ.
1. განმცხადებელი: ________________________________________________________
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება, თანამდებობის პირის გვარი, სახელი)
2. განაცხადის შინაარსი: _______________________________________________________
(ღონისძიების დასახელება)
3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: _____________________________________________
(ქალაქი, დაბა, სოფელი)
4. ღონისძიების ჩატარების ვადები: ______________________________________________
(წელი, თვე, რიცხვი, ხანგრძლივობა)
5. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა
______________________________________________________________________________
(რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და მათი შემადგენლობა)
განმცხადებელი: შეთანხმებულია:
_______________________ ___________________________
(სამსახურის უფროსი) (მოადგილე)
|