„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/292
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016967
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/292

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.     მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:

,,ჟ) კარტოგრაფიის, ჰიდროგრაფიული კვლევისა და სანავიგაციო ნიშნების დეპარტამენტი.“.

2.  135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135.  ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი

1. ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში შედის სინოპტიკური სამმართველო და საზღვაო გაფრთხილებების რადიონავიგაციური სამმართველო.

2. სინოპტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) ამინდის რეგულარულ მონიტორინგს ტექნიკური და ინფორმაციული საშუალებების გამოყენებით;

ბ) ამინდის პროგნოზირებას და საშტორმო გაფრთხილებების გამოცემას ზღვაზე და ნავსადგურებში ადამიანის სიცოცხლისა და ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

გ) მეტეოროლოგიური მონაცემებისა და პროგნოზების აღრიცხვას, ბაზის შექმნას, განახლებასა და მათ დაარქივებას დადგენილი წესით;

დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

3.  საზღვაო გაფრთხილებების რადიონავიგაციური სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სანავიგაციო საშიშროების და ასევე ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას;

ბ) საზღვაო სანავიგაციო გაფრთხილებების გავრცელებას ნავიგაციური ტელექსის საშუალებით, დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის (WWNWS) მიერ განსაზღვრული დროითი შუალედებისა და სიხშირეების გათვალისწინებით;

გ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.’’.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 136 მუხლი:

,,მუხლი 136. კარტოგრაფიის, ჰიდროგრაფიული კვლევისა და სანავიგაციო ნიშნების დეპარტამენტი

კარტოგრაფიის, ჰიდროგრაფიული კვლევისა და სანავიგაციო ნიშნების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს სანაპირო ზოლში ჰიდროგრაფიული და გეოდეზიური კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) საქართველოს სანაპირო ზოლის კვლევას და მისი შედეგების საზღვაო სანავიგაციო რუკებზე ასახვას;

გ) გენერალური რუკების, სამგზავრო-სანავიგაციო და ნავსადგურების რუკების შექმნას, წარმოებასა და პერიოდულ კორექტირებას;

დ) ნავიგაციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მათი სანავიგაციო რუკებზე ასახვის მიზნით, რეგულარულ მონიტორინგს;

ე) არსებული საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტირების მიზნით „ზღვაოსანთა უწყებების“ გამოცემასა და შესაბამისი ფორმით გავრცელებას;

 ვ) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო ნიშნების (GPS) მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვასა და ოპერირებას;

ზ) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ არხებსა და მიმდებარე აკვატორიაში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) დანერგვასა და ოპერირებას;

თ) მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო მოწყობილობების უწყვეტ და გამართულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ახალი სანავიგაციო ნიშნების განთავსებას და გადაადგილებას საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;

ი) მშენებარე ნავსადგურების სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვას;

კ) საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნებზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 4 აგვისტოდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/292. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016967.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1-1/292, 04.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016967 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6965685/