„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№370
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025919
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:

1. 128 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ავტოსადგურის საქმიანობის შემოწმების პროცესში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია, აწარმოოს ფოტო/ვიდეოგადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის შესაბამისობას ამ ტექნიკურ რეგლამენტთან აკონტროლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში. ამ მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია, აწარმოოს ფოტო/ვიდეოგადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“. 

მუხლი 2
სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეოგადაღება), შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცება 2026 წლის 15 სექტემბრამდე.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №370. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025919.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №370, 03.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025919 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6966377/