ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1228
სარეგისტრაციო კოდი
480480030.22.027.017710
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1228

2026 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პროცედურა.

 

2. შეიქმნას ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი.

 

 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესი და პროცედურა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის კომისია (შემდგომ – კომისია) შექმნილია ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევისა და ევროპის საბჭოსათვის წარდგენის მიზნით.

 

მუხლი 2. კომისიის საქმიანობის პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის 36-ე მუხლითა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2013)28 რეზოლუციით, აგრეთვე, ამ წესითა და პროცედურით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 3. კომისია

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ.

3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის გადაწყვეტილებაზე შეჯერება შეიძლება მოხდეს ელექტრონული წესით, სხდომის მოწვევის გარეშე.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მუხლი 4. კომისიის სამდივნო

კომისიასთან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო სხდომის მდივანია ამავე დეპარტამენტის უფროსი.

 

მუხლი 5. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. ოქმი

1. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომაში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

 

მუხლი 6. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები

1. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სრულყოფილად  (C2 დონე) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;

ბ) კარგად (არანაკლებ B2 დონე)  ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს);

გ) სრულყოფილად ფლობს ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;

ე) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით;

ვ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, მსხვერპლთა დაცვის ან/და ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;

თ) არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.

 

მუხლი 7. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ, უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების წარსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 სამუშაო დღეს.

 

მუხლი 8. კანდიდატის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა

1. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც მოიცავს ავტობიოგრაფიასა (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილს, რომელშიც დეტალურად და მკაფიოდ იქნება ახსნილი, თუ როგორ აკმაყოფილებს ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. კანდიდატმა განაცხადს უნდა დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში, ქართულ ენაზე (დანართი №1.1), აგრეთვე ინგლისურ (დანართი №1.2) ან ფრანგულ (დანართი №1.3) ენაზე.

3. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად კანდიდატს მიეცემა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის დღიდან სამდღიანი ვადა. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად.

 

მუხლი 9. საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევა. ტესტირება უცხო ენაში

1. ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად საკონკურსო განაცხადების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს ელექტრონული წესით დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრებს. პირველადი გადარჩევის შედეგები დამტკიცებულად ითვლება, თუ ამ შედეგებზე თანხმობას გამოხატავს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. განაცხადების პირველადი გადარჩევის ეტაპზე ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი წარმოადგენს ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:

ა) ინგლისურ ან/და ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიას;

ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ინგლისური ან/და ფრანგული ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონე) დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დგინდება ამ  წესისა და პროცედურის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა, კომისია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით, ატარებს ტესტირებას შესაბამის უცხო ენაში.

 

მუხლი 10. გასაუბრება და მისი შედეგები

1. განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს კომისია იწვევს გასაუბრებაზე და ცალ-ცალკე ისმენს თითოეული მათგანის მოსაზრებებს.

2. კომისიის წევრები კანდიდატებს აფასებენ ამ წესისა და პროცედურის №2 დანართში მოცემული შეფასების ფორმის მიხედვით და მათ ქულებს ანიჭებენ (მაქსიმალური ქულა – 5). კომისიის წევრების შეფასებები ჰბარდება კომისიის სამდივნოს.

3. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე კომისიის სამდივნო ადგენს თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამურ ქულას.

4. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.

5. კომისია კომისიის სამდივნოს მეშვეობით კანდიდატებს ატყობინებს განაცხადების პირველადი გადარჩევისა და გასაუბრების შედეგებს.

 

მუხლი 11. კანდიდატის წარდგენა

1. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენად.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატს წარუდგენს ევროპის საბჭოს არაუგვიანეს 2026 წლის 27 სექტემბრისა.

 


📎 დანართები (4)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1.1

რეზიუმეს (CV) ნიმუში

ამ რეზიუმეში თქვენ მიერ მითითებული ყველა ინფორმაცია, გარდა თქვენი ტელეფონის ნომრ(ებ)ისა, საფოსტო და ელექტრონული ფოსტის მისამართებისა, ასევე, დაბადების თარიღისა და ადგილისა, საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ევროპის საბჭოს პორტალზე.

თუ არ გსურთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდეს, გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი უჯრა: ☐

პირადი ინფორმაცია

  • გვარი (გვარები)

  • სახელი (სახელები)

  • დაბადების თარიღი

  • დაბადების ადგილი

  • მისამართ(ებ)ი

  • ტელეფონის ნომერი (ნომრები)

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი

  • მოქალაქეობა (მოქალაქეობები)

  • სქესი მამაკაცი ☐ ქალი ☐

შესაბამისი კვალიფიკაციის მოკლე მიმოხილვა1

მიმდინარე პროფესიული საქმიანობა

  • დაწყების თარიღი

  • დამსაქმებლის დასახელება და მისამართი

  • საქმიანობის სფერო

  • დაკავებული თანამდებობა

  • ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობები2

შესაბამისი წინა პროფესიული საქმიანობა3

  • პერიოდი

  • დამსაქმებლის დასახელება და მისამართი

  • საქმიანობის სფერო

  • დაკავებული თანამდებობა

  • ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობები

შესაბამისი დამატებითი პასუხისმგებლობები4

  • პერიოდი

  • ორგანიზაციის/დაწესებულების დასახელება და მისამართი

  • საქმიანობის სფერო

  • დაკავებული პოზიცია

  • ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობები

განათლება/პროფესიული მომზადება5

  • პერიოდი

  • მინიჭებული კვალიფიკაცია

  • ძირითადი სასწავლო საგნები/პროფესიული უნარები

  • საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და ტიპი

პუბლიკაციები6

კომპიუტერული უნარები

• პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა7

• ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სხვა უნარები და კომპეტენციები8

ენობრივი უნარები9

მშობლიური ენა

გაგება

მეტყველება

წერა

ენა

მოსმენა

კითხვა

ზეპირი ინტერაქცია

ზეპირი მეტყველება

წერითი უნარები

ინგლისური

ფრანგული

ენების ცოდნის საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო (CEFR)

მოსმენის უნარი:

A1 შემიძლია, ამოვიცნო ნაცნობი სიტყვები და ძალიან მარტივი ფრაზები, რომლებიც ეხება ჩემს თავს, ჩემს ოჯახსა და უშუალო გარემოს, როდესაც ადამიანები ნელა და მკაფიოდ საუბრობენ.

A2 შემიძლია გავიგო ფრაზები და ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია ჩემთვის უშუალოდ მნიშვნელოვან სფეროებთან (მაგალითად, ძირითადი ინფორმაცია პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ, საყიდლები, ადგილობრივი გარემო, დასაქმება). ასევე შემიძლია გავიგო მოკლე, მკაფიო და მარტივი შეტყობინებებისა და განცხადებების ძირითადი აზრი.

B1 შემიძლია გავიგო მკაფიო, სტანდარტული მეტყველების ძირითადი აზრი ნაცნობ თემებზე, რომლებსაც რეგულარულად ვხვდები სამსახურში, სკოლაში, თავისუფალ დროს და სხვა ყოველდღიურ სიტუაციებში. ასევე შემიძლია გავიგო რადიო- და ტელეგადაცემების უმეტესობის ძირითადი შინაარსი მიმდინარე მოვლენებსა თუ პირადი ან პროფესიული ინტერესის მქონე თემებზე, როდესაც საუბარი შედარებით ნელი და მკაფიოა.

B2 შემიძლია გავიგო ხანგრძლივი გამოსვლები და ლექციები, ასევე მივყვე რთულ მსჯელობას, თუ თემა საკმარისად ნაცნობია. შემიძლია გავიგო სატელევიზიო ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების უმეტესობა. ასევე შემიძლია გავიგო სტანდარტულ ენაზე გადაღებული ფილმების უმეტესობა.

C1 შემიძლია გავიგო ხანგრძლივი გამოსვლა მაშინაც კი, როდესაც იგი მკაფიოდ არ არის სტრუქტურირებული და აზრებს შორის კავშირი მხოლოდ ნაგულისხმევია და პირდაპირ არ არის გამოხატული. შემიძლია დიდი ძალისხმევის გარეშე გავიგო სატელევიზიო გადაცემები და ფილმები.

C2 შემიძლია ყოველგვარი სირთულის გარეშე გავიგო ნებისმიერი სახის ზეპირი მეტყველება, როგორც უშუალოდ საუბრისას, ისე მაუწყებლობით გადაცემისას, მათ შორის მაშინაც, როდესაც მეტყველება მშობლიური ენის მატარებლისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, იმ პირობით, რომ აქცენტთან შესაგუებლად გარკვეული დრო მექნება.

კითხვის უნარი:

A1 შემიძლია გავიგო ნაცნობი სახელები, სიტყვები და ძალიან მარტივი წინადადებები, მაგალითად, განცხადებებსა და პლაკატებში ან კატალოგებში მოცემული ინფორმაცია.

A2 შემიძლია წავიკითხო ძალიან მოკლე და მარტივი ტექსტები. შემიძლია ვიპოვო კონკრეტული, წინასწარ მოსალოდნელი ინფორმაცია მარტივ ყოველდღიურ მასალებში, როგორიცაა რეკლამები, საინფორმაციო ბროშურები, მენიუები და განრიგები, ასევე შემიძლია გავიგო მოკლე და მარტივი პირადი წერილები.

B1 შემიძლია გავიგო ტექსტები, რომლებიც ძირითადად შედგება ყოველდღიურ ცხოვრებასთან ან სამუშაოსთან დაკავშირებული ხშირად გამოყენებული ენისგან. შემიძლია გავიგო პირად წერილებში აღწერილი მოვლენები, გრძნობები და სურვილები.

B2 შემიძლია წავიკითხო სტატიები და ანგარიშები თანამედროვე პრობლემების შესახებ, რომლებშიც ავტორები გამოხატავენ კონკრეტულ დამოკიდებულებებს ან შეხედულებებს. შემიძლია გავიგო თანამედროვე ლიტერატურული პროზა.

C1 შემიძლია გავიგო გრძელი და რთული ფაქტობრივი და ლიტერატურული ტექსტები, მათ შორის სტილურ განსხვავებათა აღქმით. შემიძლია გავიგო სპეციალიზებული სტატიები და ვრცელი ტექნიკური ინსტრუქციები, მაშინაც კი, როდესაც ისინი ჩემს პროფესიულ სფეროს არ ეხება.

C2 შემიძლია მარტივად წავიკითხო წერილობითი ენის პრაქტიკულად ყველა ფორმა, მათ შორის აბსტრაქტული, სტრუქტურულად ან ენობრივად რთული ტექსტები, როგორიცაა სახელმძღვანელოები, სპეციალიზებული სტატიები და ლიტერატურული ნაწარმოებები.

ზეპირი ინტერაქციის უნარი:

A1 შემიძლია მარტივი ფორმით ურთიერთობა, იმ პირობით, რომ მეორე პირი მზად არის გაიმეოროს ან სხვაგვარად ჩამოაყალიბოს ნათქვამი, ისაუბროს უფრო ნელი ტემპით და დამეხმაროს იმაში, რომ ჩამოვაყალიბო სათქმელი. შემიძლია დავსვა და ვუპასუხო მარტივ კითხვებს უშუალო საჭიროებებთან დაკავშირებულ ან ჩემთვის ძალიან ნაცნობ თემებზე.

A2 შემიძლია კომუნიკაცია მარტივ და ყოველდღიურ სიტუაციებში, რომლებიც მოითხოვს ნაცნობ თემებსა და საქმიანობებთან დაკავშირებული ინფორმაციის მარტივ და პირდაპირ გაცვლას. შემიძლია გავუმკლავდე ძალიან მოკლე სოციალურ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ვერ ვიგებ საკმარისად ბევრს იმისთვის, რომ საუბარი დამოუკიდებლად გავაგრძელო.

B1 შემიძლია გავუმკლავდე იმ სიტუაციების უმეტესობას, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას იმ ტერიტორიაზე მოგზაურობისას, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. შემიძლია წინასწარი მომზადების გარეშე ჩავერთო საუბარში ჩემთვის ნაცნობ, პირადი ინტერესის მქონე ან ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებზე (მაგალითად, ოჯახი, ჰობი, სამუშაო, მოგზაურობა და მიმდინარე მოვლენები).

B2 შემიძლია ურთიერთობა ისეთი თავისუფლად და ბუნებრივად, რომ შესაძლებელი იყოს მშობლიური ენის მატარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია. შემიძლია აქტიური მონაწილეობა მივიღო დისკუსიებში ნაცნობ კონტექსტში, არგუმენტირებულად წარმოვადგინო და განვავითარო ჩემი შეხედულებები.

C1 შემიძლია თავისუფლად და ბუნებრივად გამოვხატო საკუთარი აზრი ისე, რომ სიტყვების ძიება დიდად შესამჩნევი არ იყოს. შემიძლია ენა მოქნილად და ეფექტიანად გამოვიყენო სოციალური და პროფესიული მიზნებისთვის. შემიძლია ზუსტად ჩამოვაყალიბო იდეები და მოსაზრებები და ჩემი წვლილი ოსტატურად დავუკავშირო საუბრის სხვა მონაწილეთა მოსაზრებებს.

C2 შემიძლია ძალისხმევის გარეშე მივიღო მონაწილეობა ნებისმიერ საუბარსა თუ დისკუსიაში და კარგად ვიცნობ იდიომატურ გამოთქმებსა და სასაუბრო ენას. შემიძლია თავისუფლად გამოვხატო საკუთარი თავი და ზუსტად გადმოვცე მნიშვნელობის უმცირესი ნიუანსებიც კი. თუ რაიმე პრობლემა წარმოიშობა, შემიძლია ისე შეუმჩნევლად დავუბრუნდე ნათქვამს და თავიდან ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, რომ სხვა ადამიანები ამას თითქმის ვერ შეამჩნევენ.

ზეპირი მეტყველების უნარი:

A1 შემიძლია გამოვიყენო მარტივი ფრაზები და წინადადებები იმ ადგილის აღსაწერად, სადაც ვცხოვრობ, და იმ ადამიანების შესახებ სასაუბროდ, რომლებსაც ვიცნობ.

A2 შემიძლია გამოვიყენო ფრაზებისა და წინადადებების ერთობლიობა, რათა მარტივად აღვწერო ჩემი ოჯახი და სხვა ადამიანები, საცხოვრებელი პირობები, განათლება და ჩემი მიმდინარე ან ბოლო სამუშაო.

B1 შემიძლია მარტივად დავაკავშირო ფრაზები ერთმანეთთან, რათა აღვწერო გამოცდილება და მოვლენები, ჩემი ოცნებები, იმედები და ამბიციები. შემიძლია მოკლედ წარმოვადგინო მოსაზრებებისა და გეგმების მიზეზები და განმარტებები. შემიძლია მოვყვე ამბავი, გადმოვცე წიგნის ან ფილმის სიუჟეტი და აღვწერო ჩემი რეაქციები.

B2 შემიძლია წარმოვადგინო მკაფიო და დეტალური აღწერები ჩემი ინტერესების სფეროსთან დაკავშირებული ფართო სპექტრის თემებზე. შემიძლია ავხსნა ჩემი პოზიცია აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით და წარმოვადგინო სხვადასხვა ვარიანტის უპირატესობები და ნაკლოვანებები.

C1 შემიძლია წარმოვადგინო რთული თემების მკაფიო და დეტალური აღწერები, ქვეთემების ინტეგრირებით, კონკრეტული საკითხების განვითარებითა და შესაბამისი დასკვნით დასრულებით.

C2 შემიძლია წარმოვადგინო მკაფიო და თანმიმდევრული აღწერა ან არგუმენტაცია, კონტექსტისთვის შესაფერისი სტილითა და ეფექტიანი ლოგიკური სტრუქტურით, რომელიც მსმენელს ეხმარება მნიშვნელოვანი საკითხების აღქმასა და დამახსოვრებაში.

წერის უნარი:

A1 შემიძლია დავწერო მოკლე და მარტივი ღია ბარათი, მაგალითად, სადღესასწაულო მილოცვის ან დასვენებასთან დაკავშირებული მისალმების გასაგზავნად. შემიძლია შევავსო ფორმები პირადი მონაცემების მითითებით, მაგალითად, სასტუმროში რეგისტრაციის ფორმაში საკუთარი სახელის, მოქალაქეობისა და მისამართის ჩაწერა.

A2 შემიძლია დავწერო მოკლე და მარტივი ჩანაწერები და შეტყობინებები, რომლებიც ეხება უშუალო საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებს. შემიძლია დავწერო ძალიან მარტივი პირადი წერილი, მაგალითად, ვინმესთვის მადლობის გადასახდელად.

B1 შემიძლია დავწერო მარტივი, ერთმანეთთან დაკავშირებული ტექსტები ჩემთვის ნაცნობ ან პირადი ინტერესის მქონე თემებზე. შემიძლია დავწერო პირადი წერილები, რომლებშიც აღვწერ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.

B2 შემიძლია დავწერო მკაფიო და დეტალური ტექსტები ჩემი ინტერესების სფეროსთან დაკავშირებული ფართო სპექტრის თემებზე. შემიძლია დავწერო ესსე ან ანგარიში, რომელშიც გადმოვცემ ინფორმაციას ან წარმოვადგენ არგუმენტებს კონკრეტული შეხედულების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. შემიძლია დავწერო წერილები, რომლებშიც ხაზს ვუსვამ მოვლენებისა და გამოცდილების პირად მნიშვნელობას.

C1 შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი მკაფიო და კარგად სტრუქტურირებული ტექსტის მეშვეობით, ვრცლად წარმოვადგინო ჩემი შეხედულებები. შემიძლია დავწერო რთულ თემებზე წერილი, ესსე ან ანგარიში, რომელშიც გამოვყოფ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. შემიძლია შევარჩიო შესაბამისი სტილი კონკრეტული მკითხველის გათვალისწინებით.

C2 შემიძლია დავწერო მკაფიო და თავისუფლად გამართული ტექსტები შესაბამისი სტილის გამოყენებით. შემიძლია დავწერო რთული წერილები, ანგარიშები ან სტატიები, რომლებშიც საკითხს წარმოვადგენ ეფექტიანი ლოგიკური სტრუქტურით, რაც მკითხველს ეხმარება მნიშვნელოვანი საკითხების აღქმასა და დამახსოვრებაში. შემიძლია დავწერო პროფესიული ან ლიტერატურული ნაშრომების რეზიუმეები და მიმოხილვები.

ნორმატიული-აქტი-3 ⬇

დანართი №1.2

MODEL CURRICULUM VITAE

All the information which you provide on this CV, except for your telephone numbers(s), postal and e-mail addresses and date and place of birth, will be made publicly available on the portal of the Council of Europe. If you do NOT wish this information to be made public, please tick the box: □

Personal information

• Family name(s)

• First name(s)

• Date of birth

• Place of birth

• Address(es)

• Telephone(s)

• E-mail

• Nationality(ies)

• Sex Male □ Female □

Relevant qualifications summary1

Current professional activity

• Start date

• Name and address of employer

• Sector of activity

• Occupation or position held

• Main activities and responsibilities2

Relevant previous professional activity(ies)3

• Dates

• Name and address of employer

• Sector of activity

• Occupation or position held

• Main activities and responsibilities

Relevant additional responsibilities4

• Dates

• Name and address of organisation/body

• Sector of activity

• Position held

• Main activities and responsibilities

Education/training5

• Dates

• Title of qualification awarded

• Principal subjects/occupational skills covered

• Name and type of organisation

Publications6

Computer skills

• Software packages7

• Other IT skills and competences8

Language skills9

Mother tongue

Understanding

Speaking

Writing

Language

Listening

Reading

Spoken

interaction

Spoken

production

Writing skills

English

French

Common European Framework of Reference for Languages

Listening Skill:

A1 I can recognise familiar words and very basic phrases concerning myself, my family and immediate concrete surroundings when people speak slowly and clearly.

A2 I can understand phrases and the highest frequency vocabulary related to areas of most immediate personal relevance (e.g. very basic personal and family information, shopping, local area, employment). I can catch the main point in short, clear, simple messages and announcements.

B1 I can understand the main points of clear standard speech on familiar matters regularly encountered in work, school, leisure, etc. I can understand the main point of many radio or TV programmes on current affairs or topics of personal or professional interest when the delivery is relatively slow and clear.

B2 I can understand extended speech and lectures and follow even complex lines of argument provided the topic is reasonably familiar. I can understand most TV news and current affairs programmes. I can understand the majority of films in standard dialect.

C1 I can understand extended speech even when it is not clearly structured and when relationships are only implied and not signalled explicitly. I can understand television programmes and films without too much effort.

C2 I have no difficulty in understanding any kind of spoken language, whether live or broadcast, even when delivered at fast native speed, provided I have some time to get familiar with the accent.

Reading Skill:

A1 I can understand familiar names, words and very simple sentences, for example on notices and posters or in catalogues.

A2 I can read very short, simple texts. I can find specific, predictable information in simple everyday material such as advertisements, prospectuses, menus and timetables and I can understand short simple personal letters.

B1 I can understand texts that consist mainly of high frequency everyday or job-related language. I can understand the description of events, feelings and wishes in personal letters.

B2 I can read articles and reports concerned with contemporary problems in which the writers adopt particular attitudes or viewpoints. I can understand contemporary literary prose.

C1 I can understand long and complex factual and literary texts, appreciating distinctions of style. I can understand specialised articles and longer technical instructions, even when they do not relate to my field.

C2 I can read with ease virtually all forms of the written language, including abstract, structurally or linguistically complex texts such as manuals, specialised articles and literary works.

Spoken Interaction Skill:

A1 I can interact in a simple way provided the other person is prepared to repeat or rephrase things at a slower rate of speech and help me formulate what I'm trying to say. I can ask and answer simple questions in areas of immediate need or on very familiar topics.

A2 I can communicate in simple and routine tasks requiring a simple and direct exchange of information on familiar topics and activities. I can handle very short social exchanges, even though I can't usually understand enough to keep the conversation going myself.

B1 I can deal with most situations likely to arise whilst travelling in an area where the language is spoken. I can enter unprepared into conversation on topics that are familiar, of personal interest or pertinent to everyday life (e.g. family, hobbies, work, travel and current events).

B2 I can interact with a degree of fluency and spontaneity that makes regular interaction with native speakers quite possible. I can take an active part in discussion in familiar contexts, accounting for and sustaining my views.

C1 I can express myself fluently and spontaneously without much obvious searching for expressions. I can use language flexibly and effectively for social and professional purposes. I can formulate ideas and opinions with precision and relate my contribution skillfully to those of other speakers.

C2 I can take part effortlessly in any conversation or discussion and have a good familiarity with idiomatic expressions and colloquialisms. I can express myself fluently and convey finer shades of meaning precisely. If I do have a problem, I can backtrack and restructure around the difficulty so smoothly that other people are hardly aware of it.

Spoken Production Skill:

A1 I can use simple phrases and sentences to describe where I live and people I know.

A2 I can use a series of phrases and sentences to describe in simple terms my family and other people, living conditions, my educational background and my present or most recent job.

B1 I can connect phrases in a simple way in order to describe experiences and events, my dreams, hopes and ambitions. I can briefly give reasons and explanations for opinions and plans. I can narrate a story or relate the plot of a book or film and describe my reactions.

B2 I can present clear, detailed descriptions on a wide range of subjects related to my field of interest. I can explain a viewpoint on a topical issue giving the advantages and disadvantages of various options.

C1 I can present clear, detailed descriptions of complex subjects integrating sub-themes, developing particular points and rounding off with an appropriate conclusion.

C2 I can present a clear, smoothly-flowing description or argument in a style appropriate to the context and with an effective logical structure which helps the recipient to notice and remember significant points.

Writing Skill:

A1 I can write a short, simple postcard, for example sending holiday greetings. I can fill in forms with personal details, for example entering my name, nationality and address on a hotel registration form.

A2 I can write short, simple notes and messages relating to matters in areas of immediate needs. I can write a very simple personal letter, for example thanking someone for something.

B1 I can write simple connected text on topics which are familiar or of personal interest. I can write personal letters describing experiences and impressions.

B2 I can write clear, detailed texts on a wide range of subjects related to my interests. I can write an essay or report, passing on information or giving reasons in support of or against a particular point of view. I can write letters highlighting the personal significance of events and experiences.

C1 I can express myself in clear, well-structured text, expressing points of view at some length. I can write about complex subjects in a letter, an essay or a report, underlining what I consider to be the salient issues. I can select a style appropriate to the reader in mind.

C2 I can write clear, smoothly-flowing text in an appropriate style. I can write complex letters, reports or articles which present a case with an effective logical structure which helps the recipient to notice and remember significant points. I can write summaries and reviews of professional or literary works.

ნორმატიული-აქტი-4 ⬇

დანართი №1.3

MODELE DE CURRICULUM VITAE

Toutes les informations que vous indiquez sur ce CV, excepté vos numéros(s) de téléphone, adresses postale et e-mail ainsi que votre date et lieu de naissance, seront rendus publiques sur le portail du Conseil de l'Europe.

Si vous ne souhaitez PAS que ces informations soient rendues publiques, veuillez cocher cette case □

Informations personnelles

• Nom(s) de famille

• Prénom(s)

• Date de naissance

• Lieu de naissance

• Adresse(s)

• Téléphone(s)

• E-mail

• Nationalité(s)

• Sexe Homme □ Femme □

Résumé des qualifications pertinentes1

Activité professionnelle actuelle

• Date de prise d'activité

• Nom et adresse de l'employeur

• Secteur d'activité

• Poste ou fonction occupé(e)

• Activités et responsabilités principales2

Activités professionnelles précédentes3

• Dates

• Nom et adresse de l'employeur

• Secteur d'activité

• Poste ou fonction occupé(e)

• Activités et responsabilités principales

Autres responsabilités pertinentes4

• Dates

• Nom et adresse de l'organisation/organisme

• Secteur d'activité

• Poste occupé

• Principales activités et responsabilités

Education/formation5

• Dates

• Titre de la qualification obtenue

• Sujets principaux/compétences acquises

• Nom et type d'organisation

Publications6

Connaissances informatiques

• Logiciels7

• Autres connaissances et compétences informatiques8

Connaissances linguistiques9

Langue maternelle

Comprendre

Parler

Ecrire

Langue

Ecouter

Lire

Prendre part

à une conversation

S'exprimer

oralement

Ecrire

Anglais

Français

Cadre européen commun de référence pour les langues

Ecouter:

A1 Je peux comprendre des mots familiers et des expressions très courantes au sujet de moi-même, de ma famille et de l'environnement concret et immédiat, si les gens parlent lentement et distinctement.

A2 Je peux comprendre des expressions et un vocabulaire très fréquent relatifs à ce qui me concerne de très près (par ex. moi-même, ma famille, les achats, l’environnement proche, le travail). Je peux saisir l'essentiel d'annonces et de messages simples et clairs.

B1 Je peux comprendre les points essentiels quand un langage clair et standard est utilisé et s’il s’agit de sujets familiers concernant le travail, l’école, les loisirs, etc. Je peux comprendre l'essentiel de nombreuses émissions de radio ou de télévision sur l'actualité ou sur des sujets qui m’intéressent à titre personnel ou professionnel si l’on parle d'une façon relativement lente et distincte.

B2 Je peux comprendre des conférences et des discours assez longs et même suivre une argumentation complexe si le sujet m'en est relativement familier. Je peux comprendre la plupart des émissions de télévision sur l'actualité et les informations. Je peux comprendre la plupart des films en langue standard.

C1 Je peux comprendre un long discours même s'il n'est pas clairement structuré et que les articulations sont seulement implicites. Je peux comprendre les émissions de télévision et les films sans trop d'effort.

C2 Je n'ai aucune difficulté à comprendre le langage oral, que ce soit dans les conditions du direct ou dans les médias et quand on parle vite, à condition d'avoir du temps pour me familiariser avec un accent particulier.

Lire:

A1 Je peux comprendre des noms familiers, des mots ainsi que des phrases très simples, par exemple dans des annonces, des affiches ou des catalogues.

A2 Je peux lire des textes courts très simples. Je peux trouver une information particulière prévisible dans des documents courants comme les publicités, les prospectus, les menus et les horaires et je peux comprendre des lettres personnelles courtes et simples.

B1 Je peux comprendre des textes rédigés essentiellement dans une langue courante ou relative à mon travail. Je peux comprendre la description d'événements, l'expression de sentiments et de souhaits dans des lettres personnelles.

B2 Je peux lire des articles et des rapports sur des questions contemporaines dans lesquels les auteurs adoptent une attitude particulière ou un certain point de vue. Je peux comprendre un texte littéraire contemporain en prose.

C1 Je peux comprendre des textes factuels ou littéraires longs et complexes et en apprécier les différences de style. Je peux comprendre des articles spécialisés et de longues instructions techniques même lorsqu'ils ne sont pas en relation avec mon domaine.

C2 Je peux lire sans effort tout type de texte, même abstrait ou complexe quant au fond ou à la forme, par exemple un manuel, un article spécialisé ou une œuvre littéraire.

Prendre part à une conversation:

A1 Je peux communiquer, de façon simple, à condition que l'interlocuteur soit disposé à répéter ou à reformuler ses phrases plus lentement et à m'aider à formuler ce que j'essaie de dire. Je peux poser des questions simples sur des sujets familiers ou sur ce dont j’ai immédiatement besoin, ainsi que répondre à de telles questions.

A2 Je peux communiquer lors de tâches simples et habituelles ne demandant qu'un échange d'informations simple et direct sur des sujets et des activités familiers. Je peux avoir des échanges très brefs même si, en règle générale, je ne comprends pas assez pour poursuivre une conversation.

B1 Je peux faire face à la majorité des situations que l'on peut rencontrer au cours d'un voyage dans une région où la langue est parlée. Je peux prendre part sans préparation à une conversation sur des sujets familiers ou d'intérêt personnel ou qui concernent la vie quotidienne (par exemple famille, loisirs, travail, voyage et actualité).

B2 Je peux communiquer avec un degré de spontanéité et d'aisance qui rende possible une interaction normale avec un locuteur natif. Je peux participer activement à une conversation dans des situations familières, présenter et défendre mes opinions.

C1 Je peux m'exprimer spontanément et couramment sans trop apparemment devoir chercher mes mots. Je peux utiliser la langue de manière souple et efficace pour des relations sociales ou professionnelles. Je peux exprimer mes idées et opinions avec précision et lier mes interventions à celles de mes interlocuteurs.

C2 Je peux participer sans effort à toute conversation ou discussion et je suis aussi très à l’aise avec les expressions idiomatiques et les tournures courantes. Je peux m’exprimer couramment et exprimer avec précision de fines nuances de sens. En cas de difficulté, je peux faire marche arrière pour y remédier avec assez d'habileté et pour qu'elle passe presque inaperçue.

S’exprimer or alement en continu:

A1 Je peux utiliser des expressions et des phrases simples pour décrire mon lieu d'habitation et les gens que je connais.

A2 Je peux utiliser une série de phrases ou d'expressions pour décrire en termes simples ma famille et d'autres gens, mes conditions de vie, ma formation et mon activité professionnelle actuelle ou récente.

B1 Je peux m'exprimer de manière simple afin de raconter des expériences et des événements, mes rêves, mes espoirs ou mes buts. Je peux brièvement donner les raisons et explications de mes opinions ou projets. Je peux raconter une histoire ou l'intrigue d'un livre ou d'un film et exprimer mes réactions.

B2 Je peux m'exprimer de façon claire et détaillée sur une grande gamme de sujets relatifs à mes centres d'intérêt. Je peux développer un point de vue sur un sujet d’actualité et expliquer les avantages et les inconvénients de différentes possibilités.

C1 Je peux présenter des descriptions claires et détaillées de sujets complexes, en intégrant des thèmes qui leur sont liés, en développant certains points et en terminant mon intervention de façon appropriée.

C2 Je peux présenter une description ou une argumentation claire et fluide dans un style adapté au contexte, construire une présentation de façon logique et aider mon auditeur à remarquer et à se rappeler les points importants.

Ecrire:

A1 Je peux écrire une courte carte postale simple, par exemple de vacances. Je peux porter des détails personnels dans un questionnaire, inscrire par exemple mon nom, ma nationalité et mon adresse sur une fiche d'hôtel.

A2 Je peux écrire des notes et messages simples et courts. Je peux écrire une lettre personnelle très simple, par exemple de remerciements.

B1 Je peux écrire un texte simple et cohérent sur des sujets familiers ou qui m’intéressent personnellement. Je peux écrire des lettres personnelles pour décrire expériences et impressions.

B2 Je peux écrire des textes clairs et détaillés sur une grande gamme de sujets relatifs à mes intérêts. Je peux écrire un essai ou un rapport en transmettant une information ou en exposant des raisons pour ou contre une opinion donnée. Je peux écrire des lettres qui mettent en valeur le sens que j’attribue personnellement aux évènements et aux expériences.

C1 Je peux m'exprimer dans un texte clair et bien structuré et développer mon point de vue. Je peux écrire sur des sujets complexes dans une lettre, un essai ou un rapport, en soulignant les points que je juge importants. Je peux adopter un style adapté au destinataire.

C2 Je peux écrire un texte clair, fluide et stylistiquement adapté aux circonstances. Je peux rédiger des lettres, rapports ou articles complexes, avec une construction claire permettant au lecteur d’en saisir et de mémoriser les points importants. Je peux résumer et critiquer par écrit un ouvrage professionnel ou une œuvre littéraire.

ნორმატიული-აქტი-5 ⬇

დანართი №2

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი

კანდიდატის სახელი, გვარი

პროფესიული/

პიროვნული უნარ-ჩვევების შეფასება1

კომენტარი

(მიეთითება სურვილის შემთხვევაში)

1
2
3
4
5
6
7
შემფასებლის სახელი, გვარი: ხელმოწერა:

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“?
„ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1228. სარეგისტრაციო კოდი — 480480030.22.027.017710.
სად არის „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“, №1228, 05.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 480480030.22.027.017710 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6967232/