ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 5 აგვისტო დაბა ლენტეხი |
1.დადგენილების სათაურში, ტექსტში და დანართ №1-ში სიტყვები:
„პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ შეიცვალოს სიტყვებით:
„პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამა“ შესაბამის ბრუნვებში.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.“.
3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ლენტეხის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის,“ მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.
4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3“
პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს:
ა) პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შშმ პირების ინფორმირებას;
ბ) ბენეფიციართა განცხადებების მიღებასა და განხილვის ორგანიზებას;
გ) მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან შესაბამისი ურთიერთობის უზრუნველყოფას;
დ) პროგრამის ადმინისტრირებას, დოკუმენტაციის წარმოებასა და ანგარიშგებას;
ე) მომსახურების ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს;
ვ) პროგრამის პასუხისმგებელი პირის (კურატორის) განსაზღვრას მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ზ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის განმხილველი კომისიის შექმნასა და საქმიანობის უზრუნველყოფას.“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №12 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.
|
2. წესი ადგენს მუნიციპალიტეტის, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, პერსონალური ასისტენტის, ბენეფიციარისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე სხვა პირების უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს.
2. მომსახურება ხორციელდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“;
ე) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მარეგულირებელი სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
2. პროგრამის განხორციელების კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. მუნიციპალიტეტი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბენეფიციართა განცხადებების მიღებასა და განხილვის ორგანიზებას;
ბ) პროგრამის ადმინისტრირებასა და მომსახურების ორგანიზებას;
გ) მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას;
დ) შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას;
ე) მომსახურების ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს;
ვ) პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოებას.
2. პასუხისმგებელი პირი:
ა) კოორდინაციას უწევს პროგრამის განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) იღებს და ამოწმებს ბენეფიციარის განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს;
დ) უზრუნველყოფს კომუნიკაციას ბენეფიციართან, მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან და პერსონალურ ასისტენტთან;
ე) უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მომზადებას;
ვ) ორგანიზებას უწევს მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) ამზადებს ანგარიშებსა და ინფორმაციებს;
თ) აკონტროლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
2. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდება;
ბ) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის შერჩევა სახელმწიფო პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) დაიცვას ბენეფიციარის უფლებები, ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და კონფიდენციალური ინფორმაცია;
დ) აწარმოოს მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ე) მუნიციპალიტეტს წარუდგინოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია, ანგარიშები და დოკუმენტები;
ვ) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა პროგრამით განსაზღვრულ პირობებთან.
2. ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა) მომსახურების მოცულობა და პირობები;
ბ) მხარეთა უფლებები და მოვალეობები;
გ) ანგარიშგების წესი და ფორმები;
დ) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის პირობები;
ე) პასუხისმგებლობის საკითხები;
ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
2. განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.
2. კომისია:
ა) განიხილავს წარმოდგენილ განცხადებებსა და დოკუმენტაციას;
ბ) ამოწმებს პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო პირობებთან შესაბამისობას;
გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის, უარის თქმის ან დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შესახებ;
დ) გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აწვდის პასუხისმგებელ პირს შემდგომი რეაგირებისათვის.
2. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და მუშაობის წესი განისაზღვრება მერის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.
3. კომისიის ფუნქციებია:
ა) პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების განხილვა;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება;
გ) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) პროგრამაში ჩართვის ან ჩართვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით.
2. პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბენეფიციარს უფლება აქვს თავად შეარჩიოს პერსონალური ასისტენტი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ ჰყავს შერჩეული პერსონალური ასისტენტი, შესაბამისი კანდიდატის მოძიებასა და შერჩევის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.
4. შერჩეული პერსონალური ასისტენტის შესაბამისობას სახელმწიფო ქვეპროგრამის მოთხოვნებთან ამოწმებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს.
5. პერსონალური ასისტენტის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებები და მომსახურების სპეციფიკა;
ბ) პერსონალური ასისტენტის შესაძლებლობა, შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები;
გ) ბენეფიციარის სურვილი, თანხმობა და ინტერესები;
დ) მომსახურების უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.
2. პერსონალური ასისტენტი ვალდებულია:
ა) გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობის შესაბამისი დამოკიდებულება;
ბ) დაიცვას ბენეფიციარის უფლებები, ღირსება, პირადი სივრცე და კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) განახორციელოს მომსახურება ბენეფიციარის საჭიროებებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
დ) არ გამოიყენოს ბენეფიციარის შესახებ მიღებული ინფორმაცია სხვა მიზნით;
ე) დაიცვას მომსახურების მიმღებთან პროფესიული ურთიერთობის სტანდარტები.
2. პერსონალური ასისტენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბენეფიციარის დახმარება ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში;
ბ) ბენეფიციარის მხარდაჭერა გადაადგილების, კომუნიკაციისა და სოციალური აქტივობების განხორციელების პროცესში;
გ) ბენეფიციარის მხარდაჭერა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით;
დ) ბენეფიციარის მიერ განსაზღვრული საჭიროებების შესაბამისად, შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
ე) ბენეფიციარის უფლებების, ღირსებისა და არჩევანის პატივისცემა;
ვ) მომსახურების გაწევის შესახებ საჭირო ინფორმაციის წარმოება და მიწოდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის.
2. მომსახურების დაწყებამდე განისაზღვრება:
ა) მომსახურების მოცულობა;
ბ) მომსახურების საათები;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის სფეროები;
დ) ბენეფიციარისა და პერსონალური ასისტენტის უფლებები და მოვალეობები;
ე) მომსახურების მიწოდების პირობები.
მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს მომსახურების დაწყების ორგანიზებას და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირს აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
2. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) ხელშეკრულება ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის;
ბ) სამმხრივი ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, პერსონალურ ასისტენტსა და ბენეფიციარს (ან მის კანონიერ წარმომადგენელს) შორის.
3. ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, პასუხისმგებელი პირის (კურატორის) მონაწილეობით.
ა) მომსახურების აღწერას და მოცულობას;
ბ) მომსახურების განხორციელების ვადას;
გ) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
დ) მომსახურების ხარისხის მოთხოვნებს;
ე) ანგარიშგების წესსა და ფორმებს;
ვ) მონიტორინგის განხორციელების პირობებს;
ზ) პასუხისმგებლობის საკითხებს;
თ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.
სამმხრივი ხელშეკრულება დამატებით უნდა მოიცავდეს პერსონალური ასისტენტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სფეროებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს.
2. მონიტორინგის განხორციელებას ორგანიზებას უწევს პროგრამის პასუხისმგებელი პირი (კურატორი).
3. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) გეგმურად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში – არაგეგმურად;
გ) ბენეფიციარის, მისი წარმომადგენლის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
ა) ბენეფიციართან და/ან მის წარმომადგენელთან გასაუბრებას;
ბ) მომსახურების მიწოდების პირობების ადგილზე შემოწმებას;
გ) მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადამოწმებას;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზს;
ე) ბენეფიციარის კმაყოფილების შეფასებას.
2. გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას აძლევს რეკომენდაციას და განსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადას.
3. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მოქმედებს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:
ა) მომსახურების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას;
ბ) გაწეული მომსახურების მოცულობას;
გ) მომსახურების განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
დ) ფინანსურ ინფორმაციას მოქმედი წესის შესაბამისად.
3. პასუხისმგებელი პირი (კურატორი) უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებასა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები აისახება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის სოციალურ მუხლში და გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით.
3. პროგრამის ფარგლებში თანხების ხარჯვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 05.08.2026. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.115.016471.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №17, 05.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016471 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6967859/