„ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№374
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2017, 300160070.10.003.020149) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძირითად და დამხმარე მასალებზე, რომელთა ღირებულება დაბალი იქნება, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულების საფუძველზე, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სამშენებლო რესურსების ფასებში ასახულ მონაცემებზე, წარდგენილ უნდა იქნეს შესყიდვის ინვოისები და პრეტენდენტის მიერ ექსპერტიზის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის დოკუმენტების წარდგენამდე არაუმეტეს ექვსი თვის პერიოდში მსგავსი მასალების შეძენის სასაქონლო ზედნადებები. ამ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები (მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები), რომლ(ებ)ითაც დადასტურდება, რომ ძირითადი და დამხმარე მასალების მისთვის მიმწოდებელ პირს, გასული 6 თვის პერიოდში იდენტური მასალა მიახლოებულ ფასად (პრეტენდენტისთვის შეთავაზებული სარეალიზაციო ფასის ±10%) მასზე ან სხვა პირ(ებ)ზეც აქვს რეალიზებული/მიწოდებული. სხვა შემთხვევაში მასალის დაბალი ფასი გამყარებული უნდა იქნეს პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული შესაბამისი მასალის მარაგებით (საბუღალტრო ნაშთებში წარმოდგენილი რაოდენობის მასალების ღირებულება შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც საბაზრო, ასევე საბალანსო ღირებულებაზე დაბალი) ან/და კარიერების, საამქროებისა და ა.შ. ფლობით და შესაბამისი დამოწმებული კალკულაციების წარდგენით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №374. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025923.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის –„სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №374, 04.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025923 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6967909/