ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.010.098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 12/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.098

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №68

2007 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 06.09.2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას; გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;“;

ბ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს     შორის

1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, საგამოძიებო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას; ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას; წარმართავს სპეციალური სამსახურის მუშაობას.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის და საბადრაგო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სოციალურ სამსახურსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას მსჯავრდებულთა საჩივრებზე; წარმართავს მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფინანსურ დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საფინანსო განყოფილებისა და ბუღალტერიის საქმიანობას.“;

გ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) უსაფრთხოების სამსახური;

ბ) საგამოძიებო სამსახური;

გ) სპეციალური აღრიცხვის სამსახური;

დ) გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური;

ე) საბადრაგო სამსახური;

ვ) სოციალური სამსახური;

ზ) მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

თ) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური;

ი) შტაბი;

კ) იურიდიული განყოფილება;

ლ) კადრების განყოფილება;

მ) რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება;

ნ) საფინანსო განყოფილება;

ო) ბუღალტერია;

პ) საზოგადოებრივი მისაღები;

ჟ) პრესცენტრი;

რ) კანცელარია.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შტაბის შემადგენლობაშია:

ა) სამორიგეო;

ბ) გამშვები საგუშაგო.“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შტაბი:

ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;

ბ) აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;

გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) ორგანიზაციას უწევს სამორიგეოს და გამშვები საგუშაგოს მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;

ე) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;

ვ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.“;

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) სარეჟიმო განყოფილება;

ბ) ოპერატიული განყოფილება;

გ) ანალიტიკური განყოფილება.“;

ზ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-9 მუხლი;

თ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

1. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) მშენებლობისა და რეაბილიტაციის განყოფილება.

2. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:

ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;

ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;

გ) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს შესყიდვების გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ანგარიშებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ე) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებულად ახორციელებს ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;

ვ) კონტროლს აწესებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე და აწესრიგებს მას;

ზ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;

თ) ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ კონტროლს, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებას, შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებას.“;

ი) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იურიდიული განყოფილება:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნებს;

გ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;

დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

კ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

    „მუხლი 141. საზოგადოებრივი მისაღები

1. საზოგადოებრივი მისაღები უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

2. საზოგადოებრივი მისაღები:

ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში პატიმართა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;

ბ) აწარმოებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას.“.

ლ) დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური

1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური ახორციელებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და მსჯავრებულების დაცვას.

2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, მსჯავდრებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.

3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) დაცვის №1 განყოფილება;

ბ) დაცვის №2 განყოფილება;

გ) დაცვის №3 განყოფილება;

დ) დაცვის №4 განყოფილება;

ე) დაცვის №5 განყოფილება;

ვ) დაცვის №6 განყოფილება;

ზ) დაცვის №7 განყოფილება;

თ) დაცვის №8 განყოფილება;

ი) დაცვის №9 განყოფილება;

კ) დაცვის №10 განყოფილება;

ლ) დაცვის №11 განყოფილება;

მ) დაცვის №12 განყოფილება;

ნ) დაცვის №13 განყოფილება;

ო) დაცვის №14 განყოფილება;

პ) დაცვის №15 განყოფილება.

2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები, წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

მ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

    „მუხლი 182. საბადრაგო სამსახური

1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე, მოკლევადიან გასვლებზე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ სხვა შემთხვევებში ბადრაგირებას.

2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) საბადრაგო სამსახურის შტაბი;

ბ) საბადრაგო სამსახურის სამორიგეო;

გ) საბადრაგო სამსახურის კანცელარია;

დ) ექსტრადაციის განყოფილება;

ე) საბადრაგო სამსახურის თბილისის №I განყოფილება;

ვ) საბადრაგო სამსახურის თბილისის №II განყოფილება;

ზ) საბადრაგო სამსახურის ქუთაისის განყოფილება;

თ) საბადრაგო სამსახურის ზუგდიდის განყოფილება;

ი) საბადრაგო სამსახურის ბათუმის განყოფილება.“;

ნ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:

    „მუხლი 183. ბუღალტერია

1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

2. ბუღალტერია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;

ბ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;

გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, სასჯელაღსრულების სისტებისათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;

დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;

ე) ახორციელებს ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასრულებს მოქმედ კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.”;

ო) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 184 მუხლი:

    „მუხლი 184. საფინანსო განყოფილება

1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

2. საფინანსო განყოფილება:

ა) უფლებმოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო საქმიანობას;

ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყო-ფებში;

გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს; დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;

ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინასა და იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთობებში;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 6 მარტიდან.

 გ. ქავთარაძე