ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 5 აგვისტო დაბა ლენტეხი |
1.ამ წესის მე-3 მუხლს დაემატოს „კ“-„ლ“ ქვეპუნქტები:
„კ“ პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება“;
„ლ“ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები.“.
2. ამ წესს დაემატოს 131 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:
„მუხლი 131. პერსონალური ასისტენტის მომსახურება
1. პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით და ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
2. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი წესით შერჩეული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;
გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
ე)მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი;
3)პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:
ა) ანალოგიური მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა.
4). პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:
ა) ერთდროულად ორი ან მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;
ბ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია;“.
3.ამ წესს დაემატოს 132-მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 132. მარტოხელა ბენეფიციარებზე სასურსათო კალათის გადაცემა
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 50 000-ს) გადაეცემათ საშობაო და სააღდგომო საჩუქრები).
2. ბენეფიციარებს საშობაო და სააღდგომო საჩუქრები გადაეცემათ მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური ბაზის საფუძველზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.08.2026. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.115.016470.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №16, 05.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016470 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6968786/