„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.018885
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №106/ნ 

2026 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს №68/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.018068) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ვადაში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-14 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანა და მე-16 მუხლით გათვალისწინებული მსმენელთა ზღვრული ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ ინფორმაციის ასახვა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცესებს:

ა) ელექტრონულ სისტემაში არსებული პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ახალი ვერსიის შექმნა განახლებული მონაცემებით, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

ბ) იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაში ცვლილების განხორციელების მიზნით ელექტრონული განაცხადის წარდგენა, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

გ) ცენტრის მიერ ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დახარვეზება;

დ) იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა;

ე) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-14 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება საბჭოს აპარატის მიერ და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ელექტრონულ სისტემაში დადასტურება/ცნობად მიღება; 

ვ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და შეფასება მე-16 მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად;

ზ) ცენტრის მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ახალი ვერსიის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და მისი სისტემაში ასახვა;

თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.08.2026.
როდის იქნა მიღებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №106/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430060000.22.022.018885.
სად არის „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №106/ნ, 11.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018885 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6969783/