,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №284
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №172, მუხლი 1907) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება მოსახლეობასთან საკომუნიკაციო მომსახურებისა და ამ მომსახურებისათვის საჭირო საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის, აგრეთვე სარეგისტრაციო პუნქტებში აღნიშნული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საიმიჯო მასალების დამზადება-განთავსების მიზნით.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:
ბ.ა) მე-2 მუხლის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიებელი შეიძლება იყოს 25-65 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) პირს;“;
ბ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მსურველ მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე ქალაქ თბილისში, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად სხვა ქალაქებში (ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში) სარეგისტრაციო ცენტრების ორგანიზებას;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 17.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №284. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.10.003.000.925.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №284, 17.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.925 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6970/