საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.03.2007
ძალის დაკარგვა 10.09.2015
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №ჩანაწერის თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.40.036.010.101
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 13/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,056 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2007 მიღება
10.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სანომენკლატურო ან საინვენტარიზაციო №
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერის თარიღი
რაოდენობა რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-2.5in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Текст выноски"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:.75in 63.0pt 89.85pt 63.0pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.40.036.010.101 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №8 2007 წლის 9 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქცია. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ჟვანია ინსტრუქცია საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) საბრძოლო მასალის, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის და აღჭურვილობის აღრიცხვის, ჩამოწერის, შენახვა-დასაწყობების წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ამ ინსტრუქციისათვის ტერმინს – „მოსამსახურე“, აქვს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლში განსაზღვრული თანამდებობის პირების მნიშვნელობა.     მუხლი 3🔗. სამსახურის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თავი II იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა     მუხლი 4🔗. 1. სამსახურის უფროსის ბრძანებით სამსახურში ინიშნება ერთი უფლებამოსილი პირი (შემდგომში – შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ევალება სამსახურის ბალანსზე არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, ბრუნვის, შენახვის, გაცემის, დაცვის ორგანიზაცია, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და მატერიალური პასუხისმგებლობა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის განკარგულებით ისაზღვრება დროებით უფლებამოსილი პირი. 2. შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან დროებით უფლებამოსილ პირზე საბრძოლო მასალის, სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის და აღჭურვილობის დროებით გადაცემა ხდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დაწესებულებაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, სამსახურში არსებული შეიარაღება და საბრძოლო მასალა ექვემდებარება აღრიცხვას. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამსახურის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ფაქტობრივ მდგომარეობას.     მუხლი 6🔗. 1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და არჭურვილობის სააღრიცხვო დოკუმენტებია: წიგნები, ჟურნალები, ზედდებულები, ბარათები, უწყისები, აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები. 2. სააღრიცხვო წიგნი – ფორმა 1 (დანართი №1) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და მოძრაობის ჩანაწერებისათვის. 3. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნი ფორმა 2 (დანართი №2) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების აღრიცხვისათვის. 4. იარაღის მიმაგრების აღრიცხვის ბარათი – ფორმა 3 (დანართი №3) განკუთვლია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსამსახურეებზე მიმაგრების აღრიცხვისათვის, რომელიც წარმოებს იმ ზედდებულების საფუძველზე, რომლითაც გაიცა ან ჩაბარდა იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა საიარაღო ოთახიდან. 5. დანაკლისების აღრიცხვის წიგნი – ფორმა 4 (დანართი №4) განკუთვნილია სამსახურის სისტემაში დაღუპვის, განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით ხარჯვის, ძარცვა-დატაცების, სტიქიური უბედურების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან ცვეთის შედეგად დაკარგული მატერიალური საშუალებების „საქართველოს სამხედრო ძალებში და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში არსებული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №119 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით დანაკლისების აღრიცხვისათვის. 6. შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალი – ფორმა 5 (დანართი №5) განკუთვნილია სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციისათვის. 7. ზედდებული – ფორმა 6 ( დანართი №6) წარმოადგენს საიარაღო ოთახიდან შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ქონების მიღება-გაცემისას შეიარაღების სახეობისა და ოდენობის აღმნიშვნელ დოკუმენტს.  8. იარაღის შემცვლელი ბარათი – ფორმა 7 (დანართი №7) წარმოადგენს მოსამსახურეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის განპიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს საიარაღო ოთახიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემისას.  9. საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი – ფორმა 8 (დანართი №8) წარმოადგენს ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგების აღმრიცხველ დოკუმენტს.     მუხლი 7🔗. სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებისას თავისუფლად დარჩენილი ადგილი იხაზება ზიგზაგოვანი ხაზით.     მუხლი 8🔗. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს: რეგისტრაციის ნომერს, სააღრიცხვო ოპერაციის წარმოების თარიღს, დოკუმენტის შედგენის დროის და შემდგენი პირის ან/და დანაყოფის, ასევე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის კატეგორიის მონაცემებს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებაზე უფლებამოსილი და მათი გამცემი და მიმღები თანამდებობის პირების სათანადო ხელმოწერებს.     მუხლი 9🔗. ჩანაწერები სააღრიცხვო დოკუმენტებში ფაქტობრივად არსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის შესახებ იწარმოება დედნების საფუძველზე.     მუხლი 10🔗. კალენდარული წლის ბოლოს სააღრიცხვო დოკუმენტებზე კეთდება ანგარიში და მიეთითება შედეგობრივი ჩანაწერი შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, იდენტურად წარმოებს ხელმოწერა ანგარიშების დახურვისას და შედეგების გადატანისას ახალ სააღრიცხვო დოკუმენტებში.     მუხლი 11🔗. 1. სააღრიცხვო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომების გასწორება ხორციელდება სათანადო პატაკების საფუძველზე. 2. აღრიცხვის ამსახველი აუცილებელი დოკუმენტები იკერება საქმეებად. 3. დანომრილი, აკინძული, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სააღრიცხვო დოკუმენტები არსებული წესით ტარდება სპეციალურ ჟურნალში, საიდუმლო მონაცემების შემცველი სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს საიდუმლო საქმის წარმოების დადგენილი წესით. თავი III სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება, გაცემა და ჩაბარება     მუხლი 12🔗. შეიარაღების ოთახიდან ქონების გაცემის საფუძველს წარმოადგენს თანამშრომლის მოტივირებული პატაკი სამსახურის უფროსის სახელზე.     მუხლი 13🔗. 1. საიარაღო ოთახიდან ქონების გაცემა, მიღება და ჩაბარება წარმოებს ზედდებულებით (დანართი №6) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობის, სააღრიცხვო ნომრის და გამოშვების თარიღის მითითებით, დადასტურებული შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისა და მის მიღებაზე უფლებამოსილი პირების სათანადო ხელმოწერებით. 2. აღნიშნული ზედდებული ივსება 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან დედანი ინახება სააღრიცხვო საქმეში, მეორე პირი ეძლევა მიმღებს (ჩამბარებელს).     მუხლი 14🔗. დაუშვებელია პატაკში მითითებული ქონების გარდა სხვა სახის ქონების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას და აღჭურვილობას. თავი IV სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება და შენახვა     მუხლი 15🔗. 1. სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად და მუდმივი ტარების უფლების მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა; ბ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა წარმოებდეს სამსახურებრივი შემოწმება; გ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი ან დისციპლინური დევნა; დ) მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მიღებული დადებითი დასკვნა საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსების გავლისას.  2. მოსამსახურეს, სამსახურის სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი მუდმივი ტარების უფლებით გადაეცემათ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. 3. თანამშრომლის საკუთრებაში არსებული იარაღის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის №750 ბრძანებულების შესაბამისად.     მუხლი 16🔗. სამსახურის ადმინისტრაციის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.     მუხლი 17🔗. 1. სამსახურის მოსამსახურეთა სასწავლო ან/და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით ბარდება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულ შემთხვევებში მოსამსახურეს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (დანართი №7). 2. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან დათხოვნისას დაუყოვნებლივ ჩააბაროს მასზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით. (წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი).     მუხლი 18🔗. 1. მოსამსახურე მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას ინახავს სამუშაო ადგილის შესაბამისად მის პირად სეიფში ან ლითონის კარადაში. 2. იარაღი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, კანონმდებლობის მიხედვით, მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას ინახება ლითონის კარადაში ან სეიფში. 3. იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცებისას მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციის უახლოეს განყოფილებას, უშუალო უფროსს და შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე სამსახურის ოფიცერს უსაფრთხოებისა და ისპექტირების საკითხებში, რომელიც დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.     მუხლი 19🔗. სამსახურის ქვედანაყოფის ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ აღიძრება დისციპლინური დევნა და სამსახურებრივი შემოწმების პროცესში უსაფრთხოებისა და ისპექტირების საკითხებში ოფიცრის წარდგინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით აყვანილი იქნებიან კადრების განკარგულებაში (ან აღნიშნულის გამო დროებით შეუჩერდებათ სამსახურებრივი ურთიერთობა) ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა-ჩაბარება. თავი V იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვა     მუხლი 20🔗. სამსახურში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით.     მუხლი 21🔗. 1. სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესანახ საიარაღო ოთახში გამოყენებული უნდა იყოს მშრალი სათავსოები, რომლებიც აკმაყოფილებენ შენახვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საიარაღო ოთახის სათავსოების ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილ უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით, საიარაღო ოთახის სათავსოები მოწყობილ უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებით და კარადებით. 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის საიარაღო ოთახის ჭერი, ფანჯრები, კარები და სავენტილაციო ღიობები შიგნიდან ბლოკირებული უნდა იყოს სიგნალიზაციით, საიდანაც გამავალი სიგნალი უნდა გადიოდეს ოპერატიულ-სამორიგეო დანაყოფზე. სიგნალიზაციის გამართული მუშაობა მოწმდება ყოველდღიურად შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ, აგრეთვე ოპერატიული მორიგის მიერ მორიგეობის მიღებისას (ჩაბარებისას). საიარაღო ოთახი ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო შეიარაღებული დაცვით.     მუხლი 22🔗. 1. საიარაღო ოთახში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები. 2. საიარაღო ოთახში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება. საიარაღო ოთახში ნავთის ფარნის, ლამპების, ჩირაღდნების, სანთლებისა და ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენება დაუშვებელია. 3. აკრძალულია თამბაქოს მოწევა საიარაღო ოთახის ტერიტორიაზე. 4. სათავსოებში, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის შენახვა.     მუხლი 23🔗. საიარაღო ოთახში იარაღი ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით.     მუხლი 24🔗. 1. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ჰერმეტული დაგმანვის გახსნა განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. 2. საიარაღო ოთახში ჰერმეტულ მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო მასალა საკონტროლო-ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარება. დათვალიერება ხდება მხოლოდ ყუთების გარეგანი გამართულობის თვალსაზრისით.     მუხლი 25🔗. 1. სამსახურის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების ორიგინალები სამუშაო დღის განმავლობაში ინახება მხოლოდ შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, რომელიც სამუშაო დღის დამთავრებისას მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული, შესანახად ბარდება ოპერატიულ მორიგეს (სხვა დანარჩენ შემთხვევაში კატეგორიულად იკრძალება საიარაღო ოთახისა და კარადების გასაღებების სხვა პირებისათვის გადაცემა). გასაღებების ჩაბარების დროის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება გასაღების მიღება-ჩაბარების ჟურნალში. ბეჭედი (პირადი ლუქი) რჩება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან. 2. მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები მუდმივად ინახება სამსახურის კანცელარიაში. ამ ეგზემპლარების გაცემა გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის თანხმობით (კარების გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საიარაღო ოთახის კარების გახსნა დასაშვებია კომისიური წესით სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის თანხმობით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სათადარიგო გასაღებების (ორიგინალი) საშუალებით, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი შესაბამისი ხელმოწერებით. 4. საიარაღო ოთახის კომისიური წესით გახსნის შემდეგ, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოახდინოს შედარება სააღრიცხვო მონაცემებსა და ადგილზე ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, შეადგინოს აქტი და აღნიშნულზე მოახსენოს სამსახურის უფროსს ან სამსახურის უფროსის მოადგილეს. თავი VI იარაღის ჯილდოდ გადაცემა     მუხლი 26🔗. 1. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (საბრძოლო მასალა და საჭირო აღჭურვილობა) კანონმდებლობით უფლებამოსილ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს), ასევე სამსახურის მოსამსახურეებს ჯილდოდ გადაეცემა “სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულების შესაბამისად. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო სამსახურის მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემის და რეგისტრაციის შემდეგ სამსახურში შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს იარაღის (საბრძოლო მასალის და საჭირო აღჭურვილობის) გაცემის უზრუნველყოფას დადგენილი წესით. თავი VII იარაღის გადატანა-გადაზიდვა     მუხლი 27🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა უნდა განხორციელდეს დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე დაცვის (ან ოპერატიულ თანამშრომელთა) თანხლებით.     მუხლი 28🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება დაიშვება მხოლოდ მყარად შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს შეიარაღების ატმოსფერული ნალექებისგან დაცვისა და უსაფრთხოების ზომები. თავი XIII იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ჩამოწერა     მუხლი 29🔗. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების და ა.შ. შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებში ოფიცერისათვის შეტყობინების პარალელურად, წერილობით უნდა ეცნობოს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს მომხდარი ფაქტის შესახებ, რის საფუძველზეც არსებული წესით შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს იარაღის მოხსნას დანაყოფიდან და აღრიცხვაზე დაყენებას დანაკლისების წიგნში (დანართი 4).     მუხლი 30🔗. 1. შეიარაღების ჩამოწერა ხორციელდება „საქართველოს სამხედრო ძალებში და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში არსებული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №119 ბრძანებულებით და “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებით გათვალისწინებული წესით. 2. საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ვარგისიანობის დაკარგვის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი კომისიის მიერ განიხილება საკითხი ქონების ჩამოწერის თაობაზე.     მუხლი 31🔗. პირის მიერ იარაღის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ისპექტირების საკითხებში ოფიცრის დასკვნის (პიროვნების ხარჯზე ქონების ჩამოწერის თაობაზე) საფუძველზე, თუ გამოიკვეთა პიროვნების უდანაშაულობა, მის მიერ სამსახურის ბუღალტერიაში თანხის (სამსახურისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და აღნიშნული დანაყოფის სათანადო წერილის შესაბამისად, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის იარაღის არსებული წესით ჩამოწერას და აღრიცხვას. თავი IX იარაღის შეკეთება და აღდგენა     მუხლი 32🔗. სამსახურში არსებული ყოველი გაუმართავი იარაღი ექვემდებარება შეკეთებას, ხოლო საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა – შეცვლას.     მუხლი 33🔗. აუცილებლობის შემთხვევაში იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების შეკეთება ხორციელდება ამისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებაში.     მუხლი 34🔗. 1. სამსახურში იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო უფროსს აღნიშნულის თაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, იარაღზე შესაძლო ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით იარაღს წარუდგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ იარაღზე ბუნებრივი ცვეთის დადგენის შემთხვევაში, იარაღი იგზავნება ნომრის აღდგენის მოთხოვნით ამისათვის უფლებამოსილ სამთავრობო უწყებაში. 2. იარღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად დატანილი ნომრის აღმოჩენის, ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იარაღის წარმდგენი სათანადო რეაგირებისთვის მიმართავს ოფიცერს უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებში. თავი X სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვისა და აღრიცხვის საერთო კონტროლი     მუხლი 35🔗. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ინვენტარიზაციას აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს სამსახურის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ფორმდება ინვენტარიზაციის შესაბამისი უწყისი (დანართი №8).     მუხლი 36🔗. მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ კონკრეტული დანაყოფის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დგება დანაყოფის ხელმძღვანელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.     მუხლი 37🔗. სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის კანონიერებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე შესაბამისი აქტებისა და მიმართვების (პატაკის) საფუძველზე სათანადო რეაგირებას ახორციელებს უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებში ოფიცერი. თავი XI დასკვნითი დებულებები     მუხლი 38🔗. ამ ინსტრუქციით დადგენილი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის წესების დაცვა სავალდებულოა სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის. დარღვევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 39🔗. საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ინსტრუქციით ან საქართველოს კანონმდებლობით და წამოიჭრება მუშაობის პროცესში, წყდება წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილების ან დამატების შეტანის გზით. დანართი №1 (ფორმა 1) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შეიარაღების აღრიცხვა წიგნი  დაიწყო ––– ––––––––– 200 წ. დამთავრდა ––– ––––––––– 200 წ. № ჩანაწერის თარიღი ოპერაციის დასახელება მოძრაობა სამსაxურში სარგებლობაშია მოძრაობაში არსებულთაგან არიცხია შემოსავალი გასავალი საერთო ნაშთი  სანომენკლატურო № ––––––––––––––––  ანგარიში ––––––––––––––––––––––––––                                                                                  –––––––––––––––––––––––                             (დასახელება)                                                                                                       აღრიცხვის ერთეული დანართი №2 (ფორმა 2) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შეიარაღების საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემის და მიღების წიგნი დაიწყო ––––––––––––––––––––– დამთავრდა–––––––––––––––––––– № გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (გვარი, ინიციალები, წოდება, თანამდებობა) პირადობის მოწმობის № შეიარაღების დასახელება გაცემულია მიღებულია მიმღების ხელმოწერა იარაღის № მჭიდების და ვაზნების რაოდენობა მიმღების ხელმოწერა მიღების თარიღი იარაღის № და რაოდენობა მჭიდების და ვაზნების რაოდენობა დანართი №3 (ფორმა 3) –––––––––––––––––––––––––––––––––– უფროსი –––––––––––––––––––––––––––––––––– წოდება, ხელმოწერა –––– –––––––––––––––– 200 წ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რიცხული შეიარაღების აღრიცხვა  (თანამშრომლის წოდება, გვარი, ინიციალი)  ბარათი –––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, თანამდებობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის №, პირადობის მოწმობის №) № ოპერაციის თარიღი დოკუმენტის № ოპერაციის დასაxელება იარაღის სერია ტაბელური შეიარაღება იარაღის ტექნიკური მდგომარეობა შემმოწმებლის ხელის მოწერა თანამშრომლის ხელის მოწერა იარაღი ვაზნები მჭიდები დანართი №4 (ფორმა 4) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური დანაკლისების აღრიცხვის წიგნი  ნომენკლატურა № –––––––––– ანგარიშის ერთეული ––––––––––– № ჩანაწერის თარიღი შემოსული ნომერი ჟურნალის მიხედვით მოძრაობა სტრუქტურული ქვედანაყოფები შემოსავალი გასავალი საერთო ნაშთი დანართი№5 (ფორმა 5) შემოსავალი, გასავალი და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო ჟურნალი დაიწყო ––– –––––––– 200 წ. დამთავრდა –––– –––––––– 200 წ. დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერის თარიღი დოკუმენტის დასახელება, საიდან შემოვიდა, მისი № ფურცლების რაოდენობა ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე დოკუმენტის შენაxვის ადგილი დანართი №6 (ფორმა 6) გასავლის (შემოსავლის) ზედდებული № ––––––––––––––––– „–––“ ––––––––– 200 წ. შეიარაღებაზე მატერიალურად პასუxისმგებელ პირს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გაეცით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საფუძველი ––––––––––                                                                                       პირადობის მოწმობის № –––––––––––––––––––                                                                                                                                 მინდობილობის № –––––––––––––––––––––––– № შეიარაღებისა და აღჭურვილობის დასახელება საზომი ერთეული გაეცით (მიიღეთ) გაცემულია (მიღებულია) შენიშვნა რაოდენობა რაოდენობა სამსახურის უფროსის მოადგილე –––––––––––– მიიღო ––––––––––––––                                                                                  გასცა –––––––––––––– დანართი №7 (ფორმა 7) შემცვლელი ბარათი ––––––––––––– გაიცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (წოდება, გვარი, საxელი) მასზედ, რომ მისგან მიღებულია შესანახად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (იარაღის დასახელება, სერია, ნომერი და დამზადების წელი) ვაზნები –––––––––––––––––––––––––––– ც.                         მჭიდები––––––––––––––––––––––––– ც. თანამშრომლის პირადი ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––– შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი                                    ––––––––––––––––––––––––––––––––            (ხელმოწერა) დანართი №8 (ფორმა 8) საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი №–––––––––– „––––“  ––––––––––––– 200 წ. დაწესებულება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ქვედანაყოფი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––– კომისიის შემადგენლობაშია:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––  თანამდებობა, გვარი, ინიციალი                                                     –––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                    თანამდებობა, გვარი, ინიციალი                                                     –––––––––––––––––––––––––––––––––––––––  თანამდებობა, გვარი, ინიციალი                                                     –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობა, გვარი, ინიციალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საფუძველზე ჩაატარა ––––––––––––––––––––––––––––– შეამოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემოწმების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გვარი, სახელი, მამის სახელი, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელწერილი (ფორმდება ინვენტარიზაციის დაწყებამდე) ინვენტარიზაციის ჩატარების დაწყებისას ყველა საბუთები, რომლებიც შეეხებიან ფასეულობათა შემოსვლას და ხარჯვას, ჩაბარებულია ბუღალტერიაში და რომ არავითარი შემოსავალში აუღებელი ან ხარჯში ჩამოუწერავი ფასეულობა არ გამაჩნია. შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებლობის პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თანამდებობა, ხელმოწერა)                                                                                                            „–––“ ––––––––––––– 200 წ. მოცემული ინვენტარიზაციის აღწერაში ჩამოთვლილი ფასეულობანი № დან №-მდე კომისიის მიერ შემოწმებულია ნატურაში და შეტანილია აღწერაში ჩემი თანდასწრებით, რაზედაც არავითარი პრეტენზია საინვენტარიზაციო კომისიის მიერ არა მაქვს. ჩამოთვლილი ფასეულობანი იმყოფება ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ––––––––––––––––––––––––                                                                                                                      „–––“ –––––––––––– 200 წ.               ხელმოწერა № სანომენკლატურო ან საინვენტარიზაციო № ფაქტიურად საxეზე არსებულის შემოწმებისას აღმოჩნდა საბუღალტრო მონაცემები საინვენტარიზაციო შედეგები შენიშვნა ფასეულობათა დასახელება ფასი რაოდენობა თანხა რაოდენობა თანხა დანაკლისი ზედმეტობა კომისიის წევრები:                    ––––––––––––––––––                 –––––––––––––––––––––– ხელმოწერა                                    ხელმოწერის გაშიფვრა                                            ––––––––––––––––––                     ––––––––––––––––––––––                                                                ხელმოწერა                                                ხელმოწერის გაშიფვრა                                            ––––––––––––––––––                     ––––––––––––––––––––––                                                                       ხელმოწერა                                          ხელმოწერის გაშიფვრა  სტრუქტურული ერთეულის უფროსი          –––––––––––––––                           ––––––––––––––––––––––                                                                                                      ხელმოწერა                                                    ხელმოწერის გაშიფვრა