„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№379
სარეგისტრაციო კოდი
010040000.10.003.025928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379 

2026 წლის 5 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-14 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცემა ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი  გემის კაპიტნის ან აგენტის მიმართვის შემთხვევაში. მიმართვაში უნდა მიეთითოს სადგომის შეცვლის მიზეზი და ნავსადგურის დროებით დატოვებისა და ნავსადგურში რეიდიდან უკან დაბრუნების დრო. გემის მიერ სადგომის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე, ხოლო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული გემის შემთხვევაში – მხოლოდ მაშინ, თუ გემი დატვირთულია ნაყარი ან თხევადი საქონლით და გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში გემის აგენტი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სადგომის დროებით შეცვლის მიზეზის მითითებით. აღნიშნულ სისტემაში თანხმობას ასევე ადასტურებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასეთ შემთხვევაში, გემის მიერ ნავსადგურიდან საღუზე რაიონში გასვლა და იმავე ნავსადგურში დაბრუნება ხორციელდება დამატებითი სასაზღვრო კონტროლის გარეშე.

23. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავსადგურის სადგომის დროებით შეცვლა მოთხოვნილია ნაყარი ან თხევადი საქონლით დატვირთული გემის გადმოტვირთვის/გემზე დატვირთვის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე გემის აგენტმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს გემიდან გადმოტვირთული/გემზე დატვირთული ტვირთის რაოდენობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2026.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №379. სარეგისტრაციო კოდი — 010040000.10.003.025928.
სად არის „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №379, 05.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.025928 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6970094/