მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-366 |
|
2026 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს თანდართული ,,მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანება.
|
📎 დანართები (2)
2-366-1.docx ⬇
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი
მუხლი 1
ეს წესი ადგენს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) წარმოებას და შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
მუხლი 2
1. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას (მართვას) ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოებისთვის (შემდგომში – მართვის ორგანოები) ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას სააგენტო ახორციელებს უსასყიდლოდ.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), სააგენტოსთან შეთანხმებით.
4. ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს სააგენტო.
5. კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (შემდგომში – სახერხი საამქრო) მოდულის სრულყოფისა და განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს დეპარტამენტი, სააგენტოსთან შეთანხმებით.
მუხლი 3
1. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისთვის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვისთვის) ვალდებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ მართვის ორგანოები.
2. ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და წარდგენის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის) ვალდებულება აქვთ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ხე-ტყით მოსარგებლეებს (შემდგომში – ხე-ტყით მოსარგებლე), სახერხი საამქროს მფლობელებს.
3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მიზნით სააგენტოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ სხვა პირ(ებ)ს სააგენტო სერვისის საშუალებით აწვდის ინფორმაციას კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირის მიერ მერქნული რესურსით სარგებლობის, გასაცემი, გამოყენებული და დარჩენილი რესურსის ოდენობის შესახებ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური აწვდის ინფორმაციას სააგენტოს მერქნული რესურსით მოსარგებლე პირის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდის შესახებ.
5. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მერქნული რესურსით მოსარგებლე ფიზიკური პირის იდენტიფიცირების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.
6. სახერხი საამქროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის უფლებამოსილება გააჩნია დეპარტამენტს.
მუხლი 4
1. ელექტრონულ სისტემაში შესვლა მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან – https://ms.emoe.gov.ge.
2. ელექტრონული სისტემის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
ა) ტყის ინვენტარიზაცია;
ბ) ტყის რესურსი;
გ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები;
დ) სახერხი საამქრო;
ე) შეტყობინებები;
ვ) სისტემის ადმინისტრირება;
ზ) ანგარიშგება.
3. ელექტრონულ სისტემაში შესვლა ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი მომხმარებლებისათვის ხორციელდება ვებ-პორტალის საშუალებით მისამართიდან – https://emoe.gov.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:
ა) ტყის რესურსი;
ბ) სახერხი საამქრო.
მუხლი 5
1. მართვის ორგანოების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხორციელდება:
ა) ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტყეკაფის გამოყოფის, დახურვის, გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და/ან სპეციალური ფირნიშების თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
დ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული/ელექტრონული ფორმით ატვირთვა;
ე) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მოდულში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების გაცემის/განაწილების/დაბრუნების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
ვ) ხე-ტყის დამზადების ბილეთების სიების ასახვა;
ზ) ხე-ტყით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების ასახვა;
თ) საქმიანი ეზოს რეგისტრაცია და საქმიან ეზოებში აღრიცხული მერქნული რესურსის დახარისხების, ასევე გაყიდული მერქნული რესურსის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
ი) საქმიანი ეზოს მოდულში სპეციალური დანიშნულების სარგებლობის დოკუმენტის მონაცემების რეგისტრაცია;
კ) ხე-ტყით სარგებლობის ბილეთების გამოწერა.
2. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ელექტრონული სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხორციელდება:
ა) ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა;
ბ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა ან/და სპეციალური ფირნიშების, ასევე არამარკირებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით მიწოდების თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
გ) გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული/ელექტრონული ფორმით ატვირთვა.
3. ტყეკაფის მონიშვნის მასალების ასახვისას ხდება ტყეკაფის რეგისტრაცია და ტყეკაფს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. სახერხი საამქროს მფლობელების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად და დადგენილი წესით ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის მიღების, წინასწარი დამუშავების (ფანერის (შპონის) წარმოების შემთხვევაში), გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის აღრიცხვის, გადაუმუშავებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანის პროცესების ასახვა.
5. დეპარტამენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება:
ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია, მასში ცვლილებების შეტანა და რეგისტრაციის გაუქმება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში;
ბ) სახერხი საამქროს მიერ წარმოდგენილი საკონტროლო ფირნიშების ჩამოწერა.
6. ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ ხე-ტყით მოსარგებლის ან სახერხი საამქროს მფლობელისათვის ვებპორტალზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (ტექსტური და/ან დოკუმენტური სახით) ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ გახსნისთანავე და მას გააჩნია იურიდიული ძალა.
7. ელექტრონულ სისტემაში ყველა პროცესი ხორციელდება ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მუხლი 6
1. ელექტრონული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მართვის ორგანოსა და დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს, შესაბამის ხე-ტყით მოსარგებლეს და სახერხი საამქროს მფლობელს (შემდგომში – მომხმარებელი) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური რესურსები:
ა) ოპერაციული სისტემა Windows 10 – 11;
ბ) ინტერნეტი – მინიმუმ 4 მბიტი/წამში;
გ) ვებბრაუზერი – Google Chrome;
დ) Net Framework 4.5.
2. სტანდარტული კომპიუტერი, შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით:
ა) პროცესორის მინიმუმ i5;
ბ) ოპერატიული მეხსიერება – 8Gb;
გ) pdf, .xls, .doc, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება;
დ) ეკრანის რეზოლუცია 1600 X 1024;
ე) ქართული შრიფტი Georgian Unicode Keyboard Driver.
მუხლი 7
1. ელექტრონულ სისტემაში მუშაობის მიზნით მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი სახის უფლებები:
ა) ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის დათვალიერების უფლება;
ბ) შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება;
გ) ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების რედაქტირების უფლება.
2. მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის უფლება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებები ავტომატურად იზღუდება მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის, ასევე სამინიტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, სხვა დაინტერესებული უწყების უფლებამოსილი პირების (შემდგომში – სხვა პირების) კომპეტენციების და სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად.
4. მომხმარებლის უფლებებს კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მართვის ორგანოები, დეპარტამენტი და სხვა პირები და შესაბამის მოთხოვნას წარუდგენენ სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. ხე-ტყით მოსარგებლესა და სახერხი საამქროს მფლობელს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შემდგომ ავტომატურად ენიჭება ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და დათვალიერების უფლება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში – მის მიერ შეტანილი ინფორმაციის რედაქტირების უფლება.
6. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამის თანამშრომლებს დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსის მიერ ენიჭებათ ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების, ასევე ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ელექტრონულ სისტემაში მონაცემების (მათ შორის, საცნობარო მონაცემების) რედაქტირების უფლება.
მუხლი 8
1. მომხმარებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისა და სათანადო დაშვების უფლების მინიჭების, შეცვლის და გაუქმების მიზნით, შესაბამისი მართვის ორგანოები, დეპარტამენტი და სხვა პირები წარუდგენენ სააგენტოს წერილობით მიმართვას და თანდართულ „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ შევსებულ ფორმებს კომპეტენციების შესაბამისად:
ა) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალური აპარატის მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა – დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საქართველოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა – დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა – დანართი №3-ის შესაბამისად.
2. ხე-ტყით მოსარგებლეები და სახერხი საამქროს მფლობელები ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდებიან (ავტორიზაცია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესვლისათვის გამოყენებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით.
3. ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა დაშვების მინიჭებას, გაუქმებას ან უფლებებში ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ მომხმარებლის რეგისტრაციასა ან/და სათანადო დაშვების უფლების მინიჭებაზე, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი იდენტიფიცირებისათვის სავალდებულო რეკვიზიტები ან/და არასათანადოდაა შევსებული დაშვების ნებართვის ფორმა ან/და დაუსაბუთებელია (უსაფუძვლოა) სპეციალური მოთხოვნა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომხმარებლის სახელისა და პირველადი პაროლის მინიჭებით, რომელიც ეცნობება მომხმარებელს დაშვების ნებართვის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
6. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვება ხორციელდება მათი სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
7. სხვა დაინტერესებული უწყების მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვება ხორციელდება მათი სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად უწყების ხელმძღვანელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 9
1. ელექტრონულ სისტემაში არასწორი ინფორმაციის ასახვის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, მართვის შესაბამისი ორგანო ან დეპარტამენტი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ელექტრონულ სისტემაში მის კომპეტენციას დაქვემდებარებული ინფორმაციის სისწორეზე.
2. ტყეკაფის გამოყოფის შემდეგ ელექტრონულ სისტემაში ასახული ტყეკაფის შესახებ არასწორი ან არასრული ინფორმაციის რედაქტირების უფლება, ელექტრონულ სისტემაში სათანადო დოკუმენტის ატვირთვის შემდგომ, ენიჭება შესაბამის მართვის ორგანოს, ხოლო ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიანტის შემთხვევაში – სააგენტოს, დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ.
3. მართვის ორგანოს მიერ ელექტრონულ სისტემაში მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორი ატვირთვის შემთხვევაში შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვას, ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ელექტრონულად არასრულყოფილად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სწორი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვას უზრუნველყოფს შესაბამისი უფლების მქონე თანამშრომელი, მართვის შესაბამისი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
4. ლიცენზიანტის მიერ ელექტრონულ სისტემაში მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორი ატვირთვის შემთხვევაში შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვას ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად შევსების შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სწორი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვას უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი უფლების მქონე თანამშრომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ელექტრონულად არასრულყოფილად ან არასწორად ასახვის, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორად ატვირთვის შემთხვევაში ელექტრონულ სისტემაში რედაქტირება ხორციელდება შესაბამისი „შეცდომის გასწორების“ უწყისის მეშვეობით. რედაქტირების საფუძველია შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, რომლის რეკვიზიტები ასევე აისახება უწყისში.
6. სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების რედაქტირება ხორციელდება დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის შემდგომ.
7. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის (თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს მათ რედაქტირებას, შესაბამისი მართვის ორგანოს ან დეპარტამენტის ან მათი ტერიტორიული ორგანოს (კომპეტენციის მიხედვით) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
8. ელექტრონულ სისტემაში წარმოშობილი ხარვეზის შემთხვევაში, რომლის ასახვა ელექტრონულ სისტემაში შეუძლებელია განხორციელებულიყო მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ხარვეზის თაობაზე მიმართავს სააგენტოს ან დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ქმედებ(ებ)ის განხორციელებას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი განისაზღვრება შესაბამისად სააგენტოს ან დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარებამდე.
მუხლი 10
1. მართვის შესაბამისი ორგანოს და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში სწორად და სრულყოფილად ასახოს შესაბამის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია და პასუხს აგებს ელექტრონულ სისტემაში ამ მონაცემების შეტანის სისწორეზე, დროულობასა და სრულყოფილებაზე.
2. ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია ელექტრონულ სისტემაში მისი მომხმარებლის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემების შეტანის სისწორეზე, დროულობასა და სრულყოფილებაზე.
3. მომხმარებლად დარეგისტრირებული პირი ვალდებულია, არ დაუშვას მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა სხვა პირზე.
მუხლი 11
1. ამ წესით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოსა და მის თანამშრომელს უფლება არა აქვს, რომ არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია.
2. ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
3. ელექტრონულ სისტემაში ასახული საჯარო ინფორმაციის დაცვის, ინფორმაციის გასაიდუმლოების, საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მისი გაცემის საკითხები რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 12
ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ელექტრონული სისტემის გამოყენების შეზღუდვისა და შესაბამისი მატერიალური დოკუმენტების გაცემა-გამოყენების შესახებ.
2-366-2.docx ⬇
დანართი №1
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალური აპარატის მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა
| სამსახურის დასახელება | |
|---|---|
| თანამდებობა | |
| პირადი ნომერი | |
| სახელი, გვარი | |
| ელექტრონული ფოსტა | |
| ტელეფონი |
შენიშვნა: მონიშნეთ საჭირო უფლება
| № | ველების დასახელება | სისტემაში დაშვება () | |
|---|---|---|---|
| 1 | ტყეკაფი | ||
| 1.1 | სოციალური ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.2 | მოვლითი ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.3 | სპეციალური ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.4 | კომერციული ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.5 | ტყეკაფის მართვა ლიცენზიის გარეშე | ||
| 1.6 | ტყეკაფის მართვა ლიცენზიის მიხედვით | ||
| 1.7 | ტყეკაფის პასპორტის დამატება | ||
| 1.8 | ტყეკაფის პასპორტის რედაქტირება | ||
| 1.9 | ტყეკაფის პასპორტის დათვალიერება | ||
| 1.10 | ტყეკაფის პასპორტის სრული მართვა | ||
| 2 | ხე-ტყის დამზადების ბილეთი | ||
| 2.1 | დამზადების ბილეთის დამატება | ||
| 2.2 | დამზადების ბილეთის რედაქტირება | ||
| 2.3 | დამზადების ბილეთის დათვალიერება | ||
| 2.4 | ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ 1-ლი ხარისხის მოთხოვნის დამატება | ||
| 2.5 | ფიზიკური/იურიდიული პირების 1-ლი ხარისხის მოთხოვნის რედაქტირება | ||
| 2.6 | ფიზიკური/იურიდიული პირების 1-ლი ხარისხის მოთხოვნის დათვალიერება | ||
| 2.7 | ფიზიკური პირების მე-2 ხარისხის მოთხოვნის დამატება | ||
| 2.8 | ფიზიკური პირების მე-2 ხარისხის მოთხოვნის რედაქტირება | ||
| 2.9 | ფიზიკური პირების მიერ მე-2 ხარისხის მოთხოვნის დეტალების დამატება/რედაქტირება | ||
| 2.10 | ფიზიკური პირების მიერ მე-2 ხარისხის მოთხოვნის დათვალიერება | ||
| 3 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი | ||
| 3.1 | წარმოშობის დოკუმენტის დამატება | ||
| 3.2 | წარმოშობის დოკუმენტის რედაქტირება | ||
| 3.3 | წარმოშობის დოკუმენტის დათვალიერება | ||
| 3.4 | წარმოშობის დოკუმენტის რეგისტრაციის დეტალები | ||
| 3.5 | ლიცენზიის/ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული წარმოშობის დოკუმენტის დათვალიერება | ||
| 4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი | ||
| 4.1 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დათვალიერება (ლიცენზიანტი) | ||
| 4.2 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დათვალიერება (ცენტრალური) | ||
| 4.3 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დათვალიერება (ტერიტორიული) | ||
| 4.4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დამატება (ლიცენზიანტი) | ||
| 4.5 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დამატება (ცენტრალური) | ||
| 4.6 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დამატება (ტერიტორიული) | ||
| 4.7 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რედაქტირება (ცენტრალური) | ||
| 4.8 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რედაქტირება (ტერიტორიული) | ||
| 5 | საქმიანი ეზო | ||
| 5.1 | საქმიანი ეზოს დამატება - რედაქტირება | ||
| 5.2 | საქმიანი ეზოს დათვალიერება | ||
| 5.3 | საქმიანი ეზოს სრული მართვა | ||
| 6 | ანგარიშგება | ||
| 6.1 | ტყეკაფები | ||
| 6.2 | ხე-ტყის დამზადების ბილეთები | ||
| 6.3 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები | ||
| 6.4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები | ||
| 6.5 | საქმიანი ეზო | ||
| 6.6 | FIMS ანგარიშგება (ტყის ინვენტარიზაცია) | ||
| 7 | სისტემის ადმინისტრირება | ||
| 7.1 | სისტემის ადმინისტრირება | ||
| 7.2 | ელექტრონული პასპორტის მართვა | ||
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირებული პირი ვალდებულია არ დაუშვას მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვა პირზე გადაცემა.
მომხმარებლის ხელმოწერა
თარიღი:
დანართი №2
საქართველოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა
| სამსახურის დასახელება | |
|---|---|
| თანამდებობა | |
| პირადი ნომერი | |
| სახელი, გვარი | |
| ელექტრონული ფოსტა | |
| ტელეფონი |
შენიშვნა: მონიშნეთ საჭირო უფლება
| № | ველების დასახელება | სისტემაში დაშვება () | |
|---|---|---|---|
| 1 | ტყეკაფი | ||
| 1.1 | სოციალური ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.2 | მოვლითი ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.3 | სპეციალური ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.4 | კომერციული ჭრის მიზნით ტყეკაფებზე დაშვება | ||
| 1.5 | ტყეკაფის მართვა ლიცენზიის გარეშე | ||
| 1.6 | ტყეკაფის მართვა ლიცენზიის მიხედვით | ||
| 1.7 | ტყეკაფის პასპორტის დამატება | ||
| 1.8 | ტყეკაფის პასპორტის რედაქტირება | ||
| 1.9 | ტყეკაფის პასპორტის დათვალიერება | ||
| 2 | ხე-ტყის დამზადების ბილეთი | ||
| 2.1 | დამზადების ბილეთის დამატება | ||
| 2.2 | დამზადების ბილეთის რედაქტირება | ||
| 2.3 | დამზადების ბილეთის დათვალიერება | ||
| 2.4 | ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ 1-ლი ხარისხის მოთხოვნის დამატება | ||
| 2.5 | ფიზიკური/იურიდიული პირების 1-ლი ხარისხის მოთხოვნის რედაქტირება | ||
| 2.6 | ფიზიკური/იურიდიული პირების 1-ლი ხარისხის მოთხოვნის დათვალიერება | ||
| 2.7 | ფიზიკური პირების მიერ მე-2 ხარისხის მოთხოვნის დეტალების დამატება/რედაქტირება | ||
| 2.8 | ფიზიკური პირების მიერ მე-2 ხარისხის მოთხოვნის დათვალიერება | ||
| 3 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი | ||
| 3.1 | წარმოშობის დოკუმენტის დამატება | ||
| 3.2 | წარმოშობის დოკუმენტის რედაქტირება | ||
| 3.3 | წარმოშობის დოკუმენტის დათვალიერება | ||
| 3.4 | ლიცენზიის/ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დათვალიერება | ||
| 4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი | ||
| 4.1 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დამატება | ||
| 4.2 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რედაქტირება | ||
| 4.3 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დათვალიერება | ||
| 5 | საქმიანი ეზო | ||
| 5.1 | საქმიანი ეზოს დამატება - რედაქტირება | ||
| 5.2 | საქმიანი ეზოს დათვალიერება | ||
| 6 | ანგარიშგება | ||
| 6.1 | ტყეკაფები | ||
| 6.2 | ხე-ტყის დამზადების ბილეთები | ||
| 6.3 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები | ||
| 6.4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები | ||
| 6.5 | საქმიანი ეზო | ||
| 6.6 | FIMS ანგარიშგება (ტყის ინვენტარიზაცია) | ||
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირებული პირი ვალდებულია არ დაუშვას მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვა პირზე გადაცემა.
მომხმარებლის ხელმოწერა
თარიღი:
დანართი №3
სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვა
| სამსახურის დასახელება | |
|---|---|
| თანამდებობა | |
| პირადი ნომერი | |
| სახელი, გვარი | |
| ელექტრონული ფოსტა | |
| ტელეფონი |
შენიშვნა: მონიშნეთ საჭირო უფლება
| № | ველების დასახელება | სისტემაში დაშვება () | |
|---|---|---|---|
| 1 | ტყეკაფი | ||
| 1.1 | ტყეკაფის დათვალიერება | ||
| 1.2 | ტყეკაფის პასპორტის დათვალიერება | ||
| 2 | ხე-ტყის დამზადების ბილეთი | ||
| 2.1 | დამზადების ბილეთის დათვალიერება | ||
| 3 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი | ||
| 3.1 | წარმოშობის დოკუმენტის დათვალიერება | ||
| 3.2 | წარმოშობის დოკუმენტის რედაქტირება (ლიცენზიანტი) | ||
| 4 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი | ||
| 4.1 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დათვალიერება | ||
| 4.2 | მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რედაქტირება (ლიცენზიანტი) | ||
| 5 | სახერხი საამქრო | ||
| 5.1 | სახერხი საამქროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის მონაცემების რედაქტირება, რეგისტრაციის გაუქმება | ||
| 5.2 | სახერხი საამქროს რეგისტრაციის მონაცემების დათვალიერება | ||
| 5.3 | სახერხი საამქროს ჟურნალის დათვალიერება | ||
| 5.4 | სახერხი საამქროს ჟურნალში მონაცემების რედაქტირება | ||
| 5.5 | სახერხ საამქროში საკონტროლო ფირნიშების ჩამოწერა | ||
| 6 | შეტყობინები | ||
| 6.1 | შეტყობინებების მართვა | ||
| 7 | ანგარიშგება | ||
| 7.1 | ტყეკაფები | ||
| 7.2 | ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები | ||
| 7.3 | სახერხი საამქროები | ||
| 7.4 | ძებნის სისტემა | ||
მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირებული პირი ვალდებულია არ დაუშვას მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვა პირზე გადაცემა.
მომხმარებლის ხელმოწერა
თარიღი:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-366. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.017013.
- სად არის „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-366, 19.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.017013 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6970718/