ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.158.016702
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის  2015  წლის 24 სექტემბრის  №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე, საქართველოს მთავრობის  2017  წლის 6 ოქტომბრის  №452  დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე




ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საგანგებო მართვის

გ ე გ მ ა

თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება

 

1.1. შესავალი

წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოს ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ.

1.2.  გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია:

საგანგებო სიტუაციებისაგან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე  მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული აქცენტით;

საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; 

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;

ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.

1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508  დადგენილების შესაბამისად.

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი;   

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი;    

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე;          

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე.

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.

1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ამავე რეგიონში მას ესაზღვრება დმანისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით – სომხეთის რესპუბლიკა.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტი:

ფართობი – 804,2 კმ2;

სასოფლო-სამეურნეო სავარგული – 28800 ჰა   (35,5%);

არასასოფლო-სამეურნეო – 51600   ჰა  (64,5%);

ტყის ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 47000 ჰა, რაც 58,5%-ს შეადგენს;

მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 52 981 ადამიანი  (2024 წლის მონაცემებით);

ქალაქის მოსახლეობა – 14 859 ადამიანი;

სოფლების მოსახლეობა – 38 122 ადამიანი;

დასახლებული პუნქტი  – ქალაქი - 1, 2 დაბა, ადმინისტრაციული ერთეული – 15, დასახლებული – 45;

მდინარეები: მაშავერა – 38 კმ, ქცია – 30 კმ, ბოლნისისწყალი – 42 კმ, ლოქი – 6 კმ;

მანძილი დედაქალაქამდე – 60 კმ; რეგიონულ ცენტრამდე (რუსთავი) – 67 კმ, უახლოესი პორტი (ფოთი) – 375 კმ; უახლოესი აეროპორტი – 72 კმ.

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ №2-ში, ხოლო მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №3-ში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბოლნისი, მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია:

1. ქ. ბოლნისი – ქ. ბოლნისი;

2. დისველი – დისველი;

3. აკაურთა – აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი და სენები;

4. მამახუტი – მამხუტი,ზემო არქევანი, ქვემო არქევანი და ხატავეთი;.

5. დაბა კაზრეთი – დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი;

6. დაბა თამარისი – დაბა თამარისი, სოფელი ცურტავი და ფარიზი;

7. დარბაზი – დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ჭრეში;

8. ქვეში – ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი და საბერეთი;

9. რატევანი – რატევნი,ზვარეთი;

10. სოფელი ბოლნისი – სოფელი ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაური ;

11. ნახიდური – ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთი;

12. რაჭისუბანი – რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი და ხატისოფელი ;

13. ტალავერი – ტალავერი და სავანეთი;

14. ტანძია – ტანძია;

15. ქვემო ბოლნისი – ქვემო ბოლნისი.

 

1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №106-ში, საკ. კოდი №80.06.64.253. შენობა შედგება 4 მიწისზედა სართულისა და სარდაფისგან. შენობა კაპიტალური ნაგებობაა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური, საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია  წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი.  

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ადმინისტრაციული შენობა  იკავებს 949,31 მ2-ს.  

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 352 თანამშრომელი (მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ა(ა)იპ ,,კომუნალური მეურნეობა“  ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“,  ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“,  შპს ,,გაზეთი ბოლნისი“,  საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბოლნისის წარმომადგენლობა, საქსტატის ქვემო ქართლის ბიურო).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №17 - ში.

1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის  ორგანო და ფუნქციები

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.

შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;

ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;

გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;         

ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;

ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;

ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;

თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით, განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;

კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

 

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:

ცხრილი 1

№

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია

შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა

1

შტაბის უფროსი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის  მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

დანართი №4, პუნქტი 1

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

დანართი №4, პუნქტი 2

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის  დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს, ქალაქ ბოლნისის განყოფილების უფროსი

დანართი №4, პუნქტი 3

4

შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

 

დანართი №4, პუნქტი 4,

5

შტაბის წევრი

სატრანსპორტო საკითხებში,

 

ეკონომიკის სამსახურის უფროსი

დანართი №4, პუნქტი 5

6

შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხებში; ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის საკითხებში;

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის საკითხებში

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსი

დანართი №4, პუნქტი 8, 10, 13

7

შტაბის წევრი

სამედიცინო უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებში

 

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი

დანართი №4 პუნქტი 6,7

8

შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

დანართი №4, პუნქტი 11

9

შტაბის წევრი

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში

ზედამხედველობის სამსახური

დანართი №4, პუნქტი 9

10

შტაბის წევრი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაცის ღონისძიებების უზრუნველყოფა

განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახური

დანართი № 4, პუნქტი 12

11

შტაბის წევრი (დამხმარე ფუნქცია)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების  ორგანიზაციის ხელმძღვანელი

დანართი № 4, პუნქტი 1, 2, 6, 7, 11,12.

 

1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა

ა)   შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა:

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს  სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას. 

ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი)  – თანამშრომლებისათვის  მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.

შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართ 5-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის  სისტემის  საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართ 6-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.

მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონული ტელემაუწყებლობისა და პრესსამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.

მოსახლეობის გაფრთხილება ხდება პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით.

მოსახლეობის გაფრთხილებისას მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, ქალებისა და გოგოებისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ხანდაზმული პირებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების სხვა წარმომადგენლებისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებები გავრცელდება მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული არხებით, მარტივი ენით და ადგილობრივად გასაგებ ენებზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. პროცესში დამატებით გამოყენებული იქნება მერის წარმომადგენლების, თემის ლიდერების, სოციალური მუშაკების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ადგილობრივი კომუნიკაციის არხები.

1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8.

1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ 9-ში.

1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება უკეთდება  მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 10.); ევაკუაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყვლადი მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და გოგოების საჭიროებები. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტი მოწყვლად ჯგუფებად განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტექსტისთვის რელევანტურ შემდეგ კატეგორიებს: ქალები და გოგოები, ბავშვები, ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლები, ასევე, პირები ან ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან რომელთა საარსებო წყაროები დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე ან რისკის ზონაში მდებარე ინფრასტრუქტურაზე.

აღნიშნული ჩამონათვალი ეფუძნება ადამიანის უფლებებზე, ქალებისა და კაცების თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებულ მიდგომას და მორგებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ კონტექსტზე.

მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის სქემა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის  გეგმას (იხილეთ დანართი 11.)

1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

მზადყოფნის ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, მათ შორის ქალების, გოგოების, ბავშვების, ხანდაზმული პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და იმ ოჯახების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან დამოკიდებული არიან სოფლის მეურნეობაზე.

მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ პირებისა და ოჯახების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას, რომლებსაც საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა დასჭირდეთ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მოსახლეობის დაცვის, გაფრთხილების, ევაკუაციის, დროებითი განთავსებისა და დახმარების მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება

 

2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების  ანალიზი

2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე.

2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით აღსანიშნავია ძლიერი ქარი, ქარიშხალი, სეტყვა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყრული პროცესები, ტყისა და მინდვრის ხანძრები, ეპიდემია, ეპიზოოტია და სხვა.

კომპანია ,,RMG Gold“-ის მიერ მადნის მოპოვება ღია კარიერებით ხდება მიწის ზედაპირთან ახლოს არსებული, შედარებით დაბალი ხარისხის საბადოებიდან. წიაღისეულის მოპოვების პროცესში წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნივთიერებები, ძირითადად, წყლის საშუალებით ვრცელდება. ლითონები, რომლებიც შედარებით ნაკლებად მოძრავი იყო წიაღში, მოპოვებითი სამუშაოების დროს გამოთავისუფლდებიან და დიდი რაოდენობით აღწევენ მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში, მადნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი კუდებიდან ხდება გარემოში მძიმე მეტალებისა და სხვა საშიში დამაბინძურებლების (ციანიდი, კონცენტრირებული მჟავები და ტუტეების ნაწარმები) გავრცელება. სამთომოპოვებითი პროცესებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ხშირად იწვევს რესპირატორულ და ონკოლოგიურ დაავადებებს. დასნებოვნების ზონაში შეიძლება მოექცეს მოსახლეობა - დახლოებით 2 500  ადამიანი.

მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიებიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამლვები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნევროზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების  მხრივ არ გამოირიცხება  ისეთი დავადებების გაჩენა როგორებიცაა: ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი.

კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი და ტექნოგენური საფრთხეების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ იდენტიფიცირებას. ამ პროცესში, მოიაზრებიან ქალები, გოგოები, ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმული პირები, მათ შორის ხანდაზმული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები.

საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის რეაგირების ღონისძიებები მოიცავს ჯანმრთელობის რისკებზე დროულ ინფორმირებას, უსაფრთხო წყალსა და საკვებზე წვდომის უზრუნველყოფას, დროებითი განთავსების ორგანიზებასა და სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის მობილიზებას.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, მიწისძვრა, წყალმოვარდნა, ტექნოგენური ავარია  – კომპანია „არემჯი“. 

2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება

2.2.1. რისკის შეფასების დრო: 17.03.2026                          

2026 წლის 17 მარტს, რისკის შეფასების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.  სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირდა საფრთხეები და, შესაბამისად, განისაზღვრა რისკები.

2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. დამსწრე პირების მიერ 5-5-ქულიანი სისტემებით შეფასდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იყო ამ მოვლენების განმეორების/მოხდენის ალბათობა და ზეგავლენა.

ასეთი მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოძიებისა და საგანგაშო ნიშნების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას სტიქიური  მოვლენების ქრონოლოგიის, შედეგების დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ.  ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთება საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და მათ მიერ შეფასების ჩატარება.

რისკის შეფასების მატრიცა

 

ა

5-ძალიან მაღალი

5

10

15

20

25

ლ

4- მაღალი

4

8

12

16

20

ბ

3-საშუალო

3

6

9

12

15

ა

2-დაბალი

2

4

6

8

10

თ

1- ძალიან დაბალი

1

2

3

4

5

ო

 

1-უმნიშვნელო

2-მცირე

3-საშუალო

4-მძიმე

5-კრიტიკული

ბ

 

 

 

 

 

 

ა

 

ზ         ე

გ          ა

ვ          ლ              

ე         ნ

ა                      

 

რისკის დონე

რისკის დონე

ძალიან დაბალი

დაბალი

საშუალო

მაღალი

ძალიან მაღალი

ქულის მაჩვენებელი

1-4

5-6

7-14

15-16

17-25

 

2.2.3 საგანგებო სიტუაციების რისკის მაჩვენებლის შედეგი

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

რისკის ქულა

ტექნოგენური ავარია – „არემჯი“

3

5

            15

ქარიშხალი

4

2,5

10

   

წყალმოვარდნა

2.5

4

10

მიწისძვრა

2

5

10

ტყის და ველის ხანძარი

3

2

6

დიდთოვლობა

2

2

4

სეტყვა

1.5

1

1.5

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი – სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონაში მოქცეული დასახლებული პუქნტები (საინფორმაციო ბიულეტენი – საქართველოში 2024 წელს  სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2025 წლის პროგნოზი. მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ).

რისკის შეფასების აღწერა

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

 

ცხრილი 2

 

№

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ტექნოგენური ავარია – „არემჯი“

2,5

5

15

2

ქარიშხალი

4

2,5

10

3

წყალმოვარდნა

2.5

4

10

 

ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:

ცხრილი 3

 

№

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ხანძარი

3

5

15

2

მიწისძვრა

2

4,5

9

 

II თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №12 – ტექნოგენური ავარია – „არემჯი“;

დანართი №13 – ქარიშხალი;

დანართი №14 – წყალმოვარდნა.

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული  რისკების განვითარების სცენარები  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №15 – ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში;

დანართი №16 – მიწისძვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

IV თავი. გეგმის დანართები

4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:

ცხრილი 4.

 

დან.

№

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მართვის სისტემის სააკოორდინაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

რეაგირების სხვა ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

საევაკუაციო რუკები

11

მერიის შენობის ევაკუაციის სქემები

12

რისკის სცენარი – ძლიერი ქარი, ქარიშხალი

13

რისკის სცენარი – დიდთოვლობა

14

რისკის სცენარი – მიწისძვრა

15

რისკის სცენარი – ხანძარი მერიის შენობაში

16

რისკის სცენარი – მიწისძვრა მერიის შენობაში

17

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების რუკები და ელექტრონული მისამართები მოცემულია დანართ №17-ში

 


📎 დანართები (24)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი N 1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

  1. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

  2. საქართველოს კანონი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“;

  3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

  4. საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“;

  5. საქართველოს კანონი ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“;

  6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილება ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;

  7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის N453 დადგენილება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;

  8. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის N452 დადგენილება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;

  9. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის N309 დადგენილება „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“;

  10. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის N4 დადგენილება „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

  11. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N195 დადგენილება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის დამტკიცების თაობაზე“;

  12. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N119 დადგენილება „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

  13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №51 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე“;

  14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის N153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“;

  15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის N154 დადგენილება „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

  16. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

  17. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“;

  18. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 სექტემბრის N590 დადგენილება „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

  19. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №48 დადგენილება „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“.

  20. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის N260 დადგენილება - საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.

ნორმატიული-აქტი-3 ⬇

დანართი N 2

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება

მაჩვენებელის დასახელება მაჩვენებლები
მაჩვენებელის რაოდენობა დამატებითი ინფორმაცია
1. ტერიტორიის ფართობი, კმ2 804,2
2. მოსახლეობის საერთო რაოდენობა/მათ შორის ქალაქების, ათასი ადამიანი 52 981 2024 წლის მონაცემებით
3. დასახლებული პუნქტების რაოდენობა/მათ შორის ქალაქები 48
6. მოსახლეობის სიმჭიდროვე, ადამიანი/კმ2 71
7. საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რაოდენობა/მათ შორის სოფლებში 34
8. სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა/მათ შორის სოფლებში 5
9. საავადმყოფო საწოლების რაოდენობა/მათ შორის სოფლებში 104
10. სამედიცინო პერსონალის რაოდენობა/მათ შორის სოფლებში 521
11. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობა (კულტურულ-სპორტული, საკულტო და რიტუალური დაწესებულებები, ავტოსადგურები, ვაგზლები და ა.შ.) 157

12. საგანგებო სიტუაციების რაოდენობა წელიწადში, ერთეული, მათ შორის:

- ტექნოგენური ხასიათის

- ბუნებრივი ხასიათის

2025 წელს:

ა) ტექნოგენური ხასიათის - 349

ბ) ბუნებრივი ხასიათის - 6

13. საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული ზარალის ოდენობა წელიწადში, ათასი ლარი, მათ შორის:

- ტექნოგენური ხასიათის

- ბუნებრივი ხასიათის

14. საგანგებო სიტუაციების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა, ადამიანი, მათ შორის:

- სატრანსპორტო ავარიების შედეგად

- საწარმოო ავარიების შედეგად

- ხანძრის შედეგად

- ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგად

ა) სატრანსპორტო ავარიების შედეგად:

2021 – 6

2022 – 2

2023 – 0

2024-6

2025-1

ბ) საწარმოო ავარიების შედეგად - 0

გ) ხანძრის შედეგად - 2024 წელს - 1

დ) ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგად:

0

15. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, ათასი ადამიანი 32 254 2024 წლის მონაცემებით
16. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა, ათასი ადამიანი / შრომისუნარიანი მოსახლეობის %, მათ შორის:

8500

27%

17. შრომისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა, მათ შორის:

- პენსიონერთა საერთო რაოდენობა

მათ შორის:

- ასაკის მიხედვით 70 წლის ასაკის ზევით მოხუცების რაოდენობა

-65-დან 69 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა

- შ.შ.მ. პირი

- 6 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა

20727

12888

6912

3728

1688

4168

18. რკინიგზის საერთო სიგრძე, კმ. მათ შორის / საერთო სარგებლობის 36
19. საავტომობილო გზების საერთო სიგრძე, კმ. 287,1/140,8
20. დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთან მისასვლელი გზა გრუნტისაა 8
21. სატელეფონო კავშირის არმქონე (მიუწვდომელია მობილური ქსელისათვის) დასახლებული პუნქტების რაოდენობა / საერთო რაოდენობის % 0
22. ადმინისტრაციული დანაყოფები, რომელთა ფარგლებშიც განთავსებულია გამორეცხვის, დატბორვის, ზვავის, მეწყრის და სხვა რისკის ქვეშ მყოფი რკინიგზის უბნები 2
23. ადმინისტრაციული დანაყოფები, რომელთა ფარგლებშიც განთავსებულია გამორეცხვის, დატბორვის, ზვავის, მეწყრის და სხვა რისკის ქვეშ მყოფი საავტომობილო გზების უბნები 4
24. საავტომობილო ხიდების რაოდენობა 21
25. სარკინიგზო ხიდების რაოდენობა 4
26. პორტების რაოდენობა და ჩამონათვალი 0
27. არხებისა და მათზე ჩამკეტების რაოდენობა არხი - 4, ჩამკეტი - 5
28. აეროპორტებისა და მფრინავი აპარატის დასაჯდომი მოედნების რაოდენობა და ადგილმდებარეობა 1

29. მაგისტრალური მილსადენების სიგრძე, კმ. მათ შორის:

-წყალსადენი

- ნავთობსადენი

- გაზსადენი

931,568
30. ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, კმ 100,87
31. ავარიული შენობა-ნაგებობების რაოდენობა 38
32. სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების (თავშესაფრების) რაოდენობა 0
ნორმატიული-აქტი-4 ⬇

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების რუკა

ნორმატიული-აქტი-5 ⬇

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკა

ნორმატიული-აქტი-6 ⬇

დანართი N 4

საგანგებო შტაბის წევრების ფუნქცია-მოვალეობები

  1. შტაბის უფროსი

საგანგებო შტაბის უფროსი პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციისა მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზებაზე, რეაგირების ძალების მუდმივ მზადყოფნასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობიან და ომის შემთხვევაში.

საერთო მოვალეობები:

  • მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების გატარება, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შედგენა და მისი ამოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო ვითარების შეფასება და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების მართვა;

  • შტაბის წევრებისა და მოსახლეობისათვის საშიშროების შესახებ შეტყობინება და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება;

  • მართვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ორგანიზება;

  • მოხალისეთა ფორმირებების ჩამოყალიბება, მათი აღჭურვა და მომზადება;

  • ჯგუფებისათვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მომარაგება, ექსპლუატაციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული გაცემა;

  • მოსახლეობის დროული ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში;

  • საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება, საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალების განსაზღვრას/დაზუსტება. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოსახლეობის შეფარების ორგანიზება დამცავ ნაგებობებში;

  • საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ამაღლების მიზნით პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებებისათვის პრევენციული ქმედებების ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას:

საერთო მოვალეობებთან ერთად უზრუნველყოფს რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირებას და მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებებს.

რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირების სფეროში ძირითადი ფუნქცია/ამოცანებია:

  • საძიებო-სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;

  • საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სახანძრო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • ადგილობრივ დონეზე სახანძრო-სამაშველო მორეაგირე ფორმირებების ჩაბმა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

რეაგირების ღონისძიებების კოორდინირების ფარგლებში პასუხისმგებელია:

  • ოპერატიულ სამაშველო მოქმედებაზე;

  • საავარიო-სამაშველო, სახანძრო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციების ზონაში გადანაწილებაზე;

  • დაზიანების მაშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის დადგენაზე, ასევე საინჟინრო და სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრასა და მათ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმაზე;

  • პირველადი სამედიცინო დახმარების მხარდაჭერასა და მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებში გადაყვანის ღონისძიებების შემუშავებაზე;

  • საგანგებო სიტუაციის ზონის იდენტიფიცირებაზე, შემოფარგვლასა და იზოლირებაზე;

  • საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის სამუშაოებზე;

  • ხანძრის ქრობის სამუშაოებზე.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს, აწარმოებს ბრძოლას მაროდიორობის წინააღმდეგ.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

- დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სამედიცინო პუნქტებში გადაყვანის ორგანიზება.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება.

ეკონომიკის სამსახური შპს - მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურთან ერთად - საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმული ძალების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველების ევაკუაციისთვის ტრანსპორტის მობილიზება;

ადმინისტრაციული სამსახური - საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფის ორგანიზება.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს: ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზებას.

მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების სფეროში ძირითადი ფუნქცია-ამოცანებია:

  • მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

  • საევაკუაციო მიმღები და გამანაწილებელი პუნქტების გაშლის ორგანიზება;

  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

  • საევაკუაციო მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • მოსახლეობის შეტყობინება და ინფორმირება;

  • ევაკუირებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა;

  • ენერგო უზრუნველყოფა;

  • ცხოველების ევაკუაცია.

მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში, საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - კოორდინაციით და დახმარებით:

- ორგანიზებას უწევს მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა-დაზუსტებას მოწყვლადი ჯგუფების შესაბამისად მათი ოპერატიულად ევაკუაციის მიზნით;

- მუდმივ კავშირშია საევაკუაციო შემკრებ და გამანაწილებელ პუნქტებთან (არსებობის შემთხვევაში შუალედურ საევაკუაციო პუნქტებთან);

- აზუსტებს ევაკუირებულთა განთავსების მიზნით უსაფრთხო ზონას, მოძრაობის მარშრუტს, ჩასხდომისა და გადმოსხდომის ადგილებს;

- ორგანიზებას უკეთებს აღრიცხვიანობას ავტოტრანსპორტზე, რომელიც გამოყენებულია ევაკუირებულთა გადასაყვანად;

- ორგანიზებას უწევეს ევაკუირებულთა მომარაგებას პირველადი მოხმარების ნივთებით;

- განთავსების ადგილებში ჩასვლის შემდეგ ორგანიზებას უწევს ევაკუირებულთა დროულ დაბინავებას და მათ ყოველმხრივ უზრუნველყოფას.

- ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია:

  • დროულად შეატყობინოს მოსახლეობას ევაკუაციის დაწყება;

  • დროულად გააგზავნოს შემკრებ საევაკუაციო პუნქტზე თავისი წარმომადგენელი;

  • ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის თავშესაფრებში განთავსებას, დროებითი თავშესაფრების (საველე „კარვების ქალაქის“) შექმნას, ასევე ამ მიზნით სახვადასხვა ობიექტის შენობა-ნაგებობების გამოყენებას;

  • ევაკუირებულთა კვებით უზრუნველყოფას მობილური კვების პუნქტების მეშვეობით;. პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებას;

  • იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზებულ დახმარებას (შეზღუდული შესაძლებლობის პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა);

  • კოორდინირება გაუწიოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განთავსების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური- უზრუნველყოფს ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას, ასევე სამედიცინო პუნქტების გახსნასა და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფას;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ბოლნისის იუსტიციის სახლი - მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - შეიმუშავებს და ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს დროებითი მოძრავი ბაღებისა და სკოლების ფუნქციონირებას;

ადმინისტრაციული სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას;

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო გზების გაწმენდის ორგანიზებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს;

ეკონომიკის სამსახური შპს ბოლნისის ტრანსპორტის სამსახურთან ერთად - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით საჭირო საავტომობილო ტრანსპორტის მობილიზებას;

ეკონომიკის სამსახური შპს ,,კომუნალური მეურნეობასთან“ ერთად - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას;

საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები - -უზრუნველყოფს ევაკუირებულთა კვებისა და მობილური კვების პუნქტების ორგანიზებას; ფინანსურ უზრუნველყოფას;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - უზრუნველყოფს მოხალისე ფორმირებების კოორდინაციას.

  1. შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი ამოცანებია:

  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინირება;

  • ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა;

  • მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვის უზრუნველყოფა.

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან კოორდინაციითა და დახმარებით შემდეგი ქმედებების განხორციელებას:

  • საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას;

  • საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოებში მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განსაზღვრას;

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების მობილიზების (კარვები, თბილი ტანსაცმლის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვ.) ორგანიზებას;

  • დაზიანების ზონებში სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოებისა და მომუშავე ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების მოზვიდვის ორგანიზებას;

  • დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების და მათი დროებით განსახლების ადგილებში წყლით, კვებით, სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნას;

  • მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზებას;

  • დაზიანების ზონებში სპეციალური რეზერვების საწყობების ორგანიზებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას;

ეკონომიკის სამსახური - მატერიალური რესურსების გადაადგილება და ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინირება;

შპს ,,კომუნალური მეურნეობა“- უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - ჰუმანიტარული უზრუნველყოფა.

  1. შტაბის წევრი საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური

ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერილური ფასეულობების დაცვის სფეროში ძირითადი ამოცანებია:

  • საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;

  • საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მიზნით ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული ღონისძიებების მართვას შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება.

  1. შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და

შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის დარგში

კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;

  • ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირისა და მაუწყებლობის საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების დაცვა, აღდგენა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;

  • მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციების შესახებ.

ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ კავშირგაბმულობის ოპერატორებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციისას ელექტრონულ კომუნიკაციას, საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების ხარისხის დონის შეფასებასა და აღდგენისთვის მზადყოფნას, მონიტორინგის წარმოებასა და ინფორმაციის მიწოდებას საგანგებო შტაბისათვის.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ,,ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას.

შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილება - უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას.

  1. შტაბის წევრი სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში

სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

  • საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და დაცვის უზრუნველყოფა.

ეკონომიკის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად:

  • პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობს საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო განთავსების ზონებში მოსახლეობის ევაკუაციისთვის შესაბამისი საშუალებების მობილიზებას;

  • დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ახდენს შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზებას;

  • უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო ზონაში შესაბამისი ტრანსპორტით მატერიალური ფასეულობის გატანას;

  • საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ეფექტიანად შესრულებისათვის ახდენს საინჟინრო ავტოტრანსპორტისა და ტექნიკის მობილიზების ხელშეწყობას;

  • უზრუნველყოფს შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზებას ცხოველთა ევაკუაციისათვის;

  • განსაზღვრავს და  შესაბამისად, აწვდის ინფორმაციას შტაბს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და  მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ;

  • უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებასა და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას;

შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას.

  1. შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში

სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

  • საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • გარდაცვლილთა აღრიცხვა;

  • სამედიცინო ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

- ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:

  • სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგს;

  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გაწევის ორგანიზებას;

  • დაზარალებულთა დანიშნულების პუნქტებში გადაყვანის ორგანიზებას;

  • სამედიცინო საშუალებების, მედიკამენტების, სისხლის მარაგების მობილიზების ორგანიზებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში დახმარებას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საავადმყოფოებში ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას და  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილება - უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ბოლნისის იუსტიციის სახლი - აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში.

  1. შტაბის წევრი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის დარგში

ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობისა ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება:

  • უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას;

  • საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს;

  • იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას;

  • კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას;

ეკონომიკის სამსახური შპს მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურთან ერთად - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკის მოძიებას;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კვების პროდუქტების, სასმელი წყლისა და პირველადი მოთხოვნილების ნივთების შესყიდვის ორგანიზება;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში.

ააიპ ბოლნისის საზოჰადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი- საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას.

  1. შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში

ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით, უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის  ღონისძიებების ორგანიზება.

ეკონომიკის სამსახური- ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:

  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობასა და კონტროლს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნასა და მათი მუშაობის კოორდინირებას;

  • საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე;

    • სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ფუქნციონირების მიზნით დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას;

    • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგის ოპერატიულ მიწოდებას;

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას;

ადმინისტრაციული სამსახური - უზრუნველყოფს კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან და ადგილობრივ შტაბთან.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური-

  • საგანგებო სიტუაციების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში);

  • დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

  1. შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით და მუნიციპალური ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისას მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება.

ზედამხედველობის სამსახური -- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან უშუალო ჩართულობით, ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშებას;

  • მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

  • საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების ზონიდან პირუტყვის ევაკუაციის ორგანიზებას;

  • საშიში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღებასა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას;

ეკონომიკის სამსახური შპს ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურთან ერთად - კოორდინირებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

  1. შტაბის წევრი ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში

ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს უსაფრთხოების განხორციელების კოორდინირება;

  • საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

  • საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა;

  • ინფრასტრუქტურის აღდგენა, ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სისტემების ურთიერთქმედების უზრუნველყოფა.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზებას;

  • ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრას;

  • განსაზღვრავს, რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე;

  • დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებების და თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრას;

  • ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების, ქალაქმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობისა და საშენი მასალის წარმოების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ღონისძიებების დაგეგმვას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასებას;

  • საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში;

  • გზებზე შესაძლო ჩამოქცევების ადგილების განსაზღვრას, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;

  • სამშენებლო და მძიმე ტექნიკის მობილიზებას;

  • მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და საკომუნიკაციო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრას;

  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასებას (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა);

  • საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში;

  • საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - დახმარებას უწევს,  რისკების ანალიზში, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენაში;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზებას;

შპს ,,კომუნალური მეურნეობა" - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ტრანსპორტის საწვავისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  1. შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში

სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

  • საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძალებისა და საშულებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • სურსათისა და წყლის დაცვის უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციული სამსახური - საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციებისათვის სასურსათო რესურსებისა და საჭირო მარაგის განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინირებას;

  • სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეზერვების მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებას;

  • სურსათისა და წყლის რეზერვების საგანგებო სიტუაციების ზონებში მოწოდებას;

  • საველე კვების ბლოკების ფუნქციონირების ორგანიზებას;

  • სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის   რეზერვების  განახლების მიზნით, შესაძლო საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასებას. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე არსებული მარაგების ოპტიმიზაციასა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას;

ეკონომიკის სამსახური - ორგანიზებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას;

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი - უზრუნველყოფს სურსათისა და წყლის ხარისხის კონტროლს.

  1. შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში

საგანგებო სიტუაციების ზონაში ევაკუაციის  უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფა.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:

  • კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კოორდინებას;

  • კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების განხორციელების კოორდინირებას;

  • საევაკუაციო ღონისძიებების განხორციელებას;

  • საგანძურისა და ფინანსური ფასეულობების დაცვას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - კოორდინაციას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებს და საშუალებებს;

ეკონომიკის სამსახური შპს ,,ბოლნისს მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურთან“ ერთად - კოორდინირებას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებისა და საშუალებების ტრანსპორტით უზრუნველყოფას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილება - მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციოდ მომზადებაში მონაწილეობა და ტრანსპორტირების დაცვის უზრუნველყოფა;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - მოხალისეთა ფორმირებების მობილიზება მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით.

  1. შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების  უზრუნველყოფის სფეროში

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების  უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინირება;

  • აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

  • საჭიროების შემთხვევაში მეზობელი მუნიციპალიტეტების სამაშველო ძალების ჩაბმის მოთხოვნა.

  • საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა;

  • მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შექმნა;

სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევის და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციას;

  • კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოფხვრას;

  • ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების სამუშაოების კოორდინირებას;

  • კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენას;

  • სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის ღონისძიებების გატარებას;

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებს ტრანსპორტით;

  • საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას.

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და

მათი ფუნქციებია:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებსა და საშუალებებს;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო თანხების მოძიებას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო - საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს;

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

- უზრუნველყოფს და მონაწილეობს

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში;

  • მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ორგანიზებაში.

შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას;

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის უფროსი ინსპექტორი - უზრუნველყოფს და მონაწილეობს:

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის სანიტარიულ დამუშავებასა და გაწმენდაში;

  • ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ცხოველის საკვების რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემცირება დეზაქტივაციის, დეგაზაციის და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნებისას დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით.

ნორმატიული-აქტი-7 ⬇

დანართი N 5

საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების სქემა

ნორმატიული-აქტი-8 ⬇

დანართი N 6

ნორმატიული-აქტი-9 ⬇

დანართი N 7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი

N დანაყოფის დასახელება პერსონალის რაოდენობა

ხელმძღვანელი

ტელეფონი

ავტო-სპეცტექნიკა სამაშველო ან სხვა სპეციალური აღჭურვილობა შესაძლებლობები
1 ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება 13

რომანი ოლქიშვილი

ტელ: 595806515

  1. „ივეკო მაგირუსი“ -სახ ნომერი SS - 654 –MS

  2. MITSUBIH L – 200 სახ.ნომერი SS -164-MS

1.ჰიდრავლიკური აგრეგატი 1 ც

2. ჰიდრავლიკური პრტყელტუჩა 1 ც

3. ჰიდრავლიკური მკვნეტარა 1 ც

4. ჰიდრავლიკური კომბინირებული საჭრელი 1ც

5. ჰიდრავლიკური დომკრატი 1 ც

6.ელექტრო გენერატორი 1-ც

7.წყლის პომპა - 2 ც

8.ხერხი შიდა წვის ძრავით -2 ც

9.ტყის ხანძრის ქრობის ზურგჩანთა -10 ც

10.გადასატანი ღამის განათება -1 ც

სახანძრო და სამაშველო სამუშაოები. ხანძრის ქრობა, წყლის ამოტუმბვა,და სხვა სპეც დავალებები
2 კაზრეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილება 7

გოჩა მჭედლიძე

ტელ: 591801948

  1. „რენაულტი“ -სახ ნომერი SS - 420 –MS

1.წყლის პომპა - 1 ც

2.ხერხი შიდა წვის ძრავით -1 ც

3.ტყის ხანძრის ქრობის ზურგჩანთა -9 ც

სახანძრო და სამაშველო სამუშაოები. ხანძრის ქრობა, წყლის ამოტუმბვა,და სხვა სპეც დავალებები
ნორმატიული-აქტი-12 ⬇

დანართი N 9

საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ამოცანები

ამოცანები სრულდება შტაბის წევრებთან კოორდინაციით და მათი მოვალეობების შესრულებაში დახმარების მიზნით

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილება

შტაბის უფროსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:

  • ოპერატიულ სამაშველო მოქმედებას;

  • საავარიო-სამაშველო, სახანძრო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციების ზონაში გადანაწილებას;

  • დაზიანების მასშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის დადგენას, ასევე, საინჟინრო და სპეციალიზირებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრასა და მათ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმას;

  • პირველადი სამედიცინო დახმარების მხარდაჭერას და მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებში გადაყვანის ღონისძიებების შემუშავებას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონის შემოფარგვლასა და იზოლირებას;

  • საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის სამუშაოებს;

  • ხანძრის ქრობის სამუშაოებს;

  • მოსახლეობის ევაკუაციის ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას;

  • ევაკუაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის განსაზღვრას;

  • ევაკუაციის მარშრუტების შემუშავებას;

  • მოსახლეობის თავშესაფრებში მოთავსებას, დროებითი თავშესაფრების (საველე კარვები) ნაგებობების შექმნას;

  • კვებით უზრუნველყოფას მობილური კვების პუნქტების მეშვეობით;

  • პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებას;

  • იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზირებულ დახმარებას (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა);

  • მოსახლეობისადმი სამედიცინო მომსახურეობის გაწევის კოორდინაციას.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას;

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში შტაბის წევრს დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება;

კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში;

სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას;

სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს; მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირებისა და აღრიცხვის ორგანიზებაში;

ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს. იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებასა და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას;

ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. მხარს უჭერს საავარიო-აღდგენით სამუშაოებს.

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში;

ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს,  რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა;

სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში;

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ორგანიზებაში;

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების  უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევისა და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციას;

  • კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოფხვრას;

  • მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შექმნას;

  • ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების სამუშაოების ჩატარებას;

  • საზოგადოებრივ წესრიგს;

  • კომუნალური სამსახურის ფუნქციონირების აღდგენას;

  • სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას;

  • მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ორგანიზებას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის სანიტარიულ დამუშავებასა და გაწმენდას;

  • ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ცხოველის საკვების რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემცირებას დეზაქტივაციის, დეგაზაციისა და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნებისას - დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველო

  • ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს, უზრუნველყოფს სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებასა და მხარდაჭერას;

  • აწარმოებს ბრძოლას მაროდიორობის წინააღმდეგ;

  • უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განსახლების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

  • ახორციელებს მატერიალური რესურსების, ჰუმანიტარული ტვირთების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, სურსათისა და წყლის, საავადმყოფო ტრანსპორტის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას.

შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილება

  • უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, სამედიცინო, ენერგომომარაგებისა და სხვა სასიცოცხლოდ/სტრატეგიულად/ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას;

  • საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე;

  • უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას;

  • მონაწილეობს მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციო მომზადებაში და უზრუნველყოფს ტრანსპორტირების მარშრუტების დაცვას.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს:

  • სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგს;

  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას;

  • სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამსახურთან (სასწრაფო დახმარება) ერთად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სამედიცინო პუნქტებში (საავადმყოფოებში) გადაყვანასა და ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას;

  • სამედიცინო საშუალებების, მედიკამენტების, სისხლის მარაგების მობილიზების ორგანიზებას;

  • ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში;

  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზებას/შემუშავებას.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში შტაბის უფროსის მოადგილეს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას;

  • საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოებში მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განსაზღვრას;

  • საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების (კარვები, თბილი ტანსაცმლის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვა) ორგანიზებას;

  • დაზიანების ზონებში სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების, ასევე, მომუშავე ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების შექმნის ორგანიზებას;

  • დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარებისა და მათი დროებით განსახლების ადგილებში წყლით, კვებით, სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნას;

  • მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზებას;

  • დაზიანების ზონებში სპეციალური რეზერვების საწყობების ორგანიზებას;

  • საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას;

  • საგანგებო სიტუაციების დროს, ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საჭირო თანხების მოძიებას.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ეკონომიკის სამსახურთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზებას;

  • ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრას;

  • განსაზღვრას, თუ რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე;

  • დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრას;

  • ინფრასტრუქტურისა და საავტომობილო გზების, ქალაქთმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობისა და საშენი მასალის წარმოების სფეროში, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასებას;

  • საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას ნგრევის ზონაში;

  • გზებზე შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრას, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;

  • სამშენებლო და მძიმე ტექნიკის მობილიზების განხორციელებას;

  • მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრას;

  • საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრას;

  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასებას (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა);

  • საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებას;

  • საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირებას, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსების ორგანიზებას;

  • საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას;

  • საევაკუაციო გზების გაწმენდასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს;

  • რეკომენდაციების შემუშავებას საავტომობილო გზებისა და  მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ.

შპს „კომუნალური მეურნეობა“ - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებსა და ტექნიკის მობილიზებას.

შპს ,,ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური“ და შპს „კომუნალური მეურნეობა“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციების ღონისძიებებში (4-ვე ფაზა) ჩაბმული ძალებისა და ოპერაციების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფას;

  • მატერიალური რესურსების, მოსახლეობის, ცოცხალი ძალის, სურსათისა და წყლის, მატერიალური ფასეულობების გატანის, ცხოველთა გაყვანის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციით განსაზღვრავს და , შესაბამისად, აწვდის ინფორმაციას შტაბს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და  მიმართულების მითითებით შესაძლებელი მარშრუტების შესახებ.

ამასთან აღნიშნული ფუნქციები წარმოადგენს ძირითად ფუნქციებს, რომელთა დაკორექტირება და ტრანსპორტირების სფეროში სხვადასხვა ამოცანების შესრულება დასაშვებია საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავს შტაბის უფროსი ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი/შტაბის წევრი

სს ,,ენერგო პრო ჯორჯია“

ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციითა და დახმარებით უზრუნველყოფს:

  • ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირისა და მაუწყებლობის ქსელების ობიექტების ელექტრომომარაგებას;

  • სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას;

  • მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობასა და კონტროლს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინაციას;

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიულ უზრუნველყოფას;

  • საგანგებო სიტუაციების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში);

  • დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას;

  • საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნას და მათი მუშაობის კოორდინაციას;

  • საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას   ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე;

  • სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობას;

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიულ მომარაგებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციითა და დახმარებით უზრუნველყოფს:

  • მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობასა და კონტროლს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს გაზმომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნასა და მათი მუშაობის კოორდინაციას;

  • საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას   გაზმომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე;

  • ტერიტორიაზე გამავალი გაზისა და ნავთობის მაგისტრალებზე ავარიების შემთხვევაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზებას;

  • სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით, გაზმომარაგების დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას;

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების გაზმომარაგების ოპერატიულ მიწოდებას;

  • საგანგებო სიტუაციების შედეგად გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრას (ნგრევის ზონებში);

  • გაზმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

შპს ,,მაგთიკომი", შპს „სილქნეტი“ შპს „სქაიტელი“ და შპს ,,ფოფნეტი“

ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციითა და დახმარებით უზრუნველყოფს:

  • საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას;

  • კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან, ადგილობრივ შტაბთან;

  • მოსახლეობის ინფორმირებას საგანგებო სიტუაციების შესახებ.

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებსა და დროებითი მოძრავი სკოლების ფუნქციონირებას.

შპს „საქართველოს ფოსტის“ ბოლნისის ფილიალი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციითა და დახმარებით საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს შეუფერხებელ საფოსტო კავშირს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და ბოლნისის იუსტიციის სახლი უზრუნველყოფენ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (საკუთრების და ა.შ) გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს აღნიშნული დოკუმენტაცია;

  • აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისი უზრუნველყოფს:

  • სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და აგვარებს დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს;

  • საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშებასა და მარაგის შექმნას;

  • მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას/ორგანიზებას;

  • საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების ზონიდან პირუტყვის ევაკუაციას;

  • საშიში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების თაობაზე ზომების მიღებასა და სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ნორმატიული-აქტი-13 ⬇

დანართი N 10.1

ტექნოგენური ავარია არემჯიზე

D:\User\Desktop\ტექ.jpg

D:\User\Desktop\ტექ 1.jpg

ნორმატიული-აქტი-14 ⬇

დანართი 10.2

ძლიერი ქარი, ქარიშხალი სოფ. რაჭისუბანი

D:\User\Desktop\ქარ1.jpg

D:\User\Desktop\ქარი.jpg

ნორმატიული-აქტი-15 ⬇

დანართი 10.3

წყალმოვარდნა ბოლნისში

D:\User\Desktop\წყალ.jpg

ნორმატიული-აქტი-16 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-17 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-18 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-19 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-20 ⬇

დანართი N12

რისკი N 1 სცენარი

ტექნოგენური ავარია არემჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში.

საქართველოში ფერადი ლითონების წარმოების პირველ ობიექტად ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული პოლიმეტალის საბადო და საწარმო ითვლება, რომელიც დაბა კაზრეთში მდებარეობს.

1975 წლიდან კომბინატი ახორციელებდა სპილენძის, ბარიტის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტებისა და პოლიმეტალური მადნების მოპოვებას, მოპოვებული სპილენძის და ბარიტის მადნების პირველად გადამუშავებას, გამდიდრებას და რეალიზაციას.

კომპანია RMG-ის ტიპის სამთო-მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებაში ტექნოგენურმა ავარიამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანი.

ასეთი ავარიის შესაძლო შედეგებია:

ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, გარემოს დაბინძურება - ნიადაგში, წყალსა და ჰაერში მძიმე მეტალებისა და ქიმიური ნივთიერებების გავრცელება;

სასმელი და სარწყავი წყლის რესურსების დაბინძურება;

ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა;

ნარჩენების საცავების (tailings) დაზიანება და ტოქსიკური მასების გავრცელება;

ბიომრავალფეროვნების დაზიანება და ეკოსისტემების დეგრადაცია

საწარმოო პროცესის შეჩერება და ეკონომიკური ზარალი;

ახლომდებარე დასახლებებში უსაფრთხოების რისკების ზრდა

ამ ტიპის ავარიები განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან დაკავშირებულია ქიმიურ და მძიმე მეტალების შემცველ პროცესებთან, რაც საჭიროებს მკაცრ კონტროლსა და პრევენციულ ღონისძიებებს.

რისკის ზონების აღწერა

ახლომდებარე დასახლებებში დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი, სოფელი მუშევანი, სოფელი ტანძია, სოფელი ბერთაკარი, მდინარე მაშავერისა და ფოლადაურის ხეობაში არსებული დასახლებები.

მოწყვლადობის ანალიზი (მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, გარემო)

რისკის ზონებში არსებული დასახლებები ძირითადად მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას მიმდებარე ტერიტორიებზეა განლაგებული, ასევე, ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები.

განსაკუთრებით მოწყვლადი სოფლებია: დასახლებებში დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი, სოფელი მუშევანი, სოფელი ტანძია, სოფელი ბერთაკარი, მდინარე მაშავერა და ფოლადაურის ხეობაში არსებული დასახლებები.

საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები

პ რ ე ვ ე ნ ც ი ა

პრევენციის უმთავრესი მიზანია მუნიციპალური ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით.

არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა;

დ) არემჯიზე ტექნოგენური ავარიის დროს მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ქვემოთ ცხრილში

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 1-ის (ტექნოგენური ავარია არემჯიზე) ფარგლებში

გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები

N ღონისძიების დასახელება ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ღონისძიების განხორციელებაში დამხმარე პირები განხორციელების ვადები შენიშვნა
1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას ქიმიური დაბინძურების მუდმივი მონიტორინგი გარემოს ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანია არემჯი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის განმავლობაში
2 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სურსათის უვნებლობის სამსახური კომპანია არემჯი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის განმავლობაში
3 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემების გაწმენდა შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის იანვარი-თებერვალი, სექტემბერი-ნოემბერი
4 მუდმივი კომუნიკაციის გამართულობა კომპანია არემჯისთან მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური კომპანია არემჯი კალენდარული წლის განმავლობაში
5 ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურები კომპანია არემჯი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის აპრილი-მაისი, ოქტომბერი-ნოემბერი
6 სადაზღვევო პაკეტების შეთავაზება/მომზადება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური სადაზღვევო კომპანიები კალენდარული წლის განმავლობაში მერია უზრუნველყოფს რისკის არეალში მცხოვრები მოსახლეობის სადაზღვევო კომპანიებთან შუამდგომლობას და სადაზღვევო პაკეტების შეთავაზებას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
7 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
8

შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის)

ინსტრუქტირება

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
9 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ

მზადყოფნა

მოსახლეობის ინფორმირება წყალდიდობის დროს ქცევის წესებზე კომპანია არემჯიზე ტექნოგენური ავარიის დროს (მაგ: წყალსაცავის გარღვევა). პერიოდულად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ორგანიზება უნდა გაუკეთდეს თემატურ მეცადინეობებს და ვარჯიშებს ტექნოგენურ ავარიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება.

მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა. რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმის სრულყოფასა და განვითარებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 1-ის (ტექნოგენური ავარია არემჯიზე) ფარგლებში

გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების (მუნიციპალიტეტის მასშტაბით) მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/სწავლება ძლიერ ტექნოგენურ ავარიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, კომპანია ,,არემჯი“ კალენდარული წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სწავლებას ჩაატარებს შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
2 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 სასტუმროსთან მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებულ მოქალაქეთა განთავსებისათვის, ფასთა კვლევა, მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას საორიენტაციო ხარჯების გათვალისწინება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კალენდარული წლის განმავლობაში
3 პირველადი მოხმარების საგნების შეძენისა და მზადყოფნისათვის (პრიორიტეტულია საძილე ტომრები, კარვები, მედიკამენტები) მოთხოვნის შემუშავება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოება. კალენდარული წლის განმავლობაში
4 საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებული მოსახლეობის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება მუნიციპალიტეტში არსებული კერძო ან/და საჯარო პირებთან მოლაპარაკების გზით, რის საფუძველზეც, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას.

ეკონომიკის სამსახური, შპს ,,მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური“,

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

კალენდარული წლის განმავლობაში
5 საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებული მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო მარაგების მოძიება მუნიციპალიტეტში არსებულ საკვების მიმწოდებელ დაწესებულებებთან წინასწარი მოლაპარაკების გზით, რის საფუძველზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას. საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები კალენდარული წლის განმავლობაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
6 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
7 შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის) ინსტრუქტირება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
8 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურები ყოველ 6 თვეში ერთხელ

რ ე ა გ ი რ ე ბ ა

ტექნოგენური ავარიის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება;

ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება;

გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ქბრბ ავარიის სალიკვიდაციო, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება.

ე) ოპერაციების კოორდინირება;

ვ) ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი;

თ) ინფორმაციის მართვა;

ი) მოთხოვნების დამუშავება დახმარების შესახებ;

კ) რესურსების მიღება და მართვა;

ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

მ) ფინანსების მართვა;

ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ქბრბ ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება(GIS)

ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ორგანიზება.

დაუყონებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ავარიის სალიკვიდაციო, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება.

ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 1-ის (ტექნოგენური ავარია არემჯიზე) ფარგლებში

გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვითარების შეფასება, ზემდგომი ორგანოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღება განგაშის გამოცხადებასა და შტაბის შეკრების თაობაზე შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო „სთ“ + 10 წთ
2 საგანგებო მართვის შტაბის წევრების შეტყობინება ადმინისტრაციული სამსახური „სთ“ + 15 წთ
3 საგანგებო მართვის შტაბის შეკრება ადმინისტრაციული სამსახური „სთ“ + 35 წთ
4 სამაშველო და სალიკვიდაციო ღონიძიებების დაგეგმვა საგანგებო შტაბი „სთ“ + 50 წთ
დაზარალებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური სიტუაციის მიხედვით
5 საევაკუაციო ქმედებებში ჩართული პერსონალის, მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, სამკურნალო, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
6 მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის განვითარების ადგილიდან საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
7 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში, შესაბამისი დაცვის ორგანიზება. საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
8 მართვის კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის დაზუსტება და შესაბამისი ზომების მიღება საგანგებო შტაბი „სთ“ + 1 სთ ყოველ საათში განმეორებით
9 საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, მათ შორის სატრანსპორტო მიმოსვლის რეგულირების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღება და განკარგულების გაცემა. საგანგებო შტაბი „სთ“ + 3 სთ
10 საგანგებო სიტუაციების ზონიდან განახლებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო ვითარების შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დავალებების გაცემა საგანგებო შტაბი „სთ“ + 4 სთ
11 დამატებითი ძალების მოზიდვის საჭიროების შემთხვევაში წინადადების მომზადება და ზემდგომი ორგანოებისათვის წარდგენა საგანგებო შტაბი „სთ“ + 5 სთ
12 არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის მომზადება საგანგებო შტაბი „სთ“ + 6 სთ და შემდგომ ყოველ ექვს საათში

აღდგენა

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 1-ის (ტექნოგენური ავარია არემჯიზე) ფარგლებში

გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები:

მას შემდეგ, რაც მოხდება ტექნოგენური ავარიის ლიკვიდაცია, სიტუაცია დასტაბილურდება და ადგილზე მუშაობა გახდება უსაფრთხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები იწყებენ აღდგენითი სამუშაოების შესრულებას:

  1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო, შესაბამისი სპეციალისტები მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად ადგენენ ტერიტორიისა და გარემოს მდგომარეობას და საცხოვრებლად ვარგისიანობას.

  2. მუნიციპალური ორგანოებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება გარემოსა და მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის აღრიცხვა/შეფასება.

  3. ხორციელდება მატერიალური ფასეულობების გამოტანა-დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება.

  4. მერიის სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბინძურებულ ტერიტორიაზე ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.

  5. მერიის შესაბამისი სამსახურები შემოკლებულ ვადებში უზრუნველყოფენ მოსახლეობის ნორმალური სასიცოცხლო პირობების შექმნის სამუშაოების დაწყებას.

ნორმატიული-აქტი-21 ⬇

დანართი N13

რისკი N 2

ძლიერი ქარი-ქარიშხალის რისკი – ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში. ძლიერი ქარი-ქარიშხალი წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მეტეოროლოგიურად კომპლექსურ კლიმატურ საფრთხეს.

ძლიერი ქარი-ქარიშხალი იწვევს შენობების სახურავების გადახდას/დაზიანებას, ხეების წაქცევას, კომუნიკაციებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანებას, ნათესების განადგურებას და სხვა.

რისკის ზონების აღწერა

ძლიერი ქარი-ქარიშხალი დამახასიათებელია მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დაბა კაზრეთში, სოფელ დისველში, სოფელ ბალიჭში, სოფელ ტანძიაში, სოფელ დარბაზში, ქვემო ბოლნისსა და სოფელ ფოლადაურში.

მოწყვლადობის ანალიზი (მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, გარემო)

რისკის ზონებში არსებული დასახლებები ძირითადად მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში. ამ ტერიტორიებზეა განლაგებული ასევე ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი სახლები სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები.

განსაკუთრებით მოწყვლადი სოფლებია: დაბა კაზრეთი, სოფელ დისველი, სოფელი ბალიჭი, სოფელი ტანძია, სოფელი დარბაზი, ქვემო ბოლნისი, სოფელი ფოლადაური.

ისტორიული ძლიერი ქარი-ქარიშხალის შემთხვევები („წარსული მოვლენები“)

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა ძლიერი ქარი-ქარიშხალის შემთხვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას.

  • 2022 წელი - დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი;

  • 2023 წელი - ქალაქი ბოლნისი, სოფელი რაჭისუბანი, სოფელი დისველი.

ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ კორპუსებსა და სახლებს, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო ფართობების დაზიანება.

საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები

პ რ ე ვ ე ნ ც ი ა

პრევენციის უმთავრესი მიზანია მუნიციპალური ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით.

არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა;

დ) ძლიერი ქარის დროს მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილში

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 2-ის (ძლიერი ქარი, ქარიშხალი) ფარგლებში

გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები

N ღონისძიების დასახელება ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ღონისძიების განხორციელებაში დამხმარე პირები განხორციელების ვადები შენიშვნა
1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების სახურავების გამაგრებისა და შეკეთების სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახური საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის ივნისი - სექტემბერი
2 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ან რისკის გამომწვევი ხეების გადაბელვა, ამოღება. ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე. კალენდარული წლის იანვარი-თებერვალი, სექტემბერი-ნოემბერი
3 სადაზღვევო პაკეტების შეთავაზება/მომზადება ადმინისტრაციული სამსახური სადაზღვევო კომპანიები კალენდარული წლის განმავლობაში მერია უზრუნველყოფს რისკის არეალში მცხოვრები მოსახლეობის სადაზღვევო კომპანიებთან შუამდგომლობასა და სადაზღვევო პაკეტების შეთავაზებას
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების გადამცემი ბოძებისა და ძირითადი გამანაწილებელი პუნქტების (გაზი, ელექტროენერგია) მონიტორინგი, აღდგენა შეცვლა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურები კომუნიკაციების მიმწოდებელი კომპანიები კალენდარული წლის განმავლობაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
5 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
6

შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის)

ინსტრუქტირება

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
7 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ

მზადყოფნა

მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ მოიქცეს ძლიერი ქარის დროს, არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით. პერიოდულად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ორგანიზება უნდა გაუკეთდეს თემატურ მეცადინეობებსა და ვარჯიშებს ძლიერ ქართან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება.

მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით, იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმის სრულყოფასა და განვითარებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 2-ის (ძლიერი ქარი, ქარიშხალი) ფარგლებში

გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების (მუნიციპალიტეტის მასშტაბით) მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/სწავლება ძლიერი ქარი/ქარიშხალთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კალენდარული წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სწავლებას ჩაატარებს შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
2 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 სასტუმროსთან მოლაპარაკება, საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებულ მოქალაქეთა განთავსებისათვის, ფასთა კვლევა, მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას საორიენტაციო ხარჯების გათვალისწინება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კალენდარული წლის განმავლობაში
3 პირველადი მოხმარების საგნების შეძენისა და მზადყოფნისათვის (პრიორიტეტულია საძილე ტომრები, კარვები, მედიკამენტები) მოთხოვნის შემუშავება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოება. კალენდარული წლის განმავლობაში
4 საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებული მოსახლეობის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება მუნიციპალიტეტში არსებული კერძო ან/და საჯარო პირებთან მოლაპარაკების გზით, რის საფუძველზეც, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას.

ეკონომიკის სამსახური, შპს ,,ბოლნისს მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური“,

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

კალენდარული წლის განმავლობაში
5 საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებული მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო მარაგების მოძიება მუნიციპალიტეტში არსებულ საკვების მიმწოდებელ დაწესებულებებთან წინასწარი მოლაპარაკების გზით, რის საფუძველზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას. საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები კალენდარული წლის განმავლობაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
6 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
7 შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის) ინსტრუქტირება სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
8 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურები ყოველ 6 თვეში ერთხელ

რ ე ა გ ი რ ე ბ ა

არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება;

ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება;

გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება დამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება.

ე) ოპერაციების კოორდინირება;

ვ) ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი;

თ) ინფორმაციის მართვა;

ი) მოთხოვნების დამუშავება დახმარების შესახებ;

კ) რესურსების მიღება და მართვა;

ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

მ) ფინანსების მართვა;

ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება(GIS)

ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ორგანიზება.

დაუყონებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება.

ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 2-ის (ძლიერი ქარი, ქარიშხალი) ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვითარების შეფასება, ზემდგომი ორგანოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღება განგაშის გამოცხადებასა და შტაბის შეკრების თაობაზე შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო „სთ“ + 10 წთ
2 საგანგებო მართვის შტაბის წევრების შეტყობინება ადმინისტრაციული სამსახური „სთ“ + 15 წთ
3 საგანგებო მართვის შტაბის შეკრება ადმინისტრაციული სამსახური „სთ“ + 35 წთ
4 სამაშველო და (საჭიროების შემთხვევაში) ხანძარსაწინააღმდეგო ღონიძიებების დაგეგმვა საგანგებო შტაბი „სთ“ + 50 წთ
5 საევაკუაციო ქმედებებში ჩართული პერსონალის, მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, სამკურნალო, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
6 მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის განვითარების ადგილიდან საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
7 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში, შესაბამისი დაცვის ორგანიზება. საგანგებო შტაბი სიტუაციის მიხედვით
8 მართვის კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით. ინფორმაციის დაზუსტება და შესაბამისი ზომების მიღება საგანგებო შტაბი „სთ“ + 1 სთ ყოველ საათში განმეორებით
9 საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, მათ შორის სატრანსპორტო მიმოსვლის რეგულირების მიზნით გადაწყვეტილებების მიღება და განკარგულების გაცემა საგანგებო შტაბი „სთ“ + 3 სთ
10 საგანგებო სიტუაციების ზონიდან განახლებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო ვითარების შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დავალებების გაცემა საგანგებო შტაბი „სთ“ + 4 სთ
11 დამატებითი ძალების მოზიდვის საჭიროების შემთხვევაში წინადადების მომზადება და ზემდგომი ორგანოებისათვის წარდგენა საგანგებო შტაბი „სთ“ + 5 სთ
12 არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის მომზადება საგანგებო შტაბი „სთ“ + 6 სთ და შემდგომ ყოველ ექვს საათში

აღდგენა

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 2-ის (ძლიერი ქარი, ქარიშხალი) ფარგლებში გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები:

მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდება და ადგილზე მუშაობა გახდება უსაფრთხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები იწყებენ აღდგენითი სამუშაოების შესრულებას:

  1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად ადგენს შენობების საცხოვრებლად ვარგისიანობას;

  2. მუნიციპალური ორგანოების მიერ ხორციელდება გადახდილი/დაზიანებული შენობების აგრეთვე მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის აღრიცხვა/შეფასება;

  3. ხორციელდება მატერიალური ფასეულობების გამოტანა დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება.

  4. მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიების მიერ სტიქიის ადგილზე ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.

  5. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად იწყება სამუშაოები დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად ( ელექტროენერგია, გაზი, წყლის მაგისტრალები და სხვა).

  6. მერიის შესაბამისი სამსახურები მოკლე ვადებში უზრუნველყოფენ შენობების დაზიანებული სახურავებით აღდგენითი სამუშაოების დაწყებას.

ნორმატიული-აქტი-22 ⬇

დანართი N14

რისკი N 3 სცენარი

წყალმოვარდნა – ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია რამდენიმე მდინარით, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა:

მაშავერა – მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მდინარე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფაში.

ქცია – ასევე მნიშვნელოვანი მდინარეა, რომელიც გადის ბოლნისის ტერიტორიაზე და ერთვის მაშავერას, რაც აძლიერებს რეგიონში წყლის რესურსებს.

რისკის ზონების აღწერა

უხვი ნალექის შემდეგ განსაკუთრებით დიდდება მდინარე მაშავერას კალაპოტი, რაც საფრთხეს უქმნის მაშავერას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

ამ ზონებში რისკის შეფასებისას მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს როგორც შესაძლო ფიზიკურ და გარემოსდაცვით ზიანს, ისე მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომელთა საცხოვრებელი პირობები, ეკონომიკური საქმიანობა და ყოველდღიური გადაადგილება უშუალოდ დაკავშირებულია მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებთან. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე დამოკიდებულ ოჯახებს, ფერმერ ქალებს, მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რომელთაც წყალმოვარდნის შედეგად შესაძლოა შეეზღუდოთ უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოზე, საარსებო წყაროებზე, ინფრასტრუქტურასა და აუცილებელ სერვისებზე წვდომა.

ამ დოკუმენტის ფარგლებში, მოწყვლად ჯგუფებად განიხილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტექსტისთვის რელევანტური შემდეგი ჯგუფები: ქალები და გოგოები, ბავშვები, ხანდაზმული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და პირები, რომლებსაც აქვთ ქართული ენის ცოდნის ან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბარიერები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლები, ასევე, პირები/ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან მათი საარსებო წყაროები დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე ან რისკის ზონაში მდებარე ინფრასტრუქტურაზე. ჩამონათვალი ეფუძნება ადამიანის უფლებებზე, ქალებისა და კაცების თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებულ მიდგომას და მორგებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ კონტექსტზე.

წყალმოვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის ეროზია და მეურნეობაში მავნე ნარჩენებისა და გრუნტის დაშლა.

ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება;

• გზების, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების დაზიანება;

• წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტროსისტემის შეფერხება.

ტექნოგენური საფრთხეები

• თუ წყალმოვარდნა ემთხვევა პოლიმეტალის, ფერადი ლითონების საწარმოს ან სხვა სამრეწველო ობიექტებს, შესაძლებელია ქიმიური ან მტვრის დაბინძურება მდინარეში.

• ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება და საწარმოთა საქმიანობის შეფერხება.

სოციალური და ჯანმრთელობის რისკები:

• მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების დატბორვა, საცხოვრებელი სახლების დაზიანება.

• წყლისა და საკვების დაბინძურების შედეგად დაავადებების გაჩენა.

ბიოლოგიური და ეკოლოგიური ზემოქმედება

• ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დაზიანება, თევზის და წყალმცენარეების ბუნებრივი ჰაბიტატის დარღვევა;

• მდინარის წყლის ხარისხის გაუარესება, რაც გავლენას ახდენს სასმელ წყალსა და სოფლის მეურნეობაზე.

წყალმოვარდნა მოსალოდნელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მდინარეების, კაზრეთულას, მაშავერასა და ქციას, მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წყალმოვარდნის რისკის შეფასებისა და მართვის პროცესში შეაგროვებს, დაამუშავებს და გააანალიზებს მონაცემებს მოწყვლად ჯგუფებზე, რათა უფრო სიღრმისეულად განისაზღვროს შესაძლო ზეგავლენა მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და გარემოზე. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ევაკუაციის, ადრეული გაფრთხილების, დროებითი განთავსების, ზიანის შემდგომი აღდგენისა და საარსებო წყაროების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და იმგვარად მორგებისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ადამიანებისა და ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება, რომლებსაც წყალმოვარდნის დროს დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ.

რისკის ზონებში არსებული დასახლებები, ძირითადად, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მდინარეების, კაზრეთულას, მაშავერასა და ქციას, მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც განლაგებულია, ასევე, ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები.

განსაკუთრებით მოწყვლადი დასახლებები: ქალაქი ბოლნისი, სოფელი რატევანი, რაჭისუბანი, ქვეში, სავანეთი, ჭაპალა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა წყალმოვარდნის შემთხვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას.

• 2022 წელი - სოფელი რაჭისუბანი, სავანეთი, რატევანი;

• 2024 წელი - ქალაქი ბოლნისი, რაჭისუბანი, სამწევრისი, ხატისოფელი;

ძლიერმა წყალმოვარდნამ გამოიწვია სახლების დაზიანება, დატბორვა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

წყალმოვარდნისას მუნიციპალიტეტი შეაფასებს როგორც შესაძლო ფიზიკურ ზიანს, ასევე მოსახლეობის საარსებო წყაროებზე გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ოჯახებს, მათ შორის მოწყვლად ოჯახებს, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, მცირე საოჯახო მეურნეობებზე, პირუტყვზე, სათბურებზე ან მდინარის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე.

მუნიციპალიტეტი, ასევე, გაითვალისწინებს, რომ საგანგებო სიტუაციების დროს ქალების ზრუნვის პასუხისმგებლობები ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ან ოჯახის ავადმყოფ წევრებზე შეიძლება ართულებდეს დროულ ევაკუაციას, ინფორმაციის მიღებასა და დახმარებაზე წვდომას. შესაბამისად, მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში განხორციელდება მოწყვლადი ოჯახებისა და ჯგუფების წინასწარი იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის მექანიზმების განსაზღვრა.

რისკი N 3 სცენარი

წყალმოვარდნა

საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები

პ რ ე ვ ე ნ ც ი ა

პრევენციის უმთავრესი მიზანია მუნიციპალური ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით.

არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორიც არის:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა;

დ) წყალდიდობისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება / კორექტირება / დახვეწა.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილი 1-ში.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 3-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:

N ღონისძიების დასახელება ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ღონისძიების განხორციელებაში დამხმარე პირები განხორციელების ვადები შენიშვნა
1 მდინარეების, კაზრეთულას, მაშავერასა და ქციას, დატბორვის არეალში გაწმენდითი და ნაპირგასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარება (მაგალითად, მდინარე მაშავერაზე დაახლოებით 550 მეტრ სიგრძეზე, ქ. ბოლნისის სამხრეთ-აღმოსავლეთი) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ტენდერით გამოვლენილი კომპანიები ივლისი - ოქტომბერი სამუშაოები განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე შესაბამისი უწყებების მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, დაფინანსების მოძიების გზით.
2 სადაზღვევო პაკეტების შეთავაზება/მომზადება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური სადაზღვევო კომპანიები კალენდარული წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს რისკის არეალში მცხოვრები მოსახლეობისათვის სადაზღვევო კომპანიებთან შუამდგომლობას და სადაზღვევო პაკეტების შეთავაზებას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
3 შშმ პირთათვის სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
4 შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალი) ინსტრუქტირება

ბოლნისის

მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
5 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ

მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა

მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ მოიქცნენ წყალდიდობის დროს. პერიოდულად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ორგანიზება უნდა გაუკეთდეს მათ სწავლებას თემატურ საკითხებზე. ასევე, ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ მოიქცეს წყალდიდობის დროს შენობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით.აგრეთვე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება.

მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიების შესახებ მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმების სრულყოფასა და განვითარებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 3-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები:

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 საჯარო სკოლის მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისათვის (პირველ რიგში, რისკის არეალში მაცხოვრებლები) ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/სწავლება წყალდიდობის, წყალმოვარდნისა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კალენდარული წლის პერიოდში ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სწავლებას ჩაატარებს შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
2 საევაკუაციო წვრთნა ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მერია, შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კალენდარული წლის პერიოდში ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სწავლებას ჩაატარებს შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
3 რისკის შემცველ ტერიტორიაზე შენობა- ნაგებობების მონიტორინგი უსაფრთხოების კუთხით ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები/შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კალენდარული წლის პერიოდში
4 ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 სასტუმროსთან მოლაპარაკებას საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებულ მოქალაქეთა განთავსებისათვის და ფასთა კვლევას მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას საორიენტაციო ხარჯების გათვალისწინებისათვის. ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
5 ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურები უზრუნველყოფენ მოთხოვნის შემუშავებას და შესაბამისი ანგარიშგების შედგენას, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი მოხმარების საგნების შეძენისთვის (პრიორიტეტულია საძილე ტომრები, კარვები, მედიკამენტები) ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, ასევე, წითელი ჯვრის საზოგადოება კალენდარული წლის პერიოდში
6 ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო მოქალაქეთა ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტრანსპორტის მოძიებას მუნიციპალიტეტში არსებულ კერძო ან/და საჯარო პირებთან მოლაპარაკებების გზით, რის საფუძველზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას.

ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები

კალენდარული წლის განმავლობაში
7 ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუირებულ მოქალაქეთა საკვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო მარაგების მოძიებას მუნიციპალიტეტში არსებულ საკვების მიმწოდებელ დაწესებულებებთან წინასწარი მოლაპარაკების გზით, რის საფუძველზე აღნიშნული სამსახურები უზრუნველყოფენ შესაბამისი წლის ბიუჯეტში ფინანსების მობილიზებას. ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
8 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
9

შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის)

ინსტრუქტირება

ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველ 6 თვეში ერთხელ
10 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება ბოლნისისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური ყოველ 6 თვეში ერთხელ

რ ე ა გ ი რ ე ბ ა

არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება;

ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება;

გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება;

ე) ოპერაციების კოორდინირება;

ვ) ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი;

თ) ინფორმაციის მართვა;

ი) მოთხოვნების დამუშავება დახმარების შესახებ;

კ) რესურსების მიღება და მართვა;

ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

მ) ფინანსების მართვა;

ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციულ სისტემების ამოქმედება(GIS)

ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ორგანიზება.

დაუყონებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით იხსნება ევაკუირებულთა შემკრები, საშუალედო, მიმღები პუნქტები. შესაბამისად ორგანიზება უკეთდება ევაკუირებულთა აღრიცხვის, სამედიცინო დახმარების, სურსათით, ცხოველის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებით, წყლის აუცილებელი მარაგით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს.

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 3-ის წყალმოვარდნა ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები:

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1 საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვითარების შეფასება, გადაწყვეტილების მიღება განგაშის გამოცხადებასა და შტაბის შეკრების თაობაზე შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო „სთ“ + 10 წთ
2 საგანგებო მართვის შტაბის წევრების შეტყობინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური „სთ“ + 15 წთ
3 საგანგებო მართვის შტაბის შეკრება „--------“ „სთ“ + 35 წთ
4 სამაშველო და (საჭიროების შემთხვევაში) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საგანგებო შტაბი „სთ“ + 40 წთ
5 საევაკუაციო ქმედებებში ჩართული პერსონალის, მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, სამკურნალო, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება „--------“ „სთ“ + 1 სთ
6 მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის განვითარების ადგილიდან „--------“ „სთ“ + 1 სთ და 30 წთ
7 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში, შესაბამისი დაცვის ორგანიზება „--------“ „სთ“ + 2 სთ
8 მართვის კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დაზუსტება და შესაბამისი ზომების მიღება „--------“ „სთ“ + 1 სთ ყოველ საათში განმეორებით
9 საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, მათ შორის სატრანსპორტო მიმოსვლის რეგულირების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღება და განკარგულების გაცემა „--------“ „სთ“ + 3 სთ
10 საგანგებო სიტუაციების ზონიდან განახლებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო ვითარების შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დავალებების გაცემა „--------“ „სთ“ + 4 სთ
11 დამატებითი ძალების მოზიდვის საჭიროების შემთხვევაში, წინადადების მომზადება და ზემდგომი ორგანოებისათვის წარდგენა „--------“ „სთ“ + 5 სთ
12 არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის მომზადება. „--------“ „სთ“ + 6 სთ და შემდგომ ყოველ ექვს საათში

მართვის შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის ორგანიზება

საგანგებო შტაბის წევრებს და მათ დაქვემდებარებულ პირებს ან/და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში ჩართულ სხვა პირებს შორის კავშირი განხორციელდეს სატელეფონო საშუალებებით. საქალაქო ან მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კავშირი განხორციელდეს სპეციალური რაციებით ან კურიერების მეშვეობით.

აღდგენა

საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი N 3-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები:

მას შემდეგ, რაც წყლის დონე დაიწევს და ადგილზე მუშაობა გახდება უსაფრთხო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები იწყებენ აღდგენითი სამუშაოების შესრულებას:

  1. საგანგებო სიტუაციების სამსახური იწყებს დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას;

  2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს შენობების საცხოვრებლად ვარგისიანობას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად;

  3. ხორციელდება მატერიალური ფასეულობების გამოტანა/დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება;

  4. მერიის სამსახურებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სტიქიის ადგილზე ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები, ქვა-ღორღის, ნაშალი მასის, ჩახერგილების გაწმენდა;

  5. ტრაქტორი/ექსკავატორი იწყებს შეგუბებული დაბლობიდან მდინარის კალაპოტამდე მცირე ზომის არხების გაყვანას, რათა შეგუბებული წყალი დაბრუნდეს მდინარეში;

  6. შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ იწყებს სანიაღვრე არხების გაწმენდას დაგროვილი ნაგვისაგან და ასუფთავებს დატბორილ ქუჩებსა და უბნებს;

  7. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად იწყება სამუშაოები დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად (ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მაგისტრალების შემოწმება/აღდგენა).

ნორმატიული-აქტი-23 ⬇

დანართი N15

რისკი N1

ხანძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში

N1 რისკისა და N2 რისკის მიხედვით, შენობა მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანი ქუჩა N106-ში. შენობა არის 4-სართულიანი და სართული-სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I-II-III სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II სართული), ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი (II სართული), შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ (I სართული) ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ (I სართული), ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ (I სართული), შპს ,,გაზეთი ბოლნისი“ (I სართული), საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო (I სართული), შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბოლნისის წარმომადგენლობა (II სართული), საქსტატის ქვემო ქართლის ბიურო (I სართული). მერიის შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, გადახურულია პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, სასხვენო გადახურვა წარმოადგენს ხის კონსტრუქციებს. შემოსასვლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯრები დამზადებულია მეტალოპლასტმასითა და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია, ასევე, გამოყენებულია შეკიდული ჭერი. შენობას აქვს ოთხი გასასვლელი.

შენობაში ხანძარი შესაძლოა გავრცელდეს, როგორც შენობის კონკრეტულ ნაწილში, ასევე მთლიანად შენობის მასშტაბით. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს გასასვლელებსა და ცალკეულ ოთახებში კვამლის დაგროვება, რაც გამოიწვევს შენობაში მყოფი პირების ინტოქსიკაციას. მოსალოდნელია, ცალკეულმა თანამშრომლებმა მიიღონ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მზიდი კონსტრუქციის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტების ნგრევა და გასასვლელების (მათ შორის საევაკუაციო) ჩახერგვა.

საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები

პ რ ე ვ ე ნ ც ი ა

პერიოდულად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობის ვარგისიანობა, გამოვლინდეს ადვილად დაზიანებადი წერტილები და მიღებულ იქნას ტექნიკური ზომები მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. გეგმიურად უნდა მიმდინარეობდეს ხანძრის პროფილაქტიკური ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 1-ში.

გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა N 1 რისკის სცენარის მიხედვით

ცხრილი 1

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 ელექტროსისტემის გადამოწმება კვარტალში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი
2 ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებისა (ცეცხლმაქრების) და სისტემების (საგანგაშო მაუწყებლობის სისტემის) გადამოწმება თვეში ერთხელ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი
3 დამწვრობის საწინააღმდეგო სახვევი სამედიცინო მასალისა და მედიკამენტების გადამოწმება - შევსება თვეში ერთხელ სოციალური და ჯანდაცვის, სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
4 შენობის საერთო ტექნიკური მდგომარების მონიტორინგის ორგანიზება (კომუნიკაციის, ნაგებობების, ელექტროობის, გაზის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება) თვეში ერთხელ სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ღიბრაძე
5 შენობის გარე პერიმეტრის დაცვის მონიტორინგი სისტემატურად (ვიდეომონიტორინგი) შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსი გიორგი ნადიკაშვილი
6 პრევენციული ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება წელიწადში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
7 კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრევენციის ზომების დადგენა კალენდარული წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის, სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე

მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა

მერიის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის დროს, გამართულ მდგომარეობაში უნდა ინარჩუნებდნენ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, უნდა იცოდნენ მისი ექსპლუატაციის წესები. ამ მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ორგანიზება უნდა გაეწიოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ მონიტორინგსა და სპეციალურ ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. პერიოდულად უნდა განახლდეს ხანძრის ქრობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. ყოველწლიურად უნდა მოხდეს საგანგებო გეგმის განვითარება აღნიშნული რისკის ხელახალი შეფასების საფუძველზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 2-ში.

გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი შიდა საფრთხის N 1 რისკის მიხედვით

ცხრილი 2

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 შტაბის წევრებისათვის სათანადო (ევაკუაციის პროცედურები, ხანძართან ბრძოლის, პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვ.) ტრენინგების/ინსტრუქტაჟების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დახმარებით
2 თანამშრომლებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
3 სახანძრო სისტემების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
4 სახანძრო სფეროში პერსონალისთვის ხანძრის ჩაქრობის იმიტირებული სწავლების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით
5 საევაკუაციო იმიტირებული წვრთნა ყოველ 6 თვეში ერთხელ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
6 შშმ პირებისათვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება ყოველ 6 თვეში ერთხელ სოციალური და ჯანდაცვის, სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
7

შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შესაბამისი პირების (დამხმარე პერსონალის)

ინსტრუქტირება

ყოველ 6 თვეში ერთხელ სოციალური და ჯანდაცვის, სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
8 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი კახაბერ მამულაშვილი

რ ე ა გ ი რ ე ბ ა

ხორციელდება შეტყობინება ხანძრის შესახებ „112“-ში და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გამოძახება. დაუყოვნებლივ ხდება თანამშრომლების ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე (შენობის ფასადის კედლებიდან არანაკლებ 10-15 მეტრის დაშორებით). ასევე, შეძლებისდაგვარად, ხორციელდება მატერიალური ფასეულობების ევაკუაცია. დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტროენერგია და გაზმომარაგება. შენობიდან ევაკუაციის გეგმა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი N 11).

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 3-ში.

გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა, სცენარი შიდა საფრთხის N 1 რისკის მიხედვით

ცხრილი 3.

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე ,,112“ „3 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
2 საევაკუაციო გზების შემოწმება „10 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
3 საევაკუაციო გეგმის მიხედვით, ადამიანების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე „15 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
4 ევაკუირებული ადამიანების აღრიცხვა „15 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
5 სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში კომპეტენტური პირებისა და ტექნიკის ჩართვა „15 წთ“

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის

სამსახური უფროსი გიორგი ღიბრაძე

დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
6 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე „15 წთ“ ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიზო კორტავა დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
7 გაზის, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების ძირითადი საკეტების ჩაკეტვა „15 წთ“

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის

სამსახური უფროსი გიორგი ღიბრაძე

დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
8 დასახმარებლად მოსული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დახვედრა და მათი ინფორმირება შექმნილი ვითარების შესახებ „5 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
9 შშმ პირისა და მისი დამხმარე პერსონალისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა „5 წთ“ სოციალური და ჯანდაცვის, სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით

ა ღ დ გ ე ნ ა

საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებასა და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი იღებს შესაბამის ზომებს, მერიის ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.

დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 4-ში

გასატარებელი აღდგენის ღონისძიების დეტალური გეგმა N 1 რისკის სცენარის მიხედვით

ცხრილი 4

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 შენობის მდგრადობის და საექსპლუატაციო ვარგისიანობის დადგენა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ორგანიზებას უკეთებს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევას
2 გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ხანძრით გამოწვეული ნარჩენების უსაფრთხო გამოტანა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური შპს ,,კომუნალური მეურნეობა“
3 დაზიანებული შენობის და ასევე სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში ეკონომიკის სამსახური
4 დაზიანებული კომუნიკაციების ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მაგისტრალების შემოწმება/აღდგენა შემთხვევის დადგენიდან 1-2 დღის ვადაში სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
5 აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება შეთანხმებით სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
6 ზარალის შეფასების ორგანიზება შეთანხმებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია
ნორმატიული-აქტი-24 ⬇

დანართი N16

რისკი N2

მიწისძვრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა

N2 რისკის მიხედვით: შენობა მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანი ქუჩა N106-ში. შენობა არის 4-სართულიანი და სართული-სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I-II-III სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II სართული), ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი (II სართული), შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ (I სართული) ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ (I სართული), ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ (I სართული), შპს ,,გაზეთი ბოლნისი“ (I სართული), საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო (I სართული), შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბოლნისის წარმომადგენლობა (II სართული), საქსტატის ქვემო ქართლის ბიურო (I სართული). მერიის შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, გადახურულია პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, სასხვენო გადახურვა წარმოადგენს ხის კონსტრუქციებს. შემოსასვლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯრები დამზადებულია მეტალოპლასტმასითა და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია, ასევე, გამოყენებულია შეკიდული ჭერი. შენობას აქვს ოთხი გასასვლელი.

მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში, რაც არ გამორიცხავს მიწისძვრის წარმოქმნის შესაძლებლობას. ზოგადი შეფასების საფუძველზე, ძირითადი შენობის სეისმომედეგობა, სავარაუდოდ, აკმაყოფილებს 6-7 ბალის ეფექტით გამოწვეულ სეისმურ ზემოქმედებაზე მედეგობას. ამდენად, შესაძლებელია მოხდეს შენობის საშუალო ან ძლიერი ხარისხის დაზიანება, მინების მსხვრევა, ხანძრების წარმოქმნა, კომუნალურ-ენერგეტიკული ქსელის მწყობრიდან გამოყვანა. შესაძლებელია, დაირღვეს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემა, მოხდეს კარადებისა და მძიმე ავეჯის გადაყირავება, თაროებიდან ნივთების ცვენა, მინების მსხვრევა. შესაბამისად, შესაძლებელია, თანამშრომლებმა მიიღონ სხვადასხვა ხარისხის ტრავმა და ჭრილობები. მზიდი კონსტრუქციის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტების ნგრევა და გასასვლელების (მათ შორის საევაკუაციო) ჩახერგვა.

საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები

პ რ ე ვ ე ნ ც ი ა

მიწისძვრის შედეგების პრევენციის მიზნით, საიმედოდ და მყარად უნდა მიმაგრდეს ავეჯი კედელთან. საოფისე ინვენტარი მყარად უნდა დაფიქსირდეს მაღალ თაროებზე. დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილები სამუშაო მაგიდებსა და შემინულ ღიობებს შორის. გეგმურად უნდა მიმდინარეობდეს შენობების სეისმომედეგობის ამაღლების პრევენციული ღონისძიებები მოქმედი სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად.

არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

დ) მიწისძვრისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა;

ე) შენობის კონსტრუქციისა და არსებული ფართობების ტექნიკური დათვალიერება-შემოწმება (რისკების შესამცირებლად აკადემიამ მოიწვია სპეციალისტები შენობის მდგრადობის დასადგენად (იხ. მდგრადობის დოკუმენტი);

ვ) დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი ფიქსაცია.

ცხრილი 1

გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა

სცენარი შიდა საფრთხის N2 რისკის მიხედვით

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 მიწისძვრისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა კვარტალში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
2 შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგის ორგანიზება (კომუნიკაციის, ნაგებობების, ელექტროობის, გაზის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება) კვარტალში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
3 დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი შეძლებისდაგვარად ფიქსაცია კვარტალში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
4 შშმ პირებისთის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრევენციის ზომების დადგენა კვარტალში ერთხელ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
5 შშმ პირების დამხმარე პერსონალის არყოფნისას მათი ჩამნაცვლებლების განსაზღვრა კვარტალში ერთხელ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
6 საოფისე მაგიდების 1.5 მეტრის დაშორებით ფანჯრებთან განლაგების გადამოწმება კვარტალში ერთხელ შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
7 სახურავის კონსტრუქციების მონიტორინგი,მისი შეკეთება და საწვიმარი მილების გამაგრება კვარტალში ერთხელ სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
8 შენობის გარე პრევენციული სამშენებლო-ტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება, ეზოს მოწესრიგება (ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების გამაგრება, გარე და შიდა სანიაღვრე არხების შეკეთება) კვარტალში ერთხელ სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური

მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა

მერიის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს. პერიოდულად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ორგანიზება უნდა გაუკეთდეს თემატურ მეცადინეობებს, ვიქტორინებსა და კონფერენციებს მიწისძვრებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ მოიქცეს მიწისძვრის დროს, შენობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება.

მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით, იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმების სრულყოფასა და განვითარებას.

ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

მზადყოფნის ღონისძიებებია:

  • თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგებისა და სწავლებების პერიოდული დაგეგმვა (6 თვეში ერთხელ) მიწისძვრასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე;

  • საევაკუაციო იმიტირებული სწავლება;

  • საევაკუაციო გეგმების შესაბამისობის გადახედვა;

  • სამაშველო-სახანძრო აღჭურვილობის ვარგისიანობის შეფასება და სრულყოფა-განახლება;

  • კავშირგაბმულობის საშუალებების ტექნიკური გადამოწმება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

ცხრილი 2

გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი N2 რისკის მიხედვით

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგები/სწავლება მიწისძვრასთან და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
2 თანამშრომლებისთვის სწავლებების/ინსტრუქტაჟის ჩატარება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
3 საევაკუაციო იმიტირებული წვრთნა

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
4 საევაკუაციო გეგმების შესაბამისობის გადახედვა

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
5 სამაშველო-სახანძრო, აღჭურვილობის ვარგისიანობის შეფასება და სრულყოფა-განახლება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი
6 კავშირგაბმულობის საშუალებების ტექნიკური გადამოწმება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
7 შშმ პირებისთვის სათანადო ინსტრუქტაჟების ჩატარება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
8 შშმ პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შესაბამისი პირების (პირველ რიგში დამხმარე პერსონალი) ინსტრუქტირება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე
9 შშმ პირებისათვის არსებული საევაკუაციო მექანიზმების გადამოწმება

ყოველ 6 თვეში

ერთხელ

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი კახაბერ მამულაშვილი

რ ე ა გ ი რ ე ბ ა

მიწისძვრის დროს თანამშრომლები თავს აფარებენ საყრდენი კაპიტალური კედლების ღიობებს ანდა თაღების შიდა კუთხეებს, ხოლო პირველი ბიძგის დასრულების შემდეგ უნდა მოვახდინოთ მათი ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილას (შენობის ფასადის კედლებიდან არანაკლებ 10-15 მეტრის დაშორებით). დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტროგაყვანილობა და გაზმომარაგება. საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება შეტყობინება „112“-ზე, დახმარების მიღების თაობაზე. შენობიდან ევაკუაციის გეგმა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დართი №11).

მიწისძვრა: შენობის შიგნით ადამიანები განლაგდებიან უსაფრთხო ადგილებში, მიწისძვრის შემთხვევაში, საგანგებო შტაბის უფროსი ევაკუაციის საკითხებში დაუყოვნებლივ აცნობებს ფაქტის შესახებ საგანგებო სიტუაციებს სამსახურს - 112-ს. შემდეგ აცნობებს მისი ჯგუფის წევრებს და კოორდინირებულად დაიწყება შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია წინასწარ შემუშავებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში განთავსებულია სხვადასხვა სამსახური, საჭიროა მათი ევაკუაციისათვის შეიქმნას საევაკუაციო ჯგუფი.

ცხრილი 3

გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი N2 რისკის მიხედვით

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 განგაშის გამოცხადება და შეტყობინება „3 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
2 სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე: 112 „5 წთ“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
3 პირველი ბიძგების დასრულების შემდეგ საევაკუაცი გზების შემოწმება „ 5 წთ “ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
4 პერსონალისა და თანამშრომელთა ევაკუაცია შენობიდან „ 5 წთ “ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
5 ევაკუირებული სიების გადამოწმება „ 5 წთ “ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
6 მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას „ 5 წთ “ ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიზო კორტავა დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
7 სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსვლამდე პირველადი რეაგირების ღონისძიებების ჩატარება „ 5 წთ “ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
8 გაზის, წყალმომარაგებისა და ელექტროგმომარაგების ძირითადი საკეტების ჩაკეტვა „ 5 წთ “ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სოლომონ ჩარკვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
9 დასახმარებლად მოსული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დახვედრა და მათი ინფორმირება შექმნილი ვითარების შესახებ „ 5 წთ “ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფა
10 შშმ პირებისა და მისი დამხმარე პერსონალისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან „ 5 წთ “ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე დრო მითითებულია პირობითად, აქტივობებს შორის ინტერვალის დაცვის მიზნით

ა ღ დ გ ე ნ ა

მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით, საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ზარალის შეფასებას და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიებების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი იღებს ზომებს მერიის ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.

მიწისძვრა: მიწისძვრის შედეგების მასშტაბიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს:

  • შენობისა და ტერიტორიის ნამსხვრევებისაგან დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება;

  • დაზიანებული ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მაგისტრალური კომუნიკაციების აღდგენა-შემოწმება;

  • შენობის ვარგისიანობის შემოწმება შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად;

  • როგორც დაზიანებული შენობის, ასევე, სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება.

ცხრილი 4

გასატარებელი აღდგენის ღონისძიებების დეტალური გეგმა N2 რისკის სცენარის მიხედვით

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
1 შენობის მდგრადობისა და სარგებლობის დადგენა

შემთხვევის

დადგომიდან 1-2 დღის ვადაში

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ორგანიზებას უკეთებს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევას
2 გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, მიწისძვრით გამოწვეული ნარჩენების უსაფრთხო გამოტანა

შემთხვევის

დადგომიდან 1-2 დღის ვადაში

შპს ,,კომუნალური მეურნეობა“
3 დაზიანებული შენობის, ასევე, სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება

შემთხვევის

დადგომიდან 1-2 დღის ვადაში

ეკონომიკის სამსახური
4 დაზიანებული კომუნიკაციების, ელექტრო-ენერგიის, გაზისა და წყლის მაგისტრალების აღდგენა/შემოწმება.

შემთხვევის

დადგომიდან 1-2 დღის ვადაში

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
5 აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება შეთანხმებით სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
6 ზარალის შეფასების ორგანიზება შეთანხმებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია
ნორმატიული-აქტი-25 ⬇
ნორმატიული-აქტი-26 ⬇

დანართი 17.3

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გაზმომარაგების სქემა

ნორმატიული-აქტი-27 ⬇

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.08.2026. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.158.016702.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №21, 03.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016702 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6971095/